განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
130100119003174037
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-166-2019

გამოძიების N038010819003

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხ-–------ რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ლომიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–----------–ვილი, დაბადებული 1980 წლის 23 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული - ქ. თბილისში, გ--------–---–-- ქუჩა, კორპუსი 6, ბინა 14-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–------ მუნიციპალიტეტის დ-----------–---------------------------ში

 

ადვოკატი: მაია გრიგოლიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111.3811 მუხლის პირველი ნაწილი, 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ ხ-–----–----–-------------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–----------–ვილი შეხვდა, ყოფილი მეუღლის ძმას დ-------–-----ეს, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. აღნიშნულზე განაწყენებულმა ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, დ-------–-----ეს სახის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ესე იგი, ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

მანვე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–------ რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ი-----–----------–ვილის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით, ხსენებული ორდერის პირობების თანახმად, მას აეკრძალა მსხვერპლთან, მისი ყოფილი მეუღლის დედასთან, ნ-----–---–------სთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 1 აგვისტოს ი-----–----------–ვილი მივიდა ნ-----–---–-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქ ხ-–----–-, ვ-–----–----–-ს მეორე ჩიხი N5-ში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია მის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერის პირობები.

ესე იგი, ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811 მუხლის პირველი ნაწილით;

ი-----–----------–ვილმა ასევე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 1 აგვისტოს ი-----–----------–ვილი მივიდა ყოფილი მეუღლის დედის ნ-----–---–-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქ ხ-–----–-, ვ-–----–----–-ს მეორე ჩიხი N5-ში, რა დროსაც ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, ნ-----–---–------ს მოქაჩა თმა. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–---–------ გაიქცა ქუჩაში, სადაც მივიდა ი-----–----------–ვილი და კვლავ მოქაჩა თმა. ი-----–----------–ვილის ჩადენილი ძალადობით ნ-----–---–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ესე იგი, ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლოს დასკვნა ი-----–----------–ვილის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: დ-------–-----ისა და ნ-----–---–-----ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმე ა---------–-------–--ლის გამოკითხვის ოქმს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის შემაკავებელ ორდერს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ი-----–----------–ვილის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულთა ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ი-----–----------–ვილს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ი-----–----------–ვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111.3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-----–----------–ვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

ი-----–----------–ვილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩადენილს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

მოცემულ შემთხვევეში კი, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რაც მხედველობაში უნდა მიიღოს სასამართლომ სასჯელის ვადის განსაზღვრისას.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–----------–ვილის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–----------–ვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

2. ი-----–----------–ვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

3. ი-----–----------–ვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

4. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე საბოლოოდ ი-----–----------–ვილს, პირადი ნომერი 5----------, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს 2019 წლის 2 აგვისტოდან;

 

5. ი-----–----------–ვილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–------ რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი