გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019002895150
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შ-------------------------
წარმომადგენელი - დ----------–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ი-------------–-----
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ს---–------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება ,,ა-–---------------–----–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’;
1.3. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 1, ს.ფ. 129-1--).
მოსარჩელის განმარტებით, შ-------------------------- საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე მისამართზე: ქ-------–-------------------------–----–----–----------ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მიზნით უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ იქნა განცხადება. მისივე განმარტებით, პროექტი შეესაბამება აღნიშნულ ზონაში კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო პირობებს, თუმცა არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 27 სექტემებერს მიიღო №------- უარყოფითი გადაწყვეტილება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამავე სამსახურის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს გაცემულ იქნა №------- ბრძანება წინამორბედი მესაკუთრის განცხადებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით. ეს ბრძანება მოიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ და განმარტებას ქალაქმშენებლობითი ზონების შესახებ, კერძოდ,-,,ფუნქციური ზონა საშუალო ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა, ხოლო განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები, ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები’’. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურმა საკანონმდებლო დონეზე დაუშვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესაძლებლობა და დამკვეთს მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად განუსაზღვრა ვადა 5 წლის ხანგრძლივობით. თუმცა, მოგვიანებით, არქიტექტურის სამსახურმა უფლებამონაცვლეს - შ-------------------------- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე წარდგენილი განცხადების უარმყოფელ გარემოებებთან დაკავშირებით განუმარტა, რომ აღნიშნული ,,მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ კვარტალში, სადაც ჩამოყალიბებულია ინდივიდუალური განაშენიანება, კერძოდ, ფაქტობრივად განთავსებული შენობები წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს’’, ხოლო სამსახურის კონცეფცია არ დაუშვას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობით განვითარებული არეალის შეცვლა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით, განპირობებულია თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც მოსარჩელის აზრით, ერთსადაიმავე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა მესაკუთრესთან მიმართებაში განმარტებულია ტენდენციურად.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიმართ შ-------------------------- აქვს კანონიერი ინტერესი, ვინაიდან ორგანიზაცია არის სამშენებლო პროფილის იურიდიული პირი და სურს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- უარყოფითი გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე 2019 წლის 21 თებერვალს გამოცემული უარყოფითი №--- ბრძანება კი ზიანს აყენებს მეწარმე სუბიექტის ინტერესებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისი, ს------–---------------–----–----–----------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2018 წლის 15 ივისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ-------------------------- სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 970.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; 0---------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28.09.2018 (ტომი 1, ს.ფ. 238-239).
3.1.2. 2017 წლის 24 ნოემბერს, მ------------–---–--ამ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ-------–--–-----–----–----–----------–- მდებარე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოქალაქე მ------------–---–--ას 2017 წლის 24 ნოემბრის №--------- განცხადება და დამტკიცდა თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 დეკემბრის №------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 36-43).
3.1.3. 2018 წლის 24 სექტემბერს, ა-–---------------–----–-–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი; ქა-–---------–------------–---------------–----–----–-------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №----------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ კვარტალში სადაც ჩამოყალიბებულია ინდივიდუალური განაშენიანება, კერძოდ, ფაქტობრივად განთავსებული შენობები წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, ხოლო იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც სამსახურის მიერ შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტები და გაცემულია მშენებლობის ნებართვები, განეკუთვნება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს.
ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფცია (არ დაუშვას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობით განვითარებული არეალი შეიცვალოს მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლებით) მიმართულია თანასწორობის პრინციპის დაცვაზე და თანასწორების პრიციპების დაცვად მიიჩნევს იმ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, რომლებსაც საპროექტო არეალი უკვე განვითარებული აქვთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობით. სწორედ აღნიშნული კონცეფციის დაცვით მიაჩნია სამსახურს, სოფელი დიღომის განაშენიანება და კეთილმოწყობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 33-35).
3.1.4. 2018 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №6------------- წერილით გადაიგზავნა ა-–---------------–----–-–---–ის 2018 წლის 25 ოქტომბრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა-–---------------–----–-–---–ის 2018 წლის 25 ოქტომბრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–---------------–----–-–---–ის 2018 წლის 25 ოქტომბრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 158-159);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №6------------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 157);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება ,,ა-–---------------–----–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 24-30).
3.1.5. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტ ლ------------------ის საექსპერტო დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ს------–---------------–----–----–--------- (საკადასტრო კოდი: №----------------) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის არქიტექტურული პროექტის დაგეგმარება სრულად შესაბამისობაშია ტექნიკურ რეგლამენტთან - ,,შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესები’’. ამავე დასკვნის თანახმად, დოკუმენტაცია შედგენილია კარგ ტექნიკურ დონეზე და მოიცავს არქიტექტურული პროექტისათვის ყველა საჭირო ინფორმაციას. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე პროექტს ეძლევა დადებითი შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტ ლ------------------ის საექსპერტო დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 226-232).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ-------------------------- სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება ,,ა-–---------------–----–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა - დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს, ა-–---------------–----–-–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი; ქა-–---------–------------–---------------–----–----–-------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №----------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ კვარტალში სადაც ჩამოყალიბებულია ინდივიდუალური განაშენიანება, კერძოდ, ფაქტობრივად განთავსებული შენობები წარმოადგენს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, ხოლო იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც სამსახურის მიერ შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტები და გაცემულია მშენებლობის ნებართვები, განეკუთვნება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფცია (არ დაუშვას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობით განვითარებული არეალი შეიცვალოს მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლებით) მიმართულია თანასწორობის პრინციპის დაცვაზე და თანასწორების პრიციპების დაცვად მიიჩნევს იმ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, რომლებსაც საპროექტო არეალი უკვე განვითარებული აქვთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობით. სწორედ აღნიშნული კონცეფციის დაცვით მიაჩნია სამსახურს, სოფელი დიღომის განაშენიანება და კეთილმოწყობა.
მოცემული საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
როგორც უკვე აღინიშნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ თანაზომიერების პრინციპის დაცვით უნდა მოახდინოს საჯარო და კერძო ინტერესების შეფასება და უპირატესობა მიანიჭოს იმ ინტერესს, რომელიც სამართლებრივად უფრო აღმატებული დაცვის ღირსი სიკეთეა. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი - ქ-------–--–----------–---------------–----–----–------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მეორე მხარეს - საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება საპროექტო ტერიტორიის არეალში არსებული განაშენიანების შენარჩუნებაში, რის გამოც საპროექტო მიწის ნაკვეთის სივრცითი ტერიტორიული განვითარება მიზანშეწონილია დაბალი ინტენსივობით. აღნიშნული საჯარო ინტერესის არსებობა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანება არ შეინიშნება.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების შეფასებისა და წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ, სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სადავო გადაწყვეტილებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე, ვინაიდან, ვინაიდან გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ინდივიდუალურ განაშენიანებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რის გამოც საპროექტო ტერიტორიაზე შეზღუდულ იქნა მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამასთან, სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გამოკვლეული და შეფასებულია, როგორც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობა, ასევე ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტის შესაძლო გავლენა არსებულ განაშენიანებასა და მის სამომავლო განვითარებაზე, რის შემდგომაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საპროექტო მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის დაბალი საცხოვრებელი სახლებით სამშენებლო განვითარება.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილება გამოცემული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-------------------------- მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
6.5. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ა-–---------------–----–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ-------------------------- სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შ-------------------------- სარჩელზე დ----------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე,33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-------------------------- სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი