განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119002951084
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/1698-19

№0-----------

01 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ------------–---–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ------–---------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–-----------------------------–---------------------------ში (პირადი №0----------)

 

ადვოკატი - მ------------–---–-,თარჯიმანი - ხ-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ----------–----------ი და რ------–---------ი 2007 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი გ----------------- და რ-----------------ი. 2019 წლის 2------------–ს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–---------------------------ში რ------–---------მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს მ----------–----------ს არასრულწლოვანი შვილის გ-----------------ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის არეში და ერთხელ დაარტყა ბეჭის არეში, რა დროსაც მ----------–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა რ------–---------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 2------------–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს მ----------–----------ს არასრულწლოვანი შვილის გ-----------------ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმე ლ----------–-----------მ დაზარალებულ მ----------–----------ის დედამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 2------------–ს, საღამოს საათებში მასთან მივიდა მისი შვილი მ----------–----------ი, რომელიც იყო ნაცემი, კერძოდ თვალის და ზურგის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მ----------–----------მა უამბო, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ რ------–---------მა. მ----------–----------ი გახდა ცუდად, ტკივილისაგან წაუვიდა გული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მიყენებული დაზიანებების გამო მ----------–----------ი ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულ მ----------–----------ის მამამ - მოწმე რ---------–----------მა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად “აკ-----------------–-------------–----------------–---------–-----–-------ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან, ირკვევა, რომ მ----------–----------ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 22.02.2019 წლის 22:00 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა ჰემატომები და სისხლნაჟღენთები ზურგზე, ბეჭის, შუბლის და თვალბუდის არეში, ექსკორიაცია მარცხენა თვალბუდის არეში.

 

26.02.2019 წელს მოქალაქე მ----------–----------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ქვემო მესამედში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, მარცხენა ბეჭის მიდამოში, მარცხენა მხრის შუა და ქვემო მესამედში სისხლნაჟღენთების სახით.

 

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ 2019 წლის 2------------–ს, საღამოს საათებში, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ურტყამდა მუშტებს სახის და ზურგის არეში.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა კომპიუტერული დისკი. დისკის დათვალიერებისას მასზე აღმოჩნდა დაზარალებულ მ----------–----------ის ფოტოსურათები. სურათებზე აშკარად ჩანს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები.

 

სასამართლოს დასკვნა რ------–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დასტურდება მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:

 

მოწმე ე-–-----------------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 2------------–ს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------–---------------------------ში. დაახლოებით 21:00 საათზე სახლში დაბრუნდა მისი შვილი რ------–---------ი. ამ დროს მისი რძალი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა საძინებელ ოთახში. რ------–---------იც შევიდა საძინებელ ოთახში. რამდენიმე წუთში გაიგონა ჩხუბის და დაცემის ხმა. ოთახში შესვლისას დაინახა, რომ მისი რძალი იჯდა იატაკზე, სახეზე იფარებდა ხელს და ტიროდა, ხოლო რ------–---------ი უყვიროდა ამ უკანასკნელს. გაშველების შემდეგ შვილიშვილი გ----------------- გაიყვანა საძინებელი ოთახიდან.

 

მოწმე ე------–---------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მუშაობდა “აკად. ო----------–-------------–----------------–--------–-----–------ში“ ექიმ-ნევროლოგის პოზიციაზე. კლინიკაში მკურნალობას გადიოდა მ----------–----------ი, რომელიც კლინიკაში შეყვანილი იქნა 2019 წლის 22 თებერვალს 22:00 საათზე. პაციენტს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა ტკივილი თავის, ბეჭის და წელის არეში, ასევე მუცლის მიდამოში. უჩიოდა გულისრევას და ღებინებას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას - მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ----------–----------მა რადიკალურად შეცვალა თავისი პირვანდელი პოზიცია ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და სასამართლო განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით, არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით მ----------–----------ს არც მისთვის მინიჭებულ დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარყვია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------------ა ასევე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა მამის მამხილებელი ჩვენება. ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით გ----------------ს არც მისთვის მინიჭებულ დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარყვია.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად იძლევა იმ ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, რომ 2019 წლის 2------------–ს რ------–---------მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს მ----------–----------ს არასრულწლოვანი შვილის გ-----------------ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საკმარისია მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილის ხარისხის დასადგენად. სასამართლო თვლის, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ასახულია არსებული დაზიანების ლოკალიზაცია, ტიპი და მისი განვითარების მექანიზმი და მოწმეების: ლ----------–-----------ს, რ---------–----------ის და ე------–---------ს ჩვენებები ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 2------------–ს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–---------------------------ში რ------–---------მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს მ----------–----------ს, არასრულწლოვანი შვილის გ-----------------ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მარჯვენა ხელის მუშტი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის არეში და ერთხელ დაარტყა ბეჭის არეში, რა დროსაც მ----------–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ამდენად საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - რ------–---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ------–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ------–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ რ------–---------ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნაწილი სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და არ არის ნასამართლევი.

 

მოცემულ შემთხვევაში რ------–---------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ------–---------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება რ------–---------ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ რ------–---------ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ რ------–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 27 თებერვლიდან - 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით.

 

რ------–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ რ------–---------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

კომპიუტერული დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი