განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4858-18
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – თ----- ყ---–-----–---–ის,ბრალდებულ – გ------- ხ---–--–--ის,ადვოკატ – გ---–--– ძ---------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
- გ------- გ-------–-- ძე ხ---–--–--ის, დაბადებულის 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–-------–----–--–--------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ხ---–--–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ------- ხ---–--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 ივნისს, ღამის საათებში, თბილისში, ს---–----–--–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ------- ხ---–--–--ემ სახისა და ტანის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით სცემა დ----- მ-–---–---ი, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ------- ხ---–--–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- ხ---–--–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით ღამის 10-11 საათზე, ბრუნდებოდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. უბანში შენიშნა მეგობრები - დ----- მ-–---–---ი, გ------- ჯ---------, ლ---- კ------–---–ი და ს--- მ----–-–---–ი, რომლებიც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. თავადაც შეუერთდა მათ და დალია 1-2 ჭიქა არაყი. დ----- მ-–---–---ს ჰქონდა მისი ვალი - 20 ლარი, რომლის დაბრუნებაც მან მოსთხოვა. დ----- მ-–---–---ი ამაზე გაღიზიანდა და მათ შორის საუბარი გადაიზარდა კამათში. ამ დროს მოვიდა მისი ძმა - ა-–---------- ხ---–--–--ე, რომელმაც შეარიგა გ------- და დ-----, რის შემდეგაც ძმამ გ------- ხ---–--–--ე შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა სახლში წასაყვანად, თუმცა იგი მას სახლში არ გაჰყოლია და დაბრუნდა უკან, ხოლო დ----- მ-–---–---ი წავიდა სახლში. უკან დაბრუნებულს მაგიდასთან დახვდნენ ს--- მ----–-–---–ი, გ------- ჯ--------- და ლ---- კ------–---–ი. გ------- ჯ--------- და ს--- მ----–-–---–ი გავიდნენ სიგარეტის საყიდლად, ხოლო თავად დარჩა ლ---- კ------–---–თან ერთად. ლ----იც მალევე გავიდა და დაბრუნდა დ----- მ-–---–---თან ერთად. დ-----მ გააგრძელა მასთან დაწყებული საუბარი და დაუწყო აგდებულად და დაცინვით ლაპარაკი, რაც მას არ მოეწონა და თავადაც შეეკამათა. ამ დროს დ-----მ ამოიღო დანა, რომელსაც ხელში ატრიალებდა და დედის მისამართით შეაგინა გ------- ხ---–--–--ეს. მას შეეშინდა, რომ დანა არ დაერტყა დ-----ს მისთვის და ამის გამო დაარტყა ხელი სახეში. ამ დროს იქვე მყოფი ლ----ი ჩადგა მათ შუაში და შეაკავა გ-------, რა დროსაც დ-----მ გვერდიდან დაარტყა დანა გ-------ს მკერდის არეში. ამ მომენტში გ------- ჯ--------- და ს--- მ----–-–---–ი მათთან არ იმყოფებოდნენ. ბრალდებულის თქმით, დანა მაგიდაზე არ ჰქონიათ. დ-----ს მიერ უშუალოდ დანის ამოღების მომენტი მას არ დაუნახავს. როგორც კი ნახა, რომ სისხლი მოსდიოდა, ტერიტორია მალევე დატოვა. გზაში შეხვდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელთა მხრიდან დახმარების აღმოჩენის პროცესში მან გონება დაკარგა.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, გ------- ხ---–--–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულმა დ----- მ-–---–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 10 საათზე, მეგობრებთან - ლ---- კ------–---–თან, ს--- მ----–-–---–თან და გ------- ჯ---------სთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს მის უბანში მდებარე სკვერში. შემდგომ მათ შემოუერთდა გ------- ხ---–--–--ე, რომლის ვალი ჰქონდა - 20 ლარი, თუმცა უქონლობის გამო ვალს ვერ უბრუნებდა. გ------- ხ---–--–--ემ მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რასაც მოჰყვა მათ შორის ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა სიტუაცია ა-–---------- ხ---–--–--ემ განმუხტა, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში. დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, მას ლ---- კ------–---–მა დაურეკა მობილურზე, რასაც უპასუხა მისმა მეუღლემ და უთხრა, რომ დ-----ს ეძინა, თუმცა ლ----მა მაინც მოითხოვა მისი დაბრუნება ეზოში. ეზოში ჩასვლისას მას სკვერში დახვდნენ ს--- მ----–-–---–ი, გ------- ჯ--------- და გ------- ხ---–--–--ე. ამ უკანასკნელთან ისევ დაიძაბა სიტუაცია. მან განუმარტა გ-------ს, რომ ჰქონდა ტელეფონი და რადგან თანხას ვერ უბრუნებდა, - დაელომბარდებინათ მისი ტელეფონი, რაც გ-------მ იუკადრისა, იგი ისევ თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. ამ დროს სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბა და გ------- ხ---–--–--ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, კერძოდ, ხ---–--–--ემ მას რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც გ-------მ ხელი დაარტყა, მის გვერდით იდგა ლ---- კ------–---–ი, რომელმაც ასევე დაარტყა მას ხელი. ურტყამდნენ გ------- ხ---–--–--ე და ლ---- კ------–---–ი. მათგან არცერთს დანა არ ჰქონია, ვარაუდობს, რომ დანა მაგიდაზე იდო, რადგან პური იყო დაჭრილი. დანა იყო შავტარიანი. გ------- ხ---–--–--ის დაჭრის ფაქტი მოწმისთვის ცნობილია, თუმცა რა ვითარებაში დაიჭრა გ------- ხ---–--–--ე ან ვინ დაჭრა იგი, ამასთან დაკავშირებით დაზარალებულს საუბარი არ სურს, რადგან გ------- ხ---–--–--ის დაჭრას სახელმწიფო მას ედავება და ამ საკითხთან დაკავშირებით რასაც იტყვის, იგი შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ---- კ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 8 ივნისს, საღამოს საათებში, ს--- მ----–-–---–თან, გ------- ჯ---------სთან და დ----- მ-–---–---თან ერთად ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მიირთმევდნენ ხაშს და ალკოჰოლურ სასმელს - არაყს. ცოტა ხანში მათ შემოუერთდა გ------- ხ---–--–--ე, რომელიც უკვე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გ-------მ მოსთხოვა დ-----ს ვალის დაბრუნება, რაც მათ შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, თუმცა მალევე დაწყნარდნენ და შერიგდნენ კიდეც. გ------- ხ---–--–--ე გაიყვანა მისმა ძმამ, ხოლო დ----- მ-–---–---ი წავიდა სახლში, თუმცა მან საკუთარი ინიციატივით დაურეკა დ----- მ-–---–---ს და უთხრა, რომ ქვემოთ ჩამოსულიყო. დ-----ც მალევე ჩამოვიდა მათთან. ამასობაში გ------- ხ---–--–--ეც დაბრუნდა უკან. ამ დროს გ------- ჯ--------- და ს--- მ----–-–---–ი გასულები იყვნენ სკვერიდან დაახლოებით 15 მეტრში მდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად. იქნებოდა ღამის 3-4 საათი, გ-------ს და დ-----ს კვლავ მოუვიდათ ერთმანეთში კონფლიქტი და მოწმემ გაიგო, რომ დ----- მ-–---–---მა დედა შეაგინა გ-------ს, რასაც გ-------ს მხრიდან მოჰყვა დ-----სათვის ხელის დარტყმა. ლ----ი ჩაუდგა მათ შუაში და გ-------ს აკავებდა. იგი ჰყავდა შებოჭილი, რა დროსაც დ-----მ რაღაც საგანი ამოიღო და დაარტყა გ-------ს მუცლის არეში. თავად საგანი არ დაუნახავს, ვარაუდობს, რომ იგი იყო დანა, რადგან დარტყმის შედეგად გ-------ს სისხლი წამოუვიდა. გ------- ჩაიკეცა და შველას ითხოვდა. მეტი დარტყმა დ-----ს არ უცდია და გაერიდა შემთხვევის ადგილს, ხოლო გ------- ჯ---------მ დარეკა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.
მოწმე ს--- მ----–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 8 ივნისს, იგი იმყოფებოდა ლ---- კ------–---–თან და გ------- ჯ---------სთან ერთად სუ-–----–--–------------------ში მდებარე სკვერში, სადაც მიირთმევდნენ ხაშს და ალკოჰოლურ სასმელს. მათთან მივიდნენ ასევე დ----- მ-–---–---ი და გ------- ხ---–--–--ე. გ------- ხ---–--–--ემ დ----- მ-–---–---ს მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რასაც მათ შორის მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. ამასობაში მოვიდა გ------- ხ---–--–--ის ძმა - ა-–---------- ხ---–--–--ე, რომელმაც დაამშვიდა ისინი და მოუწოდა შერიგებისკენ. დ----- წავიდა სახლში, გ------- ხ---–--–--ე კი წაიყვანა თავისმა ძმამ, თუმცა მალევე გ------- კვლავ დაბრუნდა უკან. შემდეგ ლ---- კ------–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა დ----- მ-–---–---ს და უთხრა, რომ მათთან ჩამოსულიყო. დ----- რომ დაბრუნდა, იგი გ------- ჯ---------სთან ერთად გავიდა იქვე, 10-15 მეტრის მოშორებით მდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად, სკვერში დარჩნენ გ------- ხ---–--–--ე, დ----- მ-–---–---ი და ლ---- კ------–---–ი. მალევე შემოესმათ ყვირილი და დაინახეს, რომ გ------- ხ---–--–--ე გამორბოდა და იძახდა „დ----- მ-–---–---მა დამჭრაო“. მას მუცლის არედან სდიოდა სისხლი. გ------- ჯ---------მ გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ადგილიდან, სადაც თავად იმყოფებოდა, ინციდენტი არ ჩანდა, რადგან ბუჩქები ეფარებოდა. ესმოდა მხოლოდ ხმა, რომ დ----- და გ------- თანხასთან დაკავშირებით კამათობდნენ. დაჭრამდე გაიგო დ----- მ-–---–---ის ხმა, რომელიც დედის მისამართით აგინებდა გ------- ხ---–--–--ეს. მოწმის თქმით, სუფრაზე დანა არ ჰქონიათ. ხ---–--–--ის ხელშიც არ დაუნახავს დანა.
მოწმე გ------- ჯ--------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 8 ივნისს, საღამოს საათებში, გ------- ხ---–--–--ესთან, ლ---- კ------–---–თან, ს--- მ----–-–---–თან და დ----- მ-–---–---თან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ს---–----–--–--ის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც მიირთმევდნენ ხაშს და იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც გ------- ხ---–--–--ემ დ-----ს მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რასთან დაკავშირებითაც მათ ერთმანეთში მოუვიდათ კამათი. მალევე მოვიდა გ-------ს ძმა - ა-–---------- ხ---–--–--ე და შეძლო მათი დაწყნარება. გ------- და დ----- შერიგდნენ, ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს და დაიშალნენ. მოგვიანებით ორივენი ისევ დაბრუნდნენ უკან. ამ დროს იგი ს--- მ----–-–---–თან ერთად გავიდა იქვე მდებარე ჯიხურში სიგარეტის საყიდლად. უკან დაბრუნებისას გ------- შეხვდათ დაჭრილი, იგი მირბოდა და იძახდა: „დ----- მ-–---–---მა დამჭრაო“. მას სისხლი სდიოდა მუცლის არედან, რის გამოც მან გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. მოწმის თქმით, დანა სუფრაზე არ ჰქონიათ.
მოწმე ა-–---------- ხ---–--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, მივიდა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც იმყოფებოდნენ ს--- მ----–-–---–ი, ლ---- კ------–---–ი, თავისი ძმა - გ------- ხ---–--–--ე, გ------- ჯ--------- და დ----- მ-–---–---ი. ბიჭები იყვნენ ნასვამები. მის ძმასა და დ----- მ-–---–---ს შორის ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ამ დროს მასთან მივიდა დ----- მ-–---–---ი, რომელმაც უთხრა, რომ მისი ძმის ვალს ვერ აბრუნებდა, რის სანაცვლოდაც დ-----მ მობილური ტელეფონი ჩაუდო ჯიბეში. მან კი ამოიღო ტელეფონი და დაუბრუნა უკან. მცირედი კამათის შემდეგ, გ-------მ და დ-----მ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და შერიგდნენ. შემდეგ დ----- მ-–---–---ი წავიდა სახლში. მოწმემ კი თავისი ძმა წაიყვანა და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა მანქანაში და სთხოვდა სახლში წასვლას, თუმცა გ------- ვერ დაიყოლია და განუცხადა, რომ დ-----სთან კონფლიქტი ამოწურული იყო, აღარაფერი მოხდებოდა და დაბრუნდა ბიჭებთან. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, დედამ შეატყობინა, რომ გ------- იყო დაჭრილი. როდესაც მივიდა იმ ადგილას, სადაც ძმა დატოვა, გ------- იქ აღარ დახვდა, უკვე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
მოწმე ნ---- მ-------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 8 ივნისს, ღამით, მისი მეუღლე დ----- მ-–---–---ი იმყოფებოდა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც იმყოფებოდნენ ასევე სხვა ბიჭები და მათ შორის გ------- ხ---–--–--ე. დ----- გვიან ღამით დაბრუნდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში. ცოლს უთხრა, რომ გ------- ხ---–--–--ესთან მოუვიდა შელაპარაკება და სთხოვა მას, რომ ვისაც არ უნდა დაერეკა მისთვის, არ გაეღვიძებინა. ლ----მა დაურეკა მას ორჯერ, მოწმემ უთხრა მას, რომ დ-----ს ეძინა. შემდეგ ლ----მა თავად მოაკითხა დ-----ს და სთხოვა სკვერში ჩასვლა. დ----- ჩავიდა სკვერში, საიდანაც აღელვებული ამოვიდა და მოუყვა, რომ გ------- ხ---–--–--ესთან იჩხუბა, რა დროსაც მან დანა დაარტყა გ-------ს. დ----- იყო ნაცემი, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, ხელებზე და მუხლებზე. მალევე მოვიდა პოლიცია და დ----- დააკავეს. როგორც იცის, კამათი მოხდა 20 ლარის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოწმის თქმით, სახლიდან გასვლისას მის მეუღლეს დანა ან რაიმე საგანი არ წაუღია თან.
მოწმე ვ-–- ჯ------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ს----------–----–--------------–-------–-–--ში. 2018 წლის 8 ივნისს იყო ღამის ცვლაში და მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ, იმყოფებოდა სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. 9 ივნისს, გამთენიისას მიიღო შეტყობინება დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც გამოცხადდა ც--–----------------თან. ადგილზე დახვდა გ------- ხ---–--–--ე, რომელსაც ხელები და მაისური ჰქონდა სისხლიანი, ასევე იგი იყო დაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. მან უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა დ----- მ-–---–---თან, რომელმაც დაჭრა იგი. მანვე მიაწოდა მას დ----- მ-–---–---ის მონაცემები და ტელეფონის ნომერი. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელმაც დაჭრილი გადაიყვანა საავადმყოფოში, ასევე მოვიდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.
მოწმე გ------- გ------–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–------------------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 8 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. რაციის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ ცინცაძის ქუჩაზე გ------- ხ---–--–--ე იმყოფებოდა დაჭრილ მდგომარეობაში. ადგილზე მისვლისას აღნიშნული პიროვნება ნამდვილად დახვდათ დაჭრილი, იგი იყო ნასვამი და აღელვებული, ახსენებდა დ-----ს, რომელზეც უთითებდა, რომ დ-----ს მიერ იყო დაჭრილი. მანვე მისცა მათ დ-----ს მონაცემები და ტელეფონის ნომერი. მალევე მოვიდა სასწრაფოც, რომელმაც დაჭრილი გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო თავად წავიდა გ-------ს მიერ მიცემულ მისამართზე, სადაც დახვდა დ----- მ-–---–---ი. მას ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანება სახეზე. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ მეგობარ გ------- ხ---–--–--ესთან მოუვიდა ჩხუბი ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რა დროსაც დაჭრა იგი. დ----- მ-–---–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისთვის და თავისი ნებით გაჰყვა მათ პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე რ-------- კ------ის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---–--------------ს თანამდებობაზე. 2018 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე გ------- გ------–--ესთან ერთად. იმყოფებოდნენ ს---–----–--–--ის ქუჩაზე, რა დროსაც რადიოსადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, რომ აღნიშნული ქ----------ში მყოფი გ------- ხ---–--–--ე გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. ადგილზე მისულებს ნამდვილად დახვდათ მითითებული პირი დაჭრილ მდგომარეობაში, რომელმაც განუცხადა მათ, რომ დ----- მ-–---–---მა დაჭრა. მანვე უთხრა მათ დ-----ს მისამართი და მონაცემები. დ----- მ-–---–---ის სახლში მისვლისას დ-----მ განუცხადა მათ, რომ ჩხუბი მოუვიდა გ------- ხ---–--–--ესთან, რომელსაც დაარტყა დანა.
მოწმეებმა - ა------ა კ---------–მა და ზ----- ლ-------–---–მა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე და დაადასტურეს მათი კანონშეს---მისად ჩატარება.
დ----- მ-–---–---ის მიმართ განხორციელებული ცემის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების ფაქტი დასტურდება სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, შპს ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის №-----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. დ----- მ-–---–---ს კლინიკისთვის მიუმართავს 09.06.2018 წელს, საიდანაც გაეწერა დიაგნოზით: ქალა-ტვინის, გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, სხეულის მრავლობითი ექსკორიაციები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ქეთევან ბედენაშვილმა.
ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ გ------- ხ---–--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ:
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ 2018 წლის 9 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ს---–----–--–--ის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოხდა ბრალდებულ გ------- ხ---–--–--ესა და დაზარალებულ დ----- მ-–---–---ს შორის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ლ---- კ------–---–მა, ს--- მ----–-–---–მა, გ------- ჯ---------მ და ა-–---------- ხ---–--–--ემ, რომლებიც პირადად იყვნენ მითითებული ფაქტის შემსწრენი. ურთიერთშელაპარაკების ფაქტი ასევე დაადასტურეს თავად ბრალდებულმაც და დაზარალებულმაც. კონფლიქტის შემსწრე მოწმეები აღნიშნავენ, რომ სიტუაციის განმუხტვა მოხდა მალევე, რის შემდეგაც გ------- ხ---–--–--ე წაიყვანა მისმა ძმამ, სახლში წავიდა ასევე დ----- მ-–---–---იც, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიტუაციის განმუხტვა მოხდა დროებით, რადგან სკვერში მალევე დაბრუნდა გ------- ხ---–--–--ე, ხოლო ლ---- კ------–---–ის ინიციატივით დაბრუნდა ასევე დ----- მ-–---–---იც. გ------- ხ---–--–--ესა და დ----- მ-–---–---ს შორის კვლავ განახლდა კონფლიქტი, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის შემსწრეც მოწმეთა ჩვენებების თანახმად, არის მხოლოდ ლ---- კ------–---–ი, ვინაიდან გ------- ჯ--------- და ს--- მ----–-–---–ი იმ მომენტისათვის უკვე იმყოფებოდნენ სკვერთან ახლოს მდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად. თვითმხილველი პირის - ლ---- კ------–---–ის ჩვენების თანახმად, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია დ----- მ-–---–---ის მხრიდან გ------- ხ---–--–--ის მისამართით დედის შეგინებამ, რასაც გ------- ხ---–--–--ისაგან საპასუხო რეაქციის სახით მოჰყვა დ----- მ-–---–---ისათვის ხელის დარტყმა სახის არეში. დ----- მ-–---–---ისათვის ხელის დარტყმის ფაქტს ადასტურებს როგორც დაზარალებული, ასევე თავად ბრალდებული, თუმცა დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებული მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში, კერძოდ, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება და მიუთითებს, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის დადგენისას სახეზე კუმულაციურად უნდა იყოს რამდენიმე კომპონენტი: პირს, რომელიც თავდაცვის რეჟიმში აზიანებს სხვა პირს, სწორედ ამ პირისაგან უნდა ემუქრებოდეს რეალური, აშკარა და იმწუთიერი საფრთხე. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ დადასტურებული უნდა იყოს შეს---მისი მტკიცებულებებით. განსახილველ საქმეში შემთხვევის ადგილზე მყოფი სამი პირიდან (ლ---- კ------–---–ი, დ----- მ-–---–---ი და გ------- ხ---–--–--ე), მხოლოდ ბრალდებული უთითებს, რომ დაზარალებულმა ამოიღო დანა, რომელსაც ხელში ატრიალებდა, რაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უქმნიდა მას დ----- მ-–---–---ისაგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების საჭიროებას. აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს ლ---- კ------–---–ი, რომელზეც მოწმის სახით დაკითხულ პირთაგან ყველა უთითებს, რომ იგი არის როგორც გ------- ხ---–--–--ის, ისე დ----- მ-–---–---ის საერთო მეგობარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი არ არის დაინტერესებული რომელიმე მეგობრის ინტერესების საწინააღმდეგო ვერსიის განვითარებით, შეს---მისად, თუკი დ----- მ-–---–---ი მართლაც მოახდენდა დანის დემონსტრირებას, გარდა იმისა, რომ იგი ამის შესახებ აღნიშნავდა სასამართლოში დაკითხვის დროს, როგორც გ------- ხ---–--–--ის მოქმედების განმაპირობებელ გარემოებას, ასევე არ შეაკავებდა მაინცდამაინც იმ პირს (გ------- ხ---–--–--ეს), რომელსაც თავის მხრივ ემუქრებოდა დ----- მ-–---–---ისაგან თავდასხმის რეალური საფრთხე. ლ---- კ------–---–ის მხრიდან გ------- ხ---–--–--ის შეკავება უნდა აიხსნას იმით, რომ სწორედ მისგან განხორციელდა დ----- მ-–---–---ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და მისი შებოჭვით ლ---- კ------–---–ი შეეცადა თავიდან აცილებულიყო მისი მეგობრის მისამართით მორიგი დარტყმები. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის ვერსია იმის თაობაზე, რომ გ------- ხ---–--–--ე თავს იცავდა დანით შეირაღებული დ----- მ-–---–---ისაგან, რომელიც გ------- ხ---–--–--ეს დედას აგინებდა და თვალწინ უტრიალებდა დანას. მ-–---–---ის ხელში დანის ჭერის ფაქტს არ ადასტურებს მათთან ახლოს მყოფი ლ---- კ------–---–ი, რომელიც ისევე შენიშნავდა დანის ტრიალის ფაქტს, როგორც გ------- ხ---–--–--ე. ამასთან რომც დავუშვათ, რომ დ----- მ-–---–---ს მართლაც ეკავა ხელში დანა და ატრიალებდა, ეს უცილობლად არ აყენებდა გ------- ხ---–--–--ეს თავდაცვით მდგომარეობაში, რადგან არავითარი წინაპირობა არ არსებობდა იმ გონივრული მოლოდინის გასაჩენად, რომ დ----- მ-–---–---ი აპირებდა მასზე დანით თავდასხმას, რის გამოც სახეზე იქნებოდა მისი მხრიდან დაუყოვნებელი ფიზიკური აქტივობის საჭიროება. ხოლო თუ შექმნილი ვითარება გ------- ხ---–--–--ემ თავად აღიქვა აუცილებელი მოგერიების ვითარებად, იგი უნდა ჩაითვალოს მისი სუბიექტური აღმის ხარვეზად (მოჩვენებითი აუცილებლობა), რამდენადაც ობიექტური თვალსაზრისით იგი არ იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში.
შეს---მისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების ვითარებაში ყოფნის თაობაზე, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, გ------- ხ---–--–--ე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან მისი მხრიდან დ----- მ-–---–---ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას საფუძვლად დაედო დ----- მ-–---–---ის მხრიდან მისი მისამართით დედის გინება და არა დ----- მ-–---–---ის მხრიდან დანის დემონსტრირება და დანის გამოყენების მოლოდინი, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ რომც გაიზიაროს დაცვის მხარის მიერ განვითარებული სცენარი, მაინც სახეზე გვექნება მოჩვენებითი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, არ წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“.
ზოგადად, აუცილებელი მოგერიება ყველა იმ პირის უფლებაა, ვინც აღმოჩნდება მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის სიტუაციაში. იგი თავდაცვის მიზნით ხელყოფს თავდამსხმელს, ანუ აზიანებს იმ პირს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. ამ დაზიანების მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. უფრო მეტიც, მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი (თავდამსხმელი) იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას (სსკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების არცერთი კომპონენტი:
1. ხელყოფის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც გულისხმობს, რომ ხელყოფა არღვევს მართლწესრიგს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სიკეთეს. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია დ----- მ-–---–---ის მხრიდან გ------- ხ---–--–--ეზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც მიმართული იქნებოდა გ------- ხ---–--–--ისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. მ-–---–---ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მხოლოდ შეგინებას, რაც არ ამართლებს ფიზიკურ ძალადობას, აქედან გამომდინარე, გ------- ხ---–--–--ე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
2. ხელყოფის იმწუთიერობა, რაც გულისხმობს, რომ თავდაცვა უნდა მოხდეს თავის დროზე, კერძოდ, ხელყოფა უნდა იყოს დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე; მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის თქმით, მართალია მ-–---–---ის მხრიდან ხელყოფა ჯერ დაწყებული არ იყო, მაგრამ არსებობდა მისი დაწყების საფრთხე, რის საფუძველსაც მას აძლევს მ-–---–---ის მხრიდან „დანის ტრიალის“ ფაქტი, ხოლო მ-–---–---ის მხრიდან „დანის ტრიალის“ ფაქტი მისი ნათქვამის გარდა სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. ამდენად, ხელყოფა იმწუთიერი არ იყო, რადგან არც თავდასხმა იყო დაწყებული და არც თავდასხმის საფრთხე იყო იმ მომენტში მოსალოდნელი.
3. ხელყოფის რეალურობა, რაც გულისხმობს, რომ ხელყოფას ადგილი უნდა ჰქონდეს რეალურად და არა წარმოსახვითად. მოცემულ შემთხვევაში დ----- მ-–---–---ის მხრიდან თავდასხმის საფრთხე ნამდვილი არ იყო. იგი მოსალოდნელი იყო მხოლოდ მომგერიებლის წარმოსახვით, შეს---მისად, ხ---–--–--ე „თავს იცავდა“ არა რეალური თავდასხმისაგან ან რეალური თავდასხმის საფრთხისაგან, არამედ ადგილი ჰქონდა მოჩვენებით მოგერიებას.
4. ხელყოფის მოგერიების მიზანი, რაც იმას გულისხმობს, რომ მოგერიება უნდა განხორციელდეს სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით და არა შურისძიების ან სხვა მოტივით თავდამსხმელისათვის სამაგიეროს გადახდის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- ხ---–--–--ის მხრიდან დ----- მ-–---–---ის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება მოხდა ამ უკანასკნელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული გინების გამო სამაგიეროს გადახდის მიზნით და არა სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით, რაც დამახასიათებელი არ არის აუცილებელი მოგერიებისათვის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებასთანაც კი არა გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს მთლიანად მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან, რადგან ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, თუ მასში უმართლობის რომელიმე შემადგენლობა განხორციელებულია და ის გადაფარული არ არის რაიმე გამამართლებელი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულის ქმედება განპირობებულია სამაგიეროს გადახდის მიზნით და იგი გადაფარული არ არის სხვა რაიმე გამამართლებელი საფუძვლით, რადგან იგი შექმნილი სიტუაციაში არ მოქმედებდა სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით, რომელსაც იმ წუთებში რეალური საფრთხე ჰქონდა შექმნილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების ვითარებაში ყოფნის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება, ასევე თავად ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი უთითებს, რომ მან ნამდვილად დაარტყა ხელი დ----- მ-–---–---ს, თვითმხილველი მოწმე ლ---- კ------–---–ის ჩვენება, ასევე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ერთობლიობაში ქმნის საკმარის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად იქნეს მიჩნეული გ------- ხ---–--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ გ------- ხ---–--–--ე არ არის ნასამართლევი, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ძალადობის ჩადენა განაპირობა თავად დაზარალებულის მხრიდან მისი მისამართით დედის გინებამ, რაც დადასტურებულია არამარტო ბრალდებულის ჩვენებით, არამედ ამ ფაქტის უშუალო შემსწრე პირის - ლ---- კ------–---–ის ჩვენებით, ასევე მოწმე ს--- მ----–-–---–ის ჩვენებით, რომელმაც მკაფიოდ გაიგონა დ----- მ-–---–---ის მხრიდან გ------- ხ---–--–--ის მისამართით დედის გინების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ბრალდებულმა თავადაც მიიღო ხარისხობრივად უფრო მძიმე დაზიანებები. შეს---მისად, სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რამდენადაც სასჯელის აღნიშნული სახე არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და იგი სრულად შეეს---მება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ხ---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივბისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ------- ხ---–--–--ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ხ---–--–--ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი