განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
200100119002965124
დავის ტიპი
187 1
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002965124

#1/125-19 (№035230319001)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ-------------ი - დაბადებული 1--- წლის 8-------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------–-.

 

ადვოკატი - რ------------------–---–ი

 

თარჯიმანი - ხ--------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2----–-–------------- დაახლოებით 18:00 საათზე, თ--–----------------------–----------–-–ი მ---------–--------ა ნ------------ა და თ-------------–---------–-ს საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე მდებარე ოთახში, ჯ-------------მა მუშტი დაარტყა, ძირს გადმოაგდო და გაანადგურა მისი ბებიის შ--------ა ნ------------ კუთვნილი 220 ლარად ღირებული „HONDA“ ფირმის ტელევიზორი, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ასევე ჯ-------------მა იმავე დღეს დააზიანა შ--------ა ნ------------ა და თ-------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლისა და სახლის დამხმრე ნაგებობის ფანჯრებისა და კარების მინები, რითაც გამოწვეულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 210,48 ლარი. ჯ--------------- აღნიშნული ქმედების შედეგად მის ბებიას და პაპას შ--------ა ნ------------ა და თ-------------–---------–-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–-------------, თ--–----------------------–----------–-–ი, ჯ-------------მა მისი ოჯახის წევრების დააზიანა შ--------ა ნ------------ა და თ-------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლისა და სახლის დამხმრე ნაგებობის ფანჯრებისა და კარების მინები, რითაც დაზარალებულს მიადგა 210,48 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თ-------------–---------–-მ განმარტა, რომ ცხოვრობს თ--–----------------------–----------–-–ი, მეუღლესთან შ--------ა ნ---------------- და ჯ-------------თან ერთად. მოწმის ჩვენებით ჯ-------------ი არის მისი შვილიშვილი. თ--–----------------------–----------–-–ი აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ყავს თანამესაკუთრეები, მაგრამ არ ეკუთვნის ჯ-------------ს. მოწმის განმარტებით 2----–-–------------- მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თელავში და სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ საცხოვრებელ სახლის ფანჯრისა და კარების მინები იყო დამტვრეული, რომელიც დაამტვრია ჯ-------------მა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახლში ასევე დაზიანებული იყო ტელევიზორი, რომელიც ეკუთვნოდა პირადად ჯ-------------ს. მოწმის განმარტებით ასევე მინების დაზიანებით მიყენებული ზიანი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის და დაზიანების ფაქტს პატიობს ჯ-------------ს.

 

დაზარალებულებმა შ--------ა ნ------------ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადეს, რომ არ სურა ოჯახის წევრის, ჯ--------------- წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ მოხდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ-----------------–---–-- დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ჯ--------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ პირმა განზრახ დააზიანოს სხვისი ნივთი და აღნიშნულმა დაზიანებამ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვიოს. ნივთის დაზიანება გულისხმობს მისი თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება მისი სამეურნეო ღირებულების არსებითი შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია მიზნობრივი გამოყენებისათვის. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან პაპა და ბებია.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად და უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯ-------------მა დააზიანა მისი პაპისა და ბებიის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ფანჯრისა და დამხმარე ნაგებობის კარების მინები, რომლითც გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 210,48 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ-------------ს მინების დაზიანებასთან ერთად ბრალად წარდგენილი აქვს ტელევიზორის დაზიანება. ხსნებეული ნივთის დაზიანებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ხსენებული ნივთი არ წარმოადგენდა პირადად ჯ--------------- საკუთრებას და იგი ეკუთვნოდა შ--------ა ნ------------ საკუთრებას. ამასთან საქართველოს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად ჯ-------------ს უნდა ამოერიცხოს „HONDA“ ფირმის ტელევიზორის დაზიანება, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული გავლენას ვერ იქონიებს წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაზე.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ-------------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მიყენებული ზიანი მისთვის მნიშვნელოვან არ წარმოადგენს, ასევე შერიგებულია მასთან. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას არის ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ჯ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ-------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჯ-------------ს 2019 წლის 23 მარტიდან 2019 წლის 30 აპრილის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს მისი შემდგომი მოხდისაგან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი ტელევიზორი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე