განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
140100119003171503
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003171503

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/428-19 08 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - გივი ტ-----–---–ის,ბრალდებულ - დ----- ი-----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №1/428-19 (გამოძიების №011180719005) საქმე დ----- ა-----–----- ი-----ის (დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ კ--------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ დ----- ი-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 18 ივლისს, საღამოს, გორის რაიონის სოფელ კ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ორსულობასთან დაკავშირეული შელაპარაკებისას, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა დ----- ი-----მა, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - თ----–- ნ--------ეს მუცელში დაარტყა ფეხი, ყელში მოუჭირა ხელი და სახეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც თ----–- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, დ----- ი-----ი თ----–- ნ--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- ი-----მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზარალებული მისი მეუღლეა. 2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 4 საათზე, ნასვამი დაბრუნდა სახლში. მისმა მეუღლემ ბავშვი დააძინა და საუბრობდნენ, რადგან მეუღლეს ნერვული აშლილობა აქვს, ჰალუცინაცია და ექიმთან იყო მისაყვანი. აღნიშნულ ფაქტამდე თ.ნ--------ე სახლიდან გაიპარა, შემდეგ ისევ ჩამოვიდა სახლში შვილთან ერთად. ჩამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ მან გაიგო, რომ მეუღლე ორსულად იყო. თ.ნ--------ემ უსაყვედურა მას, რომ ბავშვი არ უყვარდა, ის მისი შვილი იყო და არა ბრალდებულის, რის გამოც დ----- ი-----მა უნებურად ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რაც იმ წუთასვე ინანა. მან დააწყნარა მეუღლე და საღამოსვე შერიგდნენ. მუქარას დაზარალებულის მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. არც მუცელში არ ჩაურტყამს ფეხი და ყელშიც არ მოუჭერია ხელი. გაღვიძებისას დაზარალებული სახლში აღარ იყო. უთხრეს რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა წაიყვანა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ი-----ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----–- ნ--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დ----- ი-----ი მისი მეუღლეა. მათ სამი წელი იცხოვრეს ერთად. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ ურთიერთობა დაეძაბათ, როდესაც მეორედ დაორსულდა. ბრალდებულს ბავშვი არ უნდოდა, თუმცა მისთვის მიზეზი უცნობია. 2019 წლის 18 ივლისს, საღამოს დ----- ი-----ი სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. მისი დედამთლი - ჟ--–---- ი-----იც სახლში იყო. მათ იკამათეს ორსულობასთან დაკავშირებით, რა დროსაც დ----- ი-----მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მუცელში და უთხრა, რომ ბავშვს მოაშორებდა. ასევე, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში. ორივე შემთხვევაში თ.ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბრალდებული დაემუქრა მას და უთხრა, რომ მოკლავდა, რის გამოც ძალიან შეეშინდა. მას შეეშინდა, რომ ბავშვს არაფერი მოსვლოდა, დაურეკა დედას და უამბო მომხდარის თაობაზე. დედამ კი 112-ში დარეკა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–----- ნ--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მისი მეუღლე - დ----- ი-----ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა მოკვლით. სამტრედიიდან იგი ვერ შეძლებდა დახმარებას და 112-ში დარეკა. ტელეფონზე მისი შვილი ძალიან აღელვებული იყო და ეტყობოდა, რომ ეშინოდა. მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ერთი შვილი ხომ ყავდათ, მეორე არ უნდოდა და ამიტომ მოკლავდა. უთხრა, რომ დ----- ი-----მა დაიძინა, რომ მუცელში ფეხი ჩაარტყა. დილით კი ჩავიდა შვილთან, რომელსაც ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო.

2019 წლის 19 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალირებული იქნა თ----–- ნ--------ის ტანსაცმელი.

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ დ----- ი-----ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 19 ივლისს 02:20 საათზე.

2019 წლის 19 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ კ--------ში.

2019 წლის 19 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას თ----–- ნ--------ემ დაადასტურა, რომ მას 2019 წლის 18 ივლისს მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ თ----–- ნ--------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები საფეთქლისა და ყვრიმალის არეში მარცხნივ, დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: პ----- ჯ---–--ემ, ნ-----–---- ზერეკიძემ, გამომძიებლებმა: შ--–---------–-–---–--- ს------- თ------–---–მა, თ---------------–---–--, ლ---- მ---------ემ, მ-----– მ-–---–---–---–მა, გ------- ქ---------–---–მა, გ------- მ-------–---–მა, გ------- გ------–-–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დ----- ი-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებებით და საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. დ----- ი-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეების: თ----–- ნ--------ის და მ--–----- ნ--------ის ჩვენებებით, რომელთაც დაადასტურეს დ----- ი-----ის მიერ დაზარალებულ თ----–- ნ--------ის მიმართ ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტი. ორსული მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დაადასტურა ბრალდებულმა, მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა დადასტურდა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმადაც თ----–- ნ--------ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები საფეთქლისა და ყვრიმალის არეში მარცხნივ, დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, დაზარალებულმა ექსპერტსაც განუმარტა, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები, რაც ექსპერტმა ასახა მის მიერ გაცემულ დასკვნაში.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ი-----ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამდგარ შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ძალადობრივი ქმედება განახორციელა ორსული მეუღლის მიმართ, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ი-----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ი-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და დ----- ი-----ს საბოოლოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

დ----- ი-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 ივლისიდან.

დ----- ი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე