განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
330100119003130402
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3628-19

(გამოძიების #0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-,დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ------------------------–---–- (დაბადებული - 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------–-------------------------–---------).

 

ადვოკატი - დ-------------,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი); 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: 1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–------------ს ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–-----------ის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–--------ნისს, დღის საათებში, ქ. თ---–--–---------–-----–------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ------------------------–---–მა ხელი სთხოვა ი-------–-------ს, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. აღნიშნულზე გაბრაზებულმა კ------------------------–---–მა ი-------–-------ს დაუწყო ჯაჯგური, რა დროსაც ეს უკანასკნელი ტკივილს განიცდიდა მარჯვენა ხელის არეში. იგი ი-------–-------ს ასევე კბენდა ცხვირის, ტუჩისა და ორივე ფეხის ბარძაყის არეში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი აიყვანა ხელში, აივნიდან შეიყვანა ოთახში და დააგდო საწოლზე. აღნიშნული ქმედების შედეგად ი-------–-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2----–-–--------ნისს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში, კ------------------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქ. თ---–--–---------–-----–--------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ი-------–-------ს დაუწყო ყვირილი, დააგდო საწოლზე, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რის შემდეგაც გაუშვა ორივე ხელი ყელიდან, სკამიდან აიღო თავისი ქამარი და ყელზე ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც ი-------–------- განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ამავე დროს, კ------------------------–---–- ი-------–-------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ი-------–-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2----–-–-----------ს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------------–---–-------------ში მდებარე ი-------–------ის საცხოვრებელ სახლში, კ------------------------–---–- ი-------–-------ს სთხოვდა შერიგებას, რაზეც ი-------–-------მ განუცხადა უარი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა კ------------------------–---–მა ი-------–-------ს მოქაჩა თმები და დააგდო ძირს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად კ------------------------–---–- ი-------–-------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ი-------–-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. კ------------------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ი-------–------ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - მ---------–---–ის, ნ-------------–---–ისა და ნ-----------ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს, ფოტომასალას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----–---ს ექსპერტის #0-------- დასკვნას.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კ------------------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, რაც შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (მაგ., ხელის გარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგ., თმებით თრევა). განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. სხვაგვარი ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. მორალურ ტრავმას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა სასამართლოს შეუძლია იგი მხედველობაში მიიღოს სასჯელის დანიშვნისას. ამასთან, სხვაგვარი ძალადობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ------------------------–---–მა ი-------–-------ს 2----–-–--------ნისს და 2----–-–-----------ს, სამჯერ (თითოეულ ეპიზოდში იგი მოქმედებდა ახლადაღმოცენებული განზრახვით) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ი-------–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისათვის ყველა სავალდებულო ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–--------ნისს, კ------------------------–---–- ი-------–-------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 2----–-–-----------ს - სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნულ ქმედებათა განხორციელების მომენტში ი-------–-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–------------ს ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–-----------ის ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ------------------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს კ------------------------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო კ------------------------–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, იმსჯელებს და შეაფასებს რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას კ------------------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედებები, ხოლო პასუხისმგებლობის მკვეთრად გამოხატული დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.6. კ------------------------–---–-სთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (მან ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია); ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (კ------------------------–---–მა დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით); კ------------------------–---–-ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი, დაერღვია მისი სიმშვიდე და მყუდროება); მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს შვილი); დაზარალებულის პოზიციას (თანახმაა კ------------------------–---–-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები); დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს; კ------------------------–---–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს.

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. და 4.6. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით კ------------------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და კ------------------------–---–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------------------------–---–ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ს 1-ლი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

4.9. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ კ------------------------–---–-ს მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, მისი წარსული ცხოვრების/პიროვნების მახასიათებელი უარყოფითი გარემოებები სახეზე არ არის, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კ------------------------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.

 

სასამართლოს შეფასებით, პირობითი მსჯავრი კ------------------------–---–-სათვის იქნება შემაკავებელი ხასიათისა და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რომელიც პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------------------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ს პირველი ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ს მეორე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–-----------ის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–-----------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ს პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------------------–---–ს სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

 

2. კ------------------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. კ------------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–--------–-----ან 2----–-–-----------------ის ჩათვლით.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი