განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100119003122800
№1/352-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20.11.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - მაია გრიგოლიშვილი
თარჯიმანი - ჯემალ გიგოლაშვილი
ბრალდებული - ვ-----–- რ-----ის ძე ბ-------, დაბადებული 1--- წლის 2--------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, დ------------–ი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–---, ს----------ის ქუჩა N--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ხ-–-----, ა---––--ის ქუჩა №5----.
კვალიფიკაცია
განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქალაქ ხ-–----ში, ა---––--ის ქუჩა N5-----ში მდებარე ლ-------–ა ბ--–--ას საცხოვრებელ ბინაში, ვ-----–- ბ-------მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ფრჩხილის მკვნეტარის გამოყენებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ-------–ა ბ--–--ას კისრის არეში, მარჯვენა მხარეს, მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც ლ-------–ა ბ--–--ა გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებით ვ-----–- ბ-------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით.
ვ-----–- ბ-------მა წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ვ-----–- ბ-------ის მიერ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ჩადენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----–- ბ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, მოწმეთა - თ------ ბ------–---–ის, ა-------- კ------–---ის, ლ--–- ჩ-------ს, ზ------ ც--–--------, ი---------------ის, ს--–---- ბ----–---–ის, რ----- ი-–-------–--, გ-----ი კ------–---ის, ზ---------–---–--ის, და მ-----–----------–--ის გამოკითხვის ოქმები, ვ-----–- ბ-------თან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმი და მოპოვებული მასალა, საგამოძიებო ექსპერიმენიტის ოქმი, ვ-----–- ბ-------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება - ტანსაცმელი, ნიმუშის აღების ოქმები, სასამართლო სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნა, მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდებაში ვ-----–- ბ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-----–- ბ-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო ვ-----–- ბ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
სასამართლო ვ-----–- ბ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
ვ-----–- ბ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას. სიცოცხლე, ადამიანურ ღირებულებებს შორის, ერთადერთი შეუფასებელი და განუმეორებელი ღირებულებაა, ამდენად, მისი განზრახ მოსპობის შემთხვევაში, სამართლიანობის კონტექსტში, მიზანშეწონილი და აუცილებელია ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. როგორც საქართველოს კონსტიტუციით და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით, ასევე არაერთი საერთაშორისო აქტით სიცოცხლის უფლება გარანტირებულია და მისი განზრახ ხელყოფის ყოველი შემთხვევა სათანადოდ უნდა იქნეს პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სამართლიანობის კონტექსტში, ყოველთვის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტური პრინციპი.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ვ-----–- ბ-------ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, მეუღლის ქმედებებით გაღიზიანებულმა ვ-----–- ბ-------მა აწგარდაცვლილ - ლ-------–ა ბ--–--ას ,,ფრჩხილის მკვნეტარის“ გამოყენებით კისრის არეში მიაყენა მრავლობითი სახის დაზიანებები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ვ-----–- ბ-------ის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ვ-----–- ბ-------ი შევიდა საპირფარეშოში, გაასუფთავა ლ-------–ა ბ--–--ას სისხლით დასვრილი ,,ფრჩხილის მკვნეტარა“, რის შემდეგაც გამოვიდა საპირფარეშოდან და დაინახა ლ-------–ა ბ--–--ა, რომელიც უგონო მდგომარეობაში იწვა სისხლის გუბეში. იგი არ მისულა გარდაცვლილთან, ისე წავიდა სახლიდან და კვლავ განაგრძობდა ალკოჰოლური სასმელის მიღებას. დასახელებული გარემოებები ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მტკიცე იყო ბრალდებულის გადაწყვეტილება, პირდაპირი განზრახვით მოეკლა ლ-------–ა ბ--–--ა, რამდენად სრულად აცნობიერებდა იგი თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ვ-----–- ბ-------ის ქმედებას დაკავების შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე ვ-----–- ბ-------მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. ბრალდებულმა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი მოწოდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სხვა პიროვნულ მახასიათებლებს, სახელდობრ, ვ-----–- ბ-------ი 43 წლისაა, დაკავებამადე იყო უმუშევარი, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის მომენტში ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ. სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ვ-----–- ბ-------ს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთის მოხდისას ვ-----–- ბ-------ს ექნება საკმარისი დრო და სათანადო საშუალება დაფიქრებისათვის, რათა მან ნათლად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგის სიმძიმე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ-----–- ბ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1-------------- საათიდან.
3. ვ-----–- ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარდაცვლილ ლ-------–ა ბ--–--ას გვამის აღმოჩენის ოთახის შესასვლელში ძირს დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში „01” ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარდაცვლილ ლ-------–ა ბ--–--ას საწოლის ირგვლივ იატაკის ზედაპირიდან საძინებელ ოთახში გვამის საწოლის გვერდით არსებული ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში „01” ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მარჯვენა სპორტული ფეხსაცმელიდან აღებული სუნის ნიმუში „01” ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული ჭრელი ფერის ბალიშის გადასაკრავი პირი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული ღია ფერებში ფაწყობილი ბალიშის გადასაკრავი პირი მოწითალო ფერის ლაქებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მომწვანო ფერის ბალიშის გადასაკრავი პირი მოწითალო ფერის ლაქებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული პულოვერი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული თავშალი მოწითალო ფერის ლაქებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული გადასაფარებელი (პლედი) მოწითალო ფერის ლაქებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მჩხვლეტავი საგანი (კოსმეტიკური ხელსაწყო) მომწვანო ფერის ტარით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის ჭრილობის ირგვლივ კანის ზედაპირიდან ბამბით ამოღებული ანაწმენდი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლიდან ამოღებული მოლურჯო ფერის ზეწარი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სამკაულები და ბარათები „01” ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის ირგვლივ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული შარვალი, მოკლეტოტიანი შარვალი, პერანგი და მაისური „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საწოლებს შორის იატაკიდან ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ოთახის ფეხსაცმელი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მჩხვლეტავი საგანი მოვარდისფრო ტარით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის მარცხენა სპორტული ფეხსაცმელი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის მარჯვენა სპორტული ფეხსაცმელი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლის გვერდით არსებული მაგიდის გადასაფარებლის ამონაჭრები „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდაზე განთავსებული მოლურჯო ფერის ყუთიდან ამოღებული შავტარიანი დანა მოკეცილ მდგომარეობაში, მაკრატელი, ორი ცალი მკვნეტარა და ოთხი ცალი მჩხვლეტავი საგანი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული ფრჩხილების ქლიბი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მოვარდისფრო ყუთი, რომლშიც მოთავსებულია მჩხვლეტავი ნივთი მოყვითალო ფერის ტარით და მაკრატელი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის საფერფლე სიგარეტის ნამწვებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საწოლიდან ამოღებული 3 ცალი ბალიშის პირი, 1 ცალი ზეწარი და 1 ცალი ჩიხოლი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საწოლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტი „პირველი“-ს ცარიელი კოლოფი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული კალამი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ოთახის შუაში სავარძლის გვერდით განთავსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული დანა მწვანე ფერის ტარით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაგთიფიქსის ტელეფონი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კომოდის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ყუთი, რომლშიც მოთავსებულია ხისტარიანი სადგისი, მჩხვლეტავი საგანი შავი ფერის ტარით და მკვნეტარა, მჩხვლეტავი ნივთი მოყვითალო ფერის ტარით და მაკრატელი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლსა და მაგიდას შორის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ბეჭედი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კომოდის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ყუთი და მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ყუთის თავსახური „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საპირფარეშოში უნიტაზის, მოწითალო ფერის შლანგის და მეთლახის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლის შემოსასვლელი კარის გარე სახელურიდან და შიდა სახელურის სამაგრიდან, სახლის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ პირობითან მეორე საძინებელი ოთახის შიდა და გარე სახელურებიდან, სახლის შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ პირობითად მესამე ოთახის გარეთა სახელურიდან, აღნიშნული ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა სახელურიდან, საპირფარეშოს გარეთა სახელურიდან, ლოჯის ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა და გარე სახელურებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საცხოვრებელი ბინის ოთახების ჩამრთველებიდან აღებული ანაწმენდები „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საძინებელი ოთახის კედლიდან ამოღებული შპალერის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საძინებელი ოთახში მდგარი ხის ტუმბოდან ამოღებული მაკრატელი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეორე საძინებელი ოთახში მდარი ხის ტუმბოდან ამოღებული შავი ფერის პარფიუმერიის პატარა ზომის ჩანთა და ჩანთაში მოთავსებული ერთი ცალი მაკრატელი, ორი ცალი მჩხვლეტავი საგანი მოვარდისფერო ტარებით, ორი ცალი პინცეტი და ერთი ცალი ქლიბი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს პირობითად მესამე ოთახიდან ამოღებული იატაკის მოყვითალო ფერის საფენი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აივნის ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მცირე ზომის მჩხვლეტავი საგანი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შესასვლელი კარის უკან საკიდიდან ამოღებული მოყავისფრო ფერის ქურთუკი „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლში შესასვლელი კარის საკეტი მოწყობილობა და გარეთა სახელური „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სამზარეულოს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ჭიქა „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ლოჯში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული 2 ცალი დანა „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამის საწოლთან არსებული კედლიდან ამოღებული შპალერის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლში შესასვლელი კარის შუა ნაწილის გარეთა და შიგნითა ზედაპირებიდან, გვამის აღმოჩენის ოთახში შესასვლელიდან პირდაპირ კედელთან მდგარ მაგიდაზე არსებული ბოთლიდან, გვამის საწოლსა და მეორე საწოლს შორის მდგარ მაგიდის ქვეშ არსებული ბოთლიდან, გვამის აღმოჩენის ოთახში მცირე ზომის მაგიდის ზედაპირზე მოთავსებული მოვარდისფრო პლასტმაისის ყუთის გარეთა ზედაპირიდან ამოღებული ხელის თითის კვლები გადატანილი „05“ ცალ დაქტილოფირზე „01” ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „ლიკანი“ მასში მოთავსებული ალკოჰოლის სპეციფიკური სუნის მქონე სითხით „01” ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· ლ-------–ა ბ--–--ას გვამიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ლ-------–ა ბ--–--ას გვამიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ლ-------–ა ბ--–--ას გვამიდან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ლ-------–ა ბ--–--ას გვამიდან აღებული თმის ნიმუშები - 01 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ პაატა ჯიბლაძისგან ამოღებული ლ-------–ა ბ--–--ას ტანსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ პაატა ჯიბლაძისგან ამოღებული ლ-------–ა ბ--–--ას პირადი ნივთები (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· ლ-------–ა ბ--–--ას გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ლ-------–ა ბ--–--ას გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) გაანდგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ფრჩხილების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - 01 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან აღებული თმის ნიმუშები - 01 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ვ-----–- ბ-------ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ვ-----–- ბ-------ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ფეხსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ლ--–- ჩ-------სგან ამოღებული ვ-----–- ბ-------ის კუთვნილი სპორტული შარვალი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ა-------- კ------–---ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს ა-------- კ------–---ს;
· ა-------- კ------–---ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ფეხსაცმელი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს ა-------- კ------–---ს;
· ა-------- კ------–---ისგან ამოღებული გარდაცვლილ ლ-------–ა ბ--–--ას კუთვნილი მობილური ტელეფონი (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ა-------- კ------–---ს;
· ა-------- კ------–---ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ა-------- კ------–---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ა-------- კ------–---ისგან აღებული თმის ნიმუშები - 01 ფუთა (ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს;
· ა-------- კ------–---ისგან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ლ-------–ა ბ--–--ას კუთვნილი მოპბილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამკაულებიდან და პლასტიკური ბარათებიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები - 01 ფუთა (ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) განადგურდეს;
· ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალა 01 ცალ ლაზერულ დისკზე - 01 ფუთა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· შპს „მართადან“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 ცალ ლაზერულ დისკზე - 01 ფუთა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 ცალ ლაზერულ დისკზე - 01 ფუთა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე