გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/485-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.11. 2019 წელი ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე: რ---- მ--------–---–ი;
წარმომადგენელი: ე--------------–--ე;
მოპასუხე: გ------- ბ--------–---–ი;
წარმომადგენელი: შ--------------ე;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------- ბ--------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე რ---- მ--------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 10.620 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
რ---- მ--------–---–მა გარდაცვლილი დედის ლ---- მ--------–---–ის დანაშთ ქონებაზე 2008 წლის 02 ივნისს, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც მან მიიღო სამკვიდრო ქონება, 1/2 წილი საცხოვრებელი სახლის მდებარე საერთო სკუთრების 230კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე ქ. ბ---------ი თ-----ს ქ. # 4-ში, გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რ---- მ--------–---–ის მიერ აღრიცხულ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი თ-----ს ქ. 4-ში იდილაურ წილში.
მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მოეხდინათ უძრავი ქონების მდებარე ქ.ბ---------ი, თ-----ს ქ#4-ში საზიარო უფლება ქონებაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან ს/კ 6-.2-.0-.1-- ნატურით გაყოფის თაობაზე.
მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შემდგომ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, რაზეც 2017 წლის 05 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა.
2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება რომელიც კანონიერ ძალაშია შესული ამოწერილი იქნა სააღსრულებლო ფურცელი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტლება და სააღსრულებლო ფურცელი წარდგენილ იქნა სააღსრულებლო ბიუროში თუმცა დღემდე არ მოხდა უძრავი ქონების გადაცემა რ---- მ--------–---–ზე.
მოსარჩელის განმარტებით რ---- მ--------–---–მა, რომელმაც გარდაცვლილი დედის ლ---- მ--------–---–ის დანაშთ ქონებაზე 2008 წლის 02 ივნისს მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ---------ი თ-----ს ქ. 4-ში იდილაურ წილში არც მაშინ აძლევდა მოპასუხე საშუალებას და უფლებას, რომ ესარგებლა თავის წილით და არც 2017 წლის 05 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ეძლევა საშუალება, რითაც ადგება ზიანი, რადგან ქ. ბ---------ი არის საკურორტო ქალაქი და ქალაქში უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნილებაა, რითაც ექნებოდა საშუალება რომ მიეღო შემოსავალი.
ქ.ბ---------ი თ-----ს ქ. # 4-ში მდებარე შენობაში რ---- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული კომერციული დანიშნულების ფართის საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2017 წლის 05 მაისიდან დღემდე 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით იქნა შპს "ა---------"-ის მიერ იქნა შეფასებული და შეფასებით უძრავი ქონების საიჯარო თანხა შეადგინა 11300 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ბ--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ სცნო სარჩელი და განმარტა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ---- მ--------–---–ს ბ---------ში, თ-----ს ქუჩა N4-ში მდებარე თანასა კუთრების 1 სართულიდან იდეალური 1/2 წილიდან გამოეყო რეალური წილი (სარჩელი ცნობილი იქნა მოპასუხე მხარის მიერ). აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 26 სექტემბერს იმავე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ------- ბ--------–---–ის სარჩელი და მოპასუხე რ---- მ--------–---–ს დაეკისრა მასზე გადაცემულ ფართზე გ------- ბ--------–---–ის მიერ გაწეული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. ამასთან, გ------- ბ--------–---–ის მიერ სრულად არის შესრულებული ახალციხის რაიონულს სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება, სრულად იქნა გამოთავისუვფვლებული რ---- მ--------–---–ზე მიკუთვნებული ფართი, უფრო მეტიც, იგი გ------- ბ--------–---–ის მხრიდან არის ამოქოლილი და რ---- მ--------–---–ს არავინ და არაფერი არ უშლის ხელს რომ მოახდინოს თავისი საკუთრების ფლობა-განკარგვა. სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და ემსახურება მცდელობას, ახალციხის რაიონული სასამართლოს მერ 2018 წლის 26 სექტემბერს მიღებული კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების რევანშისა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.რ---- მ--------–---–ის გარდაცვლილი დედის ლ---- მ--------–---–ის დანაშთ ქონებაზე 2008 წლის 02 ივნისს, გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც მან მიიღო სამკვიდრო ქონება, 1/2 წილი საცხოვრებელი სახლის მდებარე საერთო სკუთრების 230კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე ქ. ბ---------ი თ-----ს ქ. # 4-ში, გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რ---- მ--------–---–ის მიერ აღრიცხულ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი თ-----ს ქ. 4-ში იდილაურ წილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მემკვიდრეობის მომწმობა (ს.ფ. 18-21;)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23 );
3.1.2.მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მოეხდინათ უძრავი ქონების მდებარე ქ.ბ---------ი, თ-----ს ქ#4-ში საზიარო უფლება ქონებაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან ს/კ 6-.2-.0-.1-- ნატურით გაყოფის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 13/10/2016 წლის დასკვნა (ს.ფ. 24-29 );
3.1.3. მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, რაზეც 2----–-–---------ს გამოტანილი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------ის გადაწყვეტილება (ს.ფ. 30);
3.1.4. 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება რომელიც კანონიერ ძალაშია შესული ამოწერილი იქნა სააღსრულებლო ფურცელი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტლება და სააღსრულებლო ფურცელი წარდგენილ იქნა სააღსრულებლო ბიუროში თუმცა სააღსრულებო წარმოება დღემდე არ დასრულებულა. გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, რადგან, არ განხორციელებულა ექსპერტის დასკვნის თანახმად ტიხრების მოწყობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 40-41 );
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის წერილი (იხ. სხდომის ოქმი 23.10.19წ.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 05 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხის ბრალეულობით მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს კუთვნილი ფართით და ამის შედეგად ადგება ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტებები(იხ. სხდომის ოქმი) ;
3.2.2. ქ.ბ---------ი თ-----ს ქ. # 4-ში მდებარე შენობაში რ---- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული კომერციული დანიშნულების ფართის საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2017 წლის 05 მაისიდან დღემდე 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით იქნა შპს "ა---------"-ის მიერ იქნა შეფასებული და შეფასებით უძრავი ქონების საიჯარო თანხა შეადგინა 11300 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,აუდიტი + ის’’ შეფასების ანგარიში ( ს.ფ.42-54);
- აუდიტის ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 411-412-ე მუხლი, 992-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებად სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდეგნილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ უშლიდა თუ არა გ------- ბ--------–---–ი ხელს რ---- მ--------–---–ს საერთო ქონებიდან თავისი წილი უძრავი ქონებით სარგებლობაში იმის გამო, რომ არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა კუთვნილი ფართით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით რეალურად მოხდა ქონების გაყოფა. ასევე სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიიღებდა თუ არა რაიმე ფინანსურ სარგებელს უძრავი ქონების გაქირავების შედეგად რ---- მ--------–---–ი და სწორედ აღნიშნული ფართის სარგებლობაში ხელის შეშლით ვერ მიიღო ასეთი შემოსავალი. საქმის განხილვით დადგინდა, რომ გ------- ბ--------–---–ს რ---- მ--------–---–ისათვის 2----–-–---------იდან ხელი არ შეუშლია რ---- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში. მოსარჩელემ ვერ დაძლია ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე არ ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას, იმის გამო, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს, თუმცა ითხოვს ზიანის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხეზე იმის გამო, რომ 2017 წლიდან, მათ შორის 2019 წლის მიმდინარე პერიოდშიც ვერ გააქირავა კუთვნილი ფართი ხელშეშლის გამო. საქმის განხილვით დადგენილია და თავად მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ სადავო ფართი მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და უშუალოდ ესაზღვრება მასვე. ფართი რომელიც საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ გადაეცა მოსარჩელეს მოწყობილია იმგვარად, რომ სათანადო გადატიხვრისა და კარის ღიობების მოწყობის გარეშე მოსარჩელე ვერ შესძლებს ისარგებლოს სრულად თავისი ქონებით, თუმცა ამ ფაქტში არ არსებობს მოპასუხის ბრალეული ქმედება, ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ თითოეულ მხარეს თვითონ უნდა ჩაეტარებინა ამგვარი სამუშაოები. მოსარჩელის განმარტებითვე დადგენილია, რომ ამჟამად მის საკუთრებაში არსებული სარდაფის კარი წარსულში (გაურკვეველია დროის რა პერიოდში) მოპასუხის მიერ ბოქლომით იყო ჩაკეტილი, თუმცა ახლა აღარ არის ბოქლომით ჩაკეტილი. შესაბამისად, გაურკვეველია, რა გზით, რა საშუალებით, როდის ან რა წინააღმდეგობით შეუშალა ხელი მოპასუხემ მოსარჩელეს კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში. მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის ამოწერის ფაქტი ვერ დაასაბუთებს ამ გარემოებას, მითუმეტეს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის მიმართვით, რომელიც გაეგზავნა რ---- მ--------–---–ს, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, რადგან, არ განხორციელებულა ექსპერტის დასკვნის თანახმად ტიხრების მოწყობა. ან თუ ხელშეშლის ფაქტი სახეზე იყო წარსულში, ხომ არ მიმართა მოსარჩელემ სამართალდამცავ ორგანოს ან სხვა ღონისძიებას, რათა ესარგებლა კუთვნილი ფართით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე ხელს უშლიდა კუთვნილი ფართით სარგებლობაში მას შემდეგ, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა რ---- მ--------–---–სა და მოპასუხე გ------- ბ--------–---–ს შორის საზიარო უფლება ქონებაზე ნატურის გაყოფის გზით.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მან სცადა საკუთარ უძრავ ქონებაში შესვლა, მაგრამ გ------- ბ--------–---–მა შეუშალა ხელი.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი აპირებდა უძრავი ქონების გაქირავებას და მოპასუხე მხარის მიერ ფართის სარგებლობაში ხელის შეშლის გამო ვერ შესძლო დაინტერესებულ პირთან შეთანხმება. ეს გარემოება აუცილებელია იყოს დადასტურებული მტკიცებულებებით, რადგან, საჭიროა არსებობდეს მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება, რათა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - მოპასუხეს რომ არ შეეშალა ხელი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობაში მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს ფართის გაქირავებით. ამასთან, დასკვნის გამცემი სპეციალისტი არ შესულა უშუალოდ შენობაში და არ უხელმძღვანელია ფართის რეალური მდგომარეობით. ამასთან, სპეციალისტს დაკითხვის დროს და არც მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია იმის შესახებ, რომ სპეციალისტმა ფართი ვერ დაათვალიერა რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობის გამო, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეული მოქმედებით ან უმოქმედობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტს, რის გამოც მოსარჩელეს მიადგებოდა ფინანსური ზიანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობას; მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო კუთვნილი უძრავი ქონების გაქირავებით შემოსავალი, რაც გამოწვეული იყო მოპასუხის მხრიდან უკანონო მოქმედებით - არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა კუთვნილი უძრავი ქონებით.
მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძლვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ზიანი უნდა დაეკისროს მას, ვინც სხვა პირთან მიმართებაში ბრალეულად არ შეასრულა აღებული ვალდებულება და ამით არამართლზომიერად შეუქმნა იმგვარი პირობა, რომ შემოსავლის მიღება შეუძლებელი გახდა.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მხრიდან ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი, რომ გ------- ბ--------–---–მა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში - სასამართლოს 2----–-–---------ის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, არ მისცა შესაძლებლობა მოსარჩელეს, ესარგებლა კუთვნილი უძრავი ქონებით; შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე და ამით გამოწვეულ მიუღებელ შემოსავალზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალისათვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ადგილი ჰქონდეს პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, სახეზე იყოს ზიანი და არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თუ რამდენად სავარაუდო იყო მოპასუხისათვის, რომ მოსარჩელეს მიადგებოდა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად, „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“ არ უნდა გავიგოთ მოვალის სუბიექტური შესაძლებლობების მიხედვით. გონივრულად სავარაუდო ზიანი ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, რომ მითითებული ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია პირდაპირი ზიანი, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2----–-–---------ს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2017 წლის 24 ივლისს, თუმცა რა მიზეზით არ მოხდა მისი აღსრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოსათვის უცნობია. სხვა რაიმე შემთხვევა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ გ------- ბ--------–---–მა არ მისცა შესაძლებლობა რ---- მ--------–---–ს ესარგებლა კუთვნილი ქონებით, სასამართლოში საქმის განხილვით არ დასტურდება. ამასთან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ფართის სარგებლობაში ხელის შეშლით, მოსარჩელე რ---- მ--------–---–მა ვერ შესძლო დაინტერესებული პირისათვის კუთვნილი ფართის მიქირავება ან სხვა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ზიანის ანაზღაურება მხარეს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენება მოვალისთვის არის წინასწარ სავარაუდო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სურდა კუთვნილი ფართის გაქირავება კონკრეტულ მსურველზე და აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე ინფორმირებული იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები; კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ამ ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ მოყვანილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ---- მ--------–---–ისათვის უშუალოდ გ------- ბ--------–---–ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის და ბრალეულობა მოპასუხისა, სახეზე არ არის.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო არ მსჯელობს 2019 წლის 18 ივნისის შეფასების ანგარიშში ქ. ბ---------ში თ-----ს ქუჩა N4-ში მდებარე შენობაში, ფიზიკური პირის რ---- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული კომერციული დანიშნულების ფართის 2016, 2017, 2018 და 2019 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ მოყვანილი გარემოებების სისწორესა და მასში აღწერილი მსჯელობის შედეგად მიღებული ,,ზიანის” თანხის ოდენობის საფუძვლიანობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, რამდენადაც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი საერთოდ არ დასტურდება.
ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 339 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე რ---- მ--------–---–ის (პ/№1----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს N3124531-2/485-19წ. საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მოპასუხე გ------- ბ--------–---–ის (პ/ნ1----------) თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ 1/2 წილს, უძრავ ქონებას მდებარე: ბ---------ი, თ-----ს ქN4 (ს/კ 6-.2-.0-.1--).
3. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი