განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
340100119003303061
დავის ტიპი
303 1
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003303061

№1/226-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - ა-–-------------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------

 

ბრალდებული: ა-–-------------ი

მამის სახელი: ზ------

დაბადებული: 1----–-–----------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–----------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–----------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაცია: ა-–-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ხე ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 3 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰ------------ში მდებარე შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე, ა-–-------------მა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი, 12.36 მ3 მოცულობის მუხის ჯიშის პირველი და მეორე ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 5450,40 ლარის ზიანი.

 

ა-–-------------ს 2019 წლის 28 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 3 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰ------------ში მდებარე შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე, ა-–-------------მა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი, 12.36 მ3 მოცულობის მუხის ჯიშის პირველი და მეორე ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 5450,40 ლარის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ბ-----------------–---–ის, დ---------------ის, მ-----–--------–---–ის, გ----------------–-–---–ის, ლ--------------ის, ნ--------------–---–ის, თავად ბრალდებულ ა-–-------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ა-–-------------მა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი, 12.36 მ3 მოცულობის მუხის ჯიშის პირველი და მეორე ხარისხის ხე.

 

ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან - მოჭრა, მოხერხვა, ასევე, ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ამასთან, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს უკანონო. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როდესაც გაჩეხვა ხდება ნებართვაში მითითებული ოდენობის გადამეტებით ან ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ნებართვაში მითითებული არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–-------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების - ბ-----------------–---–ის, დ---------------ის, მ-----–--------–---–ის, გ----------------–-–---–ის, ლ--------------ის, ნ--------------–---–ის, თავად ბრალდებულ ა-–-------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოხსენებითი ბარათით, ზიანის გაანგარიშების ფურცლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ა-–-------------ის ქმედების შედეგად გარემოს მიადგა 5450,40 ლარის ზიანი.

 

საქართველოს მთავრობის N54-ე დადგენილების თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.

 

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ა-–-------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ა-–-------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ა-–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ა-–-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–-------------თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ა-–-------------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართულ 2 ძირ მუხის ხის მერქანს, რომელიც ჩაბარებული აქვს კ---------------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება 2 ცალი ურემი, რომელიც ჩაბარებული აქვს კ---------------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

რაც შეეხება საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულ 2 სულ ცხენს, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ა-–-------------ს და ლ--------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასევე უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულების სახით დართულ 2 ძირ მუხის ხის მერქანს, რომელიც ჩაბარებული აქვს კ---------------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება 2 ცალი ურემი, რომელიც ჩაბარებული აქვს კ---------------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2 სული ცხენი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ა-–-------------ს და ლ--------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი