განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2253-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - ა----------–---–-
დაცვის მხარე
დამცველი - თ-------------
ბრალდებული - გ------------------------------- დაბადებული - 1----–-–----------------, პირადი N------------ საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ----------- რაიონის ს------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ---------------–------------–--
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ);
- საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
,წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------------------ში, გ------------------ი მეუღლეს - ა-–--–------------ს ნაჯახის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
დაზარალებულ ა-–--–------------ს ბრალდებულის ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
გ------------------ი თანაცხოვრების ბოლო პერიოდში თავის მეუღლეს - ა-–--–------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა, ეძეხდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის, ანალოგიური ქმედებები გ------------------მა ა-–--–------------ის მიმართ 8 წლის შვილიშვილის - ა-–--–--------------ის თანდასწრებით განახორციელა ასევე 2019 წლის 14 იანვარს, 14 თებერვალს და 27 თებერვალს ქ. თბილისში, მ--------------------ში მდებარე სახლში, რამაც ა-–--–------------ის ტანჯვა გამოიწვია.
2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო სახლიდან გამოიტანა რკინის ნაჯახი, რომლის გამოყენებითაც, განზრახ მოკვლის მიზნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მ-----–---–--------–---–ს, მაგრამ გ------------------მა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან პირველი დარტყმის შემდეგ მ-----–---–--------–---–ის წინააღმდეგობის გაწევისა და ლ-–-------------ის დახმარებით აღკვეთილი იქნა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო სახლიდან გამოიტანა რკინის ნაჯახი, რომლის გამოყენებითაც, განზრახ მოკვლის მიზნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მ-----–---–--------–---–ს, მაგრამ ბრალდებულმა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან პირველი დარტყმის შემდეგ მ-----–---–--------–---–ის წინააღმდეგობის გაწევისა და ლ-–-------------ის დახმარებით აღკვეთილი იქნა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა: 1. გ------------------ის მიერ ა-–--–------------ის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, რამაც ა-–--–------------ის ტანჯვა გამოიწვია და 2. გ------------------ის მიერ ა-–--–------------ის მიმართ ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც, დაზარალებულს ბრალდებულის ქმედების გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------------------ის მიერ განზრახ მკველობის მცდელობის ჩადენას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ-----–---–--------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, მ---------------–------------ში, ბრალდებულის მეზობლად, რომელიც ცხოვრობს მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად. მათ საცხოვრებლებს აქვთ საერთო ეზო. გ------------------ი გაიცნო დაახლოებით ერთი წლის წინ. ბრალდებულთან ერთ-ერთი შეხვედრისას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი მოკვლით დაემუქრა, თუმცა შემდგომში აღნიშნული ინციდენტი ამოიწურა. ბრალდებულსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტის ფაქტს თავად არ შესწრებია, მაგრამ გარკვეული ხმაური ესმოდა, რის გამოც გ-------ს სთხოვა, რომ ოჯახის წევრებთან არ ეჩხუბა. შემთხვევის ღამეს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში დაბრუნდა სახლში, რა დროსაც ეზოში შესასვლელი რკინის კარი დაკეტილი დახვდა. საერთო ჭიშკრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი ბრალდებულისათვის, რომ არ დაეკეტა, თუმცა გ------------------ი არ ითვალისწინებდა მის თხოვნას. ამის გამო, მას მოუწია ღობეზე გადაძრომა, რასაც გ------------------ი შეესწრო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც მათ შორის კონფლიქტი და კამათი გამოიწვია. ბრალდებული შევიდა სახლში, მისმა მეუღლემ კი სთხოვა, რომ წასულიყო, რადგან გ------------------ი დანის ასაღებად წავიდა. ამაზე შეეშინდა, რადგან გ------------------ი ნასვამი იყო და რეალურად აღიქვა მოსალოდნელი საფრთხე, დაურეკა სიძეს - ლ-–-------------ეს და უთხრა, რომ შესაძლოა მოეკლათ და დახმარება სთხოვა, თუმცა სიძემ არ დაუჯერა და გაუთიშა ტელეფონი. მან მეორედ გადაურეკა და კვლავ ითხოვა დახმარება. ტელეფონზე საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რომ მოესმა შეგინების ხმა, შენიშნა გაელვება და ბრალდებულმა ჩაარტყა ვერცხლისფერი რკინის ტარიანი ბლაგვი საგანი, რომელიც შემდგომში ნაჯახი აღმოჩნდა. ნაჯახის ჩარტყმის შემდგომ ჩაიკეცა, თუმცა მალევე წამოდგა, ხელი ჰკრა და ნაჯახი დააგდებინა. ამის შემდგომ, გ------------------ი და თავად მიწაზე წაიქცნენ და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ გარკვეული ხნის განმავლობაში, რა დროსაც ნაჯახი კვლავ აიღო გ------------------მა და უმეორებდა: „მაინც უნდა მოგკლა, მოგკლავ ღორივითო“ და აგრძელებდა მუქარას ჩხუბის დროს, მაგრამ არ აძლევდა ბრალდებულს ნაჯახის დარტყმის საშუალებას - მარჯვენა ხელი, რომელშიც ნაჯახი ეჭირა, დაუჭირა. გ------------------ს მომართული ნაჯახი საბოლოოდ მისმა სიძემ - ლ-–-------------ემ წაართვა, რომელიც მეორედ დარეკვის შემდეგ დასახმარებლად მივიდა - მან ტელოფონი არ გათიშა, რადგან პირველი დარეკვა ლ-–-- ხუმრობად აღიქვა და იმედი ჰქონდა, რომ ჩხუბის და გინების ხმას გაიგონებდა და დარწმუნდებოდა, რომ მის სიცოცხლეს რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. დაზარალებულის განმარტებითვე, დღეის მდგომარეობით, მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე ლ-–-------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი არის დაზარალებულ მ-----–---–--------–---–ის სიძე. 2019 წლის 27 თებერვალს მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თბილისში, თ-------- ქუჩაზე, იმყოფებოდა მისი ცოლის ძმა - მ-----–---–--------–---–ი, რომელიც ვახშმის შემდეგ წავიდა სახლში. მალევე, მ-----–---–--------–---–მა დაურეკა და უთხრა: „მკლავენ და მიშველეო“, თუმცა ხუმრობა ეგონა და ტელეფონი გაუთიშა. მეორეჯერ დარეკვისას, უკვე სერიოზულად მიიღო ეს თხოვნა, რადგან ტელოფენში გარკვეული ხმები გაიგონა და სასწრაფოდ გაემართა მისი სახლისკენ. მისვლისას დაინახა, რომ მ-----–---–--------–---–ი და მისი მეზობელი - გ------------------ი გორაობდნენ მიწაზე. მ-----–---–--------–---–ი ეგდო ქვემოთ, ხოლო გ------------------ი იყო ზემოდან და ეჭირა მომართული ნაჯახი. მ-----–---–--------–---–ს თავის მხრივ ეჭირა გ------------------ის ხელი, რომელშიც ნაჯახი ეჭირა, რათა ხელმეორედ არ დაერტყა მისთვის. სასწრაფოდ მივარდა ბრალდებულს, ხელი სტაცა ნაჯახზე, წაართვა და მოშორებით გადააგდო. შემდეგ, თავად გ------------------ს მოჰკიდა ხელი საყელოში და გვერდით გამოათრია, რა დროსაც დაინახა რომ მ-----–---–--------–---–ს თავიდან სისხლი მოსდიოდა. გ------------------ის მეუღლე - ა-–--–------------იც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
მოწმე ხ--–----------------მ აჩვენა, რომ არის ს----------–-------–-–--- თანამშრომელი და შემთხვევის დღეს ქ. თბილისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, 112-იდან აცნობეს, რომ ქ. თბილისში, მ--------- ქუჩაზე ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას, რის გამოც თავის მეწყვილესთან - ბ------------თან ერთად გაემართა მითითებული მისამართისკენ. რამდენიმე ხანში ზარის ინიციატორმა - ა-–--–------------მა კვლავ დარეკა 112-ში და დაჭრის ფაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ა-–--–------------მა განუცხადა, რომ მისი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომელსაც ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილიშვილი, რის გამოც მოითხოვა შემაკავებელი ორდერის შედგენა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ-----–---–--------–---–ი, რომელმაც მოუწოდა გ------------------ს, რომ დამშვიდებულიყო, თუმცა გ------- შევიდა სახლში, გამოიტანა ნაჯახი და ჩაარტყა თავის არეში. მანვე მიუთითა ნაჯახზე, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბ------------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდა 4 ადამიანი - გ------------------ი, მ-----–---–--------–---–ი, ა-–--–------------ი და დაზარალებულის ნათესავი. დაზარალებულს თავზე ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, სისხლი მოსდიოდა და სწორედ მისი მითითებით დააკავა ბრალდებული გ------------------ი.
2019 წლის 28 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, მ--------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ტროტუარზე ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი მეტალის ნაჯახის მსგავსი საგანი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ასევე, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ასლფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით. აღნიშნული გარემოება სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------------–-----
2019 წლის 28 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში მდებარე მ------–--------- საავადმყოფოდან ამოღებული იქნა გ------------------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს. კერძოდ, 1 ცალი ჭრელი თეთრი-იასამნისფერი ზოლებიანი მაისური, რომელის იარლიყზე იკითხება წარწერა „MQXX” და წინა და უკანა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო მარჯვენა იღლიაში -დაზიანება ნარღვევის სახით. ასეთივე დაზიანება აღენიშნებოდა მარჯვენა მკლავის მთლიან სიგრძეზე. მარჯვენა მკლავის იღლია დაზიანებულ-გახეულ მდგომარეობაში, მარცხენა მკლავის სამკლაური არის დაზიანებულ-გარღვეულ მდგომარეობაში. ასევე, ამოღებულ იქნა მუქი ფერის ჯინსის შარვალი, იარლიყზე წარწერით „JAK LEE”, რომელსაც ორივე ტოტზე, წინა მხარეს, აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.
2019 წლის 28 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, გ-----------------------ში მდებარე შპს „-------–------------------------–----------- კერძოდ, ქ---------------–---–-სგან ამოღებული იქნა მ-----–---–--------–---–ის ტანსაცმელი - ღია ფერის ჯინსის შარვალი, იარლიყზე წარწერით „BERSHKA”, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ასევე, ამოღებულ იქნა შავი ფერის ქურთუკი, იარლიყზე წარწერით „G.R.C”.
2019 წლის 05 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ სსიპ „თ---–-----------------–------------------------------–------------------------–------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------დან მ-----–---–--------–---–ს 2019 წლის 27 თებერვალს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით კლინიკაში დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა და სკალპის ღია ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჭრილობის მიმყენებელი საგნის დადგენა შეუძლებელია, არ არის სრულყოფილი აღწერილი ჭრილობის მორფოლოგიური სურათი. დიაგნოზში აღწერილი თავის ტვინის შერყევა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა - ექსპერტმა თ----------------–--ემ.
2019 წლის 17 ივნისის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ნაჯახის პირზე აღმოჩენილ ბაცი მოყვითალო ფერის ბამბის ბოჭკოს და გ------------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები.
2019 წლის 18 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა შემდეგი: პაკეტში, წარწერით: „...ასფალტის ამონატეხი ორ ნიმუშად მოწითალო ფერის ლაქებით..” მოთავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-----–---–--------–---–ს (ობ. N14; პაკეტი, წარწერით: „... ე-–--------–---–ის სისხლის ნიმუში...”); პაკეტში, წარწერით: „...ლითონის ტარიანი ნაჯახის მაგვარი საგანი..,” მოთავსებულ ნაჯახის პირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-----–---–--------–---–ს (ობ. N14). პაკეტში, წარწერით: „...ბრალდებულ გ------------------ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯინსის შარვალსა (ობ. N5,6) და გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N7, 8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N5.8-ის გენეტიკური პროფილი გ------------------ის (ობ. N13; პაკეტი, წარწერით: „.. გ---------ის სისხლის ნიმუში..”) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო ობ. N6,7-ის გენეტიკური პროფილი - მ-----–---–--------–---–ის (ობ. N14); პაკეტში, წარწერით: „..მ-----–---–--------–---–ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ ქურთუკსა (ობ. N9,10) და ჯინსის შარვალზე (ობ. N11,12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ, N9,10-ის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი იდენტურია მ-----–---–--------–---–ის (ობ. N14), ხოლო მინორული წილი - გ------------------ის (ობ. N13). ობ. N11,12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–---–--------–---–ს (ობ. N14).
2019 წლის 28 თებერვლის ალკოტესტის შემოწმების შესახებ ოქმისა და და ალკოტესტის ქვითრით დასტურდება, რომ გ------------------ი შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. კერძოდ, ალკოტესტით შემოწმებისა მას დაუდგინდა 0.720% შედეგი ანუ სიმთვრალე.
აღნიშნულის საპირისპიროდ მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - გ------------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაადასტურა მასსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი და განმარტა, რომ მას კონფლიქტის დროს ცული ნამდვილად ეჭირა ხელში, თუმცა მ-----–---–--------–---–ის მოკვლის განზრავა არ ჰქონია. იგი ფიცარს თლიდა სახლში და შემთხვევით დარჩა ცული ხელში. ის ნამდვილად დაედევნა მ-----–---–--------–---–ს ცულით ხელში, ნაჯახიც მოუღერა - მაღლა ასწია ხელი და მიმართა: „კაცმა რომ გაგჭრას ხო ღირსი ხარო,“ რა დროსაც მიხეილმა ორივე ხელით დაუჭირა ის ხელი, რომელშიც ნაჯახი ეჭირა. საბოლოოდ, მიხეილის სიძემ - ლ-–-------------ემ წაართვა ნაჯახი, რის შემდეგაც წააქცია და ფეხების გამოყენებით ძლიერად სცემეს. ბრალდებულის განმარტებითვე, მას დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და რომ ჰქონოდა, ხელს არაფერი უშლიდა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს - დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ექსპერტიზის დასკვებს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------------მა ჩაიდინა მ-----–---–--------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
რაც შეეხება გ------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ი ბრალდების ამ ნაწილში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ამდენად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ------------------ს ბრალს სდებს მასში, რომ 2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------------------ში მეუღლეს - ა-–--–------------ს ნაჯახის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა-–--–------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი;
- გ------------------ი თანაცხოვრების ბოლო პერიოდში თავის მეუღლეს - ა-–--–------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა და ლანძღავდა, ეძეხდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის, ანალოგიური ქმედებები გ------------------მა ა-–--–------------ის მიმართ 8 წლის შვილიშვილის - ა-–--–--------------ის თანდასწრებით განახორციელა ასევე 2019 წლის 14 იანვარს, 14 თებერვალს და 27 თებერვალს ქ. თბილისში, მ--------------------ში მდებარე სახლში, რამაც ა-–--–------------ის ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის პოზიციაზე, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ბრალდებულის მუქარის შედეგად შიში, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-–--–-----------მა და არასრულწლოვანმა მოწმე ა-–--–---------------მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის და ბაბუის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------–---------ს ჩვენებით: მუშაობს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ ექსპერტის მონაწილეობით მ-----–---–--------–---–ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაზეც შეადგინა ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი. დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ბრალდებულს შეხვდა მე-8 დაწესებულებაში და გამოკითხა ბრალდებულის სახით, რომელმაც გამოკითხვისას მიუთითა, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ინახებოდა N----–-----ში, რის შემდეგ ამოღებული იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ბრალდებულის და დაზარალებულის მიმართ და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–-----–----ის ჩვენებით: მუშაობს ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--–-----------------------–----–---------------------------–---------------–-- თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული - მ-----–---–--------–---–ი, რომლისგანაც აღებული იქნა ნიმუში, ხოლო საავადმყოფოდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი. გამოკითხვის და ნიმუშის აღების ოქმები შეადგინა, რომელსაც გაეცნო დაზარალებული და დაადასტურა ხელის მოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–---–ის ჩვენებით: მუშაობს ქ. თბილისის ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის თ---–---------------------------–------------------------------–---------------–-- თანამდებობაზე. 2019 წლის 27 თებერვალს მიიღეს შეტყობინება, მასზედ რომ ქ. თბილისში, მ--------------------თან ს----------–-------–-–--- თანამშრომლებს ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდათ გ------------------ი, რომელმაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მ-----–---–--------–---–ს. აღნიშნულის საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ------------–---–ის ჩვენებით: მუშაობს შსს ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის პოზიციაზე. მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ფერის მეტალის კონსტრუქციის ნაჯახის მსგავსი საგანი. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული და კლინიკის ექიმი, სადაც დაზარალებული იქნა გადაყვანილი. მის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ დადგენილებით ამოღებული იქნა ტანსაცმელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---------------ის ჩვენებით: მის მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ბრალდებულის თანხმობით საავადმყოფოდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი და სისხლის ნიმუში, რაზეც შეადგინა ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (ქ---------------–---–-ს, ლ--–-----------–ის, ც-–--------------–---–ის, ს------------------–ის, ლ--–----------–-–---–ის, თ------------–----, ვ--------------ს და ნ-----------–---–ის ჩვენებები, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნები) მხარეების მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი არა თუ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა ა-–--–------------მა მასზე განხორციელებული მუქარის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ტანჯვა, სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა. აღნიშნული გარემოებები არ დაადასტურა ასევე მოწმე ა-–--–--------------მაც (გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები. ამასთან, არ არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდას დაადასტურებდა.
საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გ------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
ამდენად, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, იგი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ------------------ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------------------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ გ------------------ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, ვინაიდან ეს მკვლელობა არ გულისხმობს არც მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და არც პრივილეგიური მკვლელობის შემადგენლობის არსებობას. ასეთი სახის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ. რაც შეეხება მკვლელობას ჩხუბში, იგი ზოგჯერ შელაპარაკების ნიადაგზეა აღმოცენებული. უნდა შევნიშნოთ, რომ სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით, რადგანაც არაა გამორიცხული ჩხუბში ადგილი ჰქონდეს გაუფრთხილებლობით ჩადენილ სიცოცხლის მოსპობას. ჩხუბში მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილ იქნეს დანაშაულის მოტივი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, თუ ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი. ასევე იმას, ჰქონდა თუ არა მას ჩხუბის წამოწყებისათვის პირადი მოტივი, ანდა მან ჩხუბი საერთოდ ყოველგვარი საბაბის გარეშე წამოიწყო. არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ ჩაიდინა მკვლელობა - ჩხუბის წამომწყებმა თუ სხვა პირმა. უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა მასთან ახლო მდგომ სხვა დანაშაულთაგან. სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. აქ სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, ხოლო თანამდევი შედეგის მიმართ კი – გაუფრთხილებლობას. ამიტომაც, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა. მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია (მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის ჭრილობის მიყენება). ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი მკვლელობაც, რომელსაც ე.წ. „უმოტივო მკვლელობად“ მიიჩნევენ და ზოგჯერ დაუსაბუთებლად ხულიგნური მოტივით ჩადენილ მკვლელობად აკვალიფიცირებენ, რამდენადაც მოტივის დადგენა ვერ ხერხდება (ბრალდებულს იგი არ ახსოვს ქმედების სიმთვრალეში ჩადენის გამო, ანდა იგი არ ამხელს მკვლელობის მოტივს). დოქტრინაში აღიარებულია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა და თუ არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა გ------------------მა ჩაიდინა მ-----–---–--------–---–ის განზხრახ მკვლელობის მცდელობა.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი? და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----–---–--------–---–მა და მოწმე ლ-–-------------ემ დაადასტურეს გ------------------სა და მ-----–---–--------–---–ს შორის არსებული კონფლიქტის და დაზარალებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის და თავის არეში ჭრილობის მიყენების ფაქტი, რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფს.
ამასთან, ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ის ხელის შემშლელი გარემოებები, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და განხორციელებული ქმედების შედეგად მსხვერპლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხი, კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. მაგ. პირმა შეიძლება მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლოს მეორე პირს და დაჭრას მსუბუქად, ანდა საერთოდ ააცილოს მიზანს, რაც არ გამორიცხავს ქმედების სსკ-ის 19,108 მუხლით დაკვალიფიცირებას, თუ რათქმაუნდა სახეზე არ იქნება ქმედების სხვა დამამძიმებელი გარემოებები - 19,109-ე მუხლის შემადგენლობა. გ------------------ის ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. გ------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი შელაპარეკების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიყენებული ჭრილობის ლოკაციის და სიგრძის - თავის არეში 13 სმ სიგრძის სისხლმდენი ჭრილობის, დაზიანების მიმყენებელი საგნის, დროის მონაკვეთის - ღამის საათები, პირველი ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევის - მან ცულის დარტყმის შემდეგ კვლავ გააგრძელა ჩხუბი ბრალდებულთან და დაზარალებულის მიერ ბრალდებულის ცულიანი ხელის დაჭერის და შემდეგ კი, მისი სიძის მიერ ცულის ხელიდან წართმევის ფაქტის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------------------ი მ-----–---–--------–---–ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N 527აპ-17).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, იკვეთება ამ დანაშაულის მცდელობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი - მ-----–---–--------–---–ი ბრალდებულს უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა თავიდან აერიდებინა ნაჯახის განმეორებით დარტყმა (უჭერდა ხელს), ხოლო ლ-–-------------ემ გ------------------ს საბოლოოდ წაართვა ხელიდან დასარტყმელად მომართული ნაჯახი.
ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა დაზაინება როგორ მიაყენა დაზარალებულს თავის არეში არ ახსოვს და გ------------------ს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, ხელს არაფერი უშლიდა, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება. ის ფაქტი, რომ ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნითაც, სადავო საკითხს არ წარმოადგენს, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ------------------ს მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენამდე დაზიანებები არ ჰქონია და მიიღო მას შემდეგ, რაც ცული ხელიდან წაართვეს და დაზარალებულს განარიდეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ სასტიკაც ცემეს, ხოლო დაზარალებულმა აჩვენა, რომ მართალია ის ბრალდებულთან იმყოფებოდა ფიზიკურ კონტაქტში, მაგრამ ის დაზიანებები რაც გ------------------ს აღენიშნებოდა, მას არ მიუყენებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა მიყენებული ბრალდებულზე ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები, წარმოადგენს გამოძიების საგანს, რის თაობაზეც მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ მ-----–---–--------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი გულისხმობს, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოებრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნაჯახი, ასფალტის ნატეხის ორი ნუმუში მოწითალო ფერის ლაქებით, გ------------------ისგან და მ-----–---–--------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუშები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- მ-----–---–--------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- გ------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ბრალდებულ გ------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. გ------------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
3. გ------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. გ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.
5. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნაჯახი, ასფალტის ნატეხის ორი ნუმუში მოწითალო ფერის ლაქებით, გ------------------ისგან და მ-----–---–--------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- მ-----–---–--------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- გ------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ბრალდებულ გ------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილ