განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
200100119003128983
დავის ტიპი
236 4 , 108
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003128983

N 1/207-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

09 დეკემბერი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------–----- პროკურორი - ლ-------–----–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ------ ბ----–---–ი

ბრალდებული: ფ-------–- მ--------ი

მამის სახელი: ს-------–

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

თარჯიმანი - ხ-------------------ი

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მკვლელობის ეპიზოდი:

 

1. 2019 წლის 27 ივნისს, დღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში მდებარე ა-------------------ის საკუთრებაში არსებულ ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ-------–- მ--------ი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული მივიდა ა-----------------თან, რომელთანაც წარსულში ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც ფ-------–- მ--------ს შურისძიების მოტივით გადაწყვეტილი ჰქონდა ა-----------------ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ფ-------–- მ--------მა „BERETA-ს“ მოდელის პისტოლეტიდან დამიზნებით განახორციელა 04 გასროლა ა-----------------ის მიმართულებით, რომელსაც სხეულზე მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები. მიღებული მძიმე ჭრილობების გამო ა-----------------ი გარდაიცვალა. ფ-------–- მ--------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

მარლთსაწინააღმდეგო ტარების ეპიზოდი:

 

2. 2019 წლის 27 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში ფ-------–- მ--------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას. კერძოდ, „BERETA-ს“ მოდელის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისათვის განკუთვნილ 11 ცალ საბრძოლო მასალას. ფ-------–- მ--------მა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა 04 გასროლა ა-----------------ის მიმართულებით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რა დროსაც ფ-------–- მ--------ი კვლავ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ზემოთხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და 07 ცალ საბრძოლო მასალას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფ-------–- მ--------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

5. ფ-------–- მ--------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6. სასამართლოს ბრალდებულ ფ-------–- მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შეზღუდული შერაცხადია. ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ფ-------–- მ--------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - რომლის სახე და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. ფ-------–- მ--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლით.

10. ფ-------–- მ--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლით.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ფ-------–- მ--------ს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლით.

12. ფ-------–- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან 2019 წლის 27 ივნისიდან.

13. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 04 ცალი მასრა, ქვები მოწითალო ფერის ლაქებით; ა-----------------ის გვამიდან აღებული სისხლის, ფრჩხილის, თმის ნიმუშები; ა-----------------ის გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები; ფ-------–- მ--------ის ხელიდან და სახიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები და ფ-------–- მ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------ში) საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

14. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი სიგარეტის კოლოფი, სათვალე და სათვალის მინა, სანთებელა (ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------ში), ბრალდებულ ფ-------–- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება შსს კ------------–-–-------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში), ფ-------–- მ--------ის ტანსაცმელი : შარვალი ქამრით ე.წ ,,ბრიჯები“, მაისური, წინდები, ფეხსაცმელი; ა-----------------ის გვამის ზედნაცვამი ტანსაცმელი და ხ-------–- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი N 0----------- (ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------ში) საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ჩაწერილი ლაზერულ დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) და ,,ოპელის’’ მარკის ავტომანქანის (სახ. N H--------) დათვალიერების, ბრალდებულ ფ-------–- მ--------ისაგან ტანსაცმლის, ბრალდებულ ფ-------–- მ--------ისაგან ნიმუშების აღების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი ლაზერულ დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

16. ბრალდებულ ფ-------–- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) N 6-----, ერთი ცალი მჭიდი მასში მოთავსებული 07 ცალი ვაზნით, (ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია ლ----------------–--------–-------------------------------–---------ში), საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

17. ,,ოპელის’’ მარკის ავტომანქანის (სახ. N H--------) დათვალიერებისას ამოღებული ფეხსაცმელი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სამი ცალი მოწითალო ფერი ლაქის ანაწმენდი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

18. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევს აღსასრულებლად.

19. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური