გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
110210119003147247
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119003147247

N 2/474-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.2019 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს მ---- ე----- კ--------ი,წარმომადგენელი თ-----ი გ-----ე,მოპასუხე ბ-----ი ლ-----ე,შ--–-- კ-------–---–ი,წარმომადგენელი კ----–-- ს-------

დავის საგანი: ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის, მასზე რიცხული სარგებელის და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 5229.08 ლარის და პროცენტის 520.04 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. თანხების ანაზღაურება მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავის ქონებით.

 

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის პოზიცია

კომპანიასა და მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს შორის 2018 წლის 18 აგვისტოს დაიდო საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება და საკ--------ო შეთანხმება. იმავე დღესვე კომპანიასა და მოპასუხე შ--–-- კ-------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბ-----ი ლ-----ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.

აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ბ-----ი ლ-----ეზე გაიცა სესხი 5465 ლარის ოდენობით 5.2% სარგებლის დარიცხვით. სესხის გადახდის ვადა განისაზღვრა 36 თვით. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ბ-----ი ლ-----ის კუთვნილი ავტომანქანა - O------------

მოპასუხე ბ-----ი ლ-----ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს გადაეცა გირავნობის საგანი და გაიყიდა 2018 წლის 07 დეკემბერს 3540 ლარად. აღნიშნული თანხით კი დაიფარა სესხზე დარიცხული სარგებელი 2379.57 ლარი და პირგასამტეხლო 1160.43 ლარი.

დღეის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 5229.08 ლარი და დარჩენილი გადაუხდელი პროცენტი 520.04 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მან სარჩელი არ ცნო არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და არც მთავარ სხდომაზე და განმარტა, რომ აღნიშნული სესხი მას არ აუღია. იგი მუშაობდა მუშად შპს „დავითში“, რომელც გზების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა ხრაგაულში. ამ კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელმა მას უთხრა, რომ სამუშაოების წარმოებისათვის აუცილებელი იყო სესხის აღება და სთხოვა მის სახელზე გააფორმებდნენ სესხს და თვითონ გადაიხდიდნენ. ვინაიდან უფროსები იყვნენ იგიც დაეთანხმა, გაყვა მათ ქუთაისში, მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე და ფული აიღეს ამ შპს-ს ხელმძღვანელმა პირებმა. ავტომანქანაც მათ გააფორმეს მის სახელზე, მაგრამ ერთი დღეც არ ქონია მას. მისი ინიციატივით მოხდა ამ ავტომანქანის ამოღება და ჩაბარება მოსარჩელისათვის პოლიციის მეშვეობით. მას აღებული სესხი არ გამოუყენებია და გადახდის საშუალებაც არა აქვს. ვერ გადაიხდის.

 

2.2. მოპასუხე შ--–-- კ-------–---–მა როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია მან აღნიშნულ სესხზე იკისრა თავდებობა, მაგრამ ეს სესხი მათ არ გამოუტანიათ. ვინმე რატი მაისურაძემ სთხოვა სესხის გამოტანა და იგი შეპირდა, რომ ამ სესხს იგი გადაიხდიდა, მაგრამ მოატყუა. ამჟამად პროკურატურაში აქვს შეტანილი განცხადება მის წინააღმდეგ. სესხის გადახდის ვალდებულება მას არ უნდა დაეკისროს.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს შორის 2017 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გირავნობით დაიტვირთა ბ-----ი ლ-----ის კუთვნილი ავტომანქანა - O------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება # K----------7;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. მოსარჩელესა და მოპასუხე შ--–-- კ-------–---–ს შორის 2017 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა უზრუნველყო სესხის გადახდა ბ-----ი ლ-----ის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 27 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- განცხადება და ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- მხარეთა განმარტება.

 

3.3. 2017 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს შორის გაფორმდა საკ--------ო შეთანხმება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 5465 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით ყოველთვიურად 5.2% სარგებლის დარიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკ--------ო შეთანხმება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.4. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ვალდებულების დარღვევის გამო ავტომანქანის რეალიზაციის შესახებ და თუ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ დაფარავდა დავალიანებას, იგი პასუხს აგებდა მთელი თავის ქონებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გაფრთხილების წერილი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.5. მოპასუხე ბ-----ი ლ-----ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს გადაეცა გირავნობის საგანი და გაიყიდა 2018 წლის 07 დეკემბერს 3540 ლარად. აღნიშნული თანხით კი დაიფარა სესხზე დარიცხული სარგებელი 2379.57 ლარი და პირგასამტეხლო 1160.43 ლარი. გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 5229.08 ლარი და დარჩენილი გადაუხდელი პროცენტი 520.04 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ავტომანქანის შეფასების აქტი;

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტება.

 

3.6 ვინაიდან ავტომანქანის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილებები, რომ ვერ მოხდა დავალიანების სრულად დაფარვა და კომპანია მიმართავდა სასამართლოს და ისინი პასუხს აგებდნენ მთელი თავისი ქონებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება.

- გაფრთხილების წერილები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,მ---- ე----- კ--------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-625-ე, 463-ე 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 268-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კ--------ორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად დადგენილია და სადავო არ არის რომ მოსარჩელე სს მ---- ე----- კ--------სა და მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს შორის 2017 წლის 18 აგვისტოს დადებული საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა ბ-----ი ლ-----ის კუთვნილი ავტომანქანა - O------------ იმავე დღეს გაფორმებული საკ--------ო შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეზე გაიცა სესხი 5465 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით ყოველთვიურად 5.2% სარგებლის დარიცხვით. სესხის თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს „მ---- ე----- კ--------სა“ და მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოსარჩელესა და მოპასუხე შ--–-- კ-------–---–ს შორის 2017 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე შ--–-- კ-------–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბ-----ი ლ-----ის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 27 000 ლარით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ მათ სესხი არ აუღიათ და აღნიშნული სესხის გადახდაზე პასუხისმგებელია მესამე პირი, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მათ მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. წარმოდგენილი ხელშეკრულებებით კი დადგენილია, რომ მსესხებელია ბორის ლ-----ე და თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე შ--–-- კ-------–---–მა. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიმართ მესამე პირს თუ აქვს აღებული რაიმე ვალდებულება, მათ შეუძლიათ საერთო სასარჩელო წესით მოითხოვონ მისგან ვალდებულების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კ--------ორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეთა განმარტებით და წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დადგენილია, რომ ბ-----ი ლ-----ეს სესხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით. მას სესხის გადახდა არ განუხორციელებია მიუხედავად გაფრთხილებისა არ უზრუნველყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხე შ--–-- კ-------–---–ისაგან და ბ-----ი ლ-----ისაგან მოითხოვოს ბ-----ი ლ-----ის მიერ საკ--------ო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

6.4 სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ბ-----ი ლ-----ემ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად დათქმულ დროს. მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს გადაეცა მოპასუხის კუთვნილი გირავნობის საგანი ავტომანქანა და გაიყიდა 2018 წლის 07 დეკემბერს 3540 ლარად. აღნიშნული თანხით კი დაიფარა სესხზე დარიცხული სარგებელი 2379.57 ლარი და პირგასამტეხლო 1160.43 ლარი. გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 5229.08 ლარი და დარჩენილი გადაუხდელი პროცენტი 520.04 ლარი. მოპასუხე ბ-----ი ლ-----ემ დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არ შესრულებულა ჯეროვნად და წარმოიქმნა დავალიანება, დავალიანება სრულად არ დაიფარა გირავნობის საგნის რეალიზაციით.

 

ვინაიდან ავტომანქანის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, მოპასუხეები წარმოადგენენ რა სოლიდარულ მოვალეებს, ბ-----ი ლ-----ეს და შ--–-- კ-------–---–ს გაეგზავნათ გაფრთხილებები, რომ ვერ მოხდა დავალიანების სრულად დაფარვა და კომპანია მიმართავდა სასამართლოს და ისინი პასუხს აგებდნენ მთელი თავისი ქონებით.

 

უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია საკ--------ო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,მ---- ე----- კ--------ი“ უფლებამოსილია მოპასუხეებისაგან ბ-----ი ლ-----ისა და შ--–-- კ-------–---–ისაგან სოლიდალურად მოითხოვოს ბ-----ი ლ-----ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ბ-----ი ლ-----ესთან გაფორმებული საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.16 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საფუძვლიანია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელწერილი, დავალიანების ფურცელი), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა, შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სესხის და თავდებობის ხელშეკრულების პირობები მოპასუხეებს სადაოდ არ გაუხდიათ, სამართლოს მიაჩნია, რომ სს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი არ ცვნეს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად შესაბამისად მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს და შ--–-- კ-------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 172.50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 5749.12 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო შ--–-- კ-------–---–ის პ/ნ 0---------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარეს ქალაქ თბილისში, გაფრინდაულის ქუჩა N6 საკადასტრო კოდით 0---------------------- უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1 მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს (პ/ნ 5----------) და შ--–-- კ-------–---–ს (პ/ნ 0----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს „მ---- ე----- კ--------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 5749.12 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 5229.08 არის სესხის ძირითადი თანხა, 520.04 ლარი არის გადაუხდელი პროცენტი.

 

2. მოპასუხე ბ-----ი ლ-----ეს (პ/ნ 5----------) და შ--–-- კ-------–---–ს (პ/ნ 0----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს „მ---- ე----- კ--------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 222.50 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 172.50 ლარი არის სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის, ხოლო 50 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

3. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების ბ-----ი ლ-----ის (პ/ნ 5----------) და შ--–-- კ-------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება 5749.12 ლარის ფარგლებში შ--–-- კ-------–---–ის (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარეს ქალაქ თბილისში, გაფრინდაულის ქუჩა N6 საკადასტრო კოდით 0---------------------- დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე