განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003028479
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/238-19 წ. 01 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის,ადვოკატ - გი------ ჯ-------–---–ის,ბრალდებულ - ბ--------- კ----–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო განიხილა, სისხლის სამართლის №082100419001 საქმე, ბრალდებულ ბ--------- ზ-------- ძე კ----–-ას მიმართ (დაბადებული 19---–-–---------–---, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.გორში, სუ--–---–------------–-, მცხოვრები: ქ.გორში, ძ------------–-–---–---------------–-- დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით;-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბ--------- კ----–-ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; მანვე ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; მანვე ჩაიდინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ბ--------- კ----–-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, საერთო წონით 15,74936 გრამი. ბ--------- კ----–-ას მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებიდან 0,082 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოღებული იქნა 2019 წლის 12 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ქ.გორში, პ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გი------ ბ-–------გან, რომელზეც ბ--------- კ----–-ამ გაასაღა უკანონოდ. 3,5728 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოღებული იქნა 2019 წლის 16 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ქ.გორში, ძმ-----------–-–---–-------------ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გი------ ბ-–------გან, რომელზეც ბ--------- კ----–-ამ გაასაღა უკანონოდ. 0,0653 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოღებული იქნა 2019 წლის 16 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ქ.გორში, ძმ-----------–-–---–------------/3-ში მდებარე ბ--------- კ----–-ას საცხოვრებელი ბინიდან, ხოლო 12,02926 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოღებული იქნა 2019 წლის 16 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ქ.გორში, ძმები რ-----–-–---–----------------ში მდებარე ბ--------- კ----–-ას საცხოვრებელი ბინიდან.
2019 წლის 12 აპრილს, ქ.გორში, ჩ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------- კ----–-ამ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელ გი------ ბ-–-------ე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, საერთო წონით 0,082 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა 2019 წლის 12 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ქ.გორში, პ-------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გი------ ბ-–------გან.
2019 წლის 16 აპრილს, ბ--------- კ----–-ამ ქ.გორში, ძმ-----------–-–---–------------/3-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელ გი------ ბ-–-------ე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, საერთო წონით 3,5728 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა 2019 წლის 16 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ქ.გორში, ძმ-----------–-–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე გი------ ბ-–------გან.
საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ბ--------- კ----–-ამ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბ--------- კ----–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარული ,,ვიდეო და აუდიო ჩაწერის“ ჩატარების ოქმით და მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, საგამოძიებო მოქმედებების ფარული ,,ვიდეო და აუდიო ჩაწერის“ კრებსებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ბ--------- კ----–-ას ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ბ--------- კ----–-ას მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ბ--------- კ----–-ას საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ--------- კ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------- კ----–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ბ--------- კ----–-ას 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანიოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ სარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ბ--------- კ----–-ას ზემოხსენებული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
ბ--------- კ----–-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ბ--------- კ----–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 აპრილიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნარკოტიკული საშუალება, „მეთადონი (ფუძე)“, მინის ბოთლი, შპრიცი მასში მოთავსებული სითხით, 42 მოყვითალო ფერის ტაბლეტი, ,,პორტსიგარი“ მასში მოთავსებული სამი სიგარეტის ღერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
3500 აშშ დოლარი, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ტყავის საფულე, მასში მოთავსებული მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, 5 საბანკო ბარათი, ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, 1050 ევრო, ლითონის პატარა ზომის სეიფი, მასში მოთავსებული ნივთები: სათვალის ჩასადები, შავი ფერის ტომარა, 6 ასლარიანი, 16 ასდოლარიანი, 6 ორმოცდაათ დოლარიანი კუპიურა, სუნამო, მაჯის საათი, პასპორტი, ზარდახშა, დანა თავისი კოლოფით, სათვალე თავისი კოლოფით დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
DVD და CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე