გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110310019002832-04
№3/9-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი-სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი - მ-------- კ--------,მოპასუხე - ი.მ კ------- კ-------,წარმომადგენელი - ბ------- ყ-------,დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი.მ კ------- კ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 19 აპრილამდე, საერთო ჯამში 11 751 ლარის ოდენობით გადახდა (სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2019 წლის 27 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე 13:05 სთ);
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე: ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- (საერთო ფართი 3426 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/2 განაშენიანების ფართი 419 კვ.მ, საერთო ფართი 675.06 კვ.მ, N02/1 განაშენიანების ფართი 146 კვ.მ, საერთო ფართი 118.56 კვ.მ, N03/1 განაშენიანების ფართი 86 კვ.მ, საერთო ფართი 69.85 კვ.მ, N04/1 განაშენიანების ფართი 103 კვ.მ, საერთო ფართი 46.23 კვ.მ, N05/1 განაშენიანების ფართი 8 კვ.მ, საერთო ფართი 5.7 კვ.მ) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სააგენტოს მობილური ჯგუფის მიერ გამოვლენილ იქნა, რომ აღნიშნული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მოპასუხე - ი.მ კ------- კ-------. მოსარჩელემ არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე - ი.მ კ------- კ-------, რომ ის არამართლზომიერად ფლობდა სახელმწიფო ქონებას და ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა, ამასთან, უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ქონება. მოსარჩელის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და გაინისაზღვრა წლიური საიჯარო ქირა. კერძოდ, უძრავი ქონების, მდებარე ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 9400 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის საიჯარო ქირის სახით გადასახდელი აქვს 11 751 ლარი - 2018 წლის 01 იანვრიდან გასხვისებამდე, 2019 წლის 19 აპრილამდე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დამატებით შეკითხვების ეტაპზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხე 2018 წლის 01 იანვრიდან ფლობდა სადაო ფართს სრული მოცულობით 2019 წლის 19 აპრილამდე, აღნიშნული კი დასტურდება 2018 წლის დეკემბრის დათვალიერების ოქმით. ამასთან, 2018 წლის იანვარში განხორციელდა სადაო ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის დროს არ მომხდარა ქონების დათვალიერება და ჩაბარება, რეგისტრაცია წარმოშობს საიჯარო ქირის მოთხოვნის საფუძველს.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ი.მ კ------- კ-------მ წარმოდგენილი შესაგებლით, მარტივი შეპასუხებით, სარჩელი არ ცნო.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს შემდეგი: მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ფლობდა მხოლოდ 200 კვ.მ მიწის ფართს 2018 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე. მთლიანი ფართით მოპასუხე არ სარგებლობდა და საქმის მასალებშიც არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მიაჩნიათ, რომ საიჯარო ქირაც უნდა გადაიხადონ მხოლოდ გამოყენებული ფართის პროპორციულად და არა იმ ოდენობით, როგორც მოსარჩელე ითხოვს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს 2018 წლის დეკემბერში ადგილზე დახვდა მოპასუხე და დათვალიერების ოქმზეც მოაწერა ხელი, თუმცა იგი უკვე აღარ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ ჯართის რაღაც ნარჩენები მაინც იყო ადგილზე დარჩენილი. მას არ მიუმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, რომ გაათავისუფლა სახელმწიფოს ტერიტორია და აღარ ფლობდა. აუქციონის ჩატარებამდე, ასევე სადაო ფართში ვიღაც კაცი ცხოვრობდა ოჯახით.
მიაჩნიათ, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებული ფართის ნაწილში და მისი პროპორციული საიჯარო ქირის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- (საერთო ფართი 3426 კვ.მ, მასზე განთავსებული შნობა-ნაგებობა N01/2 განაშენიანების ფართი 419 კვ.მ, საერთო ფართი 675.06 კვ.მ, N02/1 განაშენიანების ფართი 146 კვ.მ, საერთო ფართი 118.56 კვ.მ, N03/1 განაშენიანების ფართი 86 კვ.მ, საერთო ფართი 69.85 კვ.მ, N04/1 განაშენიანების ფართი 103 კვ.მ, საერთო ფართი 46.23 კვ.მ, N05/1 განაშენიანების ფართი 8 კვ.მ, საერთო ფართი 5.7 კვ.მ) საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24/12/2018;
3.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხე რეგისტრირებულია ინდ.მეწარმეთ 2017 წლის 21 დეკემბრიდან შემდეგ მისამართზე - ზესტაფონის რაიონი, სოფელი პ------–-----------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი;
3.3. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების 2018 წლის 26 ივლისის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად ქ.ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ N 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს ი.მ კ------- კ-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების 2018 წლის 26 ივლისის ადგილზე დათვალიერების აქტი;
3.4. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების 2018 წლის 10 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად ქ.ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ N 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს ი.მ კ------- კ-------. ადგილზე დათვალიერების აქტს ხელს აწერს მოპასუხე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების 2018 წლის 10 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების აქტი;
3.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების 2018 წლის 12 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათების თანახმად ქ.ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ N 3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით სარგებლობს ი.მ კ------- კ-------, რომელსაც ობიექტზე გახსნილი აქვს ჯართის მიმღები პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების 2018 წლის 12 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი;
- ფოტოსურათები;
3.6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 აგვისტოს №005923518 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- (საერთო ფართი 3426 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/2 განაშენიანების ფართი 419 კვ.მ, საერთო ფართი 675.06 კვ.მ, N02/1 განაშენიანების ფართი 146 კვ.მ, საერთო ფართი 118.56 კვ.მ, N03/1 განაშენიანების ფართი 86 კვ.მ, საერთო ფართი 69.85 კვ.მ, N04/1 განაშენიანების ფართი 103 კვ.მ, საერთო ფართი 46.23 კვ.მ, N05/1 განაშენიანების ფართი 8 კვ.მ, საერთო ფართი 5.7 კვ.მ) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 9400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 აგვისტოს №005923518 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა;
3.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის N13/43034 წერილით, ი.მ კ------- კ-------ს ეცნობა, რომ ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ ( საკადასტრო კოდით 3-----------) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც იგი სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეცნობა, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება, რაც შეეხება არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდას, მასვე განემარტა, რომ საფასურის ოდენობა, გადახდის ვადა და ანგარიშის ნომერი ეცნობებოდა დამატებით. გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე ი.მ კ------- კ-------ს პირადად, 2018 წლის 25 აგვისტოს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის N13/43034 წერილი;
- საფოსტოს შეტყობინების ბარათი;
3.8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 აგვისტოს №13/48756 წერილით, ი.მ კ------- კ-------ს ეცნობა, რომ ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ ( საკადასტრო კოდით 3-----------) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც იგი სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეცნობა, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება. ამასთან, ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასური 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე შეადგენს 6257.25 ლარს. მასვე განემარტა, რომ უძრავი ქონებით სარგებლობისათვის ყოველდღიურად დაეკისრებოდა 25.75 ლარი. მოპასუხეს წერილის ჩაბარებიდან, განესაზღვრა 20 დღის ვადა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოსარჩელე ორგანოში წარდგენისათვის. გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე ი.მ კ------- კ-------ს პირადად, 2018 წლის 01 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 აგვისტოს №13/48756 წერილი;
- საფოსტოს შეტყობინების ბარათი;
3.9. სახელმწიფო ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად მოსარგებლე ი.მ კ------- კ-------- მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად სარგებლობისათვის დაკისრებული საფასურის სახით თანხა გადახდილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.10. ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ 3426 კვ.მ საერთო ფართის მქონე უძრავი ქონებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს 2019 წლის 19 აპრილიდან წარმოადგენს ზ------ ს-------–---;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმე ზ.ს-------–---- ჩვენება;
3.11. მოპასუხე ი.მ კ------- კ------- ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ ( საკადასტრო კოდი 3-----------) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (საერთო ფართი 3426 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/2 განაშენიანების ფართი 419 კვ.მ, საერთო ფართი 675.06 კვ.მ, N02/1 განაშენიანების ფართი 146 კვ.მ, საერთო ფართი 118.56 კვ.მ, N03/1 განაშენიანების ფართი 86 კვ.მ, საერთო ფართი 69.85 კვ.მ, N04/1 განაშენიანების ფართი 103 კვ.მ, საერთო ფართი 46.23 კვ.მ, N05/1 განაშენიანების ფართი 8 კვ.მ, საერთო ფართი 5.7 კვ.მ) არამართლზომიერად ფლობდა მხოლოდ 200 კვ.მ მიწის ფართს, 2018 წლის მაისიდან 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. მოპასუხეს არასოდეს უსარგებლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობით. შესაბამისად, საიჯარო ყოველთვიური საფასური უნდა გამოითვალოს არამართლზომიერად დაუფლებული ფართის პროპორციულად და განისაზღვროს ყოველთვიურად 548 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- მოწმე ზ.ს-------–---- ჩვენება;
- ექსპერტიზის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ნაწილობრივ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, მოპასუხემაც ნაწილობრივ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 19 აპრილამდე, საერთო ჯამში 11751 ლარის ოდენობით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.მ კ------- კ------- წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- (საერთო ფართი 3426 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/2 განაშენიანების ფართი 419 კვ.მ, საერთო ფართი 675.06 კვ.მ, N02/1 განაშენიანების ფართი 146 კვ.მ, საერთო ფართი 118.56 კვ.მ, N03/1 განაშენიანების ფართი 86 კვ.მ, საერთო ფართი 69.85 კვ.მ, N04/1 განაშენიანების ფართი 103 კვ.მ, საერთო ფართი 46.23 კვ.მ, N05/1 განაშენიანების ფართი 8 კვ.მ, საერთო ფართი 5.7 კვ.მ) საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 აგვისტოს №005923518 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- (საერთო ფართი 3426 კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/2 განაშენიანების ფართი 419 კვ.მ, საერთო ფართი 675.06 კვ.მ, N02/1 განაშენიანების ფართი 146 კვ.მ, საერთო ფართი 118.56 კვ.მ, N03/1 განაშენიანების ფართი 86 კვ.მ, საერთო ფართი 69.85 კვ.მ, N04/1 განაშენიანების ფართი 103 კვ.მ, საერთო ფართი 46.23 კვ.მ, N05/1 განაშენიანების ფართი 8 კვ.მ, საერთო ფართი 5.7 კვ.მ) წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 9400 ლარს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებების, მოწმის ჩვენებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი.მ კ------- კ------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 3----------- არამართლზმიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა მხოლოდ 200 კვადრატულ მეტრ ეზოს ფართს 2018 წლის მაისიდან 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით.
დღეის მდგომარეობით ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ფიზიკური პირი ზ------ ს-------–---. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის დამატებითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი.მ კ------- კ------- აღნიშნული უძრავი ქონების მთლიანი ფართით სარგებლობდა 2018 წლის 01 იანვრიდან, როგორც ამას მოსარჩელე განმარტავს. ამასთან, ვერც მოპასუხე მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სადაო ქონებას აღარ ფლობდა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ. მას რაიმე სახის განაცხადი სადაო ქონების გათავისუფლების შესახებ მოსარჩელე ორგანოში არ გაუკეთებია.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების აქტებით, ოქმით, ფოტოსურათებით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს’’ მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს გაცემულ ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ჩატარებულია კონკრეტული მიზნით, წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, შეუძლებელია დადგინდეს 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდისათვის ი.მ კ------- კ-------- მიერ უძრავი ქონების მთლიანი ფართის ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულებები კი, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა ი.მ კ------- კ-------- მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთლიანი ფართით ზემოაღნიშნულ პერიოდზე ფლობა-სარგებლობის ფაქტს - საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქმის მასალებში არ მოიპოვება ასევე ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, N3----------- საკადასტრო კოდის მქონე 3426 კვ.მ ფართისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სრულად არამართლზმიერად ფლობისა და სარგებლობლობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მოსარჩელის წარმომადგენელი მოპასუხის მხრიდან 2018 წლის 01 იანვრიდან სრული ფართის სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რაც გაზიარებული ვერ იქნება, მითუფრო იმ პირობებში, როცა საქმეზე დაკითხულმა მოწმემ (ფართის ამჟამინდელმა მესაკუთრემ) სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის მხრიდან სადაო ფართიდან მხოლოდ 200 კვადრატული მეტრის სარგებლობის ფაქტი 2018 წლის მაისის თვიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 19 აპრილამდე, საერთო ჯამში 11751 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო. ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დადგენილი და დადასტურებული იქნა, რომ მოპასუხე აღნიშნული უძრავი ქონებიდან უკანონოდ ფლობს 200 კვ.მ. ფართს 2018 წლის მაისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე პერიოდში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ი.მ კ------- კ-------- მხრიდან 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სრული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება 2018 წლის 01 იანვარს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მოპასუხე ფლობდა ამ უძრავ ქონებას არამართლზომიერად. მოსარჩელე მხარის მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ არ მომხდარა მისი გადამოწმება და მხოლოდ 2018 წლის 26 ივლისის აქტით დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ფიზიკური პირი კ------- კ-------, რომელიც ასევე ადასტურებს აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილის გამოყენებას 2018 წლის მაისიდან. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი ვერ იქნა უტყუარი მტკიცებულება, რომ მოპასუხე აღნიშნულ უძრავი ქონების მთლიან ფართს ფლობდა.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული პერიოდის ნაწილში და მასთან, მთლიან ფართზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დარჩენილ ნაწილში - სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარეს ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, N3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ი.მ კ------- კ-------- მიერ სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 26 ივლისის, 10 დეკემბრის დათვალიერების აქტი, 2018 წლის 12 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს თავად მოპასუხე მხარისა და მისი შუამდგომლობით დაკითხული მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე - ი.მ კ------- კ-------- მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: ზესტაფონში, ს----------–---- ქ.N2--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: N3-----------) არამართლზომიერად სარგებლობა მოიცავს 2018 წლის მაისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე პერიოდს, საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არამართლზომიერად დაკავებული ფართი წარმოადგენს მხოლოდ 200 კვადრატულ მეტრს, რომლის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საიჯარო ყოველთვიური საფასური უნდა გამოითვალოს არამართლზომიერად დაუფლებული ფართის - 200 კვ.მ-ის პროპორციულად და განისაზღვროს თვეში 548 ლარით, საერთო ჯამში, კი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის უნდა დაეკისროს - 6576 ლარის გადახდა 2018 წლის მაისიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ი.მ კ------- კ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 197.28 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი.მ კ------- კ-------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ს.კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2018 წლის მაისიდან ყოველთვიურად 548 ლარის გადახდა 2019 წლის აპრილის ჩათვლით, ჯამში - 6576 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე ი.მ კ------- კ-------ს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 197.28 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ კოდზე - 300193150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.N7)
მოსამართლე ელენე ოსაძე