განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/3---1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახე-–-თ
მცხეთის რაიონული სასამართლო
29 ნ--------ი, 201- წე-–- ქ. მცხეთა
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ლაშა შავიძე
ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნე-–- ორ---------ე
დაცვის მხარე -
ბრალდებული ირ---–- აკ----ა, დაბადებული 1-8- წლის 10 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ. თ---–--ი, დი------------------------–ი, კორპუსი 3----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ზუ-------ს რაიონი სო----–ი ორ------ა.
ბრალდებულის ადვოკატი: თ----- ქა–--–---–ი
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 201- წლის 03 ოქტომბრის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 201- წლის 02 ოქტომბრის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 201- წლის 02 ო----------ს, დილის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენე-–-ა, დუ–----ს რაიონის სო----– ნა-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სო----- ლუ-------–---–ის კუთვნილი ავტომანქანაში ყოფნისას ირ---–- აკ----ა იმაზე გაბრაზებული, რომ ისინი ერთი კვირის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და თხოვდა შერიგებას, რაზეც ირ---–- აკ----ამ მიიღო სო----- ლუ-------–---–ის უარი, ირ---–- აკ----ამ ჯიბიდან ამოიღო დანა და სო----- ლუ-------–---–ს დამემუქრა მოკვლით. ვინაიდან ირ---–- აკ----ა იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, სო----- ლუ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 201- წლის 03 ო----------ს, დაახლოებით 13:00 საათზე, დუ–----ს რაიონის სო----– წი----–-------–ში მდებარე რესტორან „ხ-------–-“-ს ეზოში, ირ---–- აკ----ა იმაზე გაბრაზებული, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ სო----- ლუ-------–---–მა აღარ ისურვა მასთან ცხოვრება, რადგან იგი სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და დასცილდა მეუღლეს, მოსთხოვა გაყოლოდა მას სასაუბროდ, ამასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმავდროულად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა რომ არ გაახარებდა, დააჭრიდა ყურებს და მოკლავდა. ვინაიდან ირ---–- აკ----ა იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, სო----- ლუ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. არსებითი განხილვის სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2. სასამართლოს დასკვნა ირ---–- აკ----ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ სო----- ლუ-------–---–ის გამოკითხვის ოქმი; ბრალდებულ ირ---–- აკ----ას გამოკითხვის ოქმი; სო----- ლუ-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების; ირ---–- აკ----ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; ნივთის ამოცნობის ოქმი; ბრალდებულ ირ---–- აკ----ას დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ირ---–- აკ----ას მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებე-–-ა არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში
3.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებე-–- განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომე-–-ც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ირ---–- აკ----ას ბრალეულობა.
3.7. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ირ---–- აკ----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამავე კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე-–- და დამამძიმებე-–- გარემოებები:
4.1. ირ---–- აკ----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე-–- გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული.
4.2. ირ---–- აკ----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებე-–- გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე და დანაშაულის (მუქარა) ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯე-–-სა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებე-–- განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯე-–- კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯე-–-ს დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე-–- და დამამძიმებე-–- გარემოებები. სასჯე-–-ს სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯე-–-ს ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯე-–- უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებე-–- გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირვე-–- ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებე-–- გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდე-–- სასჯე-–-ს ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯე-–-ს მინიმალურ ვადას.
5.3. სასჯე-–-ს განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯე-–-ს დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირვე-–- ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯე-–-ს უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯე-–- ვერ უზრუნველყოფს სასჯე-–-ს მიზნის განხორციელებას.
5.4. სასჯე-–-ს განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებე-–- გარემოებები: დანაშაულის ჩადენა მუქარის ნაწილში ოჯახის წევრის მიმართ და დანაშაულის სიმრავლე (ორი ეპიზოდი), ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე-–- გარემოებებიც, დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარება და გულწრფე-–- სინანული, ის რომ სო----- ლუ-------–---–ი შერიგებულია ბრალდებულთან და მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.
5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯე-–-ს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულების ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებე-–- გარემოების მხედველობაში მიღებით ირ---–- აკ----ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით - უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით ასევე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე-–- გარემოებები და მიიჩნია, რომ ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯე-–-ს მიზნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ირ---–- აკ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (02 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (03 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯე-–-ს სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (02 ოქტომბრის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (03 ოქტომბრის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთ-ერთმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (02 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით (03 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯე-–- და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–- აკ----ას სასჯე-–-ს სახედ და ზომად განესაზღვროს - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წე-–-.
მსჯავრდებულ ირ---–- აკ----ას სასჯე-–-ს მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 201- წლის 03 ოქტომბრის 1-:56 საათიდან - 201- წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდე-–- ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებე-–- ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებე-–- ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დანა დალუქული ერთ პაკეტად #FCD1208478, რომე-–-ც დალუქული სახით ინახება შს დუ–----ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.
- ირ---–- აკ----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1-- ლარის ოდენობის ფულადი თანხა დალუქული ერთ პაკეტად შს დუ–----ს რაიონული სამმართველოს 2--- ბეჭდით და ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული შს დუ–----ს რაიონული სამმართველოს 2--- ბეჭდით ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება შს დუ–----ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, რომლის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.
3. განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.განაჩენის გასაჩივრება შესაძლებე-–-ა ერთი თვის განმავლობაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–--ი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. შონია