განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1-------
განაჩენი
საქართველოს სახელით
11.12.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თინათინ ზუბაშვილი.
დაცვის მხარე:
ადვოკატი:ნო–------ ქე-–----–--ლი.
ბრალდებული: გე-–- მა---–--ლი;
მამის სახელი: გრ-----–-;
დაბადებული: 15.11.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: უმაღლესი;
ნასამართლობა: არა ნასამართლევი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩუ--–---.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.
სისხლის სამართლის საქმე N0-----------.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 17 ოქტომბერს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გე-–- მა---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში : 2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუ--–--–-, თავის საცხოვრებელ ბინაში, გე-–- მა---–--ლმა სახეში ხელის რამდენიმე დარტყმით სცემა მეუღლეს - ეთ--- სე----–--ლს, ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგაც უბიძგა და მიახეთქა ტუმბოზე, რის შედეგადაც ეთ--- სე----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დაადგინა, რომ გე-–- მა---–--ლი უდანაშაულოა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა.
3.1. სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადებულმა დაზარალებულმა ეთ--- სე----–--ლმა, რომელიც არის ბრალდებულის ცოლი, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
3.2. მოწმე ლე-–- ქი-----–--ლის გამოკითხვის ოქმი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი ცხოვრობს ბრალდებულის მეზობლად, 2019 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 23:30 საათზე მასთან სახლში მივიდა ეთ--- სე----–--ლი და განუცხადა, რომ მამა ჰყავდა ცუდად და სურდა სასაწრაფო დახმარების გამოძახება და სთხოვა ტელეფონი. მან დარეკა ტელეფონზე და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგად და ასევე პოლიცია. მოწმემ კითხა პოლიცია რისთვის გამოიძახა, მაგრამ ეთ---მა უპასუხა, რომ ოჯახში ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა მოწმე არ დაინტერესებულა დეტალებით და არ იცის ვისთან ჰქონდა კონფლიქტი. სხვა დროს ბრალდებულის ოჯახიდან ჩხუბი ხმა არასოდეს გაუგონია. ეთ---ს გარეგნულად რაიმე დაზიანება არ ჰქონდა, თუმცა იყო აღელვებული და ტიროდა. მოწმემ ეთ--- სე----–--ლს დამამშვიდებელი წამალი დაალევინა.
3.2. მოწმე გი------ მა---–--ლის გამოკითხვის ოქმი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა ცნობილი, რომლის მიხედვით დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი არის ბრალდებულის და დაზარალებულ ეთ--- სე----–--ლის შვილი. იგი შეესწრო 2019 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე დედის ეთ--- სე----–--ლის და მამის გე-–- მა---–--ლის კამათს. მამა სთხოვდა დედას დაელის დამამშვიდებელი წამალი, რომელიც ექიმმა გამოუწერა, რაზედაც დედა უარს ამბობდა, მამამ უთხრა, რომ თუ არ დალევდა ისევ საავადმყოფოში წაიყვანდა. მოწმე გაერიდა მშობლებს და წავიდა დასაძინებლად. შემდეგ რა მოხდა არ იცის, მაგრამ განმარტავს, რომ არასოდეს უნახვს, რომ მამას დედასთვის ეცემოს, ყოველთვის კამათი მოსდიოდათ იმის გამო, რომ დედა წამალს არ სვამდა და მამა ამის გამო ეკამათებოდა.
3.3. ბრალდებულმა გე-–- მა---–--ლმა მოწმის სახით დაკითხვისას თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა შემდეგი: მისი მეუღლე დაავადებულია ფსიქიკურად და ექიმისაგან დანიშნული აქვს წამლები, რომელთა მიღებაზე ხშირად უარს ამბობს, როდესაც არ სვამ წამალს იგი ძალიან აგრესიულია და არაადეკვატური ხდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 23:00 საათზე ბრალდებულმა სთხოვა ეთ--- სე----–--ლს დაელია ექიმის მიერ დანიშნული დამამშვიდებელი წამალი, რაზედაც მან უარი განაცხადა, ბრალდებულმა უთხრა, რომ მაშინ წაიყვანდა საავადმყოფოში, ამის შემდეგ ეთ--- სე----–--ლი გახდა აგრესიული, სახლიდან ეზოში გამოვარდა, ხელში აიღო ბამბუკის ჯოხი და ამბობდა, რომ დაამტვრევდა ბრალდებულის ავტომობილის შუშებს და იგი ვეღარ წაიყვანდა საავადმყოფოში. ბრალდებული შეეცადა წაერთმია ჯოხი, რა დროსაც ჯაჯგურში ეთ---ი მიეჯახა აბანოს ხის კარებს. ამ ძიძგილაობაში ბრალდებული წაიქცა, რა დროსაც ეთ--- სე----–--ლმა წაართვა ბამბუკის ჯოხი და სხეულის სხვადასხვა ადგილას დაარტყა ბრალდებულს. ბრალდებულმა მიიღო დაზიანებები. შემდეგ ეთ--- სე----–--ლი გაიქცა ეზოდან და ბრალდებულს დაუძახა პოლიციას გამოვუძახებ, დავაჭერინებ შენს თავს და როგორღა წამიყვან ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო.
ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას ეთ--- სე----–--ლისათვის არასოდეს მიუყენებია არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეთ---ი დაავადდა მას შემდეგ რაც მასთან ერთად თურქეთში იყო სამუშაოდ და ამის შემდეგ დაეწყო ფსიქიკური პრობლემები. მას მეუღლესთან ხშირად აქვს კამათი იმის გამო, რომ იგი უარს ამბობს წამლის დალევაზე და ხდება აგრესიული.
3.4. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ეთ--- სე----–--ლის მიმართ დასტურდება, რომ ეთ--- სე----–--ლს მარცხენა იდაყვის სახსრის და მარჯვენა წვივის არეში აღენიშნება ნაჭდევები, ხოლო წელის და მარჯვენა წვივის არეში სისხლჩაქცევები. ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
3.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გე-–- მა---–--ლს 2019 წლის 18 ოქტომბერის გასინჯვით სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგ დაზიანებები: სისლნაჟღენთი მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, ნაჭდევი კეფის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 15.10 2019 წელს.
3.6. პრეიუდიციად მიჩნეული ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდებულ გე-–- მა---–--ლის მიერ წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რადგან ფაქტიურად, არცერთ მოწმეს არ დაუნახავს, რომ გე-–- მა---–--ლმა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ეთ--- სე----–--ლს.
3.7. მოწმე ლე-–- ქი-----–--ლის ჩვენებით არ დასტურდება რომ გე-–- მა---–--ლთან ჰქონდა კონფლიქტი დაზარალებულს, რადგან მან გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაც, თუმცა მეტი არაფერი უთქვამს.
3.8. ბრალდებულის და დაზარალებულის საერთო შვილი კი ადასტურებს, რომ მან გაიგონა და ნახა როგორ სთხოვდა მამა დედას დაელია წამალი, მაგრამ არასოდეს უნახავს, რომ მამას დედასთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინოს. მოცემული ჩვენება ადასტურებს ბრალდებულის ჩენებას, რომ იგი სთხოვდა ეთ--- სე----–--ლს წამლის დალევას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
3.9. ბრალდებულ გე-–- მა---–--ლის ჩვენებით კი დასტურდება, რომ იგი ცდილობდა წამალი მიეღო ცოლს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები. სამედიცინო დასკვნებით დასტურდება, რომ გარკვეული სახის დაზიანებები აქვს, როგორც ბრალდებულს, ისე დაზარალებულს, რომელიც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. აქედან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ გარკვეული დაზიანებების არსებობას დაზარალებულის მიმართ, მაგრამ არ არასტურებს, რომ ისინი მიყენებულია გე-–- მა---–--ლის მიერ.
3.10. რაიმე მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ბრალდებულის მიერ ეთ--- სე----–--ლის მიმართ არსებული დაზიანებების მისეულ ახსნას, რომ ისინი მიადგა იმ დროს როდესაც ბრალდებული ცდილობდა ეთ--- სე----–--ლისათვის ბამბუკის ჯოხის წართმევას, როცა იგი ავტომანქანის დამტვრევით იმუქრებოდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, ასევე ვერ იქნა ახსნილი ბრალდებულის მიმართ არსებული დაზიანებების წარმოშობის მიზეზი.
3.11. სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილისა.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გე-–- მა---–--ლი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა გე-–- მა---–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალს. უფრო მეტიც, ფაქტის მოწმემ და დაზარალებულმა ეთ--- სე----–--ლმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა, საქმეში არსებული მტკიცებულებები კი ვერ ადასტურებს მის ბრალეულობას.
4. სამართლებრივი შეფასება.
4.1. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ გე-–- მა---–--ლი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
5.1. საქმეზს ნივთმტკიცება არ ერთვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე-–- მა---–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
2. გე-–- მა---–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N12/26-19 განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა. ყადაღა მოეხსნას მა-- კე----–--ლის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, საკადასტრო კოდი 51.21.52.2--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 900.00 კვ. მეტრი. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით N1-11.6 კვ.მ საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და დაუბრუნდეს მასვე.
3. გე-–- მა---–--ლს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
5.მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე