განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4139-19
(N-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ-----------------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული ჩ--------------–-ს ძე ხ--–--–---ი დაბადებული 1----–-–-------------, პ-------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, ლ--–-----------–-------------------–------------------------------
ადვოკატები: ფ----------------–---–-, ი------------------------------
თარჯიმანი - ფ-------------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის 1- ელი ნაწილი, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დადგენლად ცნო:
1.1 2----–-–----------------, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისში, ლ--–-------–--------------------------------------------–- ჩ------ ხ--–--–---ი სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენებით და მუქარით აიძულებდა ჟ--–ა ხ--–--–---ს მათი საერთო მაღაზიიდან შემოსული ნავაჭრი თანხის გადაცემას, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა ჟ--–ა ხ--–--–---მა საკუთარ თავზე განიცადა თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
1.2 2----–-–----------------, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისში, ლ--–-------–--------------------------------------------–- ჩ------ ხ--–--–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს _ ჟ--–ა ხ--–--–---ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში და წონასწორობის დაკარგვის შემდეგ სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ჟ--–ა ხ--–--–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3 2----–-–---------–---- დაახლოებით 2--------------------–--–----–--–-----------–-------------------–----------------------------–- ჩ------ ხ--–--–---მა არასრულწლოვანი შვილების _ ნ--------- და მ--–---ა ხ--–--–---ების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს _ ჟ--–ა ხ--–--–---ს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ხელი ჰკრა, წააქცია და ფეხებითა და ხელებით ურტყამდა სახისა და ტანის არეში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა ჟ--–ა ხ--–--–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
3.2 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
3.3 ჩ------ ხ--–--–---ის აღიარება დასტურდება დაზარალებულის ჟ--–ა ხ--–--–---ას, მოწმეთა, გ----------------–-----------------------------–--------–--–------------------–--------------------------–-–---–------------------–--–----- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2----–-–----------------, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისში, ლ--–-------–--------------------------------------------–- ჩ------ ხ--–--–---ი მას აიძულებდა თანხის გადაცემას, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც განიცადა თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. იმავე დღეს ჩ------ ხ--–--–---მა მუშტი დაარტყა სახის არეში და წონასწორობის დაკარგვის შემდეგ სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე ოქმით, 2----–-–---------–---- ჩ------ ხ--–--–---მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგ ხელი ჰკრა, წააქცია და ხელ-ფეხს ურტყამდა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.3 დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს, გ----------------–--ის, დ-------------ძის, ე----------–---------ას, კ------------–-–---–------------------–--–----------–--------–--–---------------------------------–------------–--–---- სადაოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
4.4 ამდენად, დაზარალებულის ჩვენება თავსებადია როგორც ბრალდებულის აღიარებასთან წარდგენილ ბრალდებებზე, ასევე, საქმეზე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ჩ------ ხ--–--–---მა ჩაიდინა იძულება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება რომელიც მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 ჩ------ ხ--–--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული შერიგებულია და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება; დამამძიმებელი გარემოება ბრალდებულს არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჩ------ ხ--–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის I ნაწილით, _ თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით; მასვე, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
3. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; მასვე, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
4. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით; მასვე, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩ------ ხ--–--–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც 6(ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6(ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
6 . ჩ------ ხ--–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2----–-–-------------------
7. გაუქმდეს ჩ------ ხ--–--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;
8. ნივთიერი მტკიცებულებები: - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ლაზერული დისკი და ერთი ცალი კომპიუტერული დისკი ტელეფონის დათვალიერებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერით შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
9.საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/