განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
010100119003269829
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0101001-9003269829

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - აკაკი მოქერია

 

ბრალდებული - გო---------------ე

ადვოკატი - ირ---–-----–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გო---------------ე

მამის სახელი: ვა------ი

დაბადებული: 1-.1-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ო----------ი, და----–------რი

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, სე-–------–--–---–ის ქ. N86

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1-1-126-ე მუხლის 1-1 ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის ოქტომბრის თვეში გო---------------ე თავის ოჯახის წევრს, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უ-–----------–--ნას სცემდა სისტემატიურად, კერძოდ:

 

2019 წლის 12 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ს. ხი-–--–---–ის ქ. N86-ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს სახის არეში მუშტის დარტყმით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გო---------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს უ-–----------–--ნას.

 

ასევე, 2019 წლის 13 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ს. ხი-–--–---–ის ქ. N86-ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გო---------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს უ-–----------–--ნას.

 

ასევე, 2019 წლის 14 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ს. ხი-–--–---–ის ქ. N86-ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გო---------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს უ-–----------–--ნას.

 

გო---------------ის მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა ცემამ გამოიწვია უ-–----------–--ნას ფიზიკური ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 1-7-ე ან 1-8-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. 2019 წლის 14 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაზარალებულ უ-–----------–--ნას შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

4. შეტყობინების (რეგისტრაციის N2725406) თანახმად, უ-–----------–--ნა აცხადებდა, რომ მისი მეუღლე გო---------------ე ბოლო სამი დღეა ცემს.

 

5. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელ ზა-------აძის მიერ შედგენილი N021964 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 14 ოქტომბერს, უ-–----------–--ნას თავისმა მეუღლემ გო---------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - გო---------------ეს შეეზღუდა მსხვერპლთან უ-–----------–--ნასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

 

6. ბრალდებულმა გო---------------ემ დაადასტურა, რომ სისტემატურად ცემდა მეუღლეს - უ-–----------–--ნას, მოინანია ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება. სისტემატური ცემის ფაქტი ასევე დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემის ნაწილში:

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-1-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 1-5-ე, 1-7-ე, 1-8-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1-1--ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 381--ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ის მე-1-1 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 მუხლის თანახმად დანაშაულია სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე ან 1-8-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

9. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება სისტემატურ შეურაცხყოფაში (სისტემატური ცემა). ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 126 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე ან 1-8-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

10. საქმეში არსებული მონაცემებით (ქორწინების აქტის ჩანაწერი) დადგენილია, რომ გო---------------ე არის რეგისტრირებულ ქორწინებაში უ-–----------–--ნასთან.

 

1-. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უ-–----------–--ნა წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს, როგორც დაზარალებულის მხრიდან განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც მან დახმარება და დაცვა თხოვა სახელმწიფოს - მოძალადე მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისთვის (ცემა), ასევე 2019 წლის 14 ოქტომბერს ჩატარებული სხეულის დათვალიერების შედეგში, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 12 დან 14 ოქტომბრის შუალედში უ-–----------–--ნამ გო---------------ის ქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში - (მარჯვენა თვალის მიდამოში მოლურჯო - მოწითალო ფერის დაზიანება, თვალბუდის შეშუპება, თვალის წარბის დაბოლოებაზე პატარა ზომის ნაკაწრი ნაჭდევი ჭრილობა, მარცხენა ხელზე მკლავის ზედა ნაწილში მოლურჯო - მოწითლო ფერის მრგვალი ფორმის სისხლნაჟღენთი, მარცხენა ფეხის ზედაპირზე მუხლთან ახლოს ბარძაყის მიდამოში მუქი ლურჯი ფერის მრგვალი ფორმის მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ასევე იმავე ფეხის მუხლის ქვევით ნაწილში მოწითალო - მოლურჯო ფერის მრავლობითი სისხლნაჟღენთები, მარჯვენა ფეხის ზედაპირზე ბარძაყის და მუხლის ზედა ნაწილში პატარა ზომის მრგვალი ფორმის მოწითალო - მოლურჯო ფერის მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ასევე ფეხის უკანა ნაწილში მთელ მიდამოზე სხვადასხვა ზომის მოწითლო - მოლურჯო ფერის მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ზურგის არეში მარჯვენა მხარის ქვედა მესამედში მოლურჯო ფერის მრგვალი ფორმის სისხლნაჟღენთი) მიიღო დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

 

12. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სხეულის სხვადასხვა არეში - არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით მიუთითებს, რომ ცემის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტანჯვას განიცდიდა.

 

13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე (მოწმეების: უ-–----------–--ნას, პა-------------ძის, გი-------------შვილის, ვა–---------ძის გამოკითხვის ოქმებით, უ-–----------–--ნას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, 2019 წლის 14 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით N021964 და ორდერის ოქმით N021964, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გო---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე ან 1-8-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-1-126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

14. გო---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

1-. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გო---------------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იქნება პირობითად. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და გო---------------ის რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გო---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-1-126-ე მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ყადაღადადებულ ვა------ ი------ის (პ/ნ 3---------0), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე: ო----------ის მუნიციპალიტეტი, და----–------რი, რაიონი 7, კორპუსი 6 (ზონა - ო----------ი 26, სექტორი ლაითური 25, კვარტალი 07, ნაკვეთი 030, კოდი 01/001) – 5. 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.

 

პირობით მსჯავრდებულ გო---------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი