განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003203835
საქმე № 1/98-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა
მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გ-------------------
ბრალდებულ _ ჯ-------------------
ადვოკატ _ ა-----–-------–---–--
თარჯიმან - ნ--–---------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033080819001
ბრალდებული ჯ------------------- მიმართ
დაბადებული: 01.01.1---–.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 3----------
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ი------------–--
ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ი------------–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ჯ------------------- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, გ------ რაიონში არსებულ ფერმაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯ------------------- არასრულწლოვანი შვილის ნ----------------- თანდასწრებით მეუღლეს ა---------------- ერთხელ ზურგში ჩაარტყა მცირე ზომის სკამი რა დროსაც ა---------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 02 აგვისტოს, ღამის საათებში, გ------ რაიონში არსებულ ფერმაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯ------------------- მეუღლეს ა---------------- მოქაჩა თმებზე და თავში ერთხელ ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც ა---------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 06 აგვისტოს, ღამის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯ------------------- მეუღლეს ა---------------- ორჯერ ძლიერად ჩაარტყა მუშტი მარცხენა მკლავის არეში, რა დროსაც ა---------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ჯ------------------- მიერ მეუღლის ა---------------- მიმართ 2019 წლის 25 ივლისიდან 06 აგვისტოს განმავლობაში განხორციელებული სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობოს შედეგად, ა---------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ესე იგი, ჯ------------------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ასევე ჯ------------------- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 07 აგვისტოს, ღამის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ჯ------------------ მეუღლეს ა---------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა რომ ეს იყო მისი ბოლო დღე და მოკლავდა მას, რის გამოც ა---------------- გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
ესე იგი, ჯ------------------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ჯ------------------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ჯ------------------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ადვოკატმა ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.
2019 წლის 03 დეკემბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ჯ------------------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ------------------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ------------------- ბრალეულობა, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ჯ-----–------------ ჩვენებიდან დგინდება, რომ დაზარალებული მისი რძალია ბრალდებული - შვილი, ერთ ოჯახად ცხოვრობენ, იგი იყო მთაში სადაც მიიღო ინფორმაცია სახლში, რომ სკამები დაწვა მისმა შვილმა და მან დარეკა პოლიციაში. მივიდა პოლიცია და დააკავეს მისი შვილი. ეს შემთხვევა როდის მოხდა არ ახსოვს. რძალს მისთვის არ უთქვამს, რომ ადრე უცემია ქმარს. მისმა შვილმა სახლი რომ დაწვა იმიტომაც გაბრაზდა და უჩივლა. მას რძალმა გ--------- დაურეკა და უთხრა, რომ მას ჯ---------- დაარტყა, მან კითხა თავის შვილს თუ რატომ დაარტა და შვილმა უთხრა რომ მთვარალი იყო და იმიტომ. მოწმემ განმარტა, რომ მას გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას არ უთქვამს, რომ ადრეც უნახავს როგორც ცემდა მისი შვილი მის რძალს, მოწმემ თავად არ შესწრებია ლოგინების დაწვის ფაქტს და არც ძალადობის ფაქტს, რძალმა უთხრა, რომ მას ჯ---------- ხელი მოკიდა და ამიტომ გაშაუშავდა მკლავი.
იხ. სხდომის ოქმი 18.11.2019წ
ასევე მოწმეების ე-–-----------–----ს, ჯ-----–------------, ზ------------–---–--, ფ-----------–-------, დაზარალებულის ა---------------- და არასრულწლოვანი ნ----------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა----------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ქვითარი, სამედიცინო ექსპერტიზის N005602319 დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ჯ------------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ჯ------------------- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ------------------ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჯ-------------------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ჯ------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ჯ------------------- შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს დანაშაულს.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ჯ------------------- ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------------------- მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
2. ჯ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს ჯ------------------- მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ჯ------------------- მიმართ - სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ------------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ჯ------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
6. გაუქმდეს ჯ------------------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ჯ------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 აგვისტოდან.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი