განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003256406
№1/206-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ბ------- ბ-----–---–ის
ადვოკატ - ი----- ი-------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ბ------- ბ-----–---–ი
მამის სახელი: ა------
დაბადებული: 1-----–-–-----------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ-----------------------–------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
კვალიფიკაცია: ბ------- ბ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლიდან, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ბ------- ბ-----–---–ი, ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩა N49-ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების - ს-------- ბ-----–---–ის და ნ-----–- ბ-----–---–ის თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ--–- გ--–--–---–ს, რომელსაც 2019 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში სხეულზე ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა, ბ------- ბ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- გ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ბ------- ბ-----–---–ი 2019 წლის 25 სექტემბერს 00:40 საათზე დააკავეს და 2019 წლის 26 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ბ------- ბ-----–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.
2. ბ------- ბ-----–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 6 ივლისს და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა 2018 წლის 6 ივლისიდან 2019 წლის 5 ივლისამდე.
3. ბ------- ბ-----–---–ი, ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩა N49-ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების - ს-------- ბ-----–---–ის და ნ-----–- ბ-----–---–ის თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ--–- გ--–--–---–ს, რომელსაც 2019 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში სხეულზე ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა. ბ------- ბ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- გ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა
მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ლ--–- გ--–--–---–ის, მოწმე - მარიამ ბ-----–---–ის, ა------ ბ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ბ------- ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბ------- ბ-----–---–ი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ--–- გ--–--–---–ს, რომელსაც 2019 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში სხეულზე ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა. ბ------- ბ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- გ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ფიზიკურ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, სასამართლო განმარტავს, რომ მასში მოიაზრება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი დამამცირებელი მიმართვა, ლანძღვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას გამოიწვევს.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-------ი ბ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ლ--–- გ--–--–---–ის, მოწმე - მარიამ ბ-----–---–ის, თავად ბრალდებულ ბ------- ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ-----–- ბ-----–---–ის და ს-------- ბ-----–---–ის დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, ბ-------ი ბ-----–---–ი არასრულწლოვანი შვილების - ს-------- ბ-----–---–ის და ნ-----–- ბ-----–---–ის თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ--–- გ--–--–---–ს, რომელსაც 2019 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში სხეულზე ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა. ბ------- ბ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ლ--–- გ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ჩადენილი არაერთგზის
მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, თავად ბრალდებულ ბ------- ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით ბ------- ბ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ ოჯახური ძალადაბის ორი ეპიზოდისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი. ბ------- ბ-----–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 6 ივლისს და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა 2018 წლის 6 ივლისიდან 2019 წლის 5 ივლისამდე.
არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის შესაბამის მუხლში. ამასთან, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------- ბ-----–---–ი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------- ბ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ------- ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ბ------- ბ-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ბ------- ბ-----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბ-------ი ბ-----–---–ი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის - ოჯახში ძალადობისათვის. გარდა ამისა, მის მიმართ გამოცემულია არაერთი შემაკავებელი ორდერი.
ბ-------ი ბ-----–---–ი მეუღლის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. რაც არის წინაპირობა იმის, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ------- ბ-----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ბ------- ბ-----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------- ბ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, ბ------- ბ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ბ------- ბ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 სექტემბრის 00:40 საათიდან.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი