განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
120100119003236074
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/276-19წ. 29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ----------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ბ---–-----------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.1-.1--- წელს, პ/ნ 4----------, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ახალციხე, სოფ. ღ----–ი;

ბრალდებული - ხ---------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0-.1--- წელს, პ/ნ 5----------, რეგისტრაციის მისამართი: ქარელი, სოფ. ა---––--ი, ფაქტობრივი მისამართი: ახალციხე, სოფ.ღ----–ი;

ადვოკატი -შ--–----------–--ე, ნ------------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბ---–-----------ის ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის ივნისის თვემდე ახალციხის რაიონის სოფ. ღ----–ში მცხოვრები ბ---–-----------ე მის გერს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ---------------–---–ის შვილს 2014 წლის 24 მაისს დაბადებულ ო-–-----------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: ხშირად ეჩხუბებოდა, უყვიროდა, აშინებდა, იძულებით ახდევინებდა ტანსაცმელს და შიშველს უშვებდა პირუტყვის სადგომში, ხელს ურტყავდა თავის არეში, მამობილ ბ---–-----------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად არასრულწლოვანი ო-–-----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბ---–-----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

ხ---------------–---–ის ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის ივნისის თვემდე ახალციხის რაიონის სოფ. ღ----–ში ბ---–-----------ესთან თანაცხოვრების დროს ხ---------------–---–მა მის არასრულწლოვან შვილს 2014 წლის 24 მაისს დაბადებულ ო-–-----------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: ხშირად ეჩხუბებოდა, უყვიროდა, ცემდა, 2019 წლის თებერვლის თვეში ცხელ ღუმელზე დაადებინა მარცხენა ხელი, რა დროსაც ო-–-----------–---–ს დაეწვა მარცხენა ხელის ნეკა თითი და მიიღო დამწვრობა. დედის ხ---------------–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად არასრულწლოვანი ო-–-----------–---–ი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ხ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულებმა ბ---–-----------ემ და ხ---------------–---–მა აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ცნო უდაოდ, (შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ხ---------------–---–ის 16.08.2019წ, 2-.08.2019წ, მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ე-–-----------–-–---–ის 15.08.2019 წლის მოწმის სახის გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ბ---–-----------ის 15.08.2019 წლის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითვის ოქმები, ი---------–---------ს 25.08.2019წ, 25.08.2019წ, მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ო-–-----------–---–ის 19.08.2019წ, 05.09.2019წ, მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 19 აგვისტოს N 5--------- დასკვნა ო-–-----------–---–ის სხეულის დაზიანების შესახებ) და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო-–-----------–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევის კვალი მრცხენა მხრის არეში და ნაწიბური მარცხენა მტევნის V თითის არეში. არნიშნული ნჭდევის კვალი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო V თითის არეში არსებული ნაწიბური რა საგნით არის მიყენებული და მისი ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია. აღნიშნული დაზიანებები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა მხრის არეში არსებული ნაჭდევის კვალი თავის ხანდაზმულობით 50 დღემდეა

2018 წლის 28 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ო-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით.

სასამართლოს დასკვნა ბ---–-----------ის და ხ---------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ბ---–-----------ის და ხ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბ---–-----------ეს და ხ---------------–---–ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალოთ პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ---–-----------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს ერთი წელი და ექვსი თვი.

ბ---–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

ხ---------------–---–ი (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

2. ბ---–-----------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ბ---–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ა-–---–---------ის (პ/ნ 4----------), ბეგლარი სუდაძის (პ/ნ 4----------) და დ-----------------ის (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებულ 7400 ლარის ღირებულების კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ახალციხე, სოფ. ღ----–ი, ,,ემტეესის’’ ტერიტორია, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 6-.1-.56.2--. (1--------წ 2019 წლის 1- სექტემბრის განჩინება).

ხ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გაუქმდეს.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის არსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი