განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
140100119003076756
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003076756

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/288-19 01 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ი----------–---–-ს,ადვოკატ - მ------ ი------–---–ის,ბრალდებულ - ნ---- ქ---–--ას

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011120419004 საქმე ნ---- ს---–----- ასული ქ---–--ას (დაბადებული 1----–-–----------------- პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისში, ბ------------ში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;-

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ნ---- ქ---–--ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 თებერვლისა და 2019 წლის 21 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ნ---- ქ---–--ა 2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, იმყოფებოდა ქ.გორში, ჩ---–--------------ში მდებარე ე-–--- შ---–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, რა დროსაც შენიშნა სავარძელზე დადებული ე-–--- შ---–---–ის კუთვნილი საფულე და განიზრახა მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. მას შემდეგ რაც ე-–--- შ---–---–ი გავიდა მაღაზიის მეორე მხარეს, ნ---- ქ---–--ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზემოაღნიშნულ 20 ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით - 1000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მან დატოვა მაღაზია. ე-–--- შ---–---–მა განიცადა 1020 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ნ---- ქ---–--ამ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ნ---- ქ---–--ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმით, ნივთვთიერი მტიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის და 2019 წლის 21 მარტის განაჩენებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ნ---- ქ---–--ას ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ნ---- ქ---–--ას მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ნ---- ქ---–--ას, სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ფიზიკურ მდგომარეობას (ორსულობა) და მიზანშეწონილად მიაჩნია სსკ-ის 75-ე მუხლის საფუძველზე, ნ---- ქ---–--ას დანიშნული სასჯელი გადაუვადდეს 1 (ერთი) წლის ვადით.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას ნ---- ქ---–--ას სასჯელი დაუნიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი არ აღსულებულა და შესაბამისად არ შესულა კანონიერ ძალაში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ქ---–--ას მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი, ვინაიდან იგი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ორსულადაა. საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, იმავე განაჩენით, თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე. საპროცესო კანონის ეს ნორმა განსხვავებით მატერიალური ნორმისაგან არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას და ბრალდებულის სასიკეთოა. ამასთან, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ხსენებული ნორმა სპეციალურია. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, ამ შემთხვევაში - საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომელიც არ აწესებს რაიმე წინაპირობას ან შეზღუდვას ორსული ქალის მიმართ სასჯელის გადავადებისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ---- ქ---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

2. ნ---- ქ---–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

3. ნ---- ქ---–--ას დანიშნული სასჯელის მოხდა გადაუვადდეს მშობიარობის შემდეგ - 01 (ერთი) წლამდე.

4. ნ---- ქ---–--ასათვის განსაზღვრული სასჯელის გადავადების პერიოდში მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. მსჯავრდებულ ნ---- ქ---–--ას დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: პოლიეთილენის პარკი და მასში მოთავსებული მაისური, საფულე, მინის თასი, თმის სამაგრი, დენის გამანაწილებელი, წამლის ფირფიტები, სუნამოს ყუთი, კბილის პასტის ყუთი, ორი პოლიეთილენის პარკი, საფულე და მასში მოთავსებული ქვითარი, პირადობის მოწმობა, სავიზიტო ბარათი და სხვადასხვა ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, ხოლო ვიდეოჩანაწერი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე