გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
100210019003074785
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003074785

№2/264-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22.11.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: უ–-----------–-------------–---–ი კ-–------------ი

წარმომადგენელი: ზ----- გ----------–---–ი, დ----- ხ------ი

მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი (მერია)

წარმომადგენელი: ნ---- ჩ----–--ე.

დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უ–-----------–------------–---–ი კ-–------------ის წარმომადგენლების დ----- ხ------ის (პ.N 0---------- მის: თ---–---, ს. ჩ--------ს ქ N2) და ზ----- გ----------–---–ის ( პ.N5---------- მის: თ---–---, ბ-------–---- მე-2 შ--------, კორპუსი 7, ბინა 13) მიერ, საჩხერის რაიონულ სასამართლოში შემოტანილ იქნა 2019 წლის 29 აგვისტოს სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/კ215609544) მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 56 426 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში 2018 წლის 04 დეკემბერს, გაიმარჯვა რა ელექტრონულ ტენდერში, გააფორმა N140 ხელშეკრულება მოპასუხესთან, სოფელ ბიღაში საგზაო სამუშაოების შესრულების მიზნით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 890 003.5 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა გეგმა - გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 0.02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელეებმა დაიწყეს სამუშაოს შესრულება, თუმცა უამინდობის გამო შეფერხდნენ ჯამურად 59 დღით და მზად იყვნენ გადაეხადათ პირგასამტეხლო 59 * 178 = 10 502 ლარი, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული, თუმცა მოპასუხემ წარმოუდგენელი არითმეტიკული მეთოდის გამოყენებით, უკანონოდ, ხელშეკრულებასთან შეუსაბამოდ და არაგონივრულად 59 დღე გადააქცია 529 დღედ (თითოეული სამუშაო პოზიცია იანგარიშა ცალ-ცალკე), აღნიშნულზე შეტანილი აქვს სარჩელი. შემდგომ იგივე 59 დღეს დაამატა 317 დღე (თითოეული სამუშაოს პოზიცია გაიანგარიშა ცალ-ცალკე) და 2019 წლის 13 აგვისტოს N51/5561 წერილით აცნობა მხარეს, რომ დაეკისრათ პირგასამტეხლო 56426,22 ლარის ოდენობით. აღნიშნული პერიოდი ეხებოდა 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებს. შესაბამისად, აღნიშნული სოლიდური თანხის ნაკლებობით ჩაერიცხათ მომდევნო ტრანში, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის პროექტს და არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

1.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 1693 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 16 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მოპასუხემ არ სცნო უ.ს.ფ. „კ-–------------ი“-ს სარჩელი. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდეტი ხელმოწერით ადასტურებს შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას და გამარჯვებული სუბიექტი შესაბამის გვერდზე ტვირთავს კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკს, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხდება კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შემოწმება, როგორც თანხობრივ, ისე კალენდარულ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ატვირთული კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკთან. მხარე უთითებს ასევე, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს. „კ-–------------ი“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N140, რაც ადასტურებს, რომ მხარეები გაცნობილი არიან და შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე. მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულების ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ, ჩადებულ პირობებთან დაკავშირებით შეეძლო ნებისმიერ დროს მიემართა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ნებისმიერი საკითხის განმარტებისათვის, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ხელშეკრულების პირობები და მათში გაწერილი პრინციპები გასაგები და მისაღები იყო.

სახელმწიფო შესყიდევების შესახებ N140 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი გულისხმობს - „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით“. მხარე აბათილებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული „წარმოუდგენელი არითმეტიკული მეთოდის გამოყენებით“ დაჯარიმებაზე პრეტენზიას და უთითებს, რომ მომწოდებელის სამუშაოს ჩატარების პროცესები დასტურდება და ასახულია კონკრეტული ფარული სამუშაოს ასახვის დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული საექსპერტო კომპანიის „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“-ს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში. აღნიშნული დოკუმენტში, სამუშაოებზე დანიშნული ზედამხედველის/მონიტორინგის ჯგუფის მიერ დასტურდება კონკრეტული სამუშაოების დაწყების და დასრულების/ჩატარების თარიღები, კონკრეტული დღის განმავლობაში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩაშლილ რამდენიმე პოზიციაზე. წარმოდგენილ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში კალენდარულ და თანხობრივი გეგმა - გრაფიკში მეწარმეს თავადვე გაწერილი ჰქონდა ერთი და იგივე პერიოდში რამდენიმე განსახორციელებელი სამუშაო პროცესი და შესაბამისად ამისა ყოველი ვადა გადაცილება აისახა თითოეულ პოზიციაზე ცალ-ცალკე, ვინაიდან მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკი შედგება კონკრეტული სამუშაოებისაგან, რომლებზეც გაწერილია შესრულების ვადები და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა მომწოდებლის დაჯარიმება გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე გადაცილებული დღეების მიხედვით და შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგინა 56426,22 ლარი. ასევე მხარე განმარტავს, რომ ფარული სამუშაოების დამოწმების დოკუმენტის წარმოდგენაც ხდება მომწოდებლის მიერ შუალედური ან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის. სარჩელში მითითებულია, რომ მეწარმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას ხელი შეეშალა უამინდობის გამო და შეფერხება მოხდა ჯამურად 59 დღეზე, როცა კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად სრულად 60 დღე იყო გათვალისწინებული. ხელშეკრულების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს მხარეებს შორის შეთანხმებას ცვლილებებზე და დამატებებთან დაკავშირებით. კერძოდ, პრაქტიკიდან გამომდინარე უამინდობის შესახებ შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე მეწარმეს შეეძლო შემსყიდველი მხარისათვის მიემართა სამუშაოს მოწოდების ვადის გადაწევით, რაც ზოგადად მიღებული პრაქტიკაა და თანხმობის შემთხვევაში არ მოხდებოდა მეწარმის დაჯარიმება შეცვლილი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის საფუძველზე. თუმცა არაერთხელ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე კომისიის მიერ შეთანხმების (N1, 01.02.2019 წ. N2, 04.03.2019 წ. N3, 03.05.2019 წ.) აქტების საფუძველზე მოსარჩელეს ვადები გადაეწია გარკვეული დროით, რაც მეწარმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად ნათელია რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, კერძოდ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ დარღვეულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხსენებული 59 დღის დაგვიანების გამო დარღვეულია თითოეული სამუშაოსათვის ვადები შემდეგი გაანგარიშებით:

1.საფარის ქვედა ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა 0,35 კგ- დარღვეულია 37დღე.

2. საფარის ზედა ფენის მოწყობა-დარღვეულია 38 დღე

3.საფუძვლის ფენის მოწყობა 45 დღე

4.საფუძვლის ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა-44 დღე

5. საფარის ქვედა ფენის მოწყობა -46 დღე

6. საფარის ქვედა ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა -46 დღე

7. მილის ქვეშ ქვიშის საგების მოწყობა-39 დღე

8.ლითონის 1000 მლ. მილის მოწყობა -12 დღე

9.ლითონის მილის 400მლ. მილის მოწყობა-9დღე

10. ლითონის მილზე ჰიდროიზოლაციის მოწყობა -1 დღე

აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ დარღვეულია 317 დღე და მოსარჩელის მოთხოვნა 56426,22 ლარის მოპასუხის მიმართ დაკისრების თაობაზე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2.2 მოპასუხე მხარე არ სცნობს სარჩელს არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ უ–-----------–------------–---–ი ,,კ-–------------ი“ (ს.ნ.4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია საქართველო ქ.თ---–--- ვაკის რაიონი ვ-–----–----–-- მე-6 კ--------–- კორ.5ა, ბინა 45) რეგისტრაციის თარიღი 22.10.2015 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის კ------- მ----–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.42)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და უ.ს.ფ. ,,კ-–------------ი“-ს შორის 2018 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №140 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT180016852) საშუალებით სოფელ ბიღის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233110. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 890003, 5 ლარს.

მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებია 2019 წლის 30 ივლისამდე. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.13-19)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.3. ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, თვეში ერთხელ, შუალედურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02 პროცენტის ოდენობით. სწორედ აღნიშნული პუნქტის შინაარსია სადაო მხარეთა შორის, რის გამოც მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშება ხდება მთლიანად შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სულ 59დღე) 0,02 პროცენტის დარიცხვით , ხოლო მოპასუხის მიერ გაანგარიშება მოხდა მთლიანად შესასრულებელი სამუშაოს (სოფელ ბიღის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია) გეგმა-გრაფიკში არსებული თითოეულ სამუშაოს დაგვიანებისათვის. სწორედ ასეთი გაანგარიშებით იქნა დადგენილი პირგასამტეხლოს თანხა, რომელიც საბოლო ჯამში გაიქვითა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში და არ გადაუხადა მოპასუხემ მოსარჩელეს 56426,22 ლარი (317 დღე). მოსარჩელე ადასტურებს და აღიარებს , რომ მან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება დააგვიანა 59 დღით და მან აღიარა პირგასამტეხლოს სახით 10 502 ლარის გადახდის ვალდებულება, რაზედაც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

დადგენილია, რომ მოპასუხე არ ედავება მხარეს სამუშაოს შესრულებას და ხარისხს. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოცემული თანხა დაკავებულია პირგასამტეხლოს სახით და თითოეული სამუშაო დაგვიანებულია მთლიანად 317 დღე. მათი განმარტებით(იხ. სარჩელი) დაგვიანებული სამუშაოების სახეობებია 1.საფარის ქვედა ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა 0,35 კგ- დარღვეულია 37დღე.2. საფარის ზედა ფენის მოწყობა-დარღვეულია 38 დღე 3.საფუძვლის ფენის მოწყობა 45 დღე4.საფუძვლის ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა-44 დღე 5. საფარის ქვედა ფენის მოწყობა -46 დღე 6. საფარის ქვედა ფენაზე თხევადი ბიტუმის მოსხმა -46 დღე 7. მილის ქვეშ ქვიშის საგების მოწყობა-39 დღე. 8.ლითონის 1000 მლ. მილის მოწყობა -12 დღე9.ლითონის მილის 400მლ. მილის მოწყობა-9დღე10. ლითონის მილზე ჰიდროიზოლაციის მოწყობა -1 დღე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.13-19)

-სასამართლოს გადაწყვეტილება N2/211 საქმეზე.

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2019 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა მოსარჩელეს იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 04 დეკემბრის N140 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოებზე შემსრულებელს დაეკისრა ხელშეკრულების დანართით განსაზღვ4რული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო 317 დღეზე თანხით 56426,22 ლარი. სწორედ აღნიშნული თანხა იქნა დაკავებული სამუშაოს შესრულების ღირებულებიდან.

მიღება -ჩაბარების აქტით მიღებული იქნა 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოები, რომლის ღირებულება წარმოდგენილი ფორმა N2 მიხედვით 225 859,01 ლარს.

2019 წლის 26 ივლისის შ.პ.ს. ,, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფ“-ის ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად ელექტრონული ტენდერის(№NAT180016852) ფარგლებში სოფელ ბიღის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების უ.ს.ფ. ,,კ-–------------ი“-ს მიერ შესრულდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად. ამრიგად ობიექტზე წარმოებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხს ეძლევა დადებითი შეფასება. მხარეები არ დაობენ , რომ მთლიანად ხელშეკრულება შესრულებულია დათქმულ ვადაში, ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ.29 )

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 30)

- ინსპექტირების ანგარიში 2019 წლის 28 მაისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე(ტ.2)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ უ–-----------–------------–---–ი ,,კ-–------------ი“-ს (ს.ნ.4--------) სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს უ–-----------–------------–---–ი ,,კ-–------------ი“-ს (ს.ნ.4--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 56426 ლარი და 22 თეთრი გადახდა (შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურება). სასამართლო თვლის, რომ გრაფიკის დარღვევისათვის საწარმოს უკვე დაეკისრა და ცნობს პირგასამტეხლოს 10 502 ლარის პირგასამტეხლოს. აღნიშნული დაფიქსირებულია კიდეც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საჩივრით .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,629-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და უ.ს.ფ. ,,კ-–------------ი“-ს შორის 2018 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №140 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT180016852) საშუალებით სოფელ ბიღის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45233110. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 890003, 5 ლარს.მითითებული ნორმებიდან სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი)

 

6.5.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.6.დადგენილია, რომ უ–-----------–------------–---–ი ,,კ-–------------ი“ (ს.ნ.4--------)-ს მიერ შესრულებულია, სამუშაო , რომლის შესრულებას და ღირებულებას სადაოდ არ ხდის მოპასუხე -დამკვეთი, თუმცა მოპასუხემ არ აანაზღაურა სრულად სამუშაოს ღირებულება, რადგან პირგასამტეხლოს სახით დაიტოვა მთლიანი თანხა მოცემული საანგარიშო პერიოდისათვის, თუმცა სასამართლო თვლის, რომ წინა საანგარიშო პერიოდში გადახდილი პირგასამტეხლო ეხება მთლიანად შესრულებულ სამუშაოს.

 

6.7.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.10.ხელშეკრულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02 პროცენტის ოდენობით.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

6.12.სასამართლო თვლის, რომ ერთმნიშვნელოვანია ხელშეკრულების მე-13 მუხლში ნების გამოვლენა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესს, რადგან გარიგების შინაარსი სრულიად ნათლად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ პირგასამტეხლო გამოიანგარიშება მთლიანი შესასრულებელი სამუშაოს ვადა გადაცილებიდან და არა ინდივიდუალური სამუშაოების მიხედვით. დავა არ არის იმ გარემოებაზე რომ მთლიანად დაგვიანებულია სამუშაო 59 დღით , და 890003,5X2,02:100=178X59=10502 ე.ი. 10502 ლარია პირგასამტეხლო. სასამართლო თვლის , რომ აღნიშნული პირგასამტეხლო უკვე გაქვითულია და დატოვებულია დამკვეთის მიერ, რასაც მოპასუხე არ დაობს .

 

6.13.სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივი მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით, უტყუარად დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოს შესრულებაზე სახეზეა აღნიშნულზე მხარეებს ვადა არ გააჩნია.

 

6.14.სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლების თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულებულია სამუშაოები , ხოლო მოსარჩელეს ანაზღაურება არ მიუღია მთლიანად. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის , რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს მთლიანად სადაო საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს თანხა, რადგან პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ უკვე ანაზღაურებულია წინა საანგარიშო პერიოდში, რაც ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული.. ე.ი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 56426 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასოცდაექვსი) ლარის და 22 (ოცდაორი)თეთრის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

7.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია , ხოლო ბაჟის სახით გადახდილია 1692 ლარი და 79 თეთრი. ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.უ.ს.ფ.,,კ-–------------ი“-ს (ს/ნ 4--------) სარჩელი და ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ. 215609544) მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) უ–-----------–------------–---–ი ,,კ-–------------ი“ (ს.ნ.4--------)-ს სასარგებლოდ დაეკისროს 56426 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასოცდაექვსი) ლარის და 22 (ოცდაორი)თეთრის გადახდა.

 

2.ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს” უ–-----------–------------–---–ი ,,კ-–------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1692 (ათასექვსასოთხმოცდათორმეტი) ლარის და 79 (სამოცდაცხრამეტი) თეთრის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი