გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
330210017002027340
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/19961-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ი

წარმომადგენელი - მა--------–-–---–ი

მოპასუხე - ირ--------------ე

წარმომადგენელი - გე-–---------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ირ--------------ეს სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარი.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ 254)

 

სა---------–-----------–-ის მინისტრის 30------–-----0 ბრძანებით ირ--------------ე დაინიშნა სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკურ საკითხებში. ჭა---------ეს სარგებლობაში გადაეცა სა--------------------–-ს კუთვნილი ავტომა----- "TO-----------A" სახ. ნომრით "AZ----4". 2016 წლის აპრილის თვეში აღნიშნულ ავტომობილს შეეცვალა სანომრე ნიშანი "JJ----I"-ით.

ეკონომიკურ საკითხებში სა--------------------–-ს დირექტორის მოადგილის ი.ჭა---------ის 16.09.16 წ. N875968 მოხსენებითი ბარათით ცნობილი გახდა, რომ 11.09.16წ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომა----- "TO-----------A" ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ი.ჭა---------ე იღებს სრულ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებაზე.

 

ხსენებული ავტომა----- 11.09.16წ. დაახლოებით 20:30 სთ-ზე, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანში შეეჯახა ტროტუარზე განთავსებულ ელ.განათლების ბოძს. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლ ი.ჭა---------ის მოქმედება არ შეესაბამება "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 8-ე პუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. გამოძიებისას ჩატარებულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზაც, რომლის თანახმად,"TO-----------A”, სახელმწიფო ნომრით "JJ-------" ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 6 800 ლარს.

 

სა---------–-----------–-ის მინისტრის 23.12.16წ. N4700 ბრძანების თანახმად, ირ--------------ე გათავისუფლდა სა--------------------–-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. 24.03.17წ.სა--------------------–მა მიმართ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების დასადგენად. 2017 წლის 5 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის დაზიანებამდე ღირებულება შეადგენს 13 000 ლარს, ხოლო ნარჩენი ღირებულებაა 3500 ლარი.

 

სა--------------------–მა 21.04.2017წ მოპასუხეს მოსთხოვა ხსენებული ავტომანქანის დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების მქონე ქონების გადმოცემის სანაცვლოდ, დაზიანებული მანქანის გადაცემა, რაზეც მიიღო უარი.

 

2017 წლის 5 აპრილის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელემ 2017 წლის 1 სექტემბერს მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა დაზიანებულ ავტომა-----ზე მიყენებული ზიანის ხარისხის დადგენა და იყო თუ არა შესაძლებელი დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. რაზეც 2016 წლის 16 ოქტომბრის ექსპერტიზის პასუხით ნაწილობრივ გაეცა პასუხი დასმულ შეკითხვებს. დასკვნაში პასუხი გაეცა დაზიანების ხარისხის მაჩვენებელს. კერძოდ, ზარალის ოდენობა შეადგენს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 73%. 2018 წლის 6 მარტის ექსპერტიზის დასკვნით კი, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

დაზიანებული ავტომა----- 2019 წლის თებერვლიდან გადაყვანილი იქნა სახელოსნოში, სადაც მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილების მოძიება და მისი შეკეთება. 2019 წლის აპრილის მდგომარეობით ჩატარებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2770 ლარს. 2019 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელემ წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი ავტომანქანის შეკეთებისას შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალის შესახებ. მიღება ჩაბარების აქტების მიხედვით, გაწეული მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 10 000 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ირ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში მოთხოვნა ცნო 2938.84 ლარის ანაზღაურების ნაწილში. (30.10.2019წ, სხდომის ოქმი, 13:03:08წთ)

 

ამავდროულად, მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს და მიყენებული ზიანის ოდენობას. სადავოა, შპს „მა-----ს“ მიერ შედგენილი ხარჯთაღირცხვა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისას შესრულებული სამუშაოების და მასში განსაზღვრული ზიანის ოდენობა. მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერს მხოლოდ შემსყიდველი ან ზოგიერთ შემთხვევაში არცერთი მხარის მიერ არ არის ხელმოწერილი. სადავოა ტო-------–-------------–--ის მიერ გაცემულ ინვოისში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სა---------–-----------–-ის მინისტრის 30------–-----0 ბრძანებით ირ--------------ე დაინიშნა სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკურ საკითხებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა---------–-----------–-ის მინისტრის ბრძანება (ს.ფ 22)

 

3.1.2. ირ--------------ეს სარგებლობაში გადაეცა სა--------------------–-ს კუთვნილი ავტომა----- "TO-----------A " სახ. ნომრით "AZ----4".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა--------------------–-ს დირექტორის ბრძანება (ს.ფ 23-24)

 

3.1.3. სა--------------------–-ს კუთვნილ ავტომა-----ს "TO-----------A"-ას სანომრე ნიშანი "AZ----4" შეეცვალა ახალი სანომრე ნიშანით "JJ----I".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა--------------------–-ს წერილი (ს.ფ 25)

 

3.1.4. ი------------------ მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2016 წლის 11 სექტემბერს დაზიანდა სა--------------------–-ს კუთვნილი ავტომა----- "TO-----------A" სახ. ნომრით "JJ----I". სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანებაზე და ზიანის ანაზღაურებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო მოპასუხემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ 26)

 

3.1.5. 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად, გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2016 წლის 11 სექტემბერს დაახლოებით 20:30 საათზე ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მცხეთის მხრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში, დაახლოებით 60 კვ/მ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი ტოიოტა სახ. ნომრით "JJ----I", რომელსაც მართავდა ირ--------------ე. მსვლელობისას მან ყურადღება გადაიტანა მის გვერდით მარჯვენა მხარეს წინა სავარძელში, მეუღლესთან და------------------თან მჯდომ მცირეწლოვან შვილზე გი------------------ეზე, რომელიც მისი გადმოცემით ცელქობდა და მიიპყრო მისი ყურადღება, რა დროსა საჭე გაექცა მარჯვნივ, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და დაეჯახა ტროტუარზე განთავსებულ ელ. განათების ბოძს.

 

ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი------------------ მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება (ს.ფ 28-29)

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 38-39)

 

3.1.6. სა---------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებული მარკის ა/მანქანის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 9300 ლარს, ხოლო ა/მანქანის ნარჩენი ღირებულება ფაქტიური, ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 2500 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანის “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 6800 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 33-35)

 

3.1.7. ირ--------------ე, სა---------–-----------–-ის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, 2016 წლის 27 დეკემბრიდან გათავისუფლდა სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა---------–-----------–-ის მინისტრის ბრძანება (ს.ფ 106-107)

 

3.1.8. 2017 წლის 21 აპრილის წერილით, მოსარჩელემ, ირ--------------ეს მოსთხოვა იმავე ტიპის, მარკისა და მოდელის, იმავე ღირებულების ავტომანქანის გამართულ მდგომარეობაში გადაცემა, რის სანაცვლოდაც მას საკუთრებაში გადაეცემოდა სა--------------------–-ს საკუთრებაში არსებული დაზიანებული ა/მა-----.

 

მოპასუხე 2017 წლის 2 მაისის წერილით არ დაეთანხმა მოსარჩელის შეთავაზებას და თანხმობა განაცხადა 2800 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ს.ფ 98-99)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 5 აპრილის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2008 წელს დამზადებული, სედანის ტიპის ავტომობილი “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I”, საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 13 000 ლარს. ნარჩენი საბაზრო ღირებულება მასზე განვითარებული დაზიანებების და დასკვნის შედგენის დროისათვის თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 3500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 63-74)

 

3.2.2. შპს „ტო-------–-------------–--ის“ მიერ 2017 წლის 18 ივლისს შედგენილი ინვოისის მიხედვით, ა/მა----- “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I” დაზიანებების შეკეთების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 32 838 ლარს.

 

ა/მანქანის დაზიანების შეფასებისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 500 ლარს, ხოლო ა/მანქანის ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯი 360 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ტო-------–-------------–--ის“ ინვოისი (ს.ფ 108-110)

- #129 ხელშეკრულება; საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ 111-114)

- #125 ხელშეკრულება; მიღება-ჩაბარების აქტი; საგადასახადო ანგარიშფაქტურა; საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ 115-120)

 

3.2.3. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 16 ოქტომბრის დასკვნით, 2008 წელს დამზადებული სედანის ტიპის ავტომობილის “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I, ზარალის ოდენობა შეადგენს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 73%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 176-180)

 

3.2.4. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 6 მარტის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2008 წელს დამზადებული, სედანის ტიპის ავტომობილი “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I”, ძარაზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 196-203)

 

3.2.5. სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს და შპს „მა-----ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N44, რომლის საგანია მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 10 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- #44 ხელშეკრულება (ს.ფ 231-234)

 

3.2.6. 2019 წლის 10 აპრილს სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს და შპს „მა-----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით აქტის გაფორმების დღისათვის ავტომა-----ზე გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 2770 ლარს.

 

ამავე მხარეებს შორის 2019 წლის 6 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, მიხედვით აქტის გაფორმების დღისათვის ავტომა-----ზე გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 7230 ლარს.

 

ჯამში შესრულებული მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 256; 259)

 

3.2.7. წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 6800 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ.

 

მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზიანის

ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

 

განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს და მიყენებული ზიანის ოდენობას. სადავოა, შპს „მა-----ს“ მიერ შედგენილი ხარჯთაღირცხვა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისას შესრულებული სამუშაოების და მასში განსაზღვრული ზიანის ოდენობა. თუმცა საგულისხმოა, რომ თითოეულ სადავო მტკიცებულებასთან მიმართებაში იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით და მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებების საწინააღმდეგო დოკუმენტები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

ამავდროულად, სასამართლოს მიაჩია, რომ ზიანის ოდენობასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გაზიარებული უნდა იქნეს სა---------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 6800 ლარს.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, სასამართლოს მტკიცებულების სახით წარმოუდგინა სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს და შპს „მა-----ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, შპს „მა-----ს“ მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტები და ხარჯთაღრიცხვა, რომლის შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისას შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 10 000 ლარი.

 

მაშასადამე სახეზეა სარჩელზე წარმოდგენილი ორი მტკიცებულება, სადაც მიყენებული ზიანი (თანხობრივი) ოდენობა მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების უმთავრეს არგუმენტად სასამართლო ასახელებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია შემთხვევიდან დაახლოებით ორი კვირის ვადაში, რომელიც ასახავს რეალურ სურათს თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა ავტომა-----ს. დასკვნის მიხედვით, დაზიანებული მარკის ა/მანქანის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 9300 ლარს, ხოლო ა/მანქანის ნარჩენი ღირებულება ფაქტიური, ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 2500 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანის “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 6800 ლარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2019 წლის 10 აპრილს და ამავე წლის 6 სექტემბერს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში და ხარჯთაღრიცხვაში არსებული ზიანის ოდენობას შემდეგი გარემოების გამო: დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 11 სექტემბერს, ხოლო მოსარჩელემ ავტომანქანის შეკეთება დაიწყო 2019 წელს. მართალია მხარე მიუთითებს, რომ მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფებოდა დაცულ ტერიტორიაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ავტომანქანის დაზიანებების შეფასება მოხდა შემთხვევიდან თითქმის სამი წლის შემდგომ. სასამართლოს შეფასებით, დროის ინტერვალის გათვალისწინებით, (თუნდაც გაჩერებულ მდგომარეობაში) შესაძლოა ავტომანქანის რომელიმე დეტალი გამოვიდეს მუშა მდგომარეობიდან, რაც ბუნებრივია ახალი შეფასებით გაზრდის არსებულ ხარჯებს. შესაბამისად, რთული გამოსარკვევია 3 წლის შემდგომ შედგენილი შეფასება რამდენად სწორად ასახავს რეალურ ვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამავდროულად, სასამართლოს არაგონივრულად და არასამართლიანად მიიჩნია მითითებული მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა.

 

შესაბამისად, გაზიარებული უნდა იქნას სა---------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანის “TO-----------A”, სახ. ნომრით "JJ----I” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 6800 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო 2938.84 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ი------------------ ბრალეული ქმედებით. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.7. ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 6800 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 88.16 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 115.83 ლარის გადახდა. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ა/მანქანის დაზიანების შეფასებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის და ა/მანქანის ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის 360 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ირ--------------ეს, სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 6800 ლარის ანაზღაურება;

 

3. ირ--------------ეს, სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ა/მანქანის დაზიანების შეფასებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის და ა/მანქანის ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის 360 ლარის ანაზღაურება;

 

4. ირ--------------ეს, სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 115.83 ლარის ანაზღაურება.

 

5. სსიპ გი--------------–---–--------–-----------------–-----------–-----------------------------------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2017 წლის 26 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 88.16 ლარი, საგადახდო მოთხოვნა N11137;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი