გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.11.2019
საქმის ნომერი
080310019003092943
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019003092943

საქმე № 3/384-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო;

წარმომადგენელი - გ---–---------–---ი, თ---------------–---ა;

მოპასუხე - შპს ,,T--’’;

დირექტორი - დ---------–----;

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს - შპს ,,T--’’-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 214,83 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2014 წლის 3 იანვარს საქართველოს შსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,T--’’-ს შორის გაფორმებული იქნა N4 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა ვალდებული იყო უზრუნველეყო მოპასუხის ობიექტის მცირე სესხების (მდებარე: ქ. ქუთაისი, ლ------------ის ქ. N11/13) დაცვა საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მეშვეობით, რისთვისაც მოპასუხეს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა მომსახურეობის საფასური 215 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ დაარღვია თავისი ვალდებულება, კერძოდ მოსარჩელეს არ გადაუხადა დაცვის მომსახურების საფასური, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოშობა.

 

ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის 2019 წლის 1 მაისისათვის აღნიშნულმა დავალიანებამ შეადგინა - 214,83 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარეს გადახდილი არ ჰქონდა 2014 წლის თებერვლის თვის მომსახურების თანხა, 2014 წლის მარტის თვეში გადახდილი თანხა ჩაეთვალა თებერვლის თვის მომსახურების თანხად, ხოლო შემდგომი გადახდები კი მომდევნო თვეების მომსახურების თანხად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,T--’’-ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს შემდეგი: მოპასუხემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გადახდილი აქვს მომსახურების საფასური. მხარეთა შორის 03.01.2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო ყოველი თვის ბოლოს გადაეხადა მომსახურების საფასური, რასაც ყოველთვიურად ვადაზე ადრე გადაცილების გარეშე კეთილსინდისიერად იხდიდა. მათ საერთო ჯამში გადახდილი აქვს - 13657,74 ლარი.

 

ასევე მოპასუხე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ვინაიდან მომსახურების ღირებულების გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა, მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აეთვლება თითოეული თვის გადასახდელის გადაუხდელობის მიმართ დამოუკიდებლად. თუ მოსარჩელე ითხოვს 2014 წლის თებერვლის პერიოდის მომსახურების თანხას, ასეთი მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან მხარე მიუთითებს, რომ მას 2014 წლის თებერვლის თვის მომსახურების ინვოისი მხარეს არ ჩაბარებია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2014 წლის 3 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,T--’’-ს შორის გაფორმდა №4 ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო უზრუნველყოფდა შპს ,,T--’’-ის მცირე სესხების ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს - ქ. ქუთაისი, ლ------------ის ქ. N11/13.

 

ობიექტის დაცვა განხორციელდება ,,დამკვეთის’’ მიერ ობიექტის დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და დაცვის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ; შემსრულებლის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს - 215 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N4 ხელშეკრულება (ს.ფ. 11-12);

 

3.2. 2014 წლის 3 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,T--’’-ს შორის გაფორმდა №3 ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სიტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას სამმართველოს დაცვის ქვეშ მყოფ შპს ,,T--’’-ის მცირე სესხების ობიექტში, რომელიც მდებარეობს - ქ. ქუთაისი, ლ------------ის ქ. N11/13.

 

წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთარღიცხვაში და შეადგენს - 131,06 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N3 ხელშეკრულება (ს.ფ. 162-163);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 164);

 

3.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 13 იანვარს შედგა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 165-166);

 

3.4. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,T--’’-ის თანხის ბრუნვით ირკვევა, რომ 31.01.2014: რეალიზაცია - 131,77; გადახდა -; ვალი - 131,77; 28.0./2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 346,77; 06/06/2014: რეალიზაცია -; გადახდა -131,00; ვალი - 215,77; 28/03/2014: რეალიზაცია -; გადახდა -215; ვალი - 0,77; 31/03/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 30/04/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 430,77; 23/05/2014: რეალიზაცია -; გადახდა -430,00; ვალი - 0,77; 31/05/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 24/06/2014: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 30/06/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 28/07/204: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/07/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 25/08/2014: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/08/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 26/09/2014: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 30/09/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 24/10/2014: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/10/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 21/11/2014: რეალიზაცია - 0; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 30/11/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77; 17/12/2014: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/12/2014: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 215,77;

 

26/01/2015: რეალიზაცია -; გადახდა -210,00; ვალი - 5,77; 31/01/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 220,77; 12/02/2015: რეალიზაცია -; გადახდა -210,00; ვალი - 10,77; 28/02/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 225,77; 06/03/2015: რეალიზაცია -; გადახდა -430,00; ვალი - 204,23; 26/03/2015: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 419,23; 31/03/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 204,23; 27/04/2015: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 419,23; 30/04/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -204,23; 27/05/2015: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 419,23; 31/05/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 204,23; 26/06/2015: რეალიზაცია - ; გადახდა -215,00; ვალი - 419,23; 30/06/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 204,23; 31/07/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 10,77; 31/08/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 225,77; 30/09/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 440,77; 31/10/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 655,77; 30/11/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 870,77; 01/12/2015: რეალიზაცია - ; გადახდა -644,94; ვალი - 225,83; 04/12/2015: რეალიზაცია -; გადახდა -11,00; ვალი - 214,83; 24/12/2015: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,17; 31/12/2015: რეალიზაცია -215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 26/01/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/01/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 24/02/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 29/02/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 28/03/2016: რეალიზაცია - ; გადახდა -215; ვალი - 0,17; 31/03/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 25/04/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 30/04/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 23/05/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/05/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 27/06/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 30/06/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 25/07/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/07/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი - 214,83; 26/08/2016: რეალიზაცია - ; გადახდა -215,00; ვალი - 0,77; 31/08/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214,83; 26/09/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0,17; 30/09/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214,83; 26/10/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0,17; 31/10/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214,83; 28/11/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0,17; 30/11/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214,83; 26/12/2016: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0,17; 31/12/2016: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214,83;

 

26/01/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0,17; 31/01/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 27/02/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 28/02/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 27/03/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/03/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.8325/04/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0.17; 30/04/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 25/05/2017: რეალიზაცია - 0; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/05/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83;26/06/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215,00; ვალი -0.17; 30/06/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 25/07/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/07/2015: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 22/08/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/08/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 26/09/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/09/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 23/10/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/10/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 27/11/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/11/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 22/12/2017: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/12/2017: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83;

 

25/01/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/01/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 26/02/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 28/02/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 23/03/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/03/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 24/04/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/04/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 28/05/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17;31/05/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 21/06/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/06/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 19/07/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/07/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 27/08/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/08/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 26/09/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/09/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 24/10/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/10/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 22/11/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/11/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 18/12/2018: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17;31/12/2018: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 25/01/2019: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/01/2019: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 26/02/2019: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 28/02/2019: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 18/03/2019: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 31/03/2019: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83; 12/04/2019: რეალიზაცია -; გადახდა -215.00; ვალი -0.17; 30/04/2019: რეალიზაცია - 215,00; გადახდა -; ვალი -214.83.

 

სულ რეალიზაცია: 13676,77; გადახდა - 13461,94; ვალი: 214,83.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თანხის ბრუნვის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 17-19);

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,T--’’-ის საბანკო ანგარიშიდან დაცვის მომსახურების საფასური გადახდილი იქნა: 20.01.2014 – 131,00; 06/03/2014 – 131,00; 28/03/2014- 215,00; 23/05/2014-430,00; 24/06/2014 – 215,00; 28/07/2014 -215,00; 23/08/2014 – 215,00; 26/09/2014 – 215,00; 24/10/2014 – 215,00; 20/11/2014 – 215,00; 17/12/2014- 215,00; 26/01/2015 – 210,0011/02/2015 – 210,00; 06/03/2015 – 215,00; 06/03/2015 – 215,00; 26/03/2015 – 215,00; 27/04/2015-215,00; 27/05/2015 – 215,00; 26/06/2015-215,00; 27/07/2015-215,00; 26/08/2015-215,00; 26/09/2015- 215,00; 04/12/2015-11,00; 24/12/2015-215,00; 26.01/2016- 215,00; 24/02/2016-215,00; 26/03/2016- 215,00; 23/04/2016-215,00; 23/05/2016-215,00; 25/06/2016-215,00; 23/07/2016-215,00; 26/08/2016-215,00; 26/09/2016-215,00; 26/10/2016-215,00; 26/11/2016-215,00; 26/12/2016-215,00; 26/01/2017-215,00; 27/02/2017-215,00; 25/03/2017-215,00; 25/04/2017-215,00; 25/05/2017-215,00; 26/04/2017-215,00. 25/07/2017-215,00; 22/08/2017-215,00; 26/09/2017-215,00; 23/10/2017-215,00; 27/11/2017- 210,00; 27/11/2017-5,00; 22/12/217-215,00; 25/01/2018-215,00; 16/02/2018-64,74; 26/02/2018-215,00; 23/03/21018-215,00; 24/04/2018-215,00; 25/05/2018-215,00; 21/06/2018-215,00; 17/07/2018-215,00; 25/08/2018-215,00; 26/09/2018-215,00; 24/10/2018-215.00; 22/11/2018-215,00; 18/12/2018-215,00; 25/01/2019-215,00; 26/02/2019-215,00; 16.03.2019-215,00.

12.04.2019-215,00.

 

ჯამში -13657,74.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო ამონაწერი (იხ. ს.ფ. 34-39)

 

3.6. დადგენილია, რომ შპს ,,T--’’-ზე განხორციელდა შემდეგი დარიცხვები: 13.01.2014-131,06 (სამონტაჟო მასალების ღირებულება); 26.12.2017 – 64,74 (მონტაჟის მომსახურების ღირებულება); 31.01.201- 131.77 (იანვრის მომსახურება); 28.02.2014 – 215,00 (თებერვლის მომსახურება); 31.03.2014- 215,00 (მარტის მომსახურება); 30.04.2014 – 215,00 (აპრილის მომსახურება); 31.05.2014- 215,00 (მაისის მომსახურება); 30/06/2015- 215,00 ( ივნისის მომსახურება); 31/07/2014-215,00 (ივლისის მომსახურება); 31/08/2014- 215,00 (აგვისტოს მომსახურება); 30/09/2014 -2015,00 (სექტემბრის მომსახურება); 31/10/2014-215,00 (ოქტომბრის მომსახურება); 31/11/2014-215,00 (ნოემბრის მომსახურება); 31/12/2014- 215,00 ( დეკემბრის მომსახურება); 31/01/2015-215,00 (იანვრის მომსახურება); 28/02/2016-215,00 (თებერვლის მომსახურება); 31/03/2015-215,00 (მარტის მომსახურება); 30/04/2015-215,00 (აპრილის მომსახურება); 31/05/2015-215,00 (მაისის მომსახურება); 30.06.2015 – 215,00 (ივნისის მომსახურება); 31/07/2015-215,00 (ივლისის მომსახურება); 31/08/2015-215,00 (აგვისტოს მომსახურება); 30.09.2015-215,00 (სექტემბრის მომსახურება); 31/10/2015-215,00 (ოქტომბრის მომსახურება); 30/11/2015-215,00 (ნოემბრის მომსახურება); 30/12/2015-215,00 (დეკემბრის მომსახურება); 30/01/2016-215,00 (იანვრის მომსახურება); 29/02/2016-215,00 (თებერვლის მომსახურება); 31/03/2016-215,00 (მარტის მომსახურება); 30/04/2016-215,00 (აპრილის მომსახურება); 31/05/2016-215,00 (მაისის მომსახურება); 30.06.2016-215,00 (ივნისის მომსახურება); 31/07/2016-215,00 (ივლისის მომსახურება); 31/08/2016-215,00 (აგვისტოს მომსახურება); 30/09/2016-215,00 (სექტემბრის მომსახურება); 31/10/2016-215,00 (ოქტომბრის მომსახურება); 31/12/2016-215,00 (დეკემბრის მომსახურება); 31/01/2017-215,00 (იანვრის მომსახურება); 28/02/2017-215,00(თებერვლის მომსახურება); 31/03/2017-215,00 (მარტის მომსახურება); 30/04/2017-215,00 (აპრილის მომსახურება); 31/05/2017-215,00 (მაისის მომსახურება); 30/06/2017-215,00 (ივნისის მომსახურება); 31/07/2017-215,00 ( ივლისის მომსახურება); 31/08/2017-215,00 (აგვისტოს მომსახურება); 30/09/2019-215,00 (სექტემბრის მომსახურება); 31/10/2017-215,00 (ოქტომბრის მომსახურება); 30/11/2017-215,00 (ნოემბრის მომსახურება); 31/12/2017-215,00 (დეკემბრის მომსახურება); 31/01/2018-215,00 (იანვრის მომსახურება); 28/02/2018-215,00 (თებერვლის მომსახურება); 31/03/2018-215,00 (მარტის მომსახურება); 30/04/2018-215,00 (აპრილის მომსახურება); 31/05/2018-215,00 (მაისის მომსახურება); 30/06/2015-215,00 (ივნისის მომსახურება); 31/07/2018-215,00 (ივლისის მომსახურება); 31/08/2019-215,00 (აგვისტოს მომსახურება); 30/09/2018-215,00 (სექტემბრის მომსახურება); 31/10/2018-215,00 (ოქტომბრის მომსახურება); 30/11/2018-215,00 (ნოემბრის მომსახურება); 31/12/2018-215,00 (დეკემბრის მომსახურება); 31/01/2019-215,00 (იანვრის მომსახურება); 28/02/2019-215,00 (თებერვლის მომსახურება); 31/03/2019-215,00 (მარტის მომსახურება); 30/04/2019-215,00 (აპრილის მომსახურება); ჯამში: 13872,57.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია დარიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 45-46);

 

3.7. დადგენილია, რომ 2014 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) N0097410653, სამონტაჟო მასალების ღირებულება (მონტაჟი) თანხით 131,06, დღგ (18%) -19,99. (ს.ფ. 129);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ22324, იანვრის თვის მომსახურებაზე თანხით 131,77, დღგ (18%) – 20,10. (ს.ფ. 130);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 28 თებერვალს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ23270, თებერვლის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 131);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 24227, მარტის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 132);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 30 აპრილს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 25201, აპრილის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 133);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მაისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 26168, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 225);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ივნისის გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 27321, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 226);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 31 ივლისის გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 28165, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 227);

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 31 აგვისტოს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 29337, აგვისტოს თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 13);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 343484, იანვრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 117);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 28 თებერვალს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 35447, თებერვლის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 118);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მარტს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 36500, მარტის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 119).

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 აპრილს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 37550, აპრილის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 120)

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მაისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 38767, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 121);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივნისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 39662, ივნისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 122);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ივლისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 40921, ივლისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 123);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 42004, აგვისტოს თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 124);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 42916, სექტემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 125);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ოქტომბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 44011, ოქტომბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 126);

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 45237, ნოემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 126).

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 დეკემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 46217, დეკემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 127).

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 47326, იანვრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 105)

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 29 თებერვალს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 48632, თებერვლის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 106)

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მარტს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 49751, მარტის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 107).

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 აპრილს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 50672, აპრილის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 108)

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 51773, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 109);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ივნისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 52894, ივნისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 110);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 ივლისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 40921, ივლისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 111);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 55200, აგვისტოს თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 112);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 56370, სექტემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 113);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 57665, ოქტომბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 114)

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 58582, ნოემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 115).

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 59863, დეკემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 116).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 60794, იანვრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 92)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 28 თებერვალს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 61905, თებერვლის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 80)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მარტს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 63231, მარტის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 94)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 აპრილს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 64361, აპრილის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 95)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 65483, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 96)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ივნისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 66615, ივნისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 97);

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 67734, ივლისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 98)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 68881, აგვისტოს თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 99);

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 70018, სექტემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 100);

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 71168, ოქტომბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 101)

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 72318, ნოემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 102).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 74126, მონტაჟის მომსახურების ღირებულებაზე თანხით 64,74, დღგ (18%) -9,88. (ს.ფ. 103).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 73474, დეკემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 104).

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 74625, იანვრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 80)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 75801, თებერვლის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 81)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მარტს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 76972, მარტის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 82)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აპრილს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 78159, აპრილის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 83)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მაისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 79357, მაისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 84)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივნისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 80564, ივნისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 85);

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 82649, ივლისის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 86)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 83866, აგვისტოს თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 87);

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 85085, სექტემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 88);

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 86314, ოქტომბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 89)

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 87517, ნოემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 90).

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 88713, დეკემბრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 91).

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 31 იანვარს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 89930, იანვრის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 76)

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 28 თებერვალს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 91156, თებერვლის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 77).

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მარტს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 92389, მარტის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 78).

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აპრილს გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) Nიმ 93633, აპრილის თვის მომსახურებაზე თანხით 215,00, დღგ (18%) -32,80. (ს.ფ. 79).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ანგარიშ-ფაქტურები (იხ. ს.ფ. 76-136; 220-228);

 

3.8. 2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,T--’’-ს შორის გაფორმდა №643 ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სიტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას სამმართველოს დაცვის ქვეშ მყოფ შპს ,,T--’’-ის მცირე სესხების ოფისში, რომელიც მდებარეობს - ქ. ქუთაისი, ლ------------ის ქ. N11/13.

 

წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს - 64,74 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N643 ხელშეკრულება (ს.ფ. 167);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 168);

 

3.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 169);

 

3.10. დადგენილია, რომ შპს ,,T--’’-ის მიერ 2019 წლის 12 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 215,00 ლარი.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მაისს შპს ,,T--’’-ის დირექტორმა დ---------–----მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსს აცნობა, რომ შპს ,,T--’’-ის მიერ სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 215 ლარი, შესაბამისად ითვალა აღნიშნული თანხის დაცვის მომსახურების თანხად ჩათვლა ითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახადო დავალება (იხ. ს.ფ. 172);

- განცხადება (იხ. ს.ფ. 171);

 

3.11. დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მაისიდან შპს ,,T--’’-ის შეწყვეტილი აქვს ქ. ქუთაისი, ლ------------ის ქ. N11/13-ში, ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01/05/2019წ ბრძანება (იხ. ს.ფ. 14-15)

 

3.12. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 1 მაისის ურთიერთშეთანხმების აქტი N277, რომლის თანახმად, 2014 წლის 3 იანვარს გაფორმებულ N4 ხელშეკრულებას შპს ,,T--’’-ის მცირე სესხების ობიექტის, დაცვის შესახებ მოქმედების ვადა შეუწყდა 2019 წლის 1 მაისიდან. დამკვეთს 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება ერიცხება 214,83 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ურთიერთშეთანხმების აქტი N277 (იხ. ს.ფ. 20);

 

3.13. დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ივნისის მდგომარებით შპს ,,T--’’-ის დავალიანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოდ მიმართ შეადგენს 214,83 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (იხ. ს.ფ. 16);

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 214,83 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 317-ე, 316-ე და 361-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების” თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანაა კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფილსაგან.

 

ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპს ,,T--’’-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ ერთი თვის მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.

 

მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, 2014 წლის მარტში გადახდილი თანხა თებერვლის თვის მომსახურების ღირებულებას წარმოადგენს თუ - მარტისას. ამ გარემოებას მოპასუხემ მნიშვნელობა მიანიჭა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მომენტის დადგენის მიზნით.

 

სასამართლო ამ საკითხის შეფასების მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებებზე, რომელიც ადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნათა მიმართ ხანდაზმულობის ვადას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა (გარდა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა) შეადგენს სამ წელს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად იწყება ვადის ათვლა, თუმცა, გამოიყენება ვადის ათვლის საერთო წესი. კერძოდ:

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების დარღვევად უნდა ჩაითვალოს ვალდებული პირის მიერ გადახდაზე უარის თქმა ან გადახდის შესრულების გონივრული მოლოდინის გაქარწყლება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხე უტყუარად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, თუ რომელი თვის ვალდებულების შესრულების მიზნით გადაიხადა შპს ,,T--’’-მ თანხა 2014 წლის მარტში.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2014 წლის მარტში გადახდილი თანხით დაიფარა მარტის თვის მომსახურების ღირებულება და არა თებერვლის თვის თანხის მომსახურების თანხა.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა კვლავაც გრძელდებოდა, მოსარჩელეს გააჩნდა საფუძველი, ევარაუდა, რომ აღნიშნული თანხით შესრულდა თებერვლის თვის დავალიანება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,T--’’-ის მიერ 2014 წლის მარტში განხორციელებული თანხის გადახდა გულისხმობდა ვალდებულების აღიარებას და შესაბამისად, თებერვლის თვის გადახდის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა აღნიშნული გადახდით.

 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მართალია მოპასუხე მხარის მიერ ხორციელდებოდა მომსახურების თანხის გადახდა, თუმცა წარმოდგენილ დოკუმენტებით არ ირკვევა, კონკრეტულად რომელი თვის მომსახურების თანხის გადახდას ახდენდა მოპასუხე მხარე. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ მართებულად მოხდა მოპასუხე მხარის მიერ გადახდილი მომსახურების თანხის ჩათვლა წინა თვის გადაუხდელ თვეში.

 

6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარება მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.

 

ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხარეთა შორის 2019 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი N277, რომლის თანახმად, 2014 წლის 3 იანვარს გაფორმებულ N4 ხელშეკრულებას შპს ,,T--’’-ის მცირე სესხების ობიექტის, დაცვის შესახებ მოქმედების ვადა შეუწყდა 2019 წლის 1 მაისიდან და დამკვეთს 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება ერიცხება 214,83 ლარი. აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების მიერ. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ამ დოკუმენტით იკვეთება მოვალის ერთმნიშვნელოვანად გამოვლენილი ნება მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხის 214,83 ლარის გადახდის მზაობის შესახებ.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების სამართლებრივი შეფასების გარდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ურთიერთშენხმების აქტი თავისი სამართლებრივი ბუნებით მიჩნეულ უნდა იქნეს ვალის აღიარების ხელშეკრულებად. სასამართლო, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს. მოცემულიდან გამომდინარე, კი, უდავოა, რომ ვინაიდან სადავო გარიგება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ამდენად, ვალდებულების წარმოშობის განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანია არა იმ გარემოების დადგენა, მხარეთა შორის მითითებული გარიგების დადებამდე არსებობდა თუ არა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი არის თუ არა შესაბამისი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არამედ ის ფაქტი, იყო თუ არა სახეზე მოპასუხე მხარის მხრიდან ნების გამოვლენა ვალის არსებობის აღიარების თაობაზე.

 

6.4. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფუძველზე განხორციელებული ვალის აღიარების სამართლებრივი ურთიერთობიდან. ვალის აღიარება მოხდა 2019 წლის 01 მაისს, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2019 წლის 11 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის პრეტენზია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 01 მაისის N277 ურთიერთშეთანხმების აქტით, მოხდა დავალიანების ვალდებულების არსებობის აღიარება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,T--’’-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 251 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილით, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,T---ს’’ (ს/კ 4--------) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 214,83 ლარის გადახდა;

3. შპს ,,T---ს’’ (ს/კ 4--------) დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი