განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
160100119003106941
დავის ტიპი
187 1
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003106941

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავა-–- ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/254-19 29 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031020519007)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ანარ ახმედოვი

 

ბრალდებული: ა-–- გ---------ი

მამის სახელი: ე-–------

დაბადებული: 1----–-–-------------ვა-–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მარნეული, სოფელი კ-------ა

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 02 მაისს დაახლოებით 19:30 საათზე ა-–- გ---------ი იმყოფებოდა ქ. მარნეულში რუსთაველის ქ.N72-ში განლაგებულ სლოტ - კლუბ „777“-ში და თამაშობდა აზარტულ თამაშებს. თამაშისას, გაღიზიანებულმა იმის გამო, რომ წააგო თანხა, ა-–- გ---------მა მარჯვენა ხელი დაარტყა სათამაშო აპარატს, რომელიც დააზიანა, რითაც ინდ. მეწარმე გ---–---ა ა-----ას მიაყენა 640 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.1. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

უდავოდ ცნობილი 2019 წლის 15 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის N1111/ს დასკვნის თანახმად ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N72-ში მდებარე სლოტ კლუბ 777-ში სათამაშო აპარატის სენსორული მინის ე.წ ,,თაჩსქრინის" დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანოს ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვა-–-სწინებით შეადგენს -640 (ექვსასორმოცი) ლარს.

 

საქმეზე, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების: მოწმეების ე-–--- შ---------ის, ი----- დ--------–---–ის, ს----ი ე---–---–ის, ვ----– კ----იანის, ნ--ა ჯ-----–ვილის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 2 მაისის დათვა-–-ერების ოქმით, თანახმად დგინდება, რომ ა-–- გ---------მა თავისი ქმედებით დააზიანა ინდ. მეწარმე გ---–---ა ა-----ას ქონება, ხოლო გ---–---ა ა-----ასათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 640 ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად კი ა-–- გ---------მა თავისი ქმედებით დაზარალებულ გ---–---ა ა-----ას მიაყენა 640 ლარის ზიანი, რაც საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთა თავის მიხედვით ითვლება მნიშვნელოვან ზიანად.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრა-–-ს დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა-–- გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ე-–--- შ---------ის, ი----- დ--------–---–ის, ს----ი ე---–---–ის, ვ----– კ----იანის, ნ--ა ჯ-----–ვილის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 2 მაისის დათვა-–-ერების ოქმი და სასაქონლო ექსპერტიზის N1111/ს დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა-–- გ---------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანა-–-ზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყა-–-ბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვა-–-სწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

4.2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-–- გ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა-–- გ---------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვა-–-სწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ა-–- გ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახა-–- დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–-სწინებს დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა დამნაშავის პიროვნებას (ა-–- გ---------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს სრულად ანუზღაურა მიყენებული ზიანი, დაზარალებულს არ აქვს მის მიმართ პრეტენზია). საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულ ა-–- გ---------ს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა-–- გ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ა-–- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 1 000 (ათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ე-–------ გ---------ს(პ/ნ2----------);

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე