განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
340100119003280587
დავის ტიპი
187 1 , 126 2 ბ
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

N1/2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

16.12.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - გი------ ქა-------–-–--ლის

ადვოკატ-თა----- ჭუ---–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: გი------ ქა-------–-–--ლი;

მამის სახელი: ვა-------;

დაბადებული: 31.12.1----–--–-;

პირადი ნომერი: 4----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ქ. ყვარელი, დოდაშვილია ქ. N2-;

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, დოდაშვილია ქ. N2-;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

გი------ ქა-------–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ გი------ ქა-------–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი------ ქა-------–-–--ლმა, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის, ბა------- ღო---ძის თანდაწრებით, მეუღლეს, თა---- ღო---ძეს, ყელის არეში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. გი------ ქა-------–-–--ლმა ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:

 

2019 წლის იანვრიდან, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მცხოვრები გი------ ქა-------–-–--ლი და თა---- ღო---ძე იმყოფებდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 22 სექტემბრიდან, 2019 წლის 29 სექტემბრამდე, გი------ ქა-------–-–--ლი სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის თა---- ღო---ძის მიმართ, მას როგორც უშუალოდ, ასევე ტელეფონის საშუალებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართადა უცენზურო სიტყვებით და ახორციელებდა შანტაჟს, კერძოდ თუ არ შეურიგდებოდა მას დაუზიანებდა ავტომობილს. გი------ ქა-------–-–--ლის მხრიდან, თა---- ღო---ძის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და შანტაჟს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

3. გი------ ქა-------–-–--ლმა ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:

 

2019 წლის 22 სექტემბერიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში, გი------ ქა-------–-–--ლმა, ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე, განზრახ ჩაამტვრია მეუღლის, თა---- ღო---ძის კუთვნილი, „ოპელი“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით №TBS – 1-- ავტომობილის საქარე მინები, რითაც მას მიაყენა 320 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

გი------ ქა-------–-–--ლი, 2019 წლის 30 სექტემბერს, 01:15 საათზე დააკავეს და 2019 წლის 01 ოქტომბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 - 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი------ ქა-------–-–--ლმა, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის, ბა------- ღო---ძის თანდაწრებით, მეუღლეს, თა---- ღო---ძეს, ყელის არეში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2019 წლის იანვრიდან, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მცხოვრები გი------ ქა-------–-–--ლი და თა---- ღო---ძე იმყოფებდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 22 სექტემბრიდან, 2019 წლის 29 სექტემბრამდე, გი------ ქა-------–-–--ლი სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის თა---- ღო---ძის მიმართ, მას როგორც უშუალოდ, ასევე ტელეფონის საშუალებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართადა უცენზურო სიტყვებით და ახორციელებდა შანტაჟს, კერძოდ თუ არ შეურიგდებოდა მას დაუზიანებდა ავტომობილს. გი------ ქა-------–-–--ლის მხრიდან, თა---- ღო---ძის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და შანტაჟს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

3. 2019 წლის 22 სექტემბერიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში, გი------ ქა-------–-–--ლმა, ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე, განზრახ ჩაამტვრია მეუღლის, თა---- ღო---ძის კუთვნილი, „ოპელი“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით №TBS – 1-- ავტომობილის საქარე მინები, რითაც მას მიაყენა 320 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ბა------- ღო---ძის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ინ-- ზა--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თა---- ღო---ძის გამოკითხვის ოქმი, ბა------- ღო---ძის დაბადების მოწმობის ასლი, გი------ ქა-------–-–--ლის გამოკითხვის ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, „ოპელი“-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით TBS – 1--, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ქა-------–-–--ლიმა 2019 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის, ბა------- ღო---ძის თანდაწრებით, მეუღლეს, თა---- ღო---ძეს, ყელის არეში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის იანვრიდან, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მცხოვრები გი------ ქა-------–-–--ლი და თა---- ღო---ძე იმყოფებდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 22 სექტემბრიდან, 2019 წლის 29 სექტემბრამდე, გი------ ქა-------–-–--ლი სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის თა---- ღო---ძის მიმართ, მას როგორც უშუალოდ, ასევე ტელეფონის საშუალებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართადა უცენზურო სიტყვებით და ახორციელებდა შანტაჟს, კერძოდ თუ არ შეურიგდებოდა მას დაუზიანებდა ავტომობილს. გი------ ქა-------–-–--ლის მხრიდან, თა---- ღო---ძის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და შანტაჟს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის სულიერ ტანჯვას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ახორციელებდა, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც მის ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას იწვევდა.

 

დაზარალებული თა---- ღო---ძე არის ბრალდებულის არარეგისტრირებული მეუღლე და ოჯახის წევრი.

 

2. 2. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ბა------- ღო---ძის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ინ-- ზა--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თა---- ღო---ძის გამოკითხვის ოქმი, ბა------- ღო---ძის დაბადების მოწმობის ასლი, გი------ ქა-------–-–--ლის გამოკითხვის ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, „ოპელი“-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით TBS – 1--, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ქა-------–-–--ლიმა 2019 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ყვარელში, დოდაშვილის ქ. №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის, ბა------- ღო---ძის თანდაწრებით, მეუღლეს, თა---- ღო---ძეს, ყელის არეში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ბა------- ღო---ძე, არის არასრულწლოვანი, ბრალდებულის გერი და დაზარალებულის შვილი და შესაბამისად ოჯახის წევრი. ბრალდებულის მხრიდან არარეგისტრირებულ მეუღლეზე ძალადობას ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გერის ბა------- ღო---ძის თანდასწრებით.

 

2.3. სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ბა------- ღო---ძის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ინ-- ზა--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თა---- ღო---ძის გამოკითხვის ოქმი, ბა------- ღო---ძის დაბადების მოწმობის ასლი, გი------ ქა-------–-–--ლის გამოკითხვის ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, „ოპელი“-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით TBS – 1--, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 22 სექტემბერიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში, გი------ ქა-------–-–--ლმა, ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე, განზრახ ჩაამტვრია მეუღლის, თა---- ღო---ძის კუთვნილი, „ოპელი“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით №TBS – 1-- ავტომობილის საქარე მინები, რითაც მას მიაყენა 320 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სხვისი ნივთის დაზიანების, როგორც დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა და განეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაულის მიზანი არ არის დამნაშავის გამდიდრება, მაგრამ ნივთის მესაკუთრეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც მოძრავი, ისე უძრავი ნივთის დაზიანება. დაზიანება ისეთი უნდა იყოს, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. ნივთი შეიძლება მთლიანად გამოუსადეგარი გახდეს, ან შემცირდეს მისი დანიშნულებით გამოყენება.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნივთი დაზიანდა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, მაგრამ დაზარალებულისათვის გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც შეადგენს 320 ლარს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ ქა-------–-–--ლმა ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ერთი ეპიზოდი), ასევე გი------ ქა-------–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) და გი------ ქა-------–-–--ლმა ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი------ ქა-------–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გი------ ქა-------–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება: ა) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზრუდვით ან უამისოდ (სსკ-ის 1261-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი); ბ). საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზრუდვით ან უამისოდ (სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი); გ). ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ( სსკ-ის 111- 187-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ ქა-------–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ავტომობილი ოპელი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------ ქა-------–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. გი------ ქა-------–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

3. გი------ ქა-------–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გი------ ქა-------–-–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

5. მსჯავრდებულ გი------ ქა-------–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 სექტემბრის 01:15 საათიდან 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

6. გი------ ქა-------–-–--ლს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

 

7.1. ავტომობილი ოპელი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

8. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

9. განაჩენი გამოქვეყნებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

10. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე