განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
160100119003194589
დავის ტიპი
126
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003194589

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბ---–---ის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/315-19 8 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბ---–---ი

(გამოძიების N019080719001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დავით მუხიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბადრი პატარაია

 

ბრალდებული: ნ------- ა-–---ი

მამის სახელი: ვახიდ

დაბადებული: 1----–-–--------–---

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–---ი, სოფელი დ-------ი 1-ლი XXI ჩიხი N3

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ნ------- ა-–---მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ბ---–---ის რაიონის სოფელ დ-------ის ცენტრში, შ-------ინ და ვ------- ა--–-----ების საუბარში ჩარევის გამო, ნ------- ა-–---სა და ვ------- ა--–-----ს შორის მომხდარი შელაპარაკებისას, ნ------- ა-–---მა მუშტი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის არეში ვ------- ა--–-----ს, რის გამოც ვ------- ა--–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2019 წლის 15 აგვისტოს სამედიცინიო ექსპერტიზის №005447119 დასკვნის თანახმად, შპს ბ---–---ის ცენტრალური კლინიკის ფორმა N100, რეგისტრაციის N10778-ის მონაცემებით ვ------- ა--–-----ს 08.07.19 წ აღენიშნებოდა ჰუმატოვა მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით დაზიანების ხანდაზმულობა ვერ გსნისაზღვრება.

 

დაზარალებულ ვ------- ა--–-----ის გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ 2019 წლის 8 ივლისს ნ------- ა-–---მა მას ერთხელ ძლიერად დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი სახის, კერძოდ მარცხენა თვალის არეში, რა დროსც მან იგრძნო ფიზიკური ტკივილი.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების შ-------ინ ა--–-----ის, ჯ------ ა------ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 8 ივლისის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2019 წლის 10 ივლისის ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადგენილია, რომ ნ------- ა-–---მა ვ------- ა--–-----ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზრალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ნ------- ა-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ნ------- ა-–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ------- ა-–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ვ------- ა--–-----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების შ-------ინ ა--–-----ის, ჯ------ ა------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 8 ივლისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 10 ივლისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინიო ექსპერტიზის №005447119 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ნ------- ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ------- ა-–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------- ა-–---მა ვ------- ა--–-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან. ჰყავს სამი შვილი, რომლის მარჩენალი არის მხოლოდ ნ------- ა-–---ი. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში.

 

საგულისხმოა, რომ ბრალდებული ნ------- ა-–---ი წარსულში არ არის ნასამართლევი და შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

5.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ნ------- ა-–---ს უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ------- ა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ხანგრძლივობით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნ------- ა-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბ---–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე