განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
010100119003103317
დავის ტიპი
126
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003103317

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - პაატა ცეცხლაძე

 

ბრალდებული - რე-----------------ძე

ადვოკატი - ლე------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: რე-----------------ძე

მამის სახელი: მი----–ი

დაბადებული: 0--1-.1--0 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3---------4

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქობულეთი, სოფელი ჩა-------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1-61 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 16 ივნისს, საღამოს საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩა-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რე-----------------ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ მეუღლეს მა------–----ძეს თმების მოქაჩვით და ხელის სხეულზე არაერთჯერადი დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო რე-----------------ძის და მა------–----ძის არასრულწლოვანი შვილი ჯემ--–-------------ძე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2019 წლის 16 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩა-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რე-----------------ძეს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. 2019 წლის 17 ივნისს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულ მა------–----ძის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

4. შეტყობინების (რეგისტრაციის N1560184) თანახმად, მა------–----ძე აცხადებდა, რომ მეუღლე რე-----------------ძე ცდილობს მის მოკვლას.

 

5. სამედიცინო ექსპერტიზის N00-385519 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების მიხედვით: მოქალაქე მა------–----ძეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება.

 

6. ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ გი--------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა დაზარალებულ მა------–----ძის შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინებაში ეწერა, რომ მისი მეუღლე ახორციელებდა ძალადობას. პოლიციელებთან - გო--------------ძესთან და გი---------ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. როდესაც მივიდნენ, ეზოში ქალბატონი ტიროდა, აღელვებული იყო, რე----------------ძეც აღელვებული იყო, ნასვამი, ბავშვები ტიროდნენ. ქალბატონმა უთხრა მათ, რომ მეუღლემ ცემა. ბავშვებმაც დაადასტურეს, რომ მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას და ცემაო. რე-----–----ძე იქვე იმყოფებოდა და ადგილზე დააკავეს. გამომძიებელმა ადგილზე შეადგინა დაკავების ოქმი, ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები. მათი წამოსვლის შემდეგ კი გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.

 

7. გი--------ის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფლების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გი---------ემ.

 

8. დაზარალებულმა მა------–----ძემ და მოწმეებმა და----ა და ჯე---–-------------ეებმა, რომლებიც ბრალდებულის და დაზარალებულის საერთო შვილები არიან და რომელთა ჩვენებებიც მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი, გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი თქვეს ახლო ნათესავის - ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 1-0-ე, 1-6-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 381--ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

10. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1-61 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

11. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე–40 მუხლის მე–3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82–ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.

 

1-. სასამართლო მიუთითებს, რომ რე-----------------ძის მხრიდან ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობის შესაძლო ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა მხოლოდ პოლიციელების - გი---------ის და გი--------ის ჩვენებები, რომლებიც დამოუკიდებლად, დაზარალებულ მა------–----ძის ჩვენების გარეშე ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.

 

13. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

14. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

16. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოსთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე რე-----------------ძის მსჯავრდება, რადგან ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

17. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

18. რე-----------------ძის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისას დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიუცემლობამ საფუძველი გამოაცალა 1-61 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებას, რადგან "ძალადობის" დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენება საკვანძო მტკიცებულებაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარი ასევე განაცხადა მისმა შვილებმა.

 

19. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რე-----------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რე-----------------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ რე-----------------ძის (პ/ნ 3---------4) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, ტ----ის ქ. N18 (ზონა - ბათუმი 0-, სექტორი - 30, კვარტალი - 27, ნაკვეთი 023, კოდი 02/0-4, საკადასტრო კოდი - N0-.30.------.02.0-4) – 4. 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

განიმარტოს, რომ გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი