განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
140100119003159263
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003159263

საქმე #1/403-19 (011130719002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- დ-------–---–- (დაბადებული 1----–-–------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–------------------------ში)

 

ადვოკატი - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 9 ივლისს, გ----–------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ფულთან დაკავშირებული შელაპარაკების გამო, გ------- დ-------–---–მა მამას - ა----- პ-----------ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2 2019 წლის 13 ივლისს, ამავე საცხოვრებელ სახლში, კვლავ ფულთან დაკავშირებული შელაპარაკების გამო, გ------- დ-------–---–მა ა----- პ-----------ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- დ-------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ა----- პ-----------ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- დ-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი არის შეზღუდული შერაცხადი, აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------- დ-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას და სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობას, ეკონომიკურ და ოჯახურ მდგომარეობას - სოციალურად დაუცველია, დედა გარდაცვლილი ჰყავს და ცხოვრობს მამასთნ ერთად, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, გ------- დ-------–---–- შეზღუდული შერაცხადია, რაც სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს;

 

5.2. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი გ------- დ-------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, თუმცა მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- დ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელთა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და გ------- დ-------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 13 ივლისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გ------- დ-------–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მსჯავრდებულ გ------- დ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი