განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2206-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---,დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ--------------ი (დაბადებული - 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: თ---–------------–--–-----------------------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------------------------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. 1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 8-------–ს, 0---- საათზე თ---–--–ი, მ----------------------------------------------ში უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ--------------ი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - ე-–-------------ს, რომ გამოსჭრიდა ყელს, მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას, რის შედეგადაც დაზარალებულ ე-–-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2019 წლის 8-------–ს, 0---- საათზე თ---–---, მ----------------------------------------------ში უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ--------------ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დისშვილს - მ-------–-----–-–---–ს, რომ გამოსჭრიდა ყელს, მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. დ--------------ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ე-–-------------ის და მ-------–-----–-–---–ის, მოწმეების - ვ-–----------------ის, გ-----------------ის, შ--–----------ის, ვ----–-------ის, გ-------------–---–ის, ვ-----–--------–იას, რ----------–---ის, მ------------–---–ისა და მ----------------ის ჩვენებები, #0------ შემაკავებელი ორდერი, კერძოდ:
2.5. დაზარალებულმა ე-–-------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ დ--------------ი არის მისი ძმა და ცხოვრობენ ერთ სახლში. დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 8-------–ს, ნასვამი დ--------------ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებული ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის შვილს - მ-------–-----–-–---–ს. მუქარა აღიქვა რეალურად და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გინების ხმაზე გამოეღვიძა ძმას - ვ---------------ს და შვილს -გ-----------------ს, რომლებმაც სცადეს ბრალდებულის დამშვიდება, რაც ვერ მოახერხეს. დ--------------ი აგრძელებდა გინებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გამოირჩევა აგრესიულობით, ჩხუბობს და ოჯახის წევრებს ემუქრება. მთვრალი დ--------------ისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ბრალდებულის მხრიდან მუქარის ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, რის გამოც არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
2.6. დაზარალებულმა მ-------–-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბრალდებულ დ--------------ის (ბიძა) მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 8-------–ს, დაახლოებით ღამის 0---- საათზე, გაიგონა ჩხუბის და გინების ხმა, რომელიც ისმოდა ბიძის - დ--------------ის ოთახიდან. შეშინებული შევიდა ოთახში, სადაც დახვდა მთვრალი ბიძა (დ--------------ი) და დედამისი (ე-–-------------ი). დ--------------ს ხელში დანა ეკავა, მის დემონსტრირებას ახდენდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მათ („ყელს გამოგჭრით“, „გადაგაგდებთ ფანჯრიდან“, „ყველას დაგხოცავთ“), რის გამოც შეეშინდა. ხმაურზე გაეღვიძათ მეორე ბიძას და ძმას, რომლებიც შევიდნენ ბრალდებულის ოთახში და სცადეს დ--------------ის დამშვიდება. დ--------------ი აგრძელებდა მუქარას და უცენზურო სიტყვებით ოჯახის წევრების გინებას. დაზარალებულის განმარტებით, იგი და დ--------------ი ცხოვრობდნენ ერთ სახლში. ბრალდებულის მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს.
2.7. მოწმე გ-----------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 8-------–ს, დაახლოებით ღამის 0---- საათზე ჩხუბის ხმაზე გამოეღვიძა. გაიგონა, რომ ბიძამისი (დ--------------ი) ეჩხუბებოდა დედამისს - ე-–-------------ს, ასევე დას - მ-------–-----–-–---–ს და ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით, მოკვლითა და ფანჯრიდან გადაგდებით. ბიძასთან - ვ---------------თან ერთად სცადა დ--------------ის დამშვიდება, თუმცა მათ დანახვაზე ბრალდებული უფრო გაღიზიანდა. გადაწყვიტა სიტუაციას მორიდებოდა და გარეთ გავიდა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ დ--------------ის ხელში დანა არ უნახავს, თუმცა სიცოცხლის მოსპობისა და ფანჯრიდან გადაგდების მუქარას ადასტურებს.
2.8. სასამართლო აფასებს დაზარალებულების - ე-–-------------ისა და მ-------–-----–-–---–ის, ასევე მოწმე - გ-----------------ის ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულებისა და მოწმის ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. დაზარალებულები თანმიმდევრულად აღწერენ დ--------------ის მიერ დის და დისშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. დაზარალებულებმა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს დანის დემონსტრირებით, დ--------------ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად და შეეშინდათ, ვინაიდან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული არაადეკვატურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. დ--------------ის მხრიდან დაზარალებულების მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე გ-----------------მაც. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-------------ის, მ-------–-----–-–---–ისა და გ-----------------ის ჩვენებები ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულის მხრიდან დის - ე-–-------------ისა და დისშვილის - მ-------–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.9. 2019 წლის 8-------–ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ---–---ს ი-------------ის შს სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ გ-------------–---–ის მიერ, ექსპერტების - მ------------–---–ის, მ----------------ის, დაზარალებულ ე-–-------------ის თანდასწრებითა და თარჯიმნის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე თ---–---, მ----------------------------------ში. დათვალიერების მიმდინარეობისას ე-–-------------მა მიუთითა სამზარეულოს ნიჟარაში მოთავსებულ ორ ცალ სამზარეულოს დანაზე, რომლებითაც დ--------------ი დაემუქრა ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით. დანები ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ და დაილუქა კანონის შესაბამისად.
2.10. გამომძიებელმა გ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე.
2.11. ექსპერტმა მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსრიებული არ ყოფილა.
2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტ მ----------------ისა და გამომძიებელ გ-------------–---–ის ჩვენებებით დგინდება შემთხვევის ადგილის მდებარეობა, ბინის ის ნაწილი, სადაც დაიწყო, განვითარდა და დასრულდა კონფლიქტი. ასევე დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი სამზარეულოს დანა. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2.13. გამომძიებელმა ვ-–----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 8-------–ს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულ დ--------------ის ადგილსამყოფელის შესახებ, რომლის თანახმად, ბრალდებული იმყოფებოდა თ---–--–ი, მ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. სხვა საპროცესო ან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
2.14. გამომძიებლებმა - შ--–----------ემ და ვ----–-------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 8-------–ს, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თ---–--–ი, მ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ბრალდებული დ--------------ი, რომელსაც განუმარტეს უფლებები, შედგა სათანადო ოქმი და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2.15. გამომძიებლებმა - ვ-----–--------–იამ და რ----------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი ყველა საპროცესო დოკუმენტის სისწორე და განმარტეს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას რაიმე შენიშვნა/პრეტენზია არ დაფიქსირებულა.
2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ვ----–-------ე, შ--–----------ე, ვ-–----------------ე, ვ-----–--------–ია, რ----------–---ი და გ-------------–---–ი არიან პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მ----------------ე ექსპერტი, რომლებმაც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით (მათ მიერ) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს დაემუქრა თუ არა დ--------------ი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით.
2.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ. უსაფუძვლოდ მიაჩნია არგუმენტი, რომ თითქოს დ--------------ი დაზარალებულებს არ დამუქრებია, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების - ე-–-------------ის, მ-------–-----–-–---–ისა და მოწმე გ-----------------ის ჩვენებები ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელთა საფუძველზეც ცალსახად შესაძლებელია 2019 წლის 8-------–ს, თ---–--–ი, მ----------------------------------------------ში განვითარებული მოვლენების სრულად აღდგენა. დაზარალებულებისა და მოწმის ჩვენებებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ 2019 წლის 8-------–ს ბრალდებულმა, ყვირილი, გინება და ჩხუბი დაუწყო დაზარალებულებს, დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით (ფანჯრიდან გადაგდებითა და მოკვლით), რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ დ--------------ი და დაზარალებულები არიან ოჯახის წევრები. ე-–-------------ი არის დ--------------ის და, ხოლო დაზარალებული მ-------–-----–-–---–ი - ბრალდებულის დისშვილი. ისინი ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, დ--------------ი არის ოჯახური დანაშაულის სუბიექტი.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 8-------–ს დ--------------ის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული მუქარა მიმართული იყო ე-–-------------ასა და მ-------–-----–-–---–ის სიცოცხლის მოსპობისაკენ. ბრალდებულის მიერ დაზარალებულებთან ჩხუბისას გამოყენებული სიტყვები („ფანჯრიდან გადაგაგდებთ“, „ყელს გამოგჭრით“), აგრესიული მიმართვა და არაერთგზის გინება, რომელსაც ახლდა დანის დემონსტრირება ნებისმიერ, ჩვეულებრივი, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის პიროვნების, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების, მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულების განმარტებების (შეეშინდათ და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დ--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ--------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო ითვალისწინებს დ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ოჯახის წევრების, ქალების - დისშვილისა და დის მიმართ ჩაიდინა მომეტებული საშიშროების შემცველი დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ--------------ი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე-–-------------ასა და მ-------–-----–-–---–ს. ქმედების ჩადენა დანის გამოყენებით წარმოადგენს მომეტებულ საშიშროებას), დ--------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულებისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), დ--------------ის ქცევას სასამართლო განხილვის დროს (ბრალდებული რიგ შემთხვევებში იქცეოდა აგრესიულად), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შელაპარაკება/დაზარალებულების დაშინება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპიდან გამომდინარე დ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა თითოეული ეპიზოდისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ--------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე-–-------------ის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-------–-----–-–---–ის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე-–-------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-------–-----–-–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ--------------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. დ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. დ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8-------–იდან.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი