გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N ( 2/28) 911210019003034632
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,21’’ აგვისტო , 2019 წელი ქ.ონი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო ონის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე-გურამ გოცირიძე
მოსარჩელე- შ.პ.ს. ,, ემას კრედიტი“
მოსარჩელის წარმომადგენელი-შ.პ.ს. ჯი პი ბი“ –დან ტ------– გ--------
მოპასუხე -ე-----–- ლ-------
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით გთვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის, დავალიანების თანხის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ონის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შპს ,,ემას კრედიტი “ –ს (ს/ნ 431946415) წარმომადგენელმა ნ---- დ---–---მ, მოპასუხე - ე-----–- ლ-------- (პ/ნ 3----------) მიმართ, სესხის ხელშეკრულებით გთვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის, დავალიანების თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელე მხარე, წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, შემცირებული თანხის – 600 ლარის გადახდა, საიდანაც – 200 ლარი არის ძირითადი თანხა, 38,51 ლარი – არის სარგებელი, 50 ლარი – არის ერთჯერადი ჯარიმა, 311,49 ლარი კი – პირგასამტეხლო.
2. მოსარჩელის არგუმენტაცია :
მოსარჩელე შ.პ.ს. ,, ემას კრედიტი ‘’–ს წარმომადგენელმა ტ------– გ--------მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა: შ.პ.ს. ,,ემას კრედიტსა” და ე-----–- ლ-------ს შორის ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N 494614, გაფორმდა 2016 წლის 05 დეკემბერს, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა – 200 ლარის ოდენობით, სარგებელი გათვალისწინებული იყო – 25 ლარი. საკრედიტო ხაზის ვადა შეადგენდა 730 დღეს. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ. გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი ძირი თანხის სრულად დაფარვამდე საკრედიტო ხაზის ვადაში, ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი. სესხით გათვალისწინებული თანხა და სარგებელი მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა დაბრუნებული, რის გამოც მსესხებელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5.5. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში – 50 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის საფუძველზე – 10 დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხზე სარგებლის დარიცხვა შეწყდა და გამსესხებლის სასარგებლოდ განხორციელდა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც მოცემულ სესხზე შეადგინა – 1965,85 ლარი.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად დავალიანების თანხის დაფარვა არ მომხდარა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, კომპანიასთან შეთანხმებით, შეამცირა და დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვს, მოპასუხე ე-----–- ლ-------ს, შ.პ.ს. ,, ემას კრედიტი ‘’–ს სასარგებლოდ დაეკისროს – 404 ლარის გადახდა, საიდანაც : 200 – ლარის არის ძირი თანხა, 38 – ლარი სარგებელი, 150 – ლარი პირგასამტეხლო და ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯიდან – 16 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე, მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურა სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ და განმარტა, რომ მას გადასახდელი ჰქონდა – 200 ლარი, ჩათვალა, რომ მთავრობის ინიციატივით ,, სესხების განულების ‘’ პროგრამაში მოხვდა და სესხი გაუნულდა, თუმცა რატომ არ მოხვდა ამ პროგრამაში, როცა მინიმალური დავალიანება ჰქონდა, მისთვის გაურკვეველია, თანხმობას აცხადებს გადაიხადოს ძირი თანხა – 200 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 03 იანვარს შპ.ს. ,,ემას კრედიტსა” და ე-----–- ლ-------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N 494614, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა – 200 ლარის ოდენობით, 730 დღის ვადით..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება
- სარჩელი
3.2.2. მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს – 404 ლარის გადახდა, საიდანაც –200 ლარი არის ძირითადი თანხა, 38 – ლარი სარგებელი, 150 – ლარი პირგასამტეხლო. ასევე მოითხოვა, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან – 16 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
– სხდომის ოქმი ;
3.2.3.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე-----–- ლ-------- მიერ 2016 წლის 05 დეკემბრის N 494614 ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სესხის და მასზე რიცხული სარგებელის დაბრუნების თაობაზე არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1.სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს ,ემას კრედიტის” სარჩელი ე-----–- ლ-------- მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისროს, ძირი თანხის – 200 ლარის, პირგასამტეხლოს – 50 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის –16 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-624–ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 05 დეკემბერს, შ.პ.ს. ,,ემას კრედიტსა” და ე-----–- ლ-------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N 494614, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა – 200 ლარის ოდენობით, 730 დღის ვადით.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო– 1.5% პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს – 50 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს, დავის საგნის ღირებულების– 4%-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში- განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%–ს, მაგრამ არანაკლებ–100 ლარისა, ხოლო მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო იურიდიული მომსახურების საფასური უნდა განისაზღვროს – 16 ლარით.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შ.პ.ს ,, ემას კრედიტი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხე ე-----–- ლ-------ს ( პ/.ნ 3----------) , შ.პ.ს. ,, ემას კრედიტის“ (ს/ნ 431946415) სასარგებლოდ დაეკისროს, – 250 ლარის გადახდა (საიდანაც- 200 ლარი არის ძირითადი თანხა, 50 ლარი – ნ პირგასამტეხლო).
1.2 ე-----–- ლ-------ს (პ/ნ 3----------) შ.პ.ს „ ემას კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის და იურიდიული მომსახურების – 16 ლარის გადახდა.
2.გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365–ე მუხლის შესაბამისად, გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე – გურამ გოცირიძე