განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
340100119003308355
დავის ტიპი
381
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

N1/2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

18.12.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ალ---------- ბე-----–--ლის

ადვოკატ - ნო–------ ქე-–----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული :ალ---------- ბე-----–--ლი ;

მამის სახელი:გო---;

დაბადებული: 10.074.1----–--–--

პირადი ნომერი: 1-----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უმაღლესი;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი, სოფელი კო-–---;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი, სოფელი კო-–--- ;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი.

ალ---------- ბე-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ

1) ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 ოქტომბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გუ---- ზა-----–--ლის მიერ, ალ---------- ბე-----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------- რომლის თანახმადაც ალ---------- ბე-----–--ლს აეკრძალა მეუღლესთან, ნო-- ჭა-----ძესთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ალ---------- ბე-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 26 ოქტომბერს, მივიდა ქ. გურჯაანში, ნო-- ჭა-----ძის მშობლების საცხოვრებელ ბინასთან, რა დროსაც მეუღლეს ნო-- ჭა-----ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2) ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის იანვრიდან, ალ---------- ბე-----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგსა და სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრუწლოვანი შვილების-ნი--- ბე-----–--ლის, თა----- ბე-----–--ლის და ლე---- ბე-----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს- ნო-- ჭა-----ძეს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

ალ---------- ბე-----–--ლი 2019 წლის 28 ოქტომბერს 12:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 28 ოქტომბერს და 2019 წლის 28 ნოემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 26 ოქტომბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გუ---- ზა-----–--ლის მიერ, ალ---------- ბე-----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------- რომლის თანახმადაც ალ---------- ბე-----–--ლს აეკრძალა მეუღლესთან, ნო-- ჭა-----ძესთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ალ---------- ბე-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 26 ოქტომბერს, მივიდა ქ. გურჯაანში, ნო-- ჭა-----ძის მშობლების საცხოვრებელ ბინასთან, რა დროსაც მეუღლეს ნო-- ჭა-----ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

1.2. 2019 წლის იანვრიდან, ალ---------- ბე-----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგსა და სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრუწლოვანი შვილების-ნი--- ბე-----–--ლის, თა----- ბე-----–--ლის და ლე---- ბე-----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს- ნო-- ჭა-----ძეს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ნო-- ჭა-----ძის, ზა--- ბე–--–--ლის, მა----- ჭა-----ძის, გუ---- ზა-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----(26.10.2019), დაზარალებულ ნო-- ჭა-----ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ალ---------- ბე-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახში ძალადობა კერძოდ: მეუღლის ნო-- ჭა-----იძის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბრალდებულ ალ---------- ბე-----–--ლის მიმართ 2019 წლის 26 ოქტომბერს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გუ---- ზა-----–--ლის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი N0------- რომლის პირობები ბრალდებულმა დაარღვია, კერძო: აკრძალვის მიუხედავად მივიდა მეუღლის ნო-- ჭა-----იძის ადგილსამყოფელში და მასთან დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია. აღნიშნულ ქმედებას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 26 ოქტომბერს.

 

შემაკავებელი ორდერი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ადგენს პოლიციის თამანშრომელი და რომლის მიხედვით იკრძალება გარკვეული სახის ქმედებების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შემაკავებელი ორდერის დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დამრღვევის მიმართ.

 

საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ ნო-- ჭა-----იძე არის ბრალდებულის ოჯახის წევრი და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია არის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მოქმედებაში.

 

2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ნო-- ჭა-----ძის, ზა--- ბე–--–--ლის, მა----- ჭა-----ძის, გუ---- ზა-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----(26.10.2019), დაზარალებულ ნო-- ჭა-----ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ალ---------- ბე-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა უცენზურო სიტყვების წოდება, შეგინება, შეურაცხყოფა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის სულიერ ტანჯვას.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- ბე-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის სულიერი ტანჯვა გამოიწვია.

 

2. 3. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ნო-- ჭა-----ძის, ზა--- ბე–--–--ლის, მა----- ჭა-----ძის, გუ---- ზა-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----(26.10.2019), დაზარალებულ ნო-- ჭა-----ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ალ---------- ბე-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2019 წლის იანვრიდან, ალ---------- ბე-----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგსა და სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრუწლოვანი შვილების-ნი--- ბე-----–--ლის, თა----- ბე-----–--ლის და ლე---- ბე-----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს- ნო-- ჭა-----ძეს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ალ---------- ბე-----–--ლის შვილები 2002 წლის 06 ნოემბერს დაბადებული ნი--- ბე-----–--ლი (პ/ნ 1----------), 2006 წლის 01 აგვისტოს დაბადებული თა----- ბე-----–--ლი (პ/ნ 1----------) და 2009 წლის 19 ოქტომბერს დაბადებული ლე---- ბე-----–--ლი (პ/ნ 1----------) არიან არასრულწლოვნები და ბრალდებულის და დაზარალებულის შვილები და ოჯახის წევრები.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ---------- ბე-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ალ---------- ბე-----–--ლმა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სან წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ---------- ბე-----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. ამასთანევე არსებობს ყველა პირობა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიება როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ---------- ბე-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. ალ---------- ბე-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ალ---------- ბე-----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ალ---------- ბე-----–--ლს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.

 

5. მსჯავრდებულ ალ---------- ბე-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 28 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

 

6. ალ---------- ბე-----–--ლს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, გაუქმდეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის N12/3--19 განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა. ყადაღა მოეხსანს ალ---------- ბე-----–--ლის (პირადი N1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ’’რცხილიანი’’ საკადასტრო კოდი №51.13.53.0-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2800.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 51.13.04.0--- საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000(შვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტური წილს და დაუბრუნდეს მასვე.

 

7. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

9. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე