განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
330100119003212290
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/4548-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ნ--------------–ის,ბრალდებულ ე--------–-----ას

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-----------------------–-----ას (პ/№6----------) - დაბადებულის 1----–-–---------------რს; რეგისტრირებულის: ქ.ქუთაისი, წ----------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ე--------–-----ას ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 აგვისტოს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში ე--------–-----ა გ--------------ის კუთვნილი ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომანტაქნიდან (სახელმწიფო ნომრით L--------), აღნიშნულ ავტომანქანაში უკანონო შეღწევის გზით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ--------------ის კუთვნილ ,,სამსუნგის“ ფირმის 737 ( შვიდას ოცდაჩვიტმეტი) ლარად ღირებულ პლანშეტს, რითაც დაზარალებულს მიადგა 737 (შვიდას ოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით მნიშნველოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ემ--------–-----ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: გ--------------ის, გ-----------–---–ის, ვ--–--------------–--ის, კ---------------–--ისა და ე--------–-----ას მოწმის სახით გამოკითვისას მიღებული ინფორმაცია, ავტონაქანის დათვალიერების ოქმი, ე--------–-----ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, კ---------------–--ესგან პირადობის მოწმობის ასლისა და პლანშეტის ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, პლანშეტის გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ე--------–-----ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტი ამოღებულია და დაუბრუნდება დახზარალებულს რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე--------–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

ბრალდებული ე--------–-----ა გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

ემზარ ლაჩავას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 22 აგვისტოდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

გაუქმდეს ე--------–-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ე--------–-----ას ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულები:

1. ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო-სურათები ჩაწერილი 1 ცალ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

2. ე--------–-----ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტო-სურათები ჩაწერილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

3. ,,სამსუნგის“ ფირმის პლანშეტი და ე--------–-----ას პირადობის მოწმობის ასლი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი