განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4053-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო-----------–----------–--- - დაბადებული------–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------------–--
ადვოკატი - თ---------–----
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ო----------–--- წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2----–-–-----------–-–---------–---- ჩათვლით, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერ შეურცხყოფას აყენებდა მეუღლეს, თ-------------------–-, ლანძღავდა, აგინებდა, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.
2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:20 საათზე, თ---–--–------------------------------ მიმდებარედ, ო----------–---მ, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, თ-------------------–-, კერძოდ, ხელი მოუჭირა სახეზე, დაქაჩა თმა და დასვა ძირს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ო----------–---- ქმედებით თ-------------------–- მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ო----------–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ო----------–---- მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: გ----------------–---–-------------------------------–---------------------------–-----–----------- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო----------–---მ ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ო----------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
ო----------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე დაზარალებულ თ-------------–- მის მიმართ დღეის მდგომარეობით პრეტენზია არ გააჩნია. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან ო----------–---სთან ჰყავს საერთო შვილი, ასევე მისი ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა, დღეის მდგომარეობით მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას. ო----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ო----------–---- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–-----------–-–---------–---- ჩათვლით ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (-----–-–---------–---------------- - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ო----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ო----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------–-------------–-–------------------- ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ო----------–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი „---------- შავი ფერის ყურსასმენები, ო----------–---- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ერთი ცალი ბანკის პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი რკინის გასაღები და ფულადი თანხა - ერთი ცალი ერთ ლარიანი, ერთი ცალი ორმოცდაათ თეთრიანი და ერთი ცალი ოც თეთრიანი რკინის ხურდა ფული, რაც ინახება თ---–--–-------------–---–-------------–------------–--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–-----------------–----– შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი