განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2019
საქმის ნომერი
330100119003214439
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/4590-19

(0------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ----------–-----–---–ის,ბრალდებულ გ--–----------ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–------------------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–------------–-; რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–----------------------------–----------------------------------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ--–----------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიაში „ქ---“გ--–----------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ--–-------------ას კუთვნილ „აიფონ 8 S“- ის ფირმის მობილურ ტელეფონს და მის დამცავ კაბურას. აღნიშნული ქმედების შედეგად, მ--–-------------ას მიადგა 2020 (ორი ათას ოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--–----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შესახებ, მოწმე მ--–-------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ--–----------ის გამოკითხვის ოქმი, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი და ამოღებული მობილური ტელეფონი, პირის ამოცნობის ოქმი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა გ--–----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, ასევე იმას, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ მობილური ტელეფონი ამოღებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

გაუქმდეს გ--–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი გ--–----------ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულები:

1. გ--–----------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც პოლიმერული შალითით დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოცხრილი კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

3. ვიდეომასალა - კომპიუტერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი