განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
340100119003280708
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 გ
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003280708

N1/2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

04.12.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ -გე-–- მი-----–--ლის

ადვოკატ-გი- ფა------–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------.

ბრალდებული: გე-–- მი-----–--ლი;

მამის სახელი: მა-–-----;

დაბადებული: 04.02.1----–--–-;

პირადი ნომერი: 1----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ახ-–---;

ფაქტობრივად მცხოვრები:გურჯაანის რაიონი სოფელი ახ-–--- ;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი.

კვალიფიკაცია: გე-–- მი-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლიდან, გე-–- მი-----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ახ-–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო საუბრისას, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას-ლა----- მი-----–--ლს და დას-ნა---–--- მი-----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის დეკემბრის დაუდგენელ რიცხვში, გე-–- მი-----–--ლმა, გურჯაანის რაიონის, სოფელ ახ-–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯოხით სცემა დედას-ლა----- მი-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის აგვისტოს დაუდგენელ რიცხვში, გე-–- მი-----–--ლმა, გურჯაანის რაიონის, სოფელ ახ-–--ში, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯოხით სცემა დედას-ლა----- მი-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი

.

გე-–- მი-----–--ლი 2019 წლის 8 ოქტომბერს 23:25 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის 10 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

2. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2016 წლიდან, გე-–- მი-----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ახ-–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო საუბრისას, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას-ლა----- მი-----–--ლს და დას-ნა---–--- მი-----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

2.2. 2018 წლის დეკემბრის დაუდგენელ რიცხვში, გე-–- მი-----–--ლმა, გურჯაანის რაიონის, სოფელ ახ-–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯოხით სცემა დედას-ლა----- მი-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. 2019 წლის აგვისტოს დაუდგენელ რიცხვში, გე-–- მი-----–--ლმა, გურჯაანის რაიონის, სოფელ ახ-–--ში, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯოხით სცემა დედას-ლა----- მი-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი

.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ლა----- მი-----–--ლის განცხადება, მოწმეების ლა----- მი-----–--ლის, ნა---–--- მი-----–--ლის, მა-–---- მი-----–--ლის, მა----- სო-–-----–--ლის, მა----- ხუ-------–--ლი-მა----–--ვის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა---–--- მი-----–--ლის და ლა----- მი-----–--ლის გამოკითხვის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გე-–- მი-----–--ლმა დედის ლა----- მი-----–--ლის და დის ნა---–--- მი-----–--ლის მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ან ტანჯვას.

 

ქმედების სისტემატიურობაში გამოიხატება, ქმედების ჩადენა, ორჯერ ან მეტჯერ, დროის მოკლე ინტერვალით. ქმედებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული.

 

დაზარალებულებმა ლა----- და ნა---–--- მი-----–--ლებმა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა და მათ მიმართ ძალადობას ადგილი ჰქონდა სისტემატურად, ისინი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები.

 

3. 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ლა----- მი-----–--ლის განცხადება, მოწმეების ლა----- მი-----–--ლის, ნა---–--- მი-----–--ლის, მა-–---- მი-----–--ლის, მა----- სო-–-----–--ლი, მა----- ხუ-------–--ლი-მა----–--ვის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა---–--- მი-----–--ლის და ლა----- მი-----–--ლის გამოკითხვის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გე-–- მი-----–--ლი 2016 წლიდან, გე-–- მი-----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ახ-–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო საუბრისას, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას-ლა----- მი-----–--ლს და დას-ნა---–--- მი-----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

ორი ან მეტი პირი გულისხმობს, როდესაც ორ ან მეტ ოჯახის წევრზე ხდება ძალადობა.

დაზარალებულები დედა-ლა----- მი-----–--ლს და და-ნა---–--- მი-----–--ლი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და ყველა მათგანის მიმართ ჩაიდინა ბრალდებულმა ძალადობა, მიაყენა მათ სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. ძალადობას დაზარალებულების მიმართ ჰქონდა სისტემატური ხასიათი.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გე-–- მი-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გე-–- მი-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გე-–- მი-----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. (1261 მუხლის 1-ლი ნაწილი) და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.(1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი)

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე-–- მი-----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

 

7. ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გე-–- მი-----–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბერს განჩინებით შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 1000 ლარით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.

გე-–- მი-----–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო 1000 ლარი, უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გე-–- მი-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი (პირველი ეპიზოდი).

 

2. გე-–- მი-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი (მეორე ეპიზოდი).

 

3. გე-–- მი-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გე-–- მი-----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვათა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

5. გე-–- მი-----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

7. გე-–- მი-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2019 წლის 08 ოქტომბრის 23:25 საათიდან 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე