განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
330100119003065272
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2876-19

(007150319001)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების მ---------------–---–----------–--------–-ს,ბრალდებულ მ-----–----------–--ლის,ადვოკატ გ--------------ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----–-------–---------------–---–ის (პ-------------) - დაბადებულის 19---–-–----------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ----–------------------------------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილის და სსკ 151 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

მ-----–----------–--ლს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 მარტს, საღამოს საათებში მ-----–----------–--ლმა ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ნ-----------ს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე 4,5 მმ კალიბრის პნევმატური პისტოლეტის გამოყენებით განზრახ დაუზიანა ავტომანქანა „ჰონდა ფიტის“ (სახელმწიფო ნომრით N--------) უკანა მაშუქი, საბარგულის კარი და წინა მარჯვენა კარი, რითაც ნ-----------ს მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ-----–----------–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მ-----–----------–--ლს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მ-----–----------–--ლი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ-–--–----–----ას, ნ-----------ს, არასრულწლოვან -ლუ---–----–-----ს, ან-------–----–-----სა და ნუ–--–----–-----ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ-----–----------–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ 151 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ლ----–----–-----ს, ნ-----------ს, ლუ---–----–-----ს, ან-------–----–-----ს, ნუ–--–----–-----ს, ი------------–---–-ს გამოკითხვის მ-----–----------–--ლის ბინის ჩხრეკის ოქმი; ქიმიური, ბალისტიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა მ-----–----------–--ლის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მან უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ნ. ქირიას დათუკიშვილების ოჯახმა აუნაზღაურა მიყენებული ზიანი; ასევე ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გარდაეცვალა მამა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე; სსკ 63-65 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----–----------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი ) წლით.

მ-----–----------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 151 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი ) წლით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და მ-----–----------–--ლის საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი ) წლით.

მ-----–----------–--ლს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას ამოღებული ერთი ცალი მეტალის ბურთულა, ქ.თბილისი, ატენის ქუჩა N16, ბინა N83-ის ჩხრეკის დროს ამოღებული ოთხი ცალი იარაღის მაგვარი საგანი, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული აბები, ექვსი ცალი ამპულა და მინის მცირე ზომის ქილა, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ქ. თ---–---------------------------------- ჩხრეკის მიმდინარეობის და ავტომანქანის N-------- ჩხრეკის მიმდინარეობის ფოტოილუსტრაცია ორ ცალო ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი