განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
080100118002710807
დავის ტიპი
151
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/994-18 26.11.2019 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ესმა ნორაკია

 

ბრალდებული: რ----–--ი ბ-------ს ძე მ----–--ე

დაბადების თარიღი: 18.03.1974 წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქ. ტყიბული, დ. გ-------–---–ის ქუჩა N20

 

სისხლის სამართლის საქმე: №046240918001

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. რ----–--ი მ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის ივნისში, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში მდებარე სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ----–-- მ----–--ემ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ნ-----–- მ----–--ის თანდასწრებით იძალადა შვილზე - ლ------ მ----–--ეზე (ესროლა სკამი, რომელიც ლ------ მ----–--ეს მოხვდა ფეხზე, ასევე ხელი დაარტყა კისრის არეში, წაქცეულს კი ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში). ძალადობის შედეგად ლ------ მ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობა რ----–-- მ----–--ემ განახორციელა ლ------ მ----–--ის განსხვავებული ცხოვრების წესის, ჩაცმულობისა და გარეგნობის მოტივით.

 

2. რ----–--ი მ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

- 2017 წლის ივნისში ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში მდებარე სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----–-- მ----–--ე შვილს ლ------ მ----–--ეს სანადირო თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (მუქარა რ----–-- მ----–--ემ განახორციელა ლ------ მ----–--ის განსხვავებული ცხოვრების წესის, ჩაცმულობისა და გარეგნობის მოტივით). ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. რ----–--ი მ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

- 2018 წლის 24 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ ტყიბულში, დ----- გ-------–---–ის ქუჩაზე, რ----–-- მ----–--ე შვილს ლ------ მ----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. (მუქარა რ----–-- მ----–--ემ განახორციელა ლ------ მ----–--ის განსხვავებული ცხოვრების წესის, ჩაცმულობისა და გარეგნობის მოტივით). ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ----–--ი მ----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2018 წლის 24 სექტემბერს დაიწყო გამოძიება რ----–--ი მ----–--ის მიერ შვილის - ლ------ მ----–--ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

 

რ----–--ი მ----–--ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 24 სექტემბერს 19:30 საათზე თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ტყიბულში, დ. გ-------–---–ის ქუჩა N20-ში.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 24.09.2018 წლის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ტყიბულში დ. გ-------–---–ის ქუჩა N20-ში ჩატარებულ იქნა რ----–-- მ----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი/ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

31.10.2018 წლის ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007587018 დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ლ------ მ----–--ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ რ----–-- მ----–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ლ------ მ----–--ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ლ------ მ----–--ე, რომელმაც ბრალდების მხარის მიერ დასმულ კითხვებზე განმარტა, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის“ წევრი. 2017 წლის ივნისის თვეში დედ-მამასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში. ზუსტად რიცხვს ვერ იხსენებს, მაგრამ ახსოვს, რომ იმ დღეს მამამისი სახლში მივიდა ნასვამი და კიდევ დაამატა ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც მასსა და მამას შორის მოხდა შეკამათება. მამამისმა ესროლა სკამი ფეხის არეში, რაც ჩაულურჯდა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, შემდეგ გამოიტანა თოფი და დაუმიზნა, რის გამოც მისი და ჩადგა მათ შორის გასაშველებლად. ამ დროს დედამისმაც დაიძახა პოლიცია მოდისო და ამის გაგონებაზე გაიქცა მამამისი. ამ ფაქტის შემდეგ თვითონ, დედა და და-ძმა წამოვიდნენ სახლიდან ქ. ქუთაისში, ხოლო დედამისი ორ კვირაში ისევ უკან დაბრუნდა სოფელში, თუმცა თვითონ აღარ დაბრუნებულა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ 2018 წლის 24 სექტემბერს, უკვე ტყიბულში მშობლებთან სტუმრად მისულ ლ------ მ----–--ეს, რომელსაც თან ახლდა მეგობარი ლ--–- შ----–-–---–ი, გზად მანქანით დახვდა მამა, შეხვდა ნორმალურად და სახლამდე მიიყვანა, ხოლო როცა გაიგო, რომ თ---–--ში აპირებდა იმავე დღეს დაბრუნებას, ჰქონდა უარყოფითი რეაქცია. შემდეგ მამამისმა დაუწყო გინება და მუქარა, რის გამოც მალევე წამოვიდნენ ის და მისი მეგობარი სახლიდან. მამამისი გამოყვა მანქანით, უნდოდა ხელი დაერტყა მისთვის, მაგრამ მოხვდა მის მეგობარს. შემდეგ ის და მისი მეგობარი თავის შესაფარებლად შევიდნენ იქვე არსებულ კორპუსში, დარეკეს პოლიციაში, რადგან მამამისი დაემუქრა ,,თოფს მოვიტან და მოგკლავთო“. დაზარალებულმა დაზუსტებით არ იცის ჰქონდა თუ არა მამამისს თოფი. მისივე განმარტებით, ტყიბულში მომხდარი კონფლიქტის დროს უთხრა მამამისმა, რომ ,,ასეთი“ ვერ იქნებოდა, ანუ ასეთი ჩაცმულობითა და ვარცხნილობით. როგორც თვითონ ვარაუდობს, რადგან თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, მოიაზრებოდა განსხვავებული ორიენტაციის მქონედ და სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ ეს ფაქტი იყო მიზეზი, მამის მხრიდან მისადმი ასეთი დამოკიდებულებისა. ლ------ მ----–--ის განმარტებით, ხონის ეპიზოდის დროს მამამისს არ გამოუხატავს რაიმე სახის უარყოფითი დამოკიდებულება, უბრალოდ ეუბნებოდა, რომ მოშორებოდა იმ ორგანიზაციის წევრებს.

 

ადვოკატის შეკითხვაზე ლ------ მ----–--ემ განმარტა, რომ ტყიბულში მომხდარ ფაქტამდე მამასთან ჰქონდა თუ არა კონფლიქტი მისი ორიენტაციის გამო - არ ახსოვს და შესაძლებელია ჰქონოდა კიდეც. ხონის ეპიზოდის კონფლიქტს მისი ოჯახის წევრების გარდა შეესწრნენ მეზობლებიც, თუმცა ვინ იყვნენ ვერ იხსენებს, რადგან იყო აფექტურ მდგომარეობაში. ასევე ტყიბულში არსებული კონფლიქტის დროს ჰქონდა თუ არა მამამისს თოფი, კატეგორიულად ვერ იტყვის და ფიქრობს, რომ თოფი რომ არ ჰქონოდა, მამამისი ასე უცებ მის მოსატანად არ გაბრუნდებოდა. რაც შეეხება ტყიბულში მომხდარ კონფლიქტს, მისი მიზეზი იყო ის, რომ მამამ მას გაუხსენა ხონში მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც შვილმა მას უჩივლა პოლიციაში. აქვე განმარტა, რომ კონფლიქტი დაიწყო იმაზე, რომ მამამისს მანქანით უნდა წაეყვანა, თუმცა სახლში ის მთვრალი მივიდა და მანაც უსაყვედურა თუ რატომ დალია, ახლა რანაირად შეძლებდა მის წაყვანას. კონფლიქტის დროს ისიც ლანძღავდა და აგინებდა მამას. მამამისი დაემუქრა, რომ თოფით მოკლავდა და ხრამში გადააგდებდა. ისევ მოუვიდა მამასთან სიტყვიერი კონფლიქტი, გამოიქცა სახლიდან მეგობართან ერთად, რადგან შეეშინდა მამა ისევ თოფით არ დადევნებოდა, როგორც ხონის ფაქტის შემთხვევაში. ლ------ მ----–--ის განმარტებით, მისი ვარაუდით, მასსა და მამამის შორის არსებულ კონფლიქტს ძირითად საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების, ჩაცმისა და ვარცხნილობის არატრადიციული სტილი, მისი წევრობა ,,იდენტობაში“ და ურთიერთობები ამ ორგანიზაციის წევრებთან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- შ----–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ არის ლ------ მ----–--ის მეგობარი. მათ ერთმანეთი გაიცნეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის“ ოფისში. ისინი დამეგობრდნენ და ლ------ მას უყვებოდა ისტორიებს მოძალადე მამის შესახებ, რომელსაც არ მოსწონდა მისი ცხოვრების სტილი, სამსახური და მეგობრები. ორგანიზაცია ,,იდენტობის“ წევრებს მოიხსენიებდა, როგორც „პიდარასტებს“ და „ლესბიანკებს“. ტყიბულის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ იმ დღეს ლ------ მ----–--ეს დაურეკა დედამ და სთხოვა ტყიბულში ასულიყო, რაზედაც ლ------მ იუარა, აუხსნა, რომ ვიზიტი ჰქონდა ფსიქოლოგთან და აუცილებლად მომდევნო დღეს თ---–--ში უნდა ყოფილიყო, თუმცა დედამისმა დაიწყო ტირილი, უთხრა, რომ იყო ცუდად და ასულიყო მის სანახავად, რაზედაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა და გადაწყვიტა რამდენიმე წუთით დედის სანახავად ასულიყო ტყიბულში, მერე კი ერთად გამგზავრებულიყვნენ თ---–--ში. ტყიბულში ჩასულებს გზად დახვდათ ლ------ს მამა - რ----–--ი მ----–--ე და ავტომანქანით წაიყვანა სახლში, თუმცა რაიმე აგრესია არ გამოუხატავს. სახლში მისვლის შემდეგ რ----–-- მ----–--ე წავიდა სადღაც და დაბრუნდა ნასვამი. როცა მან გაიგო, რომ ისინი წასვლას აპირებდნენ იმ საღამოს, გახდა აგრესიული. ეძახდა არ წასულიყვნენ და არ უნდოდა სხვა რაიმეს გაგონება. ლ------მ მამას აუხსნა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყვნენ, რადგან გადაუდებელი საქმე ჰქონდათ, თუმცა რ----–--ი განაგრძობდა გინებას, ეუბნებოდა შვილს, რომ აკუწავდა და ხევში გადაყრიდა ისე, რომ პოლიციაც ვერ მიაგნებდა. აღნიშნულზე ისინი შეშინდნენ და გადაწყვიტეს გარიდებოდნენ სიტუაციას, თუმცა ლ------ს დამ მათ უთხრა, რომ მამამისს ახალი ტყვიები ჰქონდა ნაყიდი. მათ წამოეწია ავტომანქანით რ----–--ი, იქვე მივიდა ლ------ს დედა და და, რ----–--ი იგინებოდა და ემუქრებოდა შვილს, ხელი მოუქნია ლ------ს, რომელიც ლ------მ აიცილა და მოხვდა თვითონ მოწმეს. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და უკანსვლით წავიდა, რაზედაც ლ------ს დედამ თქვა თოფის მოსატანად მიდის და გაიქეცითო. მოწმის განმარტებით, ბუნდოვნად ახსოვს, რომ რ----–--ს ხელში ეჭირა თოფი. ის და ლ------ გაიქცნენ და ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებთან შეაფარეს თავი, დარეკეს პოლიციაში და პოლიციის მოსვლის შემდეგ ჩამოვიდნენ კორპუსიდან. როგორც პოლიციამ თქვა, მათ გაიგონეს გასროლის ხმა. მოწმის განმარტებით, ამ შემთხვევის შემდეგ მას რ----–-- მ----–--ე აღარ უნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- გ------------მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაში“, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მოწმის განმარტებით, მითითებულ ორგანიზაციას ლ------ მ----–--ემ მიმართა დახმარებისათვის, რადგან ოჯახიდან იყო წამოსული, არ ჰქონდა ეკონომიკური შესაძლებლობა, სჭირდებოდა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დახმარება, ასევე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიც. აღნიშნულის შემდეგ ის დადიოდა ორგანიზაციაში, სადაც მას უწევდნენ დახმარებას, შესაძლებელი იყო ღამის გათევაც. თავიდან უწევდნენ ისეთი სახის დახმარებას, როგორც ბენეფიციარს, ხოლო შემდეგში ის და ლ------ დაახლოვდნენ, ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, ლ------ მ----–--ე არ იყო სტანდარტული ორიენტაციის, ჰქონდა განსხვავებული ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, უნარები. მისი თქმით, იმის გამო, რომ ლ------ არ გამოიყურებოდა და არ ჯდებოდა იმ სტანდარტში, რასაც საზოგადოება აწესებს, იგი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. მოწმის განმარტებით, ლ------ არ იცვამდა კაბას, არ იყენებდა მაკიაჟს, მოკლედ ჰქონდა თმები შეჭრილი. როგორც მ--------ს ლ------მ განუმარტა, ოჯახიდან წამოსვლის მიზეზი გახდა კონფლიქტი, განსაკუთრებით გამოყოფდა მამასთან კონფლიქტს. მისი თქმით, ხშირად მოსვლია მამასთან კონფლიქტი და ფიზიკურადაც შეხებია იგი მას. მოწმემ განმარტა, რომ რ----–-- მ----–--ე ნახა შარშან მხოლოდ ერთხელ, ზუსტი დრო არ ახსოვს, ლ------ს თხოვნით, ვინაიდან დედას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, სურდა მისი ნახვა და გაჰყვა მას, ვინაიდან მარტო არ სურდა მისვლა, რადგან ეშინოდა და წაყვნენ. ხონის ავტოსადგურში მათ დახვდათ მამამისი მანქანით და მიიყვანა სახლში და შემდეგ ჩამოიყვანა ისევ უკან ქუთაისში. ამ პერიოდში მათ მიმართ არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იმ პერიოდში როდესაც ლ------ თ---–--ში ჰყავდა წაყვანილი ექიმთან, ლ------ს დედა იყო ოფისში მისული შვილის მდგომარეობის გასაგებად. მისი განმარტებით, დედა ასევე ხშირად ურეკავდა მას ტელეფონზე.

 

მოწმის განმარტებით, ლ------ მ----–--ის მშობლები ხშირად რეკავდნენ მის ტელეფონზე, ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ლ------ მათთან აფარებდა თავს, ეძახდნენ, რომ მათ გამო გახდა ლ------ ასეთი და მხოლოდ მათი დამსახურება იყო ლ------ს ასეთი განსხვავებულობა. ტყიბულის ფაქტის ირგვლივ მოწმემ შეიტყო ლ------ მ----–--ისგან და იცის, რომ ტყიბულში დედის და ძმის სანახავად ჩასულ ლ------სა და მის მეგობარს თოფით გამოეკიდა რ----–-- მ----–--ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------- ბ----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობაში“, ასევე ქალთა უფლებების მხარდამჭერ ცენტრში სამართლებრივ კოორდინატორად. ის და ლ------ მ----–--ე იყვნენ მეზობლები ქ. ქუთაისში, იზრდებოდნენ ერთად და ლ------ არის მისი ნათლული. მოწმის განმარტებით, ლ------ მას მოუყვა ერთ-ერთი კონფლიქტის შესახებ, როდესაც მამამ მას თოფი დაუმიზნა. ფაქტს შეესწრნენ მეზობლებიც, თუმცა არც ერთი მეზობელი მას არ გამოესარჩლა, აღნიშნული კი გამოწვეული იყო მამის სიმთვრალით, რომელსაც ლ------მ უთხრა, რომ აღარ დაელია მეტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლ------ მ----–--ეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, აწუხებდა ,,ჰაიმორიტი“. ორგანიზაციამ მას შეუგროვა თანხა და უმკურნალეს, სხვა მხარდამჭერი და დამხმარე ლ------ მ----–--ეს არ ჰყავდა, გარდა ორგანიზაციისა. ს------- ბ----–--ემ განმარტა, რომ ერთხელ დაურეკა ლ------ს მამამ. თავიდან ძალიან მშვიდად ელაპარაკა და სთხოვა, რომ ლ------სთვის ერჩია, რომ დაბრუნებულიყო ოჯახში. როცა მან უთხრა, რომ ლ------ დამოუკიდებელია და მან თავად უნდა გადაწყვიტოს რა უნდა ქნას და რადგან დაბრუნება არ სურს, ესე იგი აქვს რაღაც მიზეზი, ამის თქმის შემდეგ ლ------ს მამა გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, უწმაწური სიტყვებით აგინა და ტელეფონი გაუთიშა. მოწმე ს------- ბ----–--ის განმარტებით, ერთხელ დედის თხოვნით ლ------ წავიდა ტყიბულში ისე, რომ ეს მისთვის არ უთქვამს. დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ წავიდა ტყიბულში, თუმცა იქ ისევ მოუვიდა კონფლიქტი მამასთან, რა დროსაც ეს უკანასკნელი თოფით გამოეკიდა მას. მოწმის განმარტებით, თავდაპირველი კონფლიქტი ხდებოდა ლ------ს მამის სიმთვრალის გამო, ხოლო მერე უკვე ლ------ს ვარცხნილობის, ჩაცმულობისა და ტატუს ტარების გამო. მოწმის განმარტებით, ის ძალადობისა და კონფლიქტის ფაქტებს უშუალოდ არ შესწრებია, იცის მხოლოდ გადმოცემით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ---–---- უ----–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ბრალდებულს რ----–-- მ----–--ეს და მის ოჯახს, ვინაიდან იყვნენ მეზობლები ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში სამი წელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას რაიმე ოჯახური კონფლიქტისა და ჩხუბის შესახებ რ----–-- მ----–--ის ოჯახში არ სმენია, არც რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას არ შესწრებია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ასევე მ------ ს-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ---- კ----–-–---–ის განმარტებით, ტყიბულის რაიონულ სამმართველოში 112-დან შევიდა შეტყობინება. ითხოვდნენ კონკრეტულ მისამართზე მისვლას, სადაც შეტყობინების თანახმად, ლ------ მ----–--ეს მისდევდა თოფით მამა და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. გ-------–---–ის ქუჩაზე მისულებს დახვდათ მოქალაქეები, რომლებმაც ხელის დაქნევით შეაჩერეს ისინი, სადაც გაირკვა, რომ იქ იმყოფებოდა ლ------ მ----–--ე ლ--–- შ----–-–---–თან ერთად. მათთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ მამა ლ------ს მიმართ იყო აგრესიული და მას მოსდევდა თოფით. მათ მოახერხეს, რომ ჯგუფის მისვლამდე დამალულიყვნენ სარდაფში და მათ არ იცოდნენ კონკრეტულად რომელი ბინის სარდაფში იყვნენ. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ რ----–-- მ----–--ის საცხოვრებელ მისამართზე. ის იმყოფებოდა სახლში, სადაც მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით და გადაყვანილი იქნა ტყიბულის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა მის მიერ. ვინაიდან საქმეში ფიგურირებდა სანადირო თოფი, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრეკილი იქნა მ----–--ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ვერ იქნა ამოღებული. მის მიერ გამოკითხული იქნა როგორც ბრალდებული, ასევე ლ------ მ----–--ე და მისი მეგობარი ლ--–- შ----–-–---–ი, ასევე რ----–-- მ----–--ის მეუღლე. მის მიერ დანიშნული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

 

ექსპერტმა თ----- ბ--------–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ზ------ის დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილი იქნა მოქალაქე რ----–-- მ----–--ე. ექსპერტის წინაშე დასმული იქნა შეკითხვა იმყოფებოდა თუ არა აღნიშნული პიროვნება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ. დადებით შემთხვევაში განისაზღვროს მისი ხარისხი. ექსპერტიზა ჩატარდა 25 სექტემბერს 2018 წელს 02:47 საათზე. ექსპერტიზა ჩატარდა ამერიკული წარმოშობის ინტოქსომეტრის გამოყენებით, რომელიც საზღვრავს ამონასუნთქი ჰაერით ეთილის სპირტის კონცენტრაციას ორგანიზმში. აღნიშნულ პიროვნებას აღენიშნებოდა ეთილის სპირტის კონცენტრაცია ორგანიზმში 1,07 პრომილე, რომელიც შეესაბამება მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლურ თრობას. რის საფუძველზეც მის მიერ გაცემული იქნა დასკვნა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე თ----- მ---–----–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ნ-----–- მ----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა რ----–--ი მ----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რ----–--ი მ----–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ რ----–--ი მ----–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

კერძოდ, 2017 წლისა და 2018 წლის (სოფელ ივანდიდის ეპიზოდები) ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, მოწმე ნ-----–- მ----–--ემ უარი განაცხადა მამის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა მოწმე თ----- მ---–----–-–---–მა და თვით ბრალდებულმა რ----–--ი მ----–--ემ. მოცემული ფაქტების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა; დაზარალებულ ლ------ მ----–--ის ჩვენებაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფაქტებს არათანმიმდევრულად გადმოსცემს, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც წარმოადგენენ ლ------ მ----–--ის მეგობრებს, ძირითადად არიან ირიბი მოწმეები, რომლებმაც ფაქტების შესახებ გაიგეს ლ------სგან და უშუალოდ შემთხვევას არ შესწრებიან. რაც შეეხება მოწმე ნ-----–- შ----–-–---–ის ჩვენებას, ტყიბულის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ბრალდებული თითქოსდა იარაღით დაემუქრა მას და ლ------ მ----–--ეს მოკვლით, რაც გამოწვეული იყო ლ------ს ცხოვრების განსხვავებული სტილით, აღნიშნული ვერ დადასტურდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვინაიდან მათივე ჩვენებებით ერთ შემთხვევაში დაზარალებული და ნ-----–- შ----–-–---–ი აცხადებენ, რომ რ----–--ი მ----–--ის განაწყენება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ისინი ღამის გათევას არ აპირებდნენ ტყიბულში, ხოლო მეორე შემთხვევაში უთითებდნენ განაწყენების საფუძვლად ლ------ მ----–--ის არატრადიციული ცხოვრების სტილს, ჩაცმულობასა და ვარცხნილობას. მოწმეთა მიერ განცხადებული ფაქტები არ არის სრულად თანხვედრილი, რაც საკმარისი იქნებოდა რ----–-- მ----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. ასევე საქმის მასალებით ვერ დადგინდა რ----–-- მ----–--ეს ჰქონდა თუ არა თოფი. კერძოდ, თვით დაზარალებულმაც კი დაზუსტებით არ იცის ჰქონდა თუ არა მამამისს თოფი. ვერც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ვერ იქნა ამოღებული დაზარალებულის მიერ მითითებული თოფი. თოფის ხმაც კი არავის გაუგონია. მეზობლები უარყოფენ რ----–-- მ----–--ის ოჯახში კონფლიქტის ფაქტებს.

 

მოწმე მ---–---- უ----–--ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ----–--ი მ----–--ე და მისი ოჯახი სამი წლის მანძილზე ცხოვრობდა მათ მეზობლად და რაიმე სახის კონფლიქტის და ძალადობის ფაქტებს არამც თუ შესწრებია, არც ვინმესგან გაუგონია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ასევე მ------ ს-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით.

 

საქმეში არსებული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007587018 დასკვნის თანახმად ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ლ------ მ----–--ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ რ----–-- მ----–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ლ------ მ----–--ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.

 

დადგენილია, რომ დაზარალებული სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვებზე მკვეთრად განსხვავებულ ჩვენებებს იძლევა და რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავს. ის თავის ჩვენებაში განმარტავდა ვარაუდის დონეზე, რომ მამის ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ გამოწვეულია მისი ცხოვრების სტილით, თუმცა არსად უთითებს, რომ მამამისი აღნიშნულის თაობაზე კონკრეტულად გამოთქვამდა უარყოფით აზრს და კონფლიქტის ძირითადი მიზეზიც აქედან წამოსულიყოს. ძირითადი კონფლიქტის საფუძველი, როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა იყო მამის ალკოჰოლური სიმთვრალე და ტყიბულის ეპიზოდის შემთხვევაში კი, როგორც დაზარალებულმა განმარტა, მამამისი გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ არ აპირებდა სახლში დარჩენას და უნდოდა იმავე ღამით თ---–--ში წასვლა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მაშასადამე, ზემოაღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭიროა პირს (დაზარალებულს) ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რეალური შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 1 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება შვილი.

მოცემულ შემთხვევაში მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც რ----–--ი მ----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----–--ი მ----–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ხონისა და ტყიბულის ფაქტებთან დაკავშირებით, იმის დასადასტურებლად, რომ რ----–--ი მ----–--ემ იძალადა მის შვილზე - ლ------ მ----–--ეზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდის ფარგლებს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული რ----–--ი მ----–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ რ----–--ი მ----–--ემ იძალადა შვილზე და ამ ძალადობის შედეგად ლ------ მ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დაადასტურებდა, რომ რ----–--ი მ----–--ემ იძალადა შვილზე და ამ ძალადობის შედეგად ლ------ მ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. რომ თითქოს რ----–--ი მ----–--ე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ------ მ----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ რ----–--ი მ----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ რ----–--ი მ----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ რ----–--ი მ----–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, რ----–--ი მ----–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----–-- მ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

რ----–-- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა რ----–--ი მ----–--ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს - მდებარეს ქ. ტყიბული, თ---–--ის ქ. N4/85-ში, საკადასტრო კოდი: N3------------------.

განემარტოს რ----–-- მ----–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე