განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100119003203841
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4458-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ----–----ას,ბრალდებულ ა-–-------------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---------------------------–---–-- (პ--------------) - დაბადებულის 1----–-–-------------- რეგისტრირებულის მისამართზე: ქარელის რაიონი სოფელი არადეთი და ფაქტობრივად მცხოვრები ქ---------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ა-–-------------–---–ს ბრალად ედება მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ნივთის რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში, კ--------------------------ში მდებარე სააქციო საზოგადოება ,,ფ----------ის“ მაღაზიის ადმინისტრატორმა ა-–-------------–---–მა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა აღნიშნული მაღაზიის კუთვნილი თანხა - 9281 (ცხრა ათას ორას ოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით, რამაც მნიშნველოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტებით.

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. (მოწმეების: ვ----–---------ს, თ-------–-----–--ას, გ---------------------ის და ა-–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები; სააქციო საზოგადოება ,,ფ----------ის“ დოკუმენტაცია და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა)

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა რაც დასტურდება წარმოდგენილი ქვითრებით, კერძოდ, მან აანაზღაურა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, ასევე მან ზეპირ სიტყვიერად განმარტა რომ დამატებით გადახდილი აქვს ზიანის თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, იგი ინანიებს და აღიარებს დანაშაულს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მას პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სავაჭრო ობიექტებში საქმიანობის უფლება.

გაუქმდეს ა-–-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ერთი ცალი დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი