განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1/4762-19
(N-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ვ--–---------------ე, დაბადებული 1----–-–------------–-, პ--------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ნ-----------------------
ადვოკატი _ დ--------------–----–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დადგენლად ცნო:
1.1 ვ--–---------------ე, ქ.თბილისი, ნ---------------------_ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების უკანასკნელი წლებში - 2019 წლის 28 აგვისტომდე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ--–------------–--ეს, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-----–-------------ე. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, ვ--–---------------ის ქმედებით დ--–------------–--ე განიცდიდა ტანჯვას.
1.2ვ--–---------------ე, ქ.თბილისი, ნ---------------------_ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 28 აგვისტომდე დროის მონაკვეთში, აიძულებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ--–------------–--ეს და არასრულწლოვან შვილს, ნ-----–-------------ეს საცხოვრებელი სახლის დატოვებას, კერძოდ, თვეში დაახლოებით ორჯერ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვ--–---------------ე სახლიდან აგდებდა მათ, უკეტავდა კარს, ღია ცისქვეშ ტოვებდა და სახლში დაბრუნების მცდელობისას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 2----–-–---------------ს დაახლოებით 19:30 საათზე, ვ--–---------------ისგან მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ასარიდებლად, სახლიდან გამოსულ დ--–------------–--ეს, ვ--–---------------ემ ჩაუკეტა სახლში შესასვლელი კარი და არ შეუშვა არასრულწლოვან შვილთან ერთად. ვ--–---------------ის ქმედების გამო დ--–------------–--ესა და ნ-----–-------------ეს შეზღუდული ჰქონდათ ქმედების თავისუფლება, იძულებულები იყვნენ მეზობლებთან შეეფარებინათ თავი ან ღია ცის ქვეშ დარჩენილიყვნენ ვ--–---------------ის დაძინებამდე, რის შემდგომაც საცხოვრებელ სახლში ახერხებდნენ ჩუმად შეპარვას. ამასთან ვ--–---------------ე, თანაცხოვრების უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დ--–------------–--ეს აიძულებდა ფულის მისთვის მიცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით.
1.3 2----–-–-----------ს, ქ.თბილისი, ნ----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ--–---------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ--–------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2.1საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.2მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
3.2საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
3.3ვ--–---------------ის აღიარება დასტურდება დაზარალებულის დ--–------------–--ის, მოწმეთა, ვ-----------–-----–---–ის, გ---–---------–---–---–ის, ს--–----------–--ის, ნ------------–--ას, ნ-----–-------------ის, ვ----------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, რაც ვ--–---------------ეს სადაოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
3.4 ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ--–---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს და არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს და არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4 ვ--–---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის სოციალურად დაუცველი, დაზარალებული შერიგებულია და ბრალდებულის მიმართ ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება, დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ვ--–---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს:
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
6.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ--–---------------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით;
7.გაუქმდეს ვ--–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში;
8.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2----–-–--------------------------–-–---------------- ჩათვლით პერიოდი.
9.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/