განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
010100118002256445
დავის ტიპი
180 2 ბ
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002256445

საქმეN 1-31/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.11.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: და-----------–ი

მამის სახელი: რე-----

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ა. ბა----------------------.

 

ბრალდებულის ადვოკატი - ნი--------ა, ბე--------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი; (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 1-----------

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

და-----------–მა მასთან ურთიერთობაში მყოფ გი-----ი ბ----–--ეს თავისი დედისათვის ლი--- ბ----–--ისათვის ავტომანქანის შესაძენად დახმარება აღუთქვა, კერძოდ, ის დაეხმარებოდა ავტომანქანის შეძენასა და ჩამოყვანაში; თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, გი-----ი ბ----–--ე სატელეფონო საუბრებით დაარწმუნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენილ 2006 წელს გამოშვებულ B---60 მოდელის ავტომანქანას 4000 აშშ დოლარად საქართველოში ჩამოუყვანდა;

და-----------–ის სიმართლეში დარწმუნებულმა და მოტყუებულმა გი-----ი ბ----–--ემ 2016 წლის 07 ივნისს, 19 ივნისს და 23 ივნისს სს „ლი-------------ს „ მეშვეობით და-----------–ის სახელზე, ლი--- ბ----–--ისათვის ავტომანქანის შესაძენად გადარიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი, ხოლო 2016 წლის ივლისის ბოლოს გი-----ი ბ----–--ემ ქ. ბათუმში ჭა------ის ქ. #3--ში მდებარე შპს „ჯა------------ის“ ბათუმის ფილიალის ოპერატორ ნა-----–----ეს და-----------–ის მითითებით დაუტოვა ავტომანქანის შესაძენად ასევე დარჩენილი თანხის ნაწილი - 2000 აშშ დოლარი, რაც არსებული ვალის დასაფარად და-----------–მა გადასცა ზუ---------------–--ეს ;

 

და-----------–ი ამ გზით დაეუფლა ლი--- ბ----–--ის კუთვნილ 4000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს (იმ პერიოდისთვის ის შეადგენდა 8820 ლარს) და 1000 და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ლი--- ბ----–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულმა ლი--- ბ----–--ემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთში დაახლოებით - 10 წელი; სურდა თავისი თანხით ავტომანქანის შეძენა; თავის შვილს - გი-----ი ბ----–--ეს თხოვა დახმარება; გი-----იმ უთხრა, რომ მის ნაცნობს რომ და-----------–ს შეეძლო მანქანის ჩამოყვანა, მას ჰქონდა ამ პირისგან ადრე შეძენილი ავტომანქანა და ამჟამადაც მას მიმართავდა და შეეკითხებოდა; გი-----ი ბ----–--ე დაუკავშირდა რა და-----------–ს, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე აცნობა, რომ მანქანის ჩამოყვანას შეძლებდა 4000 აშშ დოლარად; მარკა და მოდელი თავად შვილმა შეურჩია, კერძოდ B---60 მოდელის გი-----ის დაუკავშირდა რა და----- იცოდა, რომ მას გადმოუგზავნიდა სურათებს და თუ მოეწონებოდათ ავტომანქანა დაუკვეთავდა შემდგომ; შეარჩიეს ავტომანქანა შეთანხმდნენ ფასზე და გი-----ი ბ----–--ის მეშვეობით მოხდა თანხის გადარიცხვა და-----------–ზე; იცის, რომ მისმა შვილმა სს „ლი-------------ს“ მეშვეობით ერთჯერადად გადაურიცხა 2000 აშშ დოლარი და რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა გი-----ი და და-----ს რეკომენდაციით, რომ უკეთესი დიკსების შეძენაც შეიძლებოდა და ჯობდა, რომ დაემატებინათ 1000 ლარი, რაც საჭირო იქნებოდა აღნიშნულისთვის, დაეთანხმა შვილს და გი-----ი ბ----–--ემ ისევ გადაურიცხა და-----------–ს უკვე ორჯერადად 500 ლარით - სულ 1000 ლარი; გარკვეული დრო რომ გავიდა, კიდე დაუკავშირდა მის შვილს და-----------–ი და მოითხოვა დარჩენილი თანხის - 2000 აშშ დოლარის მისთვის გადაგზავნა, მხოლოდ შპს „ჯა------------ში“ მიტანით; თავის დასთან ჰქონდა შენახული თანხა და დის მეშვეობით გადასცა რა გი-----ის, - მის შვილს, მან ჯა------------ში მიიტანა თანხა დაუკავშირდნენ და-----------–ს მან დაადასტურა, თუმცა არ მისცეს თანხის გადაგზავნის დამადასტურებელი ქვითარი; ამის გამო თავის შვილში ეჭვი შეეპარა , რომ ქვითარი და თანხის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გადასცა და თავად წავიდა ამ საკითხის გასარკვევად; შპს „ჯა------------ში“ დაუდასტურეს თანხის მიღება, მაგრამ მასაც არ მისცეს ქვითარი, იქ უთხრეს, რომ ქვითრის გაცემის უფლებამოსილება ამ სახით გადაგზავნილ თანხაზე არ ჰქონდათ; თანხა ნამდვილად იყო გადარიცხული, უმტკიცებდნენ, ისიც უთხრეს, რომ ჯა------------ის უფროსი იყო და-----------–ის მეგობარი და თანხის თაობაზე არ ენერვიულა;

 

დაუკავშირდა და-----------–ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ თანხა, რაც გადაურიცხეს, ყველა მასთან იყო და არ ენერვიულა და მანქანაც ჩამოუვიდოდა; ასევე, მანქანა, როგორც კი დაიდებოდა გემზე ე.წ. „ვინ კოდს“ გადაუგზავნიდა და თვითონ შეძლებდნენ გაეკონტროლებინათ გზა და ტრანსპორტირება; უკვე მიხვდა, რომ და-----------–ი ატყვილებდა; თავად ხშირად აწუხებდა, ტელეფონზე ხან პასუხობდა, ხან არა; ბოლოს უთხრა, რომ მისი მანქანები ყველა დაყადაღებული იყო და ვეღარ შეასრულებდა ვალდებულებას, მაგრამ თან ეუბნებოდა რომ არ იყო პრობლემა; სატელეფონო საუბრების დროს ყოველთვის ახერხებდა მის დარწმუნებას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და შეასრულებდა დანაპირებს; როცა მიხვდა, რომ და-----------–ი თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებდა, ჩავიდა, თბილისში მოახერხა მის მოძებნა და გააკეთებინა სანოტარო წესით ვალის აღიარება; დაეთანხმა და პირდებოდა, რომ თანხას ორ კვირაში დაუბრუნებდა, მაგრამ თავისი ინიციატივით თანხის დაბრუნების დროდ მიუთითა ერთი თვე;

 

თანხა არ დააბრუნა, არც სატელეფონო საუბრებს პასუხობდა, ხშირად ცდილობდა დამალვას; ეუბნებოდა სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ, მამის გარდაცვალებაც კი მოიგონა და შემდეგ აღმოაჩინა, რომ მამამისი ცოცხალია;

 

დაიწყო სააღსრულებო წარმოება, მიმართა საააღრულებო ბიუროს; თუმცა იქ ჭიანურდებოდა აღსრულების პროცესი და რამდენიმე აღმასრულებლის გამოცვლა მოუწია; თვლიდა, რომ მიკერძოებულად აწარმოებდა აღმასრულებელი საქმეს; აღმასრულებლები ეუბნებოდნენ, რომ მივიდნენ მისამართზე და ვერ მოძებნეს; მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ძალოვან სტრუქტურებს; პოლიციის განყოფილებაში მიმართვის მიზანი თანხის დაბრუნება იყო;

 

ადასტურებს, რომ და-----------–ს თავიდანვე ეს მიზანი ამოძრავებდა, რომ თანხა მიეთვისებინა და მოატყუა, ვინ კოდი, რომლის გამოგზავნასაც მისი შვილი ითხოვდა ჯერ არ უგზავნიდა, შემდეგ გადმოუგზავნა, ისეთი, რაც არ არსებობდა, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და თხოვდნენ ავტომანქანის სურათების გადაგზავნას და არ უგზავნიდა, ატყუებდა, რომ მალე გადაუგზავნიდა; დარწმუნებულია, რომ მანქანა საერთოდ არ შეუძენია და-----------–ს, არანაირი ავტომანქანა არ არსებობდა, მას ჰქონდა პრობლემები და იმ დროს ესაჭიროებოდა ალბათ თანხა, რაც წაიღო მისგან; თანხის იმ ოდენობით მიღებას, რაც გადაურიცხეს , და-----------–ი არ უარყოფდა ; ატყუებდა მათ, რომ პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ ასევე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას , გაყიდდა სხვა ქონებას და დაუბრუნებდა ; მისმა შვილმა დაუკვეთა ადრე, ცოტა გაჭიანურდა, მაგრამ მანქანა ჩამოვიდა და აქედან იცნობდა მისი შვილი, იცის რომ და-----------–ი თაღლითურად მოექცა; გაუგებდა ყველა სახით, მაგრამ სულ ატყუებდა;

 

ამ დროისათვის სააღსრულებო ბიუროში თანხა და-----------–მა ჩარიცხა და აღსრულებაც დასრულდა; ამჟამად თანხა, რაც გადარიცხა და-----------–ის სახელზე დაუბრუნდა სრულად, მხოლოდ ადვოკატის ხარჯები დარჩა ასანაზღაურებელი; მის მკაცრად დასჯას არ ითხოვს; (იხ ოქმი 0--0--2018წ; 11.11.2019წ; 16:21:14სთ -17:07:05სთ; )

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას გი-----ი ბ----–--ემ განაცხადა, რომ 2014 წელს ინტერნეტით გაიცნო და-----------–ი, B-- X5 მარკის ავტომანქანა ჩამოდიოდა და მისგან შეიძინა; 2016 წელში დედასთან - ლი--- ბ----–--ესთან დაკავშირებით - მისთვის ავტომანქანის ჩამოყვანის მიზნით მიმართა და-----------–ს ისევ, თხოვა მანქანის შერჩევა და ჩამოყვანა; დავითმა გადმოუგზავნა რამდენიმე სურათი, მანქანა მოეწონა, და დედას უთხრა ამის შესახებ, მისმა დედამ - ლი--- ბ----–--ემ 2016 წლის მაისის ბოლოს თავის დას - თინა დევაძეს გამოატანა 4000 აშშ დოლარი; და-----------–ის მოთხოვნით 2016 წლის 7 ივნისს გადაურიცხა „ლი-------------ს“ მეშვეობით თავდაპირველად 2000 აშშ დოლარი; გარკვეული პერიოდის შემდეგ დაკავშირდა და უთხრა, რომ დისკებთან დაკავშირებით 1000 ლარი დაემატებინა და მანქანა იქნებოდა უკეთესი დისკებით, ორჯერადად - დედამისთან შეთანხმებით გადაურიცხა 1000 ლარი; მანქანის სურათებს ითხოვდა დამატებით; კერძოდ ავტომანქანის სალონის ძრავის და ა. შ. და----- პირდებოდა, რომ გადაუგზავნიდა და არ გადაუგზავნა; ერთ დღესაც დაუკავშირდა და მოითხოვა დანარჩენი თანხა, ამშვიდებდა, რომ მეგობრები იყვნენ და არანაირი პრობლემა იქნებოდა, თავად მოთხოვა შპს „ჯა------------ში“ მისულიყო და იქედან გადაერიცხა მისთვის 2000 აშშ დოლარი, თითქოს გადარიცხვის პროცენტის გადახდა არ მოუწევდა; თანხა მიიტანა, მაგრამ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი არ მისცეს, და-----------–ი ესაუბრა, დაუდასტურა თანხის მიღება და იქ მომუშავე პირებზე ლევანისა და ზუ----ზე უთხრა, რომ მისი მეგობრები იყვნენ რაიმე სახით პრობლემა მათთან თანხის დატოვებას არ ჰქონდა; მეორე დღეს მისმა დედამ ლი--- ბ----–--ემაც გადაამოწმა, ქვითარი მასაც არ მისცეს , თუმცა დაუდასტურეს თანხის მიღება;

 

რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ უკავშირებოდა და-----------–ს და კითხულობდა მანქანის ჩამოყვანის საკითხს; უკვე ტელეფონზე ნაკლებად პასუხობდა, ითხოვა ვინ კოდს, რათა თავად გადაემოწმებინა მანქანის ადგილი, მაგრამ არ უგზავნიდა, ხან ეუბნებოდა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ხან მატერიალური, ხან ოჯახური; ერთხელაც სიც უთხრა, რომ ვერ შეხვდებოდა, მამა ყავდა გარდაცვლილი, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ ტყუილი ყოფილა;

 

გადიოდა დღეები, ტელეფონს უთიშავდა, ხან სასაფლაოს აკეთებდა, ხან რაღაცას; ხან ეუბნებოდა რომ არ ენერვიულა უკვე პორტში იდგა მანქანა, მაგრამ პრობლემა ჰქონდა, ეუბნებოდა რომ დისკები ელიავას ბაზრობაზე იყო მეგობართან და მიუტანდა; დედასთან პრობლემებიც შეექმნა, ხშირად ატყვილებდა მაგრამ დედამისი ჩავიდა თბილისში და აღიარებინა ვალი 4000 აშშ დოლარის ოდენობით სანოტარო წესით;

 

და-----------–ისთვის 2016 წლის 07 ივნისს გადარიცხა 2000 აშშ დოლარი, ამავე წლის 19 ივნისს და 23 ივნისს 500 -500 ლარი; ჯა------------ში მიიტანა 2000 აშშ დოლარი; თანხა ეკუთვნოდა ლი--- ბ----–--ეს; მას რაიმე სახის ვალდებულება და-----------–ის მიმართ არ ჰქონია; მას ვალდებულება არ ჰქონია არც შპს „ჯა------------თან“; არც სესხების სახით ჰქონია რაიმე; არარეალური ვინ კოდი მიწერა და მოატყუა აქაც; მანქანა საერთოდ არ ჩამოსულა; და-----------–ს დანაპირების შესრულებას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში თხოვდა;

 

2000 აშშ დოლარი რომ გადაურიცხა, ეუბნებოდა, რომ მანქანა უკვე შეძენილი იყო და ბოლო გადარიცხვის შემდეგ ეუბნებოდა რომ უკვე პორტში იყო მანქანა; (იხ.ოქმი 30.0--2018წ., 16:18:35სთ-16:41:21სთ; იხ ოქმი 11.11.2019წ , 15:3--16:11სთ);

 

2.3. საქმის არსებითი განხილვისას ნა-----–----ემ განაცხადა, რომ დასაქმებულია „ჯა------------ში“ მისი გახსნის დღიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე, დაახლოებით ორი წლის წინ ახალი გადასული იყო მენეჯერის პოზიციაზე, მათთან მივიდა ლი--- ბ----–--ე და ითხოვდა ინფორმაციას შეტანილ თანხაზე; ხაზინის უფროსთან გადაამოწმა და გაიგო , რომ ეს თანხა ნადვილად მოიტანა გი-----ი ბ----–--ემ და მათ თხოვა ლე-----------–---–მა, რომ მხოლოდ შეენახათ; თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით; ის არც შემოსავალში და არც გასავალში არ ასახულა, როგორც გაარკვია და-----------–ისთვის გადასაცემი თანხა იყო, ჯა------------ის კუთვნილი ეს თანხა არ იყო და ის ვერც აისახებოდა სალაროს ოფიციალურ დოკუმენტაციაში და შესაბამისად თანხის მიღების დამადასტურებელ ქვითარსაც ვერ გასცემდნენ; ლე----- დაადასტურა ეს ყოველივე, ლი--- ბ----–--ე, როცა მივიდა მათთან იყო ძალიან შეწუხებული, აინტერესებდა მისმა შვილმა - გი-----ი ბ----–--ემ - სად დატოვა ეს თანხა, ზუ---------------–--ემ დაადასტურა ამ თანხის არსებობა, გაარკვია, რომ თანხა მიღებული ჰქონდა ზუ---------------–--ეს; (იხ ოქმი 24.09.2018წ 16:12:08სთ- 16:23:22სთ);

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ზუ---------------–--ემ განაცხადა, რომ ყავდა მანქანა გასაყიდი „რე----------------------ს“ მოდელის და მოვიდა და-----------–ი მასთან მოეწონა მანქანა, თხოვა რომ გაეტანებინა და ცოტა ხანში გადაუხდიდა 5000 აშშ დოლარს და შემდეგ დანარჩენს; სატელეფონო კავშირი ჰქონდა და ბოლოს ვერც უკავშირდებოდა, თანხა არ გადაუხადა და მანქანის დაბრუნებას ითხოვდა და ვეღარ მოყავდა, ურთიერთობა რომ დაიძაბა, მან უთხრა რომ ბათუმში ერთ პირს ჰქონდა თანხა მისთვის მისაცემი და მიუტანდა; არ დაიჯერა, ლე-----------–---–ს დაურეკა, რომ დახმარებოდა თანხის მიღებაში, ლე-----------–---–ი დაეხმარა ჯა------------ში მიიტანეს თანხა და წამოიღო; ეს ხდებოდა დაახლოებით ორი წლის წინ, ავტომანქანის ღირებულება რადგან ვერ გადაუხადა დააბრუნებინა და-----------–ს მანქანა; ის დაზიანებული და შელახული იყო და ზიანი 3000 აშშ დოლარს აჭარბებდა; შპს „ჯა------------ში“ აიღო ეს თანხა, მაგრამ არ იცის მისი წარმომავლობის შესახებ, ვინ მიიტანა, რისთვის მიიტანა;

 

თანხის დაბრუნებაზე მასაც ატყვილებდა და-----------–ი, გაიგო, რომ დიდი პრობლემები ჰქონდა, სხვადასხვა ადამიანების ვალის სახით; ეს თანხა ჩვეულებრივად აიღო შპს „ჯა------------ში“, კონვერტში იყო და გადასცეს; ვინაობა დაადასტურებინეს მხოლოდ და გადასცეს; (იხ ოქმი 05.10.2018წ ; 15:37:19სთ-15:51:42სთ );

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ლე-----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ჯა------------ში“ ხაზინის უფროსად; ზუ----ი ქუთათელაძე არის მისი მეგობარი, როგორც ახსოვს 2016 წლის ზაფხული იყო, დაუკავშირდა და თხოვა, რომ მისი ვალი ჰქონდათ და მის ფილიალში მიიტანდნენ თანხას და მიეღოთ; ოფიციალურად ვერ გატარდებოდა; მოიტანეს თანხა, მოლარე დაუკავშირდა შეამოწმებინა თანხის ნამდვილობა და ოდენობა დაუდასტურეს, რომ 2000 აშშ დოლარი მიღებული იყო, შემდეგ მისთვის უცნობმა ქალმა მოიკითხა და თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ გასცეს, თანხა კონვერტში ჩადეს და შეინახეს; ზუ----ი ქუთათელაძეს დაუდასტურეს რომ თანხა ადგილზე იყო და შეეძლო წაეღო, ინფორმაცია ჰქონდა, რომ ზუ----ის ვალი ჰქონდა სხვა პირს და არც დაინტერესებულა ვინ მიიტანა ეს თანხა; კონკრეტულად მთელი ისტორია შემდეგ გაიგო; და-----------–ს ჰქონდა ზუ----ის ვალი, მანქანა წაიყვანა და თანხა ბოლომდე არ გადაუხადა; (იხ ოქმი 05.10.2018წ 16:00:27სთ-16:11:56სთ);

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამომძიებლებმა გუ--------------------------------–---------------------------------------–----------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა; ირ---–----------–---მ განმარტა, რომ მის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ადვოკატის მონაწილეობა არის ტექნიკური შეცდომა და დაზარალებულის ადვოკატი არ მონაწილეობდა სხვა არცერთი მოწმის გამოკითხვისას; (იხ სასამართლოს ხდომის ოქმი: 04.04.2018ს, ; 14.05.2018წ);

 

2.7 საქმეში არსებული მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

 

2.7.1 მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის ნოემბრის თვეში ლი--- ბ----–--ის და გი-----ი ბ----–--ის საჩივრის საფუძველზე, სადაც მიუთითებდნენ, რომ და-----------–მა ისინი მოატყუა და გადაცემული თანხის სანაცვლოდ არ ჩამოუყვანა მათ ავტომანქანა; მართლსაწინააღმდეგოდ კი დაეუფლა 4000 აშშ დოლარს და 1000 ლარს;(იხ ტ1 ; ს.ფ 3-6)

 

2.7.2. სს „ლი-------------ს“ მიერ გაცემული ცნობით, რომელიც ადასტურებს გი-----ი ბ----–--ის მიერ 2013 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის 05 სექტემბრამდე ჩათვლით მიღებულ და გაგზავნილ გზავნილებს დასტურდება, რომ გი-----ი ბ----–--ის მიერ 2016 წლის 07 ივნისს გადარიცხულია 2000 აშშ დოლარი, 2016 წლის 19 ივნისს - 500 ლარი, 2016 წლის 23 ივნისს - 500 ლარი; აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დადასტურებულია ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი შემოსავლის ორდერებით, სადაც თანხის შემომტანად დაფიქსირებულია გი-----ი ბ----–--ე, კერძოდ შემოსავლის ორდერი: #31------ - 2000 აშშ დოლარი,07.06.2016წ; #3-------, 500 ლარი, 19.06.2016წ და #3-------, 500 ლარი, 23.062016წ; და გასავლის ორდერებით #31------, 07.06.2016წ , 2000 აშშ დოლარი, #3-------,20.06.2016წ, 500 ლარი და #3-------, 23.06.2016წ, 500 ლარი, სადაც ფულადი გზავნილი მიმღებად აღნიშნულია - და-----------–ი (იხ.ს.ფ 37-38 ტ-1; ტ-2, ს.ფ. 1-8);

 

2.7.3 ვალის აღიარების ხელშეკრულებით (სანოტარო აქტი, რეგ #1-------8. 11.10.2016წ ) დადგენილია, რომ და-----------–ი - მოვალე აღიარებს კრედიტორის - ლი--- ბ----–--ის მიმართ არსებულ ვალს - 4000 აშშ დოლარის და 1000 ლარის ოდენობით , რაც იმ დროისთვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 10320 ლარს;

მხარეები აცხადებენ, რომ მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოიშვა 2016 წლის 02 აგვისტოს;

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორის ვალს გადაიხდის ერთი თვის ვადაში; 11.11.2016 წლამდე; (იხ ტ-1 ს.ფ.43-45);

 

2.7.4 სანოტარო აქტით 12.01.2017წ რეგ #1-------- დადასტურებულია, რომ ნოტარიუს თე-------------------–-ძის მიერ ლი--- ბ----–--ის მოთხოვნის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც უნდა აღსრულდეს 2016 წლის 11 ოქტომბერს დამოწმებული ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (რეგ #1-------8) კრედიტორი - ლი--- ბ----–--ე; მოვალე - და-----------–ი ვალდებულების შესრულების დრო: 2016 წლის 11 ნოემბერი (იხ სანოტარო აქტი რეგ #1--------; ს.ფ.39-42, ტ-1);

 

2.7.5 სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით - ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით 01.12.2017წ და გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ლი--- ბ----–--ის და გი-----ი ბ----–--ის მობილური ტელეფონის ნომრებიდან სისტემატიურადაა განხორციელებული სატელეფონო ზარები და-----------–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრებზე 57------- და 59-------; ინფორმაციით დადგენილია განხორციელებული ზარების ოდენობა, საუბრების ადგილი შესაბამისი ანძების მითითებით; (იხ ტ-1; ს.ფ 75-288)

 

2.7.6 საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ და-----------–ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს 2017 წლის 09 აგვისტოს თბილისის აეროპორტის გავლით;(იხ ტ-1 ს.ფ.69-70);

 

2.7.7 2017 წლის 26 დეკემბერს და-----------–ს ბრალი წარედგინა მის დაუსწრებლად, 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა; 2018 წლის 03 იანვარს აჭარის არ პროკურატურის პროკურორის დადგენილებით და-----------–ის მიმართ გამოცხადდა ძებნა (იხტ-3; ს. ფ. 48-54) ;

 

2.7.8 აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობით ლი--- ბ----–--ის განცხადების საფუძველზე წარმოებული სააღსრულებო წარმოება დასრულებულია (კრედიტორი - ლი--- ბ----–--ე და მოვალე - და-----------–ი) მოვალის მიერ სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გადარიცხულია 15063.45 ლარი (იხ შემოსავლის ორდერები, ცნობა);

 

2.8. ზ/მითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ბაზას, რომელთა ანალიზის საფუძველზე ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ და-----------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია და ის სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

2.9. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის, ობიექტური შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს და-----------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთის თანხვედრი, დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულებების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

2.10. სასამართლოს მიერ ზემოთ განხილული, ურთიერთთავსებადი, შეჯერებული და შესაბამისად, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, მთელ რიგ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით ერთმანეთთან შინაარსობრივად შეუთანხმებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას, კერძოდ:

 

2.11 დაცვის მხარის სტრატეგია და-----------–ის უდანაშაულობის სამტკიცებლად მიმართული იყო სხვა სამართალწარმოების არსებობის მტკიცებაზე; ბრალდებულის ადვოკატების განმარტებით ლი--- ბ----–--ესა და და-----------–ს შორის არსებობდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობა და და-----------–ის ქმედება საერთოდ არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას; დაცვის მხარის განმარტებით მათ შორის ჩვეულებრივი ვალდებულებითი ურთიერთობაა და და-----------–ის მხრიდან ის მხოლოდ არაჯეროვნად შესრულდა, ამის მიზეზად კი მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რომ და-----------–ი ამ ვალდებულების შესასრულებლად დაკავშირებული იყო სხვა კერძო კომპანიებთან, მათი მხრიდან განხორციელებულ ავტომანქანის ტრანსპორტირებაზე და სხვ; ანუ მათი მტკიცებით და-----------–ი დამოუკიდებლად ავტომანქანის შეძენას და ჩამოყვანას ვერ შეძლებდა, ის ამ მიზნით უკავშირდებოდა სხვა კერძო კომპანიებს მანქანის აუქციონზე ყიდვის შემდეგ და უკვე მათზე იყო დამოკიდებული, - ისინი რა პერიოდში შეძლებდნენ ავტომანქანის ტრანსპორტირებას; შესაბამისად, ლი--- ბ----–--ის მიერ შესაძლებელი იყო მხოლოდ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის განხორციელება და სწორედ ამ მიზეზით გაფორმდა მათ შორის ვალის აღიარების ხელშეკრულება, ლი--- ბ----–--ის ინტერესს წარმოადგენდა თანხის გადახდა და აღნიშნული დოკუმენტი ცალსახად აღიარებს სამოქალაქო ურთიერთობას და ის ზიანი, რაც ვალდებულების არადროული შესრულებით მხარეს მიადგა, და-----------–მა უკვე აანაზღაურა;

 

2.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობაა და სახეზე არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, - რადგან საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს; სასამართლო დაეთანხმება ადვოკატებს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება და თუნდაც გი-----ი ბ----–--ესა და და-----------–ს შორის წარმოებული მოლაპარაკება ავტომანქანის ჩამოყვანის თაობაზე ექცევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და მხარეთა შორის არსებულ ზეპირ გარიგებას ადასტურებს, რომლის დროსაც მხარეები თანხმდებიან, რომ ინდივიდუალური ნიშნებით საგნის გადაცემა მეორე მხარის მხრიდან გადაცემული თანხის სანაცვლოდ განხორციელდეს; მოცემული სახის ურთიერთობა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მოექცეოდა ნამდვილად, რომ არა და-----------–ის განზრახი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები; კერძოდ, და-----------–მა თანხის მიღებიდან არცერთი მოქმედება ამ შეთანხმების შესასრულებლად არ განახორციელა და თანხის გადაცემიდან მისი განზრახვა მხოლოდ თანხის დაუფლებისკენ იყო მიმართული; ეს გარემოება ცალსახადაა დადასტურებულია გი-----ი ბ----–--ის და ლი--- ბ----–--ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მოწოდებული ინფორმაციით;

 

გი-----ი ბ----–--ე აცხადებს რა, რომ მან და-----------–ს მისივე მოთხოვნის თანახმად გადაურიცხა 2000 აშშ დოლარი და მოგვიანებით ავტომანქანის დისკების შესაძენად 1000 ლარი, არცერთხელ მოთხოვნის მიუხედავად საპასუხოდ მანქანასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აძლევდა; დაჟინებული მოთხოვნით გადაცემული ვინ კოდის არსებობა კი საერთოდ არ დადასტურდა; რაც შეეხება თანხის მეორე ნაწილის 2000 აშშ დოლარის გადაცემა ვითომდა იგივე ავტომანქანის შეძენის მიზნით, საერთოდ არათუ არ გამოყენებულა ამ შეთანხმების შესასრულებლად, მცდელობაც არ ყოფილა საამისოდ; დადასტურდა, რომ ამ თანხით ერთერთმა მოვალემ დაიკმაყოფილა მოთხოვნა; თანხის მიღება კი დაადასტურა და-----------–მა, თუმცა ის, რომ არ მიმართულა დაზარალებულის სურვილისამებრ , ნათლადაა დადგენილი;

 

ის, რომ გი-----ი ბ----–--ე და-----------–ს იცნობდა, ამ გარემოებას არ უარყოფს დაცვის მხარე; ის, რომ გი-----ი ბ----–--ეს ჰქონდა და-----------–ის ნდობა, ამის საპირისპიროც არ დადგენილა, შესაბამისად დასტურდება, რომ ეს ნდობა გამოიყენა ბრალდებულმა და მას ამ ნდობიდან გამომდინარე რამდენიმე ეტაპად ჩაერიცხა თანხა ნაწილი ბანკის მეშვეობით, რომელიც ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს მიღებული აქვს და-----------–ს, ხოლო ნაწილი თანხის არაპირდაპირი დაუფლებით დააკმაყოფილა ერთერთი მოვალე;

 

2.13. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ მხარეთა შორის ვალის აღიარების ხელშეკრულება გაფორმდა და მისი შეუსრულებლობიდან გამომდინარე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და ჩვეულებრივად სამოქალაქო წესით წარიმართა მათ შორის ურთიერთობა, რადგან ვალის აღიარების ხელშეკრულების არსებობამდეა დადასტურებული და-----------–ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, გი-----ი ბ----–--ის მიერ მისი დედისთვის ავტომანქანის შესაძენად და ჩამოსაყვანად შეთანხმებიდან იწყებს და-----------–ი ნდობიდან გამომდინარე თანხების მოტყუებით დაუფლებას და ასევე მოტყუებით ცდილობს გაახანგრძლივოს თანხების, როგორც მისი საკუთარის განკარგვის ფაქტი, თანხების გადარიცხვიდან ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებამდე, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არცერთხელ არ მიეწოდა ინფორმაცია ავტომანქანის შესახებ დაზარალებულის მხარეს; საერთოდ და-----------–ის მხრიდან არ განხორციელებულა ავტომანქანის შეძენა და მის ჩამოსაყვანად ზრუნვა; ყოვლად დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ და-----------–ზე არ იყო დამოკიდებული ვალდებულების შესრულება და ის არაჯეროვნად სრულდებოდა სხვა მესამე პირების მხრიდან, რადგან საინტერესოა რა ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებს დაცვის მხარე აღნიშნულის შესახებ, როცა თავად და-----------–ი არც გი-----ისთან და არც ლი--- ბ----–--ესთან ამის თაობაზე არ საუბრობს და მხოლოდ პირად პრობლემებზე მიუთითებს, ასევე მიუთითებს მის კუთვნილი ქონებასა თუ ავტომანქანებზე ყადაღის არსებობის თაობაზე ( თუმცა ლი--- ბ----–--ის შეკვეთილ ავტომანქანასთან ეს არანაირ კავშირში არაა); შესაბამისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა დაზარალებულის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას - მისი კუთვნილი თანხების დაკარგვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

 

2.14. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით და-----------–ი აღიარებს ლი--- ბ----–--ის ვალს მაგრამ, რომ არა თავად ლი--- ბ----–--ის მხრიდან მოცემულის დადასტურება, არანაირად არ დგინდება 2016 წლის ივნისში თანხების გადარიცხვით არსებული ვალდებულება არის თუ არა გამოხატული მათ შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს შეთანხმებაში ვალის გადახდაზე, რადგან მხარეები ამავე ხელშეკრულებაში მიუთითებენ, რომ ვალის აღიარება ხდება მათ შორის 2016 წლის 02 აგვისტოს წარმოშობილ ვალდებულებაზე, რაც გაურკვეველია და ნამდვილად სცილდება მოცემულ საქმეზე მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს; მხარეთა შეთანხმება მოცემული საქმის მიხედვით გაცილებით ადრე წარმოიშვა და დადასტურდა გარკვეული თანხების ჩარიცხვით 2016 წლის ივნისის თვეში (ანუ მხარეთა მოქმედებებით); აქედან გამომდინარე უბრალოდ შეუძლებელია მსჯელობა, მასზედ, რომ 2016 წლის ივნისში შეთანხმება ვალდებულების შესრულებაზე წარმოიშვა 2016 წლის აგვისტოს თვეში; ამდენად აღნიშნულითაც დასტურდება რომ დაზარალებულის მცდელობაა მიმართული თანხის დასაბრუნებლად;

 

2.15. ამდენად, სასამართლო გამორიცხავს კონკრეტულ შემთხვევაში და-----------–ის უდანაშაულობას, მისი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და ის დაფუძნებულია ლი--- ბ----–--ის და გი-----ი ბ----–--ის ნდობაზე და სწორედ აღნიშნულით ახერხებს მიიღოს თანხა და დაეუფლოს მას; ის, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება გააფორმა; ის, რომ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო სანოტარო აქტით გაიწერა საღსრულებო ფურცელი, ის, რომ აღსრულება წარმოებდა ვალის დაფარვის მიზნით, სრულიადაც არ აბათილებს და-----------–ის მიერ ამ დოკუმენტაციის გაფორმებამდე და შემდგომ წარმოებამდე მის დანაშაულებრივ განზრახვას, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტს;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა და-----------–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 3-006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი. მოტყუებით, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან, ხოლო ამ ქმედების დამამაძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ზიანის ოდენობა. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, რადგან ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.4. სასამართლო ბრალდებულ და-----------–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და თითოეული მტკიცებულების ერთობლიობაში შეაფასებით სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და და-----------–ი დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა; (იხ განაჩენის მე-2 თავში დადგენილი გარემოებები)

 

და-----------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ისარგებლა რა გი-----ი ბ----–--ის ნდობით, ის მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ლი--- ბ----–--ის კუთვნილ თანხას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვან ზიანი ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება. (იხ განაჩენის 2.11-2.15 პუნქტები)

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ დაზარალებულა აუნაზღაურა ზიანი; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ის თავს არიდებდა საგამოძიებო უწყებაში და სასამართლოში გამოცხადებას; დღეის მდგომარეობით მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის და-----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც და-----------–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადექვატური რეაგირება. ბრალდებულის და-----------–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ასევე სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება ბრალდებულის ქცევაზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ; ის მართალია თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, (დაცვის მხარის განმარტებით ის არ იმყოფება საქართვლოში), თუმცა მან სრულად აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულს, რაც დადასტურებულია სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით; დაზარალებულის ინიციატივით დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რომლის მიზანს წარმოადგენდა გი-----ი ბ----–--ის მხრიდან და-----------–ისათვის გადაცემული ფულადი თანხის უკან დაბრუნება, - ბრალდებულის მხრიდან დაბრუნებული იქნა ამ დროისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით და სააღსრულებო წარმოებაც ამ საფუძვლით დასრულდა და შეწყდა; ამდენად ზიანი ანაზღაურებულია;

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, და-----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მას, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროისათვის ის იყო ნასამართლობის არ მქონე და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია და-----------–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რადგან ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული იქნეს მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული და-----------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

მსჯავრდებულ და-----------–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სს ,,ლი-------------დან’’ გამოთხოვილი დოკუმენტაცია 14 ფურცელზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,მა-----------ან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,მ--------–-დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ჯ------–-დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე