გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.12.2019
საქმის ნომერი
190210019003200196
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-1696-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი

მოსარჩელე - ლ---- ც---–---ე

მოპასუხეები - ჯ----– ც---–---ე, ნ-----–- ზ-------ა, ვ---------------ე, ნ----- ჭ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 1993.8 (ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

მოპასუხეები (რომლებიც არიან მოსარჩელის მეზობლები) სარგებლობდნენ მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ( მდებარე: ქ----------------------------------------) მისი არ ყოფნით, 2015 წლ----ნ 2019 წლის ივნისის ჩათვლით სისტემატიურად შედიოდნენ ბინაში და მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. აღნიშნული ქმედების შედეგად დავალიანება დაგროვდა 1993,8 ლარის ოდენობით. 2019 წლის ივნისში შ.პ.ს „ სოკარ ჯორჯია გაზი“-ის მიერ მოხდა მოსარჩელე ლ---- ც---–---ის მრიცხველის გადაჭრა შედუღებით. მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხეები უარს ამბობენ თანხის გადმოცემაზე, რათა გადაეხადა ბუნებრივი აირის დავალიანება და აღედგინა ბუნებრივი აირის მიწოდება.

მოსარჩელის გადმოცემით ზემოთ მითითებულ ფაქტზე მან არაერთხელ მიმართა მიმართა პოლიციას, პროკურატურას მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები შესაგებელში არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას, ისინი თვლიან რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, სასარჩელო მოთხოვნა არ დასტურდება მტკიცებულებებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოპასუხეები( რომლებიც არიან მოსარჩელის მეზობლები) სარგებლობდნენ მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ( მდებარე: ქ--------------------------------------- მისი არ ყოფნით, 2015 წლ----ნ 2019 წლის ივნისის ჩათვლით სისტემატიურად შედიოდნენ ბინაში და მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. აღნიშნული ქმედების შედეგად დავალიანება დაგროვდა 1993,8 ლარის ოდენობით. 2019 წლის ივნისში შ.პ.ს „ სოკარ ჯორჯია გაზი“-ის მიერ მოხდა მოსარჩელის მრიცხველის გადაჭრა შედუღებით. მიუხედავად მოსარჩელის მიერ არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხეები უარს ამბობენ თანხის გადმოცემაზე, რათა ლ---- ც---–---ემ გადაიხადოს ბუნებრივი აირის დავალიანება და აღიდგინოს ბუნებრივი აირის მიწოდება.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წერილი.

 

3.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე და მოპასუხეები არიან ქ----------------------------------–ი მცხოვრები მეზობლები.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით მოპასუხეების მიერ მისი კუთვნილი ბინიდან ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ც---–---ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ერთი (სახელშეკრულებო), ისე მეორე (დელიქტიდან გამომდინარე) საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.

 

ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს.”

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა დამყარებულია მხოლოდ მის მოსაზრებასა და დაუსაბუთებელ ვარაუდზე, რომ სისტემატურად ადგილი ჰქონდა მის ბინით სარგებლობას და ბუნებრივი აირის მოხმარებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილ შ.პ.ს „ სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ მრიცხველი მოსარჩელის ბინაშია დამონტაჟებული, თვეების განმავლობაში ვერ ხდებოდა კომპანიის წარმომადგენლის მიერ ანათვლის დაფიქსირება, მხოლოდ 2016 წლის აპრილში მოხდა ბუნებრივი აირის დანახარჯის დაფიქსირება და ამის შემდგომი დაფიქსირება კიდევ 2019 წლის ივნისში, რის გამოც სულ დავალიანებამ შეადგინა 1993.80 ლარი. ამავე წერილით ასევე არ დასტურდება მოპასუხეების მხრიდან ლ---- ც---–---ის ბ/აირის მრიცხველ----ნ დატაცების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელემ სასამართლოზე მიცემული ახსნა-განმარტების გარდა, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეების მხრიდან ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი და ამ საფუძვლით მოპასუხეებისათვის: ნ-----–- ზ-------ას, ვ---------------ის, ნ----- ჭ-----ის და ჯ----– ც---–---ეზე 1993.80 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ვინაიდან, მოსარჩელე ლ---- ც---–---ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვითაც ის იღებს საარსებო შემწეობას ის განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულ----ნ გამომდინარე, რადგანაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ლ---- ც---–---ის სარჩელი მოპასუხეების: ნ-----–- ზ-------ას, ვ---------------ის, ნ----- ჭ-----ის და ჯ----– ც---–---ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მამუკა ნოზაძე