განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/291-19 (№057100319001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ნ------ გ---–---–-
მამის სახელი: ო-----
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ზ----------------------------
ადვოკატი: ო----- რ------
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი); შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–-- იძალადა მეუღლეზე თ----- თ---------- (ესროლა ხის ნაჭერი, რომელიც თ----- თ-------- მოხვდა ზურგში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 დეკემებერს, საღამოს საათებში, ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–-- იძალადა მეუღლეზე თ----- თ---------- (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ნ------ გ---–---–- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 19 თებერვალს ნ------ გ---–---–-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ნ------ გ---–---–- ერთი თვის ვადით აეკრძალა მეუღლესთან თ----- თ--------თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია (მათ შორის ტელეფონითაც). 2019 წლის 7 მარტს, საღამოს ნ------ გ---–---–-- მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს თ----- თ-------- და ამით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა.
2019 წლის 7 მარტს, საღამოს, მობილურ ტელეფონზე საუბრისას ნ------ გ---–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 19 თებერვალს ნ------ გ---–---–-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ნ------ გ---–---–- ერთი თვის ვადით აეკრძალა მეუღლესთან თ----- თ--------თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია (მათ შორის ტელეფონითაც). 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე ნ------ გ---–---–-- მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს თ----- თ-------- და ამით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა.
2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, მობილურ ტელეფონზე საუბრისას ნ------ გ---–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–-- იძალადა მეუღლეზე თ----- თ---------- (ესროლა ხის ნაჭერი, რომელიც თ----- თ-------- მოხვდა ზურგში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 დეკემებერს, საღამოს საათებში, ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–-- იძალადა მეუღლეზე თ----- თ---------- (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ნ------ გ---–---–- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ნ------ გ---–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი); გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ------ გ---–---–-ს ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდებში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა.
ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 14 დეკემბრისა და 2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდები);
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ------ გ---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრისა და 2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ფაქტობრივად მხარეთა შორის სადავო არ არის, რაც გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- თ--------, მოწმეების ც---–- ყ---–----, მ----- თ--------, ექსპერტ შ----- თ-------- ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N3------, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით N0-----, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რაც საკმარისია ნ------ გ---–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი);
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა თ----- თ-------- განმარტა, რომ 2019 წლის 7 თებერვალს იმყოფებოდა თბილისში, რადგან ბავშვი ჰყავდა ექიმთან, მეორე ბავშვი კი დატოვებული ჰყავდა ყოფილ მეუღლესთან ნ------ გ---–---–----, რომელიც მას უკან დაბრუნებისას ურეკავდა და ეკითხებოდა თუ სად იყო აქამდე. ნ------ გ---–---–- ნასვამი იყო და ეჭვიანობდა, რის გამოც თ----- თ-------- მას ტელეფონი გაუთიშა, აღნიშნულის გამო ნ------ გ---–---–- გაბრაზდა. შუაღამისას აივანზე კარის ხმა გაიგო, ადგა და დაინახა მისი ყოფილი მეუღლე ნ------ გ---–---–-, რომელიც ეჭვიანობდა და ეკითხებოდა, თუ რატომ გაუთიშა ტელეფონი და ვის ესაუბრებოდა, ბოლოს კი შერიგება და სახლში გაყოლა სთხოვა, რაზეც თ----- თ-------- უარი განუცხადა. ნ------ გ---–---–- მას დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა. ხმაურზე გაეღვიძა თ----- თ-------- დედას, რომელმაც დაინახა, რომ ნ------ გ---–---–- ჯიბეში ჰქონდა დანა, რომელიც უცებ ამოიღო და თ-----ს მოუქნია, დედამისი სთხოვდა, რომ დანა მისთვის მიეცა და თავს ნუ დაიღუპავდა, თუმცა ნ------მ მას არ დაუჯერა, მაგრამ დედამ მოახერხა დანის წართმევა და შეაგდო ,,დივანის’’ ქვეშ. ამ ხმაურზე სახლში შევიდა მისი ძმა, რომელიც იმყოფებოდა მეზობელთან. ნ------ გ---–---–-- თ-----ს ლანძღვა დაიწყო და მის ძმას უთხრა, რომ თ-----ს ვიღაც ჰყავდა და სხვას წერდა, რაზეც მ----- თ-------- უპასუხა, რომ მეორე დღეს ესაუბრათ, როდესაც ნ------ გამოფხიზლდებოდა. მათ შორის ჩხუბი გაგრძელდა ეზოში, რამდენიმე წუთის შემდეგ მ----- თ------- სახლში ავიდა სისხლიანი და სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება. ეზოში ჩასულებმა ნახეს, რომ ნ------ გ---–---–- უგონოდ იწვა მიწაზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ ნ------ გ---–---–-ს მიერ განხორციელებული მუქარის შეეშინდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც---–- ყ---–---- განმარტა, რომ 2019 წლის 7 თუ 8 თებერვალი იყო, ზუსტად ვერ იხსენებს, საწოლში იყო თ-----სთან და ბავშვებთან ერთად, რა დროსაც გააღვიძა გულის ტკივილმა და ხმაურმა, ადგა და დაინახა ნ------ გ---–---–-, რომელსაც ჯიბეში ედო დანა, რომელიც ამოიღო და თ-----ს ემუქრებოდა, როგორ მოახერხა არ იცის, თუმცა ნ------ს დანა წაართვა და შეაგდო ,,დივანის’’ ქვეშ, ხმაურზე სახლში შევიდა მისი შვილი მ----- თ------- და დაიწყეს კამათი. მ-----ი ნ------ს ეუბნებოდა, რომ მეორე დღეს ესაუბრათ, თუმცა ნ------მ უთხრა, მე მოვკვდები, მაგრამ თქვენ დაგინგრევთ ცხოვრებასო.
მოწმე მ----- თ-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 8 თებერვლის დაახლოებით ღამის პირველ საათზე იმყოფებოდა მეზობელთან, რა დროსაც გაიგო მისი დის ,,განწირული ხმა’’ და შევიდა სახლში, სადაც დახვდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ------ გ---–---–-, რომელიც იგინებოდა მ----- თ-------- და მისი ოჯახის მისამართით, რის გამოც მ----- თ------- მას ფიზიკურად გაუსწორდა და დაზიანებები მიაყენა როგორც ხელით, ასევე ძალაყინით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2019 წლის 8 თებერვალს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ზ---- გ---------- მიერ ც---–- ყ---–---- ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინიდან ც---–- ყ---–---- მითითებით ე.წ. ,,დივანსა’’ და კედელს შორის არსებული ადგილიდან, ამოღებული იქნა იატაკზე დაგდებული მოთეთრო მოშავო ფერის პოლიეთილენის ტარიანი დანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბაღდათის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ---- გ---------- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება დანა.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0--–- დასკვნით - ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 7 მარტისა და 2019 წლის 9 მარტის ეპიზოდები); შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა (2019 წლის 7 მარტისა და 2019 წლის 9 მარტის ეპიზოდები);
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა თ----- თ-------- განმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტს იყო მისი შვილის დაბადების დღე, ნ------ გ---–---–-- ტელეფონზე დარეკა და ბავშვს დაბადების დღე მიულოცა, ბოლოს თ-----ს დაელაპარაკა, ნასვამი იყო, ისევ დაიწყო ეჭვიანობა და უთხრა, რომ ჩავიდოდა და ამოწყვეტდა მთელს ოჯახს. 2019 წლის 8 თუ 9 მარტს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ნ------ გ---–---–-- მესიჯის სახით მიწერა - მოწონდა თუ არა მისი ძმის მოქმედება, დაემუქრა, რომ მათ უარესი დაემართებოდათ და მთელს ოჯახს დახოცავდა, ვინაიდან მაინც „დაჭერა უწევდა’’ და ციხეში მკვლელის სახელით წავიდოდა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ შეეშინდა და აღნიშნულის თაობაზე მიმართა პოლიციას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც---–- ყ---–---- განმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტისა და 9 მარტის მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით იცის თ-----საგან, გადმოცემით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- თ-------- განმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტისა და 9 მარტის ეპიზოდებთან დაკავშირებით მისმა დამ თ----- თ-------- უთხრა, რომ ნ------ გ---–---–- დაემუქრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბაღდათის რაიონული სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა მ----- მ–---–------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე თ----- თ-------, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე მუქარა განახორციელა მეუღლემ, აღნიშნულის გამო დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიუხედავად იმისა, რომ თ----- თ-------- განაცხადა თანხმობა დათვალიერებულიყო მისი მობილური ტელეფონი, ტელეფონი იყო გასუფთავებული და ზარები არ ფიქსირდებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- გ-----–---- ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და განმარტა რომ იგი ნ------ გ---–---–- იცნობს, ვინაიდან ნ------ გ---–---–- მეუღლესთან კონფლიქტის გამო შემხებლობა ჰქონდა ბაღდათის რაიონულ სამმართველოსთან. რაც შეეხება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, მან მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში და განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვის დასაწყისში ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე თ----- თ-------, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეფონის საშუალებით მეუღლე დაემუქრა, რაზედაც დაიწყო გამოძიება და დ----- გ-----–--- კოლეგასთან ერთად წავიდა ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- ნ------ გ---–---–-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოახდინა მისი ბრალდებულის სახით დაკავება, გააცნო უფლებები, შეადგინა შესაბამისი ოქმები და გადაიყვანა ბაღდათის რაიონულ სამმართველოში. სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები მას აღნიშნულ საქმეზე არ ჩაუტარებია.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2019 წლის 10 მარტს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო თ----- თ-------- მიმართ მეუღლის ნ------ გ---–---–-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N6----- თანახმად - 2019 წლის 10 მარტს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში შევიდა თ----- თ-------- შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ნ------ გ---–---–- უკავშირდება მობილური ტელეფონით და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით მას და მის ოჯახის წევრებს.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 10 მარტს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- გ-----–---- მიერ ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–-, მის საცხოვრებელ სახლში ნ------ გ---–---–- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
2019 წლის 19 თებერვლის შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, ნ------ გ---–---–- ერთი თვის ვადით აეკრძალა მეუღლესთან თ----- თ--------თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე.
სასამართლო უთითებს, რომ ნ------ გ---–---–-ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 14 დეკემბრისა და 2018 წლის 17 დეკემებრის ეპიზოდები) გარდა ბრალდებულ ნ------ გ---–---–-ს აღიარებისა, დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- თ--------, მოწმეების ც---–- ყ---–----, მ----- თ--------, ექსპერტ შ----- თ-------- ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N3------, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით N0-----, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–-- იძალადა მეუღლეზე თ----- თ---------- (ესროლა ხის ნაჭერი, რომელიც თ----- თ-------- მოხვდა ზურგში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და 2018 წლის 17 დეკემებერს, საღამოს საათებში, ბაღდათის რაიონის სოფელ ზ---------–- მდებარე სახლში, ნ------ გ---–---–-- იძალადა მეუღლეზე თ----- თ---------- (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრისა და 2018 წლის 17 დეკემებრის ეპიზოდები).
რაც შეეხება ნ------ გ---–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რომ მან თ----- თ-------- მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი), სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა თ----- თ-------- განმარტა, რომ 2019 წლის 7 თებერვალს გვიან ღამის საათებში თ----- თ-------- საცხოვრებელ სახლში ნ------ გ---–---–- დანის გამოყენებით დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა. მანვე აღნიშნა, რომ ნ------ გ---–---–-ს მიერ განხორციელებული მუქარის შეეშინდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც---–- ყ---–---- 2019 წლის 8 თებერვალს ნ------ გ---–---–-ს მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2019 წლის 7 თუ 8 თებერვალი იყო, ზუსტად ვერ იხსენებს, გააღვიძა გულის ტკივილმა და ხმაურმა, დაინახა ნ------ გ---–---–-, რომელსაც ჯიბეში ედო დანა, ამოიღო და თ-----ს ემუქრებოდა, როგორ მოახერხა არ იცის, თუმცა ნ------ს დანა წაართვა და ,,დივანის’’ ქვეშ შეაგდო, ხმაურზე სახლში შემოვიდა მისი შვილი მ----- თ------- და დაიწყეს კამათი, მ-----ი ნ------ს ეუბნებოდა, რომ მეორე დღეს ესაუბრათ, თუმცა ნ------ მას ეუბნებოდა მე მოვკვდები, მაგრამ თქვენ დაგინგრევთ ცხოვრებასო. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ----- თ-------- განმარტა, რომ 2019 წლის 8 თებერვლის დაახლოებით ღამის პირველ საათზე ის იმყოფებოდა მეზობელთან, რა დროსაც გაიგო მისი დის ,,განწირული ხმა’’ და შევიდა სახლში, სადაც დახვდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ------ გ---–---–-, რომელიც იგინებოდა მ----- თ-------- და მისი ოჯახის მისამართით. დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად 2019 წლის 8 თებერვალს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ზ---- გ---------- მიერ ც---–- ყ---–---- ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინიდან ც---–- ყ---–---- მითითებით ე.წ. ,,დივანსა’’ და კედელს შორის არსებული ადგილიდან, ამოღებული იქნა იატაკზე დაგდებული მოთეთრო მოშავო ფერის პოლიეთილენის ტარიანი დანა. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით მოხდა ნივთიერი მტკიცებულების დანის გამოკვლევა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ნ------ გ---–---–-ს პოზიციას აღნიშნულ ბრალდებაში მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება დანა) უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბაღდათში, რ---------–-------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელში, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი).
რაც შეეხება ნ------ გ---–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რომ მან თ----- თ-------- მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა (2019 წლის 7 მარტისა და 2019 წლის 9 მარტის ეპიზოდები) და მანვე განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა (2019 წლის 7 მარტისა და 2019 წლის 9 მარტის ეპიზოდები), სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ვერ დადასტურდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეპიზოდებში ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ თ----- თ-------- ჩვენება, რომელიც მართალია ადასტურებს სიცოცხლის ხელყოფის შემცველი მუქარის ფაქტებს ნ------ გ---–---–-ს მხრიდან, თუმცა კონკრეტულად ვერ იხსენებს ფაქტობრივ გარემოებებს თუ რომელ დღეს და რა საშუალებით განხორციელდა აღნიშნული. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეებს, ყველა მათგანი არის ირიბი მოწმე, რომლებიც დანაშაულის ფაქტების დასადასტურებლად რაიმე ღირებულ ინფორმაციას სასამართლოს ვერ აწვდიან.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 7 მარტს, საღამოს ნ------ გ---–---–-- მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს თ----- თ-------- და ამით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა; 2019 წლის 7 მარტს, საღამოს, მობილურ ტელეფონზე საუბრისას ნ------ გ---–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე ნ------ გ---–---–-- მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილ მეუღლეს თ----- თ-------- და ამით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა და 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, მობილურ ტელეფონზე საუბრისას ნ------ გ---–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს თ----- თ--------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აღნიშნულიდან გამომდინარე ნ------ გ---–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ------ გ---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ნ------ გ---–---–-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან აღნიშნული ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ნ------ გ---–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ვინაიდან სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. დანიშნული სასჯელი კი, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------ გ---–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ნ------ გ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი, დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი, დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ნ------ გ---–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ნ------ გ---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას ა------ გ------–---- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების წილს - მდებარე ბაღდათის რაიონი სოფელ ზ----------, საკადასტრო კოდი N3----------- და N3-----------.
ნ------ გ---–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 10 მარტიდან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური