განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1709-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ------–--ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გიორგაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- რ------–ის ძე ჯ---------ი (დაბადებული - 1----–-–-- 26 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–--ი, სოფელი ფ-------–ა, შ----- რ---------–ის მ--- ჩ---- #--–-), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატები - ა---------- ს----------ი და გ------- დ------–---–ი
თარჯიმნები - ვ-----–ი მ----------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 21,782 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, რაც 2019 წლის 1--------ს საქართველოს შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ---------------------–ოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა დ--–---ის რაიონი, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- ჯ--------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. რ----- ჯ---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 21,782 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, რაც 2019 წლის 1--------ს საქართველოს შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ---------------------–ოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა დ--–---ის რაიონი, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- ჯ--------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში - რ----- ჯ---------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----- ჯ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ---- კ-----მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ში, დ---------------------–ის თანამდებობაზე. 2019 წლის 1------------–ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქ------–--ში, სოფელ ფ-------–აში, რ---------–ის მ--- ჩ---- ქუჩა #--–- მცხოვრები რ----- ჯ---------ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელიც ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში. მიღებული ინფორმაციის თაობაზე მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 1--------ს, მან კვლავ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ, რომ რ----- ჯ---------ს გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი და ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაბრუნებულიყო უკან, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები, რაც კვლავ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შემდეგ იგი გამომძიებლის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმის სახით.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კ------- ბ----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ში, დ---------------------–ის თანამდებობაზე. 2019 წლის 1------------–ს, ლ---- კ-----ის პატაკის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რ----- ჯ---------ი თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, მან დაიწყო გამოძიება და პატაკის ირგვლივ მოწმის სახით გამოკითხა ლ---- კ-----ი. შემდეგ მოპოვებულ იქნა სასამართლოს განჩინებები რ----- ჯ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების წარმოების შესახებ, თუმცა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ვერ განხორციელდა, რადგან ბრალდებულმა დატოვა საქართველოს ტერიტორია. შემდეგ, დამატებით იქნა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რ----- ჯ---------ი აპირებდა საქართველოში შემოსვლას, რომელსაც შესაძლოა თან ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები, შესაბამისად, კვლავ მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობებით და გაიცა განჩინებები პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. ამასთან, მათ ხელთ არსებული ბაზების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 1--------ს რ----- ჯ---------მა გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება და 2019 წლის უკვე 1--------ს, დ--–---ის რაიონში, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 8-----–--------ით არის დაშორებული ლ----ის გამშვები პუნქტიდან, მოხდა რ----- ჯ---------ის იდენტიფიცირება, რომელიც მარტო იჯდა გზის სავალი ნაწილის გვერდით გაჩერებულ წითელი ფერის ,,ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანაში. რ----- ჯ---------ს განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვეს, რომ გადასულიყო ავტომანქანიდან, რის შემდეგაც, მან ვ-–-------- ა-–----–---–ის, რ----- ზ------–---–ის და თარჯიმან - ა-–-------- ა-–--------ოვის მონაწილეობით ჩაატარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად რ----- ჯ---------ის ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ვ-–-------- ა-–----–---–ის მიერ ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭრებში 3 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. შემდეგ, მოხდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის მარჯვენა მხარეს არსებული პლასტმასის დეტალიდან, ვ-–-------- ა-–----–---–ის მიერ ასევე ამოღებულ იქნა 3 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. ამოღებული ნივთიერებები ადგილზევე დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებში, რომელზეც ყველა მონაწილემ, გარდა ბრალდებულისა, მოაწერა ხელი. შემდეგ, რ----- ჯ---------ი დაკავებული იქნა და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც ბრალდებულს რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია, თუმცა ჩხრეკის ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მის მიერ გამოკითხულ იქნა ჩხრეკებში მონაწილე პირი - რ----- ზ------–---–ი, ასევე დანიშნა ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ----- ზ------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ში, დეტექტივის თ---–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2019 წლის თ-------–ის თვეში მისთვის ხელმძღვანელობისგან ცნობილი გახდა, რომ მიღებული იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რ----- ჯ---------ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები რ----- ჯ---------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან ბრალდებულმა გადალახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვერ მოხდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. 2019 წლის მარტის თვეში განმეორებით იქნა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ, რომ რ----- ჯ---------ი აპირებდა საქართველოში შემოსვლას, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რა დროსაც სასამართლოს მიერ კვლავ მოხდა განჩინებების გაცემა პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების შესახებ. 2019 წლის 1--------ს, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა ყ------ის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, რა დროსაც გზაზე შენიშნეს გაჩერებული წითელის ფერის ,,ჟიგული-06“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდა რ----- ჯ---------ი. იგი ოპერატიულ თანამშრომელ - ვ-–-------- ა-–----–---–თან, გამომძიებელ - კ------- ბ----–---–თან და თარჯიმანთან ერთად მიუახლოვდა რ----- ჯ---------ს, რომელსაც გამომძიებლის მიერ, თარჯიმნის მეშვეობით, განემარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მისი პირადი ჩხრეკა. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა რ----- ჯ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული პოლიეთილენის 3 პაკეტი. აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებლის მიერ თარჯიმნის მეშვეობით, რ----- ჯ---------ს გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ავტომანქანის ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც რ----- ჯ---------ის თანდასწრებით ჩატარდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტის მარჯვენა მხარეს არსებული პლასტმასის დეტალის შიდა მხრიდან ვ-–-------- ა-–----–---–ის მიერ ამოღებული იქნა 3 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. რ----- ჯ---------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები და პირადი ნივთები დაილუქა, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებმა, გარდა ბრალდებულისა, ლუქზე გააკეთეს შესაბამისი ხელმოწერები. აღნიშნულის შემდეგ, მოხდა რ----- ჯ---------ის დაკავება, რომელსაც გამომძიებელმა გაცნო ბრალდებულის უფლებები და იგი გადაყვანილ იქნა ქალაქის მ------- სამმართველოში. ამასთან, ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ხელის მოწერაზე. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ რ----- ჯ---------ის მიმართ დაგეგმილ ღონისძიებაზე გასვლამდე სამსახურში ნახა რ----- ჯ---------ის ფოტოსურათი და სწორედ აღნიშნულის გამო შეძლო ავტომანქანაში მჯდომი ბრალდებულის ამოცნობა.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ-–-------- ა-–----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ში, დეტექტივის თ---–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2019 წლის მარტის თვეში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ყ------ის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან რ----- ჯ---------ი უნდა შემოსულიყო საქართველოში, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და სამსახურეობრივი ავტომანქანით გავიდნენ ლ----ის გამშვები პუნქტის მიმართულებით. მოძრაობისას შენიშნეს გაჩერებული წითელი ფერის ,,ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც აღმოჩნდა რ----- ჯ---------ი, რომელსაც თარჯიმნის მეშვეობით განემარტა უფლება-მოვალეობები, გააცნეს სასამართლოს განჩინება პირად ჩხრეკის ჩატარების ნებართვის შესახებ, რის შემდეგაც გამომძიებელ კ------- ბ----–---–ის მიერ, მისი და თანამშრომელ რ----- ზ------–---–ის, ასევე თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარებულ იქნა რ----- ჯ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან მის მიერ ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება. მათ მიერ, თარჯიმნის მონაწილოებით და რ----- ჯ---------ის თანდასწრებით ასევე ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის გადაცემათა კოლოფთან არსებული პლასტმასიდან მის მიერ ამოღებულ იქნა 3 შეკვრად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება. პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით.
4.5. თარჯიმანმა - ა-–-------- ა-–--------ოვმა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------ს, საღამოს საათებში, დაურეკეს თარჯიმანთა ბიუროდან და აცნობეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები იყო დაგეგმილი, რომელშიც მას, როგორც თარჯიმანს უნდა მიეღო მონაწილეობა. აღნიშნულის გამო, გამომძიებლებთან ერთად გავიდა დ--–---ის რაიონის მიმართულებით და იქნებოდა უკვე 2019 წლის 1--------ი, როდესაც გზაზე შენიშნეს წითელი ფერის ავტომანქანა, საიდანაც გადმოიყვანეს პიროვნება - რ----- ჯ---------ი, რომელსაც სინქრონულად უთარგმნა გამომძიებლის მიერ ნათქვამი სიტყვები, რის შემდეგაც რ----- ჯ---------ს, მისი თანდასწრებით, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის გარეთა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 3 პაკეტად შეფუთული ნივთიერება. მისივე თანდასწრებით ასევე ჩატარდა რ----- ჯ---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის ადგილიდან ამოღებული იქნა 3 პაკეტად შეფუთული ნივთიერება. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო ლუქით, რაზედაც დაფიქსირებულ იქნა მისი და გამომძიებლების ხელმოწერა. მოწმის განმარტებით, მან სრულყოფილად უთარგმნა ბრალდებულს გამომძიებლის მიერ განმარტებული უფლებები, ასევე სრულყოფილად უთარგმნა ყველა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და ოქმების შინაარსი, რა დროსაც რ----- ჯ---------ს რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებია.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ნინო ზანგურაშვილმა განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, 2019 წლის 1--------ის პატაკის ირგვლივ გამოკითხა ლ---- კ-----ი, გამოკითხა აგრეთვე რ----- ჯ---------ის პირადი და ავტომანქანის, ასევე დაკავებაში მონაწილე პირები - რ----- ზ------–---–ი და ვ-–-------- ა-–----–---–ი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩაატარა რ----- ჯ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნა ამოღებულა, ასევე, რ----- ჯ---------ს წარუდგინა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და იგი გამოკითხა ბრალდებულის სახით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულს რაიმე სახის პრეტენზია, მათ შორის მისი უფლებების დარღვევის შესახებ, არ დაუფიქსირებია.
4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თარჯიმანმა - თ------- შ--------მ განმარტა, რომ მან ბრალდებულ რ----- ჯ---------ს ბრალის წარდგენისას გადაუთარგმნა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე, მისი თანდასწრებით განხორციელდა ბრალდებულის გამოკითხვა. გარდა ამისა, იგი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც რ----- ჯ---------ისგან უნდა მომხდარიყო ნიმუშის აღება, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდა ბრალდებულის წინააღმდეგობის გამო.
4.8. 2019 წლის 1--------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ--–---ის რაიონში, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, თარჯიმნის მონაწილეობით, მშვიდ ვითარებაში, ჩატარებულ იქნა რ----- ჯ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც 1) რ----- ჯ---------ის მოლურჯო ფერის ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში გახვეული, პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული, მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება; 2) შავი ფერის ,,აიფონის“ ფირმის ტელეფონი სიმ-ბარათით და შალითით, ფულადი თანხა - 189 ლარი, მოყავისფრო ტყავის საფულე, 4 ცალი სიმ-ბარათი, 3 ცალი დაგროვების ბარათი, 2 ცალი ვიზა პლასტიკური ბარათი, 2 ცალი მართვის მოწმობა, 2 ცალი ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რ. ჯ---------ის პასპორტი და ბინადრობის მოწმობა, გასაღები, ოქროსფერი ბეჭედი, მაჯის საათი ტყავის სამაჯურით, 6 ცალი 5000 რუბლიანი კუპიურა, 4 ცალი 2000 რუბლიანი კუპიურა, 6 ცალი 50 რუბლიანი კუპიურა, 3 ცალი 200 რუბლიანი კუპიურა, 25 ცალი 100 რუბლიანი კუპიურა, 58 ცალი 500 რუბლიანი კუპიურა, 55 ცალი 1000 რუბლიანი კუპიურა. ამოღებული ნივთებიდან სამი შეკვრა ნივთიერება და პირადი ნივთები ცალ-ცალკე დაილუქა საქართველოს შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ის #19 ლუქით. ლუქზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილეთა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. ამასთან, რ----- ჯ---------მა ლუქებზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი.
4.9. 2019 წლის 1--------ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ--–---ის რაიონში, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდ ვითარებაში ჩატარებულ იქნა რ----- ჯ---------ის მართვის ქვეშ არსებული VAZ-2106 მარკის ავტომობილის, სახ. ნომრით K-801-YK-161 ჩხრეკა. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტის მარჯვენა მხარეს არსებული პლასტმასის დეტალის შიდა მხრიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული, მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც დაილუქა საქართველოს შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ის #19 ლუქით. ლუქზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილეთა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. ამასთან, რ----- ჯ---------მა ლუქზე და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი.
4.10. 2019 წლის 1--------ის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1--------ს, 01:47 საათზე, დ--–---ის რაიონში, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის ჩხრეკის დასრულებისთანავე, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დაკავებულ იქნა რ----- ჯ---------ი. დაკავებისას მას მუცელზე აღენიშნებოდა სიწითლეები, რომელიც მისივე განმარტებით მიიღო დაკავებამდე.
4.11. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დ-------------ის 2019 წლის 1--------ის ქიმიური ექსპერტიზის #1103/სქ-1261/ქრ დასკვნის მიხედვით: 1) ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,რ----- ჯ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული“: 3 (სამი) ცალად დაფასოებული (ერთი ცალი ლურჯი და ორი ცალი მწვანე ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭრებში) მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 13,35 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 8,2778 გრამს (ობ.#1) და 2) ,,რ----- ჯ---------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული“ 3 (სამი) ცალად დაფასოებული (ერთი ცალი ვარდისფერი და ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭრებში) მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 20,84 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 13,5042 გრამს (ობ.#2).
4.12. აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს ექსპერტებმა პეტრე წინწკალაძემ და ნ----- ო-----------ემ, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაკითხული მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო. ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ გამოსაკვლევი ობიექტები წარდგენილი იყო დალუქული სახით, ხოლო ლუქზე დაფიქსირებული იყო 4 ცალი გაურკვეველი ხელმოწერა. ნ----- ო-----------ემ დამატებით განაცხადა, რომ საკვლევი ობიექტები მოთავსებული იყო პოლიეთილენის პაკეტებში, ხოლო პაკეტები იყო მთლიან/დაუზიანებელ მდგომარეობაში.
4.13. 2019 წლის 12 და 1--------ის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტებით დგინდება, რომ რ----- ჯ---------ს 2009 წლის 08 თ-------–იდან დაწყებული ხშირად უფიქსირდება საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიიდან გასვლის და უკან დაბრუნების ფაქტები. მათ შორის, 2019 წლის 1------------–ს 19:35 საათზე რ----- ჯ---------ი გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან ყ------ის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, საიდანაც 2019 წლის 2------------–ს 21:30 საათზე ყ------ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ, 2019 წლის 2------------–ს 03:07 საათზე კვლავ გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან ყ------ის გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო 2019 წლის 1--------ს 21:37 საათზე ყ------ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
4.14. ბრალდებულმა რ----- ჯ---------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას აქვს ოფიციალური ბიზნესი, რის გამოც ხშირად გადადიოდა ვ-–-----------ში. ერთ დღეს, იგი დაიბარა ფ-------–აში მცხოვრებმა ა----- მ----------მა და უთხრა, რომ ბიზნესისთვის თავი უნდა დაენებებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვანაირად მოექცეოდა, რასაც მან ყურადღება არ მიაქცია და განაგძრო ბიზნესსაქმიანობა. შემდეგ, მან კვლავ გადაკვეთა საზღვარი, ხოლო როდესაც უკან დაბრუნდა მას დაუკავშირდა ა----- მ----------ი და უთხრა, რომ ერთ პიროვნებას უნდოდა მასთან შეხვედრა. მეორე დღეს, ქ.რ-------ში შეხვდა ა----- მ----------თან ერთად მყოფ ქ-------------–ის პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც ეძახდნენ ,,ბ-----ს“. შეხვედრისას პოლიციის თანამშრომელმა ჰკითხა, თუ რატომ არ მოიქცა ისე, როგოც ა-----მ შესთავაზა, ანუ რატომ არ დაანება თავი ბიზნეს, რაზედაც მან უპასუხა, რომ ჰქონდა ოფიციალური ბიზნესი და არ აპირებდა თავის დანებებას. აღნიშნულის შემდეგ, მას დაემუქრნენ, კერძოდ, უთხრეს, რომ ყოველ თვე ან 10000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მათთვის, ან თავი უნდა დაენებებინა ბიზნესისთვის, თუმცა მან ყურადღება არ მიაქცია მათ ნათქვამს და განუცხადა, რომ ბიზნესისთვის თავის დანებებას არ აპირებდა და როგორც უნდოდათ ისე მოქცეულიყვნენ. შემდეგ, როდესაც ის წასული იყო ვ-–-----------ში დაუკავშირდა მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ ა----- და ვინმე „ბ-----“ ესაუბრა მის სიმამრს და აინტერესებდათ, თანხას იხდიდა თუ ბიზნესიდან გადიოდა, რაზედაც მეუღლეს უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავად დაელაპარაკებოდა მათ. ამის შემდეგ, 2019 წლის 1--------ს, ა----- მ----------ი ჩავიდა მასთან ვ-–-----------ში და შეხვედრისას უთხრა, რომ ან თანხა უნდა გადაეხადა ან ბიზნესიდან უნდა გასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მის თავს დააჭერინებდა (დააკავებდნენ). ამავდროულად ა-----მ დაურეკა „ბ-----ს“ საქართველოში, რომელმაც უთხრა, რომ თუ ისე არ მოიქცეოდა, როგორც უთხრეს, თბილისში ჩამოსვლისას „წამალს“ ჩაუდებდნენ ჯიბეში და დააჭერინებდნენ. 2019 წლის 1--------ს, წამოვიდა საქართველოში, რა დროსაც გამოიარა 2 გამშვები პუნქტი, სადაც დეტალურად შეამოწმეს, ხოლო შემდეგ, როდესაც დ--–---ის რაიონში იმყოფებოდა, გააჩერა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე მივიდა 5-6 ავტომანქანა, დაუწყეს ცემა, ურტყამდნენ თავში და გვერდებში, რა დროსაც იგრძნო, რომ ქურთუკის მარცხენა ჯიბეში ვიღაცამ ხელი ჩაუყო. შემდეგ ჩამოიყვანეს ავტომანქანიდან, რა დროსაც ერთი პირი ავტომანქანაში მგზავრის მხარეს დაჯდა. შემდეგ, ჯიბეებში რაც ჰქონდა, ყველაფერი ამოიღეს და ავტომანქანაზე დააწყვეს, მათ შორის, ერთ-ერთი ჯიბიდან ამოღებული ქაღალდის ხელსაწმენდში გახვეული რაღაც ნივთიერება. ამასთან, ავტომანქანიდანაც ამოიღეს ქაღალდის ხელსაწმენდში გახვეული რაღაც ნივთიერება. შემდეგ, გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც პაკეტიდან ნივთები გადმოყარეს მაგიდაზე. ტანსაცმელი გაახდევინეს და ჩააცმევინეს, რის შემდეგაც კვლავ გაახდევინეს მაისური და ერთ-ერთმა მსუქანმა პიროვნებამ, ხელი, რომელზეც ხელთათმანი ეცვა, ჯერ ქაღალდის ხელსაწმენდში არსებულ ნივთიერებას გადაუსვა, ხოლო შემდეგ მის მაისურს. შემდეგ იგი წარადგინეს სასამართლოში, რის შემდეგაც გადაიყვანეს გ-–----ში მდებარე საპატიმრო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში მასთან მივიდა მსუქანი პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ დანაშაული ეღიარებინა და ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ამასთან, იგი აიყვანეს ოთახში, სადაც იმყოფებოდა ადვოკატი და სხვა ხუთი პირი და უთხრეს, რომ ანალიზები უნდა აეღოთ მისთვის. ანალიზების აღებაზე მან განაცხადა უარი, ვინაიდან ეშინოდა ნესის და იყო ცუდად, თუმცა მასთან მივიდა მსუქანი პიროვნება, რომელმაც ყელში მოუჭირა ხელი, შემდეგ კი დაუწყეს ცემა. ამ დროს მართალია მისი ადვოკატი იქ იმყოფებოდა, თუმცა იგი მასთან ახლოს ვერ მოვიდა.
4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ რ----- ჯ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული დაცვის მხარის მტკიცებულებები - რ----- ჯ---------ის ადვოკატის განცხადება, დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი, ხელშეკრულება, ხელწერილი, სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, შარდის ნიმუშის აღების ოქმი, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და ნარკოლოგიური შემოწმების #7----- დასკვნა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.18. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.20. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა და შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
5.5. განსახილველ შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარად მიჩნევამდე და მათ სამართლებრივ შეფასებამდე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტებზე იმის შესახებ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს (რომლებიც დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით, არ არიან ობიექტურები), რომლებიც ნაკლები მტკიცებულების ძალის მქონეა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ან მეტი) მნიშვნელობა აქვს, არ არის მართებული. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია (პოლიციის ჩვენებების სანდოობის აღნიშნულ სტანდარტი გაზიარებულა უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის იხ: #276აპ-18; #71აპ-18 და #328აპ-18 გადაწყვეტილებები).
5.6. ამასთან, ვინაიდან დაცვის მხარის მითითებული არგუმენტები ძირითადად ეხება წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საკითხს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანად პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს. ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას უნდა არსებობდეს შემდეგი კრიტერიუმები: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა კავშირი მტკიცების საგანთან; მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება; სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელ----ტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
5.7. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებისათვის (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე #397აპ–14).
5.8. განსახილველ შემთხვევაში კონკრეტულ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციების უტყუარობასთან დაკავშირებით, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას მოახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობით მათი გაანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყო ოპერატიული ინფორმაცია, რის შემდეგაც, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის თხოვნით ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, რაზედაც გაიცა შესაბამისი განჩინებები, თუმცა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ვერ განხორციელდა, რადგან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე ბრალდებულმა დატოვა საქართველოს ტერიტორია. მას შემდეგ, რაც რ----- ჯ---------ი დაბრუნდა საქართველოში - 2019 წლის 1--------ს, ამ უკანასკნელს კ------- ბ----–---–ის, რ----- ზ------–---–ის, ვ-–-------- ა-–----–---–ის და თარჯიმან ა-–-------- ა-–--------ოვის მონაწილეობით დ--–---ის რაიონში, მ–--------------–--------–----ის მ---- კილომეტრზე, ბ-----–---ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას სხვადასხვა ნივთებთან ერთად მისი ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭრებში 3 შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც დაილუქა სათანადო წესით. ამის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, იმავე პირების მონაწილეობითა და რ----- ჯ---------ის თანდასწრებით ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც ასევე ამოღებული იქნა 3 შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება.
5.9. ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების (პოლიციის თანამშრომლების და თარჯიმნის) მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების შეფასება ცხადყოფს, რომ ისინი დეტალურად აღწერენ საგამოძიებო მოქმედებების - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკების მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს/მოქმედებებს, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ ყველა მათგანი კატეგორიული ფორმით უთითებს, რომ ჩხრეკების შედეგად ბრალდებულის ქურთუკში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა სამ-სამ შეკვრად დაფასოებული ნივთიერებები. აღნიშნულ დროს განსაკუთრებით საყურადღებოა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნეიტრალური პირის - თარჯიმან ა-–-------- ა-–--------ოვის ჩვენების ის ნაწილი, სადაც პოლიციის ჩვენებების მსგავსად სასამართლოს კონკრეტულად უყვება იმ გარემოებებს, თუ სად და რა ვითარებაში იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებები. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებების უტყუარობას ადასტურებს რ----- ჯ---------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
5.10. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერება ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში დაფიქსირებული ინფორმაციები კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებთან მიმართებით სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, სადაც ასახული ინფორმაციები არ არის წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნიან დამაჯერებლობის მაღალ ხარისხს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად მიჩნევის თვალსაზრისით. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქმის განხილვის პროცესში მხარეებს თანასწორობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ მიეცა შესაძლებლობა მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებათა გამოკვლევა მოეხდინათ საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრული დაცვით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები (გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, რომელიც არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით და რომელიც ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს), რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას განვითარებულ მოქმედებებს განსხვავებულად წარმოაჩენდნენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლების და თარჯიმნის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში ასახული ინფორმაციები ხასიათდება სანდოობის მაღალი ხარისხით და ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
5.11. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა თარჯიმან - ა-–-------- ა-–--------ოვის და ექსპერტ ნ----- ო-----------ის ჩვენებებზე, კერძოდ, მხარის განცხადებით თარჯიმანს თითქმის არაფერი ახსოვდა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (მათ შორის არ ახსოვდა, საიდან იქნა ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები), ხოლო ექსპერტმა ნ----- ო-----------ემ თითქოსდა კატეგორიული ფორმით განაცხადა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტები გახსნილი არ ყოფილა და გარეგნულად არ ჩანდა პაკეტებში რა ფერის ნივთიერებები იყო მოთავსებული (რასთან დაკავშირებითაც მხარე შემდეგ ავითარებს არგუმენტებს იმის შესახებ, რომ თუ პაკეტები არ გახსნილა და გარეგნულადაც არ ჩანდა, რა ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული მასში, მაშინ როგორ მოხდა ჩხრეკის ოქმებში ფერზე და ფხვიერ მასაზე მითითება). აღნიშნული არგუმენტები სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებულ, რადგან ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გაანალიზება ცალსახად გამორიცხავს სასამართლოსთვის მსგავსი სახის ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ:
5.11.1. სასამართლო სხდომაზე ა-–-------- ა-–--------ოვმა განაცხადა, რომ თარჯიმანთა ბიუროდან დარეკვის შემდეგ, კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად შეხვდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს და გაემართნენ დ--–---ის რაიონის მიმართულებით. მოძრაობისას, გზაზე, ნახეს გაჩერებული ავტომანქანა, საიდანაც გადმოყვანილ პიროვნებას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა სამ პაკეტად შეფუთული ნივთიერება. შემდეგ ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის დეტალიდან ამოღებულ იქნა ასევე სამ პაკეტად შეფუთული ნივთიერება.
5.11.2. რაც შეეხება ნ----- ო-----------ის ჩვენებას (რომელიც დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას შეეხება), ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები მოთავსებული იყო პოლიეთილენის პაკეტებში, პაკეტები იყო მთლიან/დაუზიანებელ მდგომარეობაში, ხოლო პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული ნივთიერებების ფერი ჩანდა თუ არა პაკეტის გაუხსნელად, არ ახსოვს. ამ დროს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილებული იქნეს ჩხრეკის ოქმებში და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების ჩვენებებში დაფიქსირებულ ინფორმაციებზე იმის შესახებ, რომ ისინი კატეგორიული ფორმით უთითებენ, რომ პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ პაკეტებში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერებები იყო მუქი ფერის.
5.12. ამდენად, აღნიშნული ჩვენებების გაანალიზება ცხადყოფს, რომ თარჯიმანი (რომელიც მონაწილეობას იღებდა პირად და ავტომანქანის ჩხრეკებში) სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას აწვდის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მისი გამოცხადების ფორმაზე, მასში მონაწილეობის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის იმ გარემოებებზე, თუ საიდან და ვისგან იქნა ამოღებული კონკრეტული ნივთიერებები, ხოლო ნ----- ო-----------ის ჩვენებით ნათლად დგინდება ის გარემოება, რომ მას კატეგორიულად ახსოვს მხოლოდ ის გარემოება, რომ პაკეტები იყო მთლიან/დაუზიანებელ მდგომარეობაში, ხოლო ჩანდა თუ არა აღნიშნულ პაკეტებში მოთავსებული ნივთიერებების ფერი გარეგნულად პაკეტების გაუხსნელად, არ ახსოვს. მოცემულ გარემოებათა შეფასება ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენს, რაც არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციებს, შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოწმეთა ჩვენებების ინტერპრეტირებული ვერსია შეიძლება შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობად, რომელიც ეფუძნება დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო არგუმენტებს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
5.13. რაც შეეხება ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს, რადგან მას ემუქრებოდა ორი პიროვნება თუ ის არ დაანებებდა თავს კანონიერ ბიზნესსაქმიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
5.14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რ----- ჯ---------ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას, ხოლო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული არგუმენტები წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, აღნიშნული არგუმენტები/პოზიციები, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებ(ებ)ით, მათ შორის მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ როგორც ბრალდებული თავის ჩვენებაში აღნიშნავს, მის მიმართ კონკრეტული პირების მხრიდან მუქარის განხორციელება ცნობილი იყო ბრალდებულის მეუღლისთვის და სიმამრისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ისინი მოწმის სახით დაკითხული არ ყოფილან, ასევე, იმის შესახებ, რომ მის მიმართ ხორცილდებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადების მუქარა, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვამდე, გამოძიების არცერთ ეტაპზე, მათ შორის, ბრალდებულის სახით გამოკითხვისას, არ უცნობებია საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიციები, მათ შორის, ბრალდებულ რ----- ჯ---------ის მიერ თავის საბოლოო სიტყვაში გაჟღერებული ინფორმაცია არათანმიმდევრული, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდებას, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
5.15. ბოლოს სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტზე იმის შესახებ, რომ ვინაიდან რ----- ჯ---------ს შემოწმების შედეგად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი და არსებობს ეჭვი, რომ მას ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება (მათ შორის ბრალის ხარისხის განსაზღვრის და კვალიფიკაციის ნაწილში) წარმოადგენს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად.
5.16. მოცემულ შემთხევაში, ბრალდების მხარე რ----- ჯ---------ს ედავება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით ახდენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებების უტყუარობის შეფასებას. შემდეგ კი, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას ახდენს სამართლებრივად, შესაბამისად ვინაიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის არარსებობა/არსებობა არ წარმოადგენს სასამართლო განხილვის საკითხს, სასამართლო მის სამართლებრივ შეფასებაზე ვერ იმსჯელებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების რ----- ჯ---------ის მიერ მოხმარების არდაფიქსირების ფაქტი იმთავითვე არ მიუთითებს იმაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულს არ გააჩნდა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა სანდოობის და დამაჯერებლობის კრიტერიუმებზე სასამართლომ უკვე ზემოთ იმსჯელა.
5.17. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის თანახმად, განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ----- ჯ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა მთლიანობაში - 34,19 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობაა - 21,782 გრამი, რაც, აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენისა და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
5.18. ამდენად, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-გაანალიზებით ცალსახაა, რომ დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიები/პოზიციები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რაც საფუძველი იქნებოდა იმისა, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს შეეფასებინა და შემდგომში მიეჩნია უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ თავის დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციები, აღნიშნული პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, არასარწმუნო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს.
5.19. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები), საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.20. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ჯ---------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. რ----- ჯ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ.
7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
7.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას (მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნული დანაშაულისთვის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს), ასევე, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს.
7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
7.9. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ რ----- ჯ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.
7.10. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (უკანონო შეძენა-შენახვა) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- რ----- ჯ---------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ში, ასევე, რ----- ჯ---------ის სისხლისა და შარდის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქ. რ-------ში, ფ---------ის ქუჩა #----ში მდებარე საადვოკატო ბიუროში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ჯ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ რ----- ჯ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ რ----- ჯ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1--------იდან.
3. მსჯავრდებულ რ----- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. მსჯავრდებულ რ----- ჯ---------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - რ----- ჯ---------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დ-------------ში, ასევე, რ----- ჯ---------ის სისხლისა და შარდის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქ. რ-------ში, ფ---------ის ქუჩა #----ში მდებარე საადვოკატო ბიუროში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე