განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1-------
განაჩენი
საქართველოს სახელით
11.12.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ -მი----–- ძა---–--ლის
ადვოკატ - ნა-- ჯე------–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული:-მი----–- ძა---–--ლი;
მამის სახელი:იოსები;
დაბადებული: 19.06.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონის სოფელი ვა--------;
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელი ვა--------;
1. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ „ე“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: მი----–- ძა---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებიტ მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ. N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა მი----–- ძა---–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კამათის დროს, არასრულწლოვანო ოჯახის წევრის - გერის მა----- ნა----–--ლის თანდასწრებით სცემა გერს, ინ-- ნა----–--ლს, კერძოდ, მას რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი, ასევე ხელი წაუჭირა ყელში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ე“ ქვეპუნქტით.
მი----–- ძა---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით13:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ. N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა მი----–- ძა---–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კამათის დროს, არასრულწლოვანო ოჯახის წევრს - გერს მა----- ნა----–--ლს ხელი ჰკრა და წააქცია, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მი----–- ძა---–--ლი 2019 წლის 25 ივნისს 19:25 საათზე დააკავეს და 2019 წლის 27 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’,,ე'' ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ე'' ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით13:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ. N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა მი----–- ძა---–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კამათის დროს, არასრულწლოვანო ოჯახის წევრის - გერის მა----- ნა----–--ლის თანდასწრებით სცემა გერს, ინ-- ნა----–--ლს, კერძოდ, მას რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი, ასევე ხელი წაუჭირა ყელში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით13:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ. N1--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა მი----–- ძა---–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კამათის დროს, არასრულწლოვანო ოჯახის წევრს - გერს მა----- ნა----–--ლს ხელი ჰკრა და წააქცია, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მოუსმინა მოწმეებს, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ მი----–- ძა---–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკმარისია მი----–- ძა---–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’,,ე'' ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ე'' ქვეპუნქტით.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წიასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე დაზარალებულმა ინ-- ნა----–--ლმა დაადასტურა, რომ იგი 1 წელია იცნობს ბრალდებულს, იგი არის მისი დედის ნი--- ხვ----ლიძის ყოფილი ქმარი. დაზარალებული და მისი მეგობარი მა-- კა----რი სამუშაოდან იყვნენ დაბრუნებული, როდესაც მასთან მივიდნენ დედა, ბრალდებული და და, 16 წლის მა----- ნა----–--ლი. ბრალდებული იყო აღელვებული, აღრენილი. ბრალდებულმა ხელი რამდენჯერმე გაარტყა ინ-- ნა----–--ლს და ყელში წაუჭირა ხელი, თან ხელში ეჭირა დანა. ჩვენსკენ არ წამოსულა მაგრამ დაზარალებულს შეეშინდა და უთხრა წასულიყო მისი სახლიდან, როცა გავიდა გარეთ, პატარა მეთლახი აიღო მა--მ და რომ შეეშინებინა ესროლა ბრალდებულს. ბრალდებულმა იგივე მეთლახი ესროლა მათ. დაზარალებულის დედამ ბრალდებული გაიყვანა ეზოდან. ბრალდებული ემუქრებოდა მათ. გარეთ რომ გაჰყავდა დედას ბრალდებულმა ხელი ჰკრა მა----- ნა----–--ლს და მა-----მა ფეხი დაიზიანა. ბრალდებულის ჩხუბის მიზეზი იყო, ის, რომ მას არ მოსწონდა რომ მა-- კა----რთან ერთად ცხოვრობს ინ-- ნა----–--ლი ნაქირავებ ბინაში. ცემისა და ყელში ხელის მოჭერის შედეგად მან განიცადა ტკივილი და ყელში ხელის მოჭერა იმდენად ძლიერი იყო, რომ მას უკვირს, რომ გადარჩა.
4.2. მოწმე მა-- კა----რის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი ბრალდებულს იცნობს თავისი მეგობრის ინ-- ნა----–--ლის მხრიდან, რომელიც არის ინ--ს დედის ყოფილი ქმარი. მოწმე და ინ-- ნა----–--ლი ერთად ცხოვრობენ ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ. N1--ში ნაქირავებ ბინაში. ინ-- ნა----–--ლი, მა----- ნა----–--ლი და მათი დედა ნი--- ხვ----ლიძე სახლის საძინებელ ოთახში საუბრობდნენ. მოწმე ამ დროს იყო მისაღებ ოთახში, ამავე ოთახში იმყოფებოდა ბრალდებულიც, რომელიც ხმამაღლა ესაუბრებოდა მათ. ინ--ს უნდოდა მოწმესთან ერთად ცხოვრება, რის წინააღმდეგიც იყო ბრალდებული. ამის გამო ბრალდებულს და ინ-- ნა----–--ლს მოუვიდათ კონფლიქტი და მოწმესაც დაუწყო ჩხუბი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული საცემად იწვდა ინ--ზე და მოწმეზე. ბრალდებულმა ინ-- ნა----–--ლს სახეში გაარტყა ხელი და ყელში წაუჭირა ხელი. შემდეგ სახლიდან ბრალდებული ეზოში გაიყვანა მისმა ყოფილმა მეუღლემ. ბრალდებულმა ეზოში მა----- ნა----–--ლს ხელი ჰკრა, წააქცია და ფეხი ატკინა. ბრალდებული იყო ნასვამი და აგრესიული, ეზოში, რომ გამოიყვანა მისმა ყოფილმა მეუღლემ, მა-- კა----რმა ბრალდებულს ესროლა მეთლახი, რომელიც უკან ესროლა მას ბრალდებულმა, რომელიც მოხვდა ინ-- ნა----–--ლს. საბოლოოდ ბრალდებული მათი სახლიდან წაიყვანა ყოფილმა მეუღლემ ნი--- ხვ----ლიძემ.
4.3. მოწმის სახით დაკითხულმა მა----- ნა----–--ლმა დაადასტურა, რომ იგი არის ბრალდებულის გერი. ბრალდებულთან ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა. როდესაც მოწმეს შვილი ეყოლა ბრალდებული ძალიან კარგად ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილს. ინ--საც კარგად ექცეოდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ ინ-- ლესბოსელი იყო და ჰყავდა მეგობარი მა-- კა----რი შეიძულა. 2019 წლის 25 ივნისს ბრალდებული მიდიოდა პრობაციის ბიუროში, იგი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაშია. ბრალდებულმა ჩხუბი დაუწყო მა-- კა----რს და ეუბნებოდა, რომ თავი დაენებებინა ინ--სთვის, სახელს ნუ უტეხავდა. ბრალდებულმა გაიწია მა--სკენ და დაარტყეს ერთმანეთს, პირველად დაარტყა მა--მ, შემდეგ ბრალდებულმაც დაარტყა. ინ--საც გაარტყა ხელი და ყელში წაუჭირა ხელი. ინ--ს არ დაურტყამს ბრალდებულისათვის. შემდეგ მა----- ნა----–--ლმა და ყოფილმა ცოლმა ოთახიდან ეზოში გაიყვანა ბრალდებული, სადაც მან ხელი ჰკრა მა----- ნა----–--ლს და წააქცია. მა----- ნა----–--ლმა ცოტა ტკივილი განიცადა. შემდეგ ბრალდებულმა ისროლა ქვა, რომელიც ფეხში მოხვდა ინ-- ნა----–--ლს. შემდეგ ბრალდებული და მოწმის დედა ნი--- ხვ----ლიძე წავიდნენ. ცოტა ხანში დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა, რადგან მა-- კა----რს დაურეკავს პოლიციაში და უცნობებია ჩხუბის შესახებ. მოწმეს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არა აქვს.
4.4. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა მი----– ძა---–--ლმა - თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 25 ივნისს მიდიოდა პრობაციის ბიუროში აღრიცხვის მიზნით. ყოფილმა ცოლმა უთხრა, რომ ინ-- ნა----–--ლი უნდა გადასულიყო მა----- ნა----–--ლთან საცხოვრებლად და მოხმარებოდა ამ საქმეში. წავიდნენ ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქ. N1- - ში, სადაც ინ-- ნა----–--ლი მა-- კა----რთან ერთად ცხოვრობდა. დედა და შვილები საძინებელ ოთახში საუბრობდნენ, ბრალდებული იმყოფებოდა მისაღებ ოთახში. ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ნი--- ხვ----ლიძეს უთხრა წასულიყვნენ და დღესვე გადაეყვანათ ინ--, რადგან მერე მას დრო აღარ ჰქონდა. ამ დროს მისაღებ ოთახში შემოვიდა მა-- კა----რი. ბრალდებულმა უთხრა - რა გველივით მიყურებო და უცებ მა--მ ბრალდებულს წიხლი დაარტყა. მეუღლემ ბრალდებულს უთხრა თავი დაენებებინა, წინ დაუდგნენ ნი---, ინ-- და მა-----ი და იჭერდნენ, მა-- კი ცოცხს ურტყამდა. მან ხელი გაარტყა ინ--ს, ხელი ჰკრა მა-----ს, რომ ისინი მოეშორებინა. შემდეგ ეზოს გარეთ გავიდა, ქვა მა--მ ესროლა, მანაც ვეღარ მოითმინა და იქიდან ისროლა ქვა ეზოში. შემდეგ ბრალდებული და ნი--- ხვ----ლიძე წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. ბაზარში იყო, როდესაც პოლიციელმა უთხრა, რომ მასზე საჩივარი იყო შესული პოლიციაში და უნდა გამოცხადებულიყო. იქნებოდა დაახლოებით დღის 4 საათი, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მივიდა და ახსნა-განმარტება დაწერა. პოლიციელს სთხოვა დაეკითხათ ნი--- ხვ----ლიძეც, მაგრამ პოილიციამ იგი არ დაკითხა. ბრალდებულს მიაჩნია, რომ მას არაფერი დაუშავებია, იგი იცავდა ინ--ს მა--საგან და კარგი ურთიერთობა ჰქონდა მა-----თან. იგი მზად არის ყოველთვის დაეხმაროს როგორც ყოფილ ცოლს, ისე ყოფილ გერებს.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან". მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებულ მი----–- ძა---–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მა----- ნა----–--ლის პირადობის მოწმობა, მი----– ძა---–--ლის ნასამართლობის ცნობა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი მი----– ძა---–--ლის მიმართ, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მა----- ნა----–--ლის და ინ-- ნა----–--ლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
4.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით". ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა''. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა", სსსკ-ის 3-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.7. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა ( იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე Bardera, Messegue, Jadardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუმქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----– ძა---–--ლი ბრალეულია დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’,,ე'' ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ე'' ქვეპუნქტით.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატა: ა) ძალადობაში. ბ). სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდაგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელია პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: სუბიექტთა წრე, რაც მდგომარეობს, იმაში რომ დაზარალებული უნდა იყოს ბრალდებულის ოჯახის წევრი; ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, როგორიცაა ძალადობა, სისტემეტური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება; აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, როგორიცაა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
ინ-- ნა----–--ლი და მა----- ნა----–--ლი არიან ბრალდებულის გერები და ოჯახის წევრები.
არასრულწლოვანია პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მა----- ნა----–--ლი დაბადებულია 2002 წლის 20 ივლისს და არის არასრულწლოვანი.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო არსებით სდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
5.6. მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მათი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
5.7. სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრტივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.8. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----– ძა---–--ლმა, რომელიც იყო დაზარალებულების ინ-- ნა----–--ლის და მა----- ნა----–--ლის მამინაცვალი და ოჯახის წევრი და რომელიც 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არაერთგზის ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მი----– ძა---–--ლის მიმართ დამამძიმებელი გარემობა მისი ნასამართლობა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ დადგენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსსსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ფარგლებში დადგენილი სასჯელი, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
7.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილი ,,ა’’, ,,ბ’’ და ''ე" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ მი----– ძა---–--ლიმა ჩაიდინა დაზარალებულების მიმართ ძალადობა, მან ხელყო ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის ორგანზმის ჯანმრთელობა.
7.6. მი----– ძა---–--ლიმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
7.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
7.9. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----– ძა---–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მი----– ძა---–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მი----– ძა---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
2. მი----– ძა---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ მი----–- ძა---–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი მი----– ძა---–--ლის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 5-ე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული საჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ მი----– ძა---–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
5. მი----– ძა---–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასაჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2019 წლის 25 ივნისის 19:25 საათიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
კაფელის ნატეხი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი, მხარეთა მიერ, გამოტანიდან, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე