განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
060100119003125206
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1-3-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ნოემბერი, 20-9 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და------ ვა----------ა.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რა---- კა-----–--ი.

მამის სახელი: ე------.

დაბადებული: 1-.1-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3----------

მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი ნი----------ე.

 

ადვოკატი - ა-–---------- კო------ე.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა ( რა---- კა-----–--ი):

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

- სიცოცხლის მოსპობის მუქრა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 20-9 წლის 1- ივლისს, დაახლოებით 00:16 საათზე სამტრედია, სოფელ ნი----------ეში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რა---- კა-----–--მა ნაჯახის გამოყენებით მეუღლეს ი--- უნ----ეს და შვილს ნ--- კა-----–--ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

- 20-9 წლის 0- ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე სამტრედია, სოფელ ნი----------ეში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში რა---- კა-----–--მა მეუღლეს ი--- უნ----ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი მოუჭირა გვერდის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. 20-5 წლიდან 20-9 წლის 1- ივლისის ჩათვლით რა---- კა-----–--ი სისტემატიურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ი--- უნ----ეს. დაზარალებული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.

 

- 20-5 წლიდან 20-9 წლის 1- ივლისის ჩათვლით რა---- კა-----–--ი სისტემატურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს ნ--- კა-----–--ს. დაზარალებული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას .

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რა---- კა-----–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

1.2. 20-5 წლიდან 20-9 წლის 1- ივლისის ჩათვლით რა---- კა-----–--ი სისტემატიურად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ი--- უნ----ეს. დაზარალებული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას. 20-9 წლის 0- ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე სამტრედია, სოფელ ნი----------ეში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში რა---- კა-----–--მა მეუღლეს ი--- უნ----ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი მოუჭირა გვერდის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკითხნენ მოწმეები ვლ-------- გი-----------ი, ეკატერინე აბრამიძე, გ--- მი-----–---–ი. გამოკვლეულ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემაკავებელი ორდერი N0-7044, საპროცესო დოკუმენტაცია, რაც შეეხება ნასამართლობის ცნობებს, ცნობები ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ და ცნობა პრობაციის ბიუროდან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებული) ნ--- კა-----–--მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რა---- კა-----–--ის მიმართ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამარათლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ი--- უნ----ემ განაცხადა, რომ რა---- კა-----–--ი არის მისი მეუღლე. ჰყავთ ორი შვილი. 20-5 წლიდან რ. კა-----–--ი გახდა ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის კონფლიქტიც. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ყოველთვის აგინებდა და ემუქრებოდა ცოლს და შვილებს. რ. კა-----–--ს კონფლიქტი ჰქონდა ასევე დედასთან, ც----- კა-----–--თან, რომელიც იმავე ეზოში მდგარ სახლში ცალკე ცხოვრობს. 20-9 წლის პირველ ივნისს სააბაზანო ოთახში ყოფნისას მასთან მივიდა რ. კა-----–--ი და გვერდში მოუჭირა ხელი, რაც ძალიან ეტკინა. 20-9 წლის 1- ივნისს კი მას და ნ--- კა-----–--ს დაემუქრა ნაჯახით. ნაჯახის ადგილსამყოფელი მან მიუთითა პოლიციელებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა, გ--- მი-----–---–მა განმარტა, რომ 20-9 წლის ივლისის თვემდე იგი მუშაობდა სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხა ი--- უნ----ე, რომლის მითითებითაც აღმოაჩინა და ამოიღო ნაჯახი და ბენზოხერხი, რომლითაც ი. უნ----ის განმარტებით რ. კა-----–--ი ემუქრებოდა.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ვლ-------- გი-----------მა განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე გამომძიებელ გ. მი-----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და რ. კა-----–--ის დაკავებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ეზოში, სადაც იდგა ორი სახლი. ი. უნ----ე და ნ. კა-----–--იც მონაწილეობდნენ და მიუთითებდნენ იმ ადგილებზე, სადაც რ. კა-----–--ი ემუქრებოდა მათ. ი. უნ----ემ მიუთითა სააბაზანოზე, სადაც მას რ. კა-----–--მა იძალადა მასზე და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ასევე მიუთითეს ნაჯახისა და ხერხის სავარაუდო სამყოფელზე, რაც ამოიღეს და დალუქეს. დაკავებისას რ. კა-----–--ი იყო მთვრალი და აგრესიას გამოხატავდა მეუღლისა და შვილის მიმართ. პოლიციის მიმართ აგრესია არ გამოუხატავს.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----- კა-----–--მა განაცხადა, რომ რა---- კა-----–--ი არის მისი შვილი, ი--- უნ----ე რძალი, ნ---- კა-----–--ი კი შვილიშვილი. ი. უნ----ე არის რთული პიროვნება მას არ უნდა არც ქმარი და არც მისი ნათესავები. მასთან კონფლიქტის გამო, დაახლოებით 15 წელია ცალკე ცხოვრობს. ნ---ს ერქვა ბაბუის სახელი, რაც ჩუმად შეუცვლია და ამის შემდეგ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. ამჟამად რ. კა-----–--იც განცალკევებით ცხოვრობს იმავე სახლში. ცოლი და შვილები მას არაფრად აგდებენ. არ აძლევენ საშუალებას ისარგებლოს სააბაზანო ოთახით. მათ შორის ხშირად ხდება სიტყვიერი კამათი. რ. კა-----–--ის დაკავების დღესაც იყო კამათი, თუმცა მას არ გაუგონია, რომ რ. კა-----–--ი ვინმეს მოკვლით დამუქრებოდა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა რა---- კა-----–--მა განაცხადა, რომ მას არნაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მეუღლესა და შვილებს არასდროს დამუქრებია, მით უმეტეს ნაჯახით ან ბენზოხერხით. 20-9 წლის 1- ივნისს კონფლიქტი მოუვიდა შვილთან, რომელმიც თხოვდა დაებრუნებინა სახლის გასაღები და არ მისცა, იმ მოტივით, რომ მათი სახლში არყოფნის დროს ესარგებლა აბაზანით. მეუღლესთანაც ხშირად ჰქონდა კამათი, თუმცა არც მისთვის მიუყენებია ზიანი. ი. უნ----ეს აბაზანაში ყოფნისას მსუბუქად მიადო ხელი გვერდში და უთხრა, გონს მოგებულიყო.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ფსიქოლოგმა ეკატერინე არაბიძემ განაცხადა, რომ დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩასატარებლად მას გადაეცა საქმის მასალები, უშუალოდ შეხვდა და გამოკითხა ი. უნ----ე და ნ. კა-----–--ი და გასცა შესაბამისი დასკვნები, რომელთა სისწორესაც ადასტურებს.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლომ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები, გარდა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მე-4 (ექსპერტიზის დასკვნები), მე-6 (პიროვნული მახასიათებლები) და მე-7 (სხვა წერილობითი მტკიცებულებები) პუნქტებისა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (პრეუდიცია).

 

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 25 ივლისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბოლატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, რა---- კა-----–--ის ქმედებიდან გამომდინარე ი--- უნ----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

(ს.ფ. 115-1-1).

 

2.1-. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 25 ივლისის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბოლატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, რა---- კა-----–--ის ქმედებიდან გამომდინარე ნ--- კა-----–--ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

(ს.ფ. 1-8–114).

 

2.11. 20-9 წლის 1- ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ ნი----------ეში, იგი წარმოადგენს ი--- უნ----ის საცხოვრებელ სახლს, სახლს დასავლეთით ესაზღვრება სოფელი ნი----------ის ცენტრალური გზა, აღმოსავლეთით თხილის პლანტაცია, სამხრეთით მა----- ლა---ის სახლი, ჩრდილოეთით ნ--- ნა-------–---–ის სახლი, ეზო შემოღობილია მესერით, ეზოში შევდივართ სამფრთიანი ლითონის ჭიშკრის მეშვეობით, შესასვლელიდან პირდაპირ 30 მეტრში დგას ე.წ. ბელეტაჟის ტიპის სახლი. მას გვერდით ჩრდილოეთით არის ე.წ. კუხნასახლი სადაც ცხოვრობს ნ--- და ი---, ხოლო ბელეტაჟის ტიპის სახლში ცხოვრობდა რა---- კა-----–--ი დედასთან ერთად. ე.წ. ბელეტაჟის ტიპის სახლს უკანა მხარეს განთავსებული აქვს სარდაფი, სადაც შენახულია ნაჯახი და ბენზოხერხი, რომელიც ი--- უნ----ემ მიუთითა და განმარტა, რომ მისი მეუღლე სისტემატიურად ემუქრებოდა თავის მოჭრით. აღნიშნული იქნა ამოღებული და დასურათებული. ამის შემდეგ ი--- უნ----ემ მიუთითა აბაზანაში სადაც მისმა მეუღლემ ხელი მოუჭირა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

(ს.ფ. 30–39).

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რა---- კა-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

3.5. რა---- კა-----–--ს ბრალი დაედო მასში, რომ „20-9 წლის 0- ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე სამტრედია, სოფელ ნი----------ეში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში რა---- კა-----–--მა მეუღლეს ი--- უნ----ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი მოუჭირა გვერდის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. 20-5 წლიდან 20-9 წლის 1- ივლისის ჩათვლით რა---- კა-----–--ი სისტემატიურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ი--- უნ----ეს. დაზარალებული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას“.

 

- 20-9 წლის 1- ივლისს, დაახლოებით 00:16 საათზე სამტრედია, სოფელ ნი----------ეში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რა---- კა-----–--მა ნაჯახის გამოყენებით მეუღლეს ი--- უნ----ეს და შვილს ნ--- კა-----–--ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, აუცილებელია მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მსხვერპლს ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.1-. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ--- კა-----–--მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რა---- კა-----–--ის მიმართ.

 

3.1-. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს.

 

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.14. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.15. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.16. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“

 

3.17. სასამართლო განმარტავს, რომ ტანჯვა (ტკივილის ან წუხილის განცდა) და შიში, ისე როგორც ფიზიკური ტკივილი სუბიექტური აღქმაა. ადამიანი შეიძლება იტანჯებოდეს ფიზიკურად, სულიერად ან ემოციურად. ტანჯვის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს. მაგალითად, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, სტიქიური უბედურება, სხვების საქციელი ან სიტყვები. ადამიანი შეიძლება იმ შემთხვევაშიც იტანჯებოდეს, თუ განიცდის სხვების მდგომარეობას ან წუხს გარშემო არსებული უღმერთობისა და უსამართლობის გამო. დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი, ან ფსიქოლოგიური ძალადობით - ტანჯვა, ან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, რა---- კა-----–--ის მიერ ნ--- კა-----–--ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და ნ--- კა-----–--ისა და ი--- უნ----ის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის ბრალდების ნაწილში, ი--- უნ----ის ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნივთიერ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნაჯახი და ბენზოხერხი, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების სიმწირის პირობებში ნაკლები მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა მათი საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მათი არსებობა სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებში ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რა---- კა-----–--ის მიერ ი--- უნ----ისა და ნ--- კა-----–--ის მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტანჯვა ან მუქარის რეალურად განხორციელეის შიში გამოიწვია.

 

3.19. რაც შეეხება რა---- კა-----–--ის ბრალდებას ი--- უნ----ის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ნაწილში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ი. უნ----ის, ც. კა-----–--ის, ბრალდებულ რ. კა-----–--ის, ვ. გი-----------ის, გ. მი-----–---–ის, ე. აბრამიძის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალების ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე რა---- კა-----–--ი სისტემატიურად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ი--- უნ----ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. 20-9 წლის 0- ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე სამტრედია, სოფელ ნი----------ეში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში რა---- კა-----–--მა მეუღლეს ი--- უნ----ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი მოუჭირა გვერდის არეში რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.20. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.21. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.22. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რა---- კა-----–--ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--- კა-----–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით (20-9 წლის 0- ივლისის ეპიზოდი) ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს მითითებული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.

 

3.23. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რა---- კა-----–--ს საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი--- უნ----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 1- საათი ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 (ას ოცი) საათის ოდენობით. რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რა---- კა-----–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

3.24. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხერხი და ნაჯახი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რა---- კა-----–--ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რა---- კა-----–--ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--- კა-----–--ის მიმართ ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რა---- კა-----–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი--- უნ----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საიდანაც 1- საათი ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 (ას ოცი) საათის ოდენობით.

 

რა---- კა-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზუ---- ფო–-----იას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ, ქ. სამტრედია, თ--–-----------------ში მდებარე უძრავ ქონებას (ზონა -სამტრედია 3-, სექტორი - ქ. სამტრედია 0-, კვარტალი 5-, ნაკვეთი 0--, კოდი 0-/0-- ს/კ 3-.0-.5-.0--.0-.0--) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1- ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხერხი და ნაჯახი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი