განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3218-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - მ-------–------,ადვოკატების - ა------------–---–--, ნ------–--–--–---–--, ლ----------------, მ-----–------–---–--, ზ-------------–---–--, ა---------–-------------, კ---------------, ნ-----–----------- და ნ-----–-----–---–---------,ბრალდებულების - მ-----------------, მ---------------, ლ-–--------–----, დ------------–----, ს-----------------–----, მ-------------, ნ--------–-----–--, ქ--------------–----, ნ-----–--------–-–---–--, ნ---------------, ხ-----------–---–--, ნ----------------, ნ-----–-------–---–--, ი-----------------, ი------–--–---–---–--, კ--------------------–----- და პ------------------ მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 5----–--ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, ნ--–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ი-----–---–---------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
მ--------------- (პირადი #6----------) - დაბადებულის 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, ბ---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, გ-–------------------ნი, კორპუსი #--- ბინა #--–ი - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
ლ-–--------–---- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2---------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ს----------- რაიონის სოფელ ხ-–-–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
დ-----------–---- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი, მ-------------–-, კორპუსი #--- ბინა #---–ი - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
ს-----------------–---- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი #-- ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
მ------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, მცხოვრების თბილისში, ა----------- ქ.#---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით;
ნ--------–-----–-- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ც----------------- ქ.#--- ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
ქ--------------–---- (პირადი #4----------) - დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის დაბა ჩ-----------–-, გ------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ბ--------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
ნ-----–--------–-–---–-- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1-------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ბ-------------–----–----- გამზირი #-- ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
ნ--------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ნ--–-------------------, მ---------ნი, კორპუსი #--- ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით;
ხ-----------–---–-- (პირადი #2----------) - დაბადებულის 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, წ---–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ბ------------–- შესახვევი #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ნ---------------- (პირადი #5----------) - დაბადებულის 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების გ----–-, ც------–-- გზატკეცილი #----ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ნ-----–-------–---–-- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, ვ---------–---, 1--–-------ნი, კორპუსი #--- ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ვ---------–-- ა--–---–-- ქ.#-- ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ი----------------- (პირადი #4----------) - დაბადებულის 1--- წლის 8-------ს, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ-------–-, უ–------------ ქუჩა, კორპუსი #-- ბინა #--ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ს-----------------–---, კორპუსი #--, ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ი------–--–---–---–-- (პირადი #5----------) - დაბადებულის 1--- წლის 9-------–-, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---–----–-, ი----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---–----–-, ბ--------- ქ.#--ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
კ--------------------–---- (პირადი #5----------) - დაბადებულის 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, გ-------–---–----------------, ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
პ------------------ (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისში, მ--------–---–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ყ---------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ--------------–----, ლ-–--------–----, მ-----------------, დ-----------–----, ნ-----–--------–-–---–--, ნ--------–-----–--, ნ---------------, მ--------------- და ს-----------------–---- ჩაიდინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,მ---–-------–--‘‘ მესაკუთრემ - ქ--------------–---- და დირექტორმა ლ-–--------–----, რომელებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, ნებართვის გარეშე, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში ი----------------ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც მინიჭებული არ ჰქონია ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ-–--------–----ა და ქ--------------–---- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ნებართვის გარეშე სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,მ---–-------–---‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 97 0-- ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ლ-–--------–---- და ქ--------------–---- მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,მ------------‘‘ მფლობელებმა - ლ-–--------–----, ქ--------------–---- და ამავე საზოგადოების დირექტორმა მ-----------------, რომელებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, ნებართვის გარეშე, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში ვ-–----–----–-- გამზირი, მ-------------–-, #- კორპუსში მდებარე აფთიაქში, რომელსაც მინიჭებული არ ჰქონია ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ-–--------–----, ქ--------------–----ა და მ----------------- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ნებართვის გარეშე სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,მ------------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 112 200 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ლ-–--------–----, ქ--------------–---- და მ----------------- მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ფ------------‘-ის მფლობელებმა - ლ-–--------–----, ქ--------------–---- და ამავე საზოგადოების დირექტორმა დ-----------–----, რომელებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, ნებართვის გარეშე, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, კ----------------ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც მინიჭებული არ ჰქონია ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ-–--------–----, ქ--------------–----ა და დ-----------–---- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ნებართვის გარეშე სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ფ------------‘-ის მიერ რეალიზებულ იქნა 47 750 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ლ-–--------–----, ქ--------------–---- და დ-----------–---- მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ი----------ს მფლობელმა ნ-----–--------–-–---–-- და ამავე საზოგადოების დირექტორმა ნ--------–-----–--, რომელებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ქ-–-------–-- გამზირ #------ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის #02-2225/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ-----–--------–-–---–-- და ნ--------–-----–-- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ი----------ს მიერ რეალიზებულ იქნა 69 000 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ნ-----–--------–-–---–-- და ნ--------–-----–-- მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ნ---------ს მფლობელმა ნ-----–--------–-–---–--, ამავე საზოგადოების დირექტორთან ერთად, რომლებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით და გარკვეული პედიოდი ნებართვის გარეშე, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ნ--–--------------ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 30 დეკემბრის #02-2222/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ-----–--------–-–---–-- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ნებართვის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ნ---------ს მიერ რეალიზებულ იქნა 276 500 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ნ-----–--------–-–---–--, სხვა პირთან ერთდ, მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ფ---------ის‘‘ მფლობელმა ნ--------------- და ამავე საზოგადოების დირექტორმა მ---------------, რომელებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, თ------------ გამზირ #---ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის #02-1248/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---------------ა და მ--------------- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ფ---------ის‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 52 284 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ნ--------------- და მ--------------- მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,დ--------‘‘ მფლობელმა ნ-----------–-–---–-- და ამავე საზოგადოების დირექტორმა ს-----------------–----, რომელებიც სრულად წარმართავდნენ საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ანაპის 414-ე დივიზიის ქ.#-9-ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის #02-1363/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინათ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ს-----------------–---- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,დ--------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 1 508 003 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ს-----------------–----, სხვა პირთან ერთად, მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
სასამართლომ დადგენილად ცნო, აგრეთვე, რომ მ------------- ჩაიდინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით ნასამართლევმა, შპს ,,ი------‘‘ დირექტორმა მ-------------, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა არაერთგზის განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, მ--------–---–-- ქ.#---ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 11 ივლისის #02-1176/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ------------- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ი------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 399 750 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც მ------------- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად ცნო, რომ ხ-----------–---–--, ნ----------------, ნ-----–-------–---–--, ი-----------------, ი------–--–---–---–--, კ--------------------–---- და პ------------------ ჩაიდინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,-----–--‘‘ დირექტორმა ხ-----------–---–--, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, კ-----–-----------ის მიმდებარედ მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის N02-366/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ხ-----------–---–-- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,-----–--‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 199 073 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ხ-----------–---–-- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ნ-----------‘‘ დირექტორმა ნ----------------, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, ქ.გ----–-, ც------–-- გზატკეცილი #-- ბინა #---ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის #02-865/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---------------- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ნ----------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 263 637 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ნ---------------- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ნ----------‘‘ დირექტორმა ნ-----–-------–---–--, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ხომლელის ქ.#-1-ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის #02-628/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ-----–-------–---–-- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ნ----------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 51 700 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ნ-----–-------–---–-- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,----–----------‘‘ დირექტორმა ი-----------------, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, ნებართვის გარეშე, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში ვ-–----–----–-- მ-------------–----- კორპუსში მდებარე აფთიაქში, რომელსაც მინიჭებული არ ჰქონია ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი----------------- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, 2017 წლის 21 ნოემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ნებართვის გარეშე სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,----–----------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 30 790 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ი----------------- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ნ--–--‘‘ დირექტორმა ი------–--–---–---–--, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ი---------–---–-- ქ.#--–ი მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის #02-2173/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი------–--–---–---–-- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ნ--–--‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 202 885 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც ი------–--–---–---–-- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ს----------‘‘ დირექტორმა კ--------------------–----, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ვ---------–-------------ნი, კორპუსი #----------ის მიმდებარედ მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის #02-628/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ--------------------–---- მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ს----------‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 29 962 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც კ--------------------–---- მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
შპს ,,ფ-----------ის‘‘ დირექტორმა პ------------------, რომელიც სრულად წარმართავდა საზოგადოების საქმიანობას, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით და გარკვეული პედიოდი ნებართვის გარეშე, ამავე საზოგადოების კუთვნილ, თბილისში, ი--------–-- ქ.#-- ბინა #----ში მდებარე აფთიაქში, რომელსაც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 21 ოქტომბრის #02-1779/ო ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა ავტორიზებული აფთიაქის სტატუსი, შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოეხდინა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, პ------------------ მითითებით, აფთიაქის თანამშრომლები, ფუნქციონირების დაწყებიდან 2018 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, ხოლო 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ნებართვის გარეშე, სხვადასხვა მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. აღნიშნული გზით, მითითებულ პერიოდში, შპს ,,ფ-----------ის‘‘ მიერ რეალიზებულ იქნა 754 151 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რითაც პ------------------ მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო, სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შევიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ხ-----------–---–--, ნ----------------, ნ-----–-------–---–--, ი-----------------, ი------–--–---–---–--, კ--------------------–---- და პ------------------ ჩაიდინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მ-----------------, მ---------------, ლ-–--------–----, დ-----------–----, ს-----------------–----, ნ--------–-----–--, ქ--------------–----, ნ-----–--------–-–---–-- და ნ--------------- ჩაიდინეს იგივე ქმედება ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, ხოლო მ------------- ჩაიდინა იგივე ქმედება არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულების - მ-----------------, მ---------------, ლ-–--------–----, დ-----------–----, მ-------------, ს-----------------–----, ნ--------–-----–--, ქ--------------–----, ნ-----–--------–-–---–--, ნ---------------, ხ-----------–---–--, ნ----------------, ნ-----–-------–---–--, ი-----------------, ი------–--–---–---–--, კ--------------------–----- და პ------------------ დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეთა ჩვენებებით; ჩხრეკისა და დათვალიერების ოქმებით; საკონტროლო შესყიდვების ოქმებით; თემატური რევიზიის დასკვნით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით; ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, ბრალდებულების მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელები განესაზღვროთ მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ქ--------------–----, ნ-----–--------–-–---–--, ნ---------------, მ-----------------, მ---------------, ხ-----------–---–--, პ------------------, ს-----------------–----, ნ----------------, ნ-----–-------–---–--, ი-----------------, ლ-–--------–----, ი------–--–---–---–--, დ-----------–----ა და ნ--------–-----–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ არცერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი არ არის, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას, რომლის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულთა ქონებრივ შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ქ--------------–--- და ლ-–--------–--- - 2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით, ნ-----–--------–-–---–- - 2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ნ-------------- - 2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ პატიმრობაში და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის საფუძველზე, შეუმსუბუქებს მათ დანიშნულ სასჯელს.
კ--------------------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას, რომ, მას არ შეუძლია ჯარიმის გადახდა, აღნიშნული გარემოების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს კ--------------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ იგი ნასამართლობის არმქონეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (რომლის თანახმადაც, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის), მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
რაც შეეხება მ-------------, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასჯელი დაინიშნება ამ კოდექსის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამდენად, მ------------- სასჯელი უნდა განესაზღვროს ზემოთ მითითებული მუხლის საფუძველზე.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ------------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული მუხლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- #1------- განჩინებით, მ----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ბ--–---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ---–-----, დ------------, სოფელი ზ-------- საკადასტრო კოდით 6--0--5--0--, დადებული ყადაღა, 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
მ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- #1--------18 განჩინებით, მ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისში, ს------–----–-----, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი 1------ კვ.მ., საკადასტრო კოდით 7--1--1--5--, დადებული ყადაღა.
ლ-–--------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ლ-–--------–---ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 450 (სამი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ლ-–--------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნ--------–-----–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- #1------- განჩინებით, ნ--------–-----–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისში, ფ-------------–------, მ---------ნი, მ-------------–-, კორპუსი #-- მ--- სართული, ბინა #--- ფართი 73,21 კვ.მ., საკადასტრო კოდით 0--1--0--0---0---0--019, დადებული ყადაღა, 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
ქ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ქ--------------–---ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 450 (სამი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ქ--------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნ-----–--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ნ-----–--------–-–---–-, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 100 (სამი ათას ასი) ლარის ოდენობით.
ნ-----–--------–-–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ნ---------------, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 200 (სამი ათას ორასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- #1------- განჩინებით, ნ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისში, ს------–----–----- (ფართი 1------- კვ.მ.), საკადასტრო კოდით 7--1--1--5--, დადებული ყადაღა.
დ-----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- #1------- განჩინებით, დ-----------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ბ--–---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ---–-----, დ------------, სოფელი ზ-------- საკადასტრო კოდით 6--0--5--0--, დადებული ყადაღა, 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
ს-----------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ს-----------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
მ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მ------------- მიმართ დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი და მ------------- საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მ------------- დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ხ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ-----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნ------–-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ-----–-------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ი---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ი----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ი------–--–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ი------–--–---–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
კ--------------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, კ--------------------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, კონსტანტინე სანებლიძეს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- #1--------18 განჩინებით, კ--------------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისში, გ-------–---–------------, კორპუსი #5ბ, საკადასტრო კოდით 0--1--0--0---0---0--0--, დადებული ყადაღა.
პ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
პ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულებები - მსჯავრდებულთა მობილური ტელეფონები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე