განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
340100119003294692
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

№1/2---19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 დეკემბერი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ალიკა ლეგაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თი------ ზუ--–---–-ს

ბრალდებულ - თე------ გვ--–----–---–ის

ადვოკატ - ლა-–- ჩავ--–-–---–-ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: თე------ გვ--–----–---–ი

მამის სახელი: ან-------

დაბადებული: 1-.---1--- წელს

პირადი ნომერი: 1-0--------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვე----ი

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვე----ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი და 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაცია: თე------ გვ--–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

 

1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 3 ოქტომბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ-ვა-–---- გუ-–--–---–-- მიერ, თე----- გვ--–----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც თე----- გვ--–----–---–ს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში მცხოვრებ მეუღლესთან, ელ-- ოზ------–-–---–---- მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თე----- გვ--–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 24-26 ოქტომბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მეუღლეს ელ-- ოზ------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის მაისიდან, თე----- გვ--–----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრუწლოვანი შვილის მა----- გვ--–----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ელ-- ოზ------–-–---–ს, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა. თე----- გვ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ელ-- ოზ------–-–---–მა განიცადა ტანჯვა.

 

თე----- გვ--–----–---–ი 2019 წლის 26 ოქტომბერს 20:15 საათზე დააკავეს და 2019 წლის 28 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 29 ოქტომბრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებით, თე------ გვ--–----–---–ის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო-1000 ლარის ოდენობით, გირაოს თანხის სრულად გადახდამდე დარჩა პატიმრობაში. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, თე------ გვ--–----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-პირადი თავდებობით და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 3 ოქტომბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ-ვა-–---- გუ-–--–---–-- მიერ, თე----- გვ--–----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც თე----- გვ--–----–---–ს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში მცხოვრებ მეუღლესთან, ელ-- ოზ------–-–---–---- მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თე----- გვ--–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 24-26 ოქტომბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მეუღლეს ელ-- ოზ------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. 2019 წლის მაისიდან, თე----- გვ--–----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრუწლოვანი შვილის მა----- გვ--–----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ელ-- ოზ------–-–---–ს, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა. თე----- გვ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ელ-- ოზ------–-–---–მა განიცადა ტანჯვა.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - თი------ ოზ------–-–---–ის, ვა-–---- გუ-–--–---–--, ელ-- ოზ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0----- (03.10.2019 წ.), დაზარალებულ ელ-- ოზ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება რომ თე------ გვ--–----–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები, რომლებიც დაეკისრა 2019 წლის 3 ოქტომბერს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვა-–---- გუ-–--–---–-- მიერ გამოცემული N0----- ორდერით, კერძოდ, თე----- გვ--–----–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 24-26 ოქტომბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მეუღლეს ელ-- ოზ------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში და გულისხმობს ისეთ ქმედებას, მოქმედებას ან უმოქმედობას, რომლითაც ირღვევა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები. გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები, რომლებიც დაეკისრა 2019 წლის 3 ოქტომბერს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვა-–---- გუ-–--–---–-- მიერ გამოცემული N0----- ორდერის საფუძველზე, თე------ გვ--–----–---–ს დაკისრებული ჰქონდა შემდეგი მოთხოვნა/ვალდებულებები - მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით. თე------ გვ--–----–---–მა 2019 წლის 24-26 ოქტომბერს დაარღვია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნა/ვალდებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კი ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ-- ოზ------–-–---–ი არის თე------ გვ--–----–---–ის ოჯახის წევრი - მეუღლე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თე------ გვ--–----–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - თი------ ოზ------–-–---–ის, ვა-–---- გუ-–--–---–--, ელ-- ოზ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0----- (03.10.2019 წ.), დაზარალებულ ელ-- ოზ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მაისიდან, თე----- გვ--–----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრუწლოვანი შვილის მა----- გვ--–----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ელ-- ოზ------–-–---–ს, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა. თე----- გვ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ელ-- ოზ------–-–---–მა განიცადა ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- მუხლის შენიშვნის თანახმად, 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. ასევე ამ მუხლის შემადგენლობას იძლევა ფსიქიკური ძალადობა, როგორიცაა ლამძღვა-გიმნება, უწმაწური სიტყვების დაძახება ან წოდება. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ტანჯვას.

 

ქმედების სისტემატიურ ხასიათში იგულისხმება ქმედების ჩადენა, ორჯერ ან მეტჯერ, დროის მოკლე ინტერვალით. ქმედებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული.

 

დაზარალებულმა ელ-- ოზ------–-–---–მა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ტანჯვა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - თი------ ოზ------–-–---–ის, ვა-–---- გუ-–--–---–--, ელ-- ოზ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0----- (03.10.2019 წ.), დაზარალებულ ელ-- ოზ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე----- გვ--–----–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის, მა----- გვ--–----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს-ელ-- ოზ------–-–---–ს, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა. თე----- გვ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ელ-- ოზ------–-–---–მა განიცადა ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი დაზარალებულია მა-----ი გვ--–----–---–ი, დაბადებული 2007 წლის 11 ოქტომბერს, რომელიც არის ბრალდებულის და დაზარალებულ ელ-- ოზ------–-–---–ის საერთო შვილის და მათი ოჯახის წევრი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე------ გვ--–----–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია რომ, თე------ გვ--–----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თე------ გვ--–----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თე------ გვ--–----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და მის მიმართ უნდა გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თე------ გვ--–----–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოკვეთილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

თე------ გვ--–----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

თე------ გვ--–----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე------ გვ--–----–---–თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თე------ გვ--–----–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

თე------ გვ--–----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა-გირაო 1000 ლარი, გირაოს თანხის სრულ გადახდამდე იგი დარჩა პატიმრობაში.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, თე------ გვ--–----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-პირადი თავდებობა და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თე------ გვ--–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. თე------ გვ--–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ თე------ გვ--–----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. მსჯავრდებულ თე------ გვ--–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 ოქტომბრის 20:15 საათიდან 2019 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.

 

5. თე------ გვ--–----–---–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

6.1. ხანჯალი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

8. განაჩენი გამოცხადებისთანევე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

9. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე